კახა ცხადაძე: "ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე გერმანიის ნაკრები"
დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს სტუმრად მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის ნაკრებთან გამართავს.

თამაში ლაიფციგში "რედ ბულ არენაზე", თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

გერმანიის ნაკრებთან დაპირისპირების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა. "რედ ბულ არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ცხადაძე არნემის "ვიტესის კაპიტან, გურამ კაშიასთან ერთად მივიდა. ცხადაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონებთან რთული მატჩი ელის, თუმცა ამის მიუხედავად მისი გუნდი სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

''სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ხვალინდელი მატჩი გერმანიის ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვთამაშობთ მსოფლიო ჩემპიონებთან და იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიამ ბოლო თამაში წააგო, მძიმე მატჩი გველის.

ფსიქოლოგიურად ჩვენ უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე გერმანიის ნაკრები, რადგან ჩემი ფეხბურთელები წნეხის გარეშე ითამაშებენ.

ჩვენი მთავარი მიზანია, შედარება გავაკეთოთ იმ მატჩთან, რომელიც მარტში გერმანიის ნაკრებთან წავაგეთ. მაინტერესებს, რა მდგომარეობაში ვართ ახლა, იგივე დონის გუნდთან.

ვეცდებით, ხვალინდელ მატჩში დადებით შედეგზე ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, შანსი ყველა გუნდს აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მძიმე მატჩი გველის, მაგრამ თუ სწორად ვითამაშებთ, შანსი გვექნება.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრებს წინა მატჩში ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა, ირლანდიის ნაკრებმა აჩვენა, რომ სწორი თამაშის ხარჯზე წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ეს ფეხბურთია, შეიძლება ყველაფერი მოხდეს", - თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა.

კახა ცხადაძის შემდეგ გერმანელ ჟურნალისტებთან კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა. "ვიტესის" კაპიტანმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონებთან მატჩი რთული იქნება, თუმცა მისივე თქმით, ნაკრებს სწორი თამაშის ხარჯზე სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლია.

გთავაზობთ ვიტესის კაპიტნის კომენტარს :

''ხვალინდელ მატჩში იმას შევასრულებთ, რასაც მწვრთნელი დაგვავლებს. კახა ცხადაძის ნაკრებში დანიშვნის შემდეგ ახალ სისტემაზე ვმუშაობთ და გარკვეულ შედეგს მივაღწიეთ კიდეც. ჩვენ იმ პროცესში ვართ, როცა აქცენტი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა გავაკეთოთ.

გერმანიის ნაკრები ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვფიქრობთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მათ შანსი აქვთ მსოფლიო ჩემპიონებთან დაპირისპირებაში ბევრი რამე ისწავლონ", - ამბობს კაშია.

კახა ცხადაძისა და გურამ კაშიას პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა "რედ ბულ არენაზე" სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი გერმანიის ნაკრებთან შანსებზე ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, სანდრო კობახიძემ ისაუბრა:

''ძალიან რთული თამაში გვექნება ორი მიზეზის გამო. გერმანიის ნაკრები უძლიერესი გუნდია და თანაც ისინი ზეწოლის ქვეშ არიან, რადგან უკანასკნელი ოფიციალური მატჩი ირლანდიაში წააგეს.

ვფიქრობ, ძალიან მობილიზებულები და კონცენტრირებულნი იქნებიან, თანაც მოგება სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სტილით ვითამაშოთ.

აუცილებლად კომპაქტურად, დისციპლინირებულად და მჭიდროდ უნდა ვითამაშოთ, სხვა ვარიანტი არ არის. როგორ და რა გამოგვივა, ეს უშუალოდ თამაშის დროს გამოჩნდება'', - გვითხრა კობახიძემ.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ila
რით ვერ გაიგეთ თქვე დ....რომ დავით აგმაშენებელს დიდგორი პროტექციით არ მოუგია.ამდენი ხალხის ძალისხმევა წყალში იყრება.
არჩილ ხოფერია
ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ იმდენად ვერა, რომ ბუნდესმაშინას სერიოზული წინააღმდეგობა გავუწიოთ. მგონი 0:4 ზე მეტად არ წავაგებთ!
vato
მოვიგებთ თან ლამაზად, ასე 5:0 მაინც იქნება;) კობიმ გააიასნა ყველაფერი და ბაზარი არააო გერმანელებმა.
თამუნა
მარტის შემდეგ? არაფერიც არ შეცვლილა :(
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ