კახა ცხადაძის გუნდის პრობლემები და მიზანი გიბრალტარსა და გერმანიასთან ევროშესარჩევის მატჩებში
ფოტოზე: გიორგი ლორია ნაკრების შეკრებაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დაასახელა ის ფეხბურთელები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას გიბრალტარსა (8 ოქტომბერი, თბილისი) და გერმანიასთან (11 ოქტომბერი, ლაიპციგი) ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში დაიცავენ.

დანაკლისი

ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი ვერ ითამაშებს და ეჭვგარეშეა, ჩვენი გუნდისთვის ეს დანაკლისი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. კახა ცხადაძის განკარგულებაში ვერ იქნებიან ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია და ჯანო ანანიძე.

სამი მნიშვნელოვანი ფიგურის დანაკლისი კვალს აუცილებლად დატოვებს. გარდა ამისა, ეროვნულ გუნდში გამოძახებულები არ არიან გიორგი ჭანტურია, ლაშა დვალი და მათე ცინცაძე.

ჭანტურია ეს-ესაა მივიდა ახალ კლუბში. მანამდეც მას კარგა ხანს არ ჰქონია სათამაშო პრაქტიკა და ამდენად, ცხადაძის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო (თუმცა 22 წლის შემტევს "დუისბურგში" ისეთი დაბიუტი გამოუვიდა...).

მივიდა, ნახა, გაიტანა! - გიორგი ჭანტურიას დებიუტი და გამარჯვების გოლი [VIDEO]

დვალი და ცინცაძე კი ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან, განსხვავებით თბილისის "დინამოს" მარჯვენა მცველ ოთარ კაკაბაძისგან, რომელსაც, ალბათ, მიეცემა თუნდაც გიბრალტართან მატჩში თავის გამოჩენის შანსი.

დებიუტანტი

ცხადაძის სიაში ერთადერთი დებიუტანტია - გორის "დილას" 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი. ვინც "დილას" თამაშებს თვალს ადევნებს, დაგვეთანხმება - ამ ახალგაზრდამ აშკარად დაიმსახურა საქართველოს ნაკრებში გამოძახება.

ეს არის მოთამაშე, რომელსაც ერთნაირი წარმატებით შეუძლია ჩაშლაც და შექმნაც. მინდვრის ცენტრში ის ჯარასავით ტრიალებს და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

დაბრუნდნენ

გარკვეული პაუზის შემდეგ ქვეყნის პირველ გუნდს უბრუნდებიან ალბანური "ფლამურტარის" უკანახაზელი გიორგი ფოფხაძე, კვიპროსული "პაფოსის" მცველი გია გრიგალავა და ამავე გუნდის ფორვარდი ნიკა გელაშვილი, ასევე, "რიზესფორის" შემტევი ნიკა ძალამიძე.

ამ ფეხბურთელების დაბრუნებამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კონკურენცია უნდა გაზარდოს.

პრობლემები

საქართველოს ნაკრებში პრობლემებს ჯერ რა დალევს, მაგრამ მთავარი მაინც გამოვყოთ და ასეთი - ორი გვგონია. პირველზე ზემოთ უკვე ვთქვით და ეს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნას ეხება.

მეორე კი მეკარეების პრობლემაა. გიორგი ლორიას ტრანსფერს "კრილია სოვეტოვში" ახლახან მოება თავი.

რაც შეეხება ნუკრი რევიშვილს, ის ვერ არის სახარბიელო ფორმაში და ამას წინათ, რუსულ პრემიერლიგაში, ცსკა-სთან შეხვედრაში 6 გოლი რომ გაუშვა, უმალ "მორდოვიას" სათადარიგოთა სკამზე გადაჯდა.

მიზანი

რა თქმა უნდა, ბოლო ორ მატჩში გვაქვს კონკრეტული მიზანი. გიბრალტარს უნდა მოვუგოთ და, რაც მთავარია, მოვუგოთ არა ერთი და ორი გოლით. რაც შეეხება გერმანიასთან მატჩს, ამ გუნდთან და თანაც, გასვლაზე, ვერც ერთი გუნდი ვერაფერს დაგეგმავს. აქ ერთი რამაა მთავარი - ვითამაშოთ ღირსეულად!

ბოლოს კი ერთხელაც შეგახსენებთ კახა ცხადაძის მიერ ამ ორი მატჩისთვის შერჩეულ შემადგენლობას:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენსე", პორტუგალია);

მცველები: გიორგი ნავალოვსკი (დილა), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("ქარშიაქა", თურქეთი), ზურა ხიზანიშვილი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), გია გრიგალავა ("პაფოსი", კვიპროსი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია), ნიკა კვეკვესკირი ("ინტერი", აზერბაიჯანი), გიორგი მერებაშვილი ("ვერია", საბერძნეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ნიკა ძალამიძე ("რიზესფორი", თურქეთი), გუგა ფალავანდიშვილი ("დილა");

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ბაჩანა ცხადაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("პაფოსი", კვიპროსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaga
მოდი ყველამ პატივი ვცეთ კახას გადაწყვეტილებას ლიპარტი მეგობარო არაა 90 წუტის ფეხბურთელი თან მარტო პენალით გოლის გადტანა არ ნიშნავს ნაკრებში გამოძახებას რაც შეეხება გელაშვილს ბევრად მოძრავია და მანდედან გამომდინარე გამოიძახა და სავარაუდოდ მეორე ტაიმში გამოჩდება მატე დაიწყებს თამაშს
ნიკა
ბატონო ალეკო , კარგი სტატიაა მაგრამ ალბათ ერთი თავი კარგი იქნებოდა დაგეთმოთ იმ ფეხბურთელებისთვის რომლებიც არ არიან გამოძახებული და უნდა იყვნენ , ეს არაა მწვრთენლის საქმეში ჩარევა , ეს არის საკუთარი კრიტიკული აზრის გამოხატვა იმაზე რომ მაგალითად: არ შეიძლება ლოგიკა იდოს იმაში რომ არ გამოიძახო ჯაბა ლიპარტია , რომელიც უკრაინის ერთ ერთი (მეოთხე) საუკეთესო გუნდის 10 ნომერი და ჯოკერია (როგორც მწვრთნელი ეძახის) და არის მის კარიერაში საუკეთესო ფორმაში. ამასობაში გამოიძახო იგივე პოზიციაზე გელაშვილი , ვინ ბოლოს კარგად ითამაშა დაახლოებით 10 წლის წინ თავიდან რო გამოჩნდა ზესტაფონში. არ შეიძლება საფეხბურთო ჟურნალისტმა ესეთი ფაქტი საერთოდ არც ახსენოს.
dave
ალეკო, რატომ არ წერ ავთო ებრალიძს არ გამოძახების შესახებ ? თუ მოკვეთეს ნაკრებიდან ? თუ თვითონ არ სურს აქ თამაში ? მგონი მარტო მე ვგულშემატკივრობ მაგ ბიჭს :))) აშკარად არაა დასაკარგი ფეხბურთელი, ბევრს ჯობია ამ გამოძახებულ შემადგენლობაშიც...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან
ნიკა ძალამიძემ "დინამო თბილისი" დატოვა
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
კახა კაჭარავა: "ჩიხურასთან" ადვილი თამაში არ გველის
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
ნიკა ძალამიძე "ბალტიკადან" "რუსთავში" გადავიდა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი მალტაში - ბათუმის "დინამოს" ექსფეხბურთელის მოლოდინში
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
"მწვრთნელმა მითხრა, რომ მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი ვიყავი" - ნიკა ძალამიძე კარიერულ სირთულეებზე
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ქართველი თავისუფალი აგენტები და ჩემპიონატები სადაც სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ