"როგორც ჩანს, საქართველო-ნამიბიის მატჩის არბიტრს აქცია "მე ვარ მე-16"-ში მონაწილეობა სურდა, ოღონდ გუნდები აერია"
საქართველოს ნაკრებმა ინგლისსა და უელსში ჯერ კიდევ მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში აქამდე ჯერარნახულ წარმატებას მიაღწია. "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფურ ტურნირზე ორი მატჩი მოიგეს, მესამე ადგილი დაიკავეს და იმ 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ, რომლებიც მომდევნო, 2019 წლის მსოფლიოს თასზე ავტომატურად დაიშვებიან შესარჩევი ტურნირის გარეშე.

ამ წარმატების მისაღწევად ჩვენი ნაკრების მორაგბეებმა, სამწვრთნელო შტაბმა, გუნდის მენეჯმენტმა დიდი სამუშაო გასწიეს. სწორად დაგეგმილმა მზადების პროგრამამ, სათამაშო ტაქტიკამ და "ბორჯღალოსანთა" ჩვეულმა თავდადებამ შედეგი გამოიღო.

საქართველოს ნაკრების მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ასპარეზობის შეფასება და მომავალი გეგმების შესახებ საუბარი რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გიორგი ნიჟარაძეს ვთხოვეთ.

- საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ტურნირის ბოლო, თავისთვის გადამწყვეტ მატჩში ნამიბიის ნაკრებს მოუგო და მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური დაიბევა...

- ეს მატჩი დრამატული გამოდგა ძალიან ბევრი მიზეზის გამო. გასაგებია ფსიქოლოგიური წნეხი. გამარჯვების შემთხვევაში და თუ ახალი ზელანდიაც ბოლო მატჩში ტონგას სძლევდა, მომავალი მსოფლიოს თასის საგზურს მოვიპოვებდით. ამასთან ერთად, "ოლ ბლექსთან" უმძიმესი მატჩის შემდეგ ძალების აღსადგენად ჩვენ ოთხი დღე გვქონდა, მათ კი ცხრა.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ამ ტურნირზე ყველა გუნდი თანაბარ ვითარებაში იყო.

საგულისხმოა, რომ ჩვენი გუნდი ტრავმების ეპიდემიამ შეაწუხა. ეს ბიჭები გმირები არიან. ბევრი მათგანი ნამიბიასთან სერიოზული ტრავმით გამოვიდა და წარმატების მოპოვებაში დიდი წვლილი დაიდო. მამუკა გორგოძეს ორივე მუხლი აწუხებდა, დავით ზირაქაშვილს მყესი ჰქონდა გაწყვეტილი და ასე შემდეგ.

მიუხედავად ამისა, გუნდმა შეძლო, მართალია მძიმე, მაგრამ ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ დაამძიმა ეს გამარჯვება ირლანდიელი მსაჯის ქმედებამ?

- ეს ძალზე მტკივნეული თემაა. ჯორჯ კლენსიმ, როგორც ჩანს, შეიტყო საქართველოში მიმდინარე მხარდამჭერი აქციის, "მე ვარ მე-16"-ს შესახებ და გადაწყვიტა, მას შეერთებოდა. ოღონდ გუნდები აერია და მოედანზე მე-16 ნამიბიელი იყო.

ყველაფერი მინახავს, მაგრამ მსგავსი არაფერი. ძალიან ბევრი რამ დააშავა: არ ჩათვალა ორი ლელო, არ დააფიქსირა საჯარიმო ლელო, თვალს ხუჭავდა მეტოქის ყელზე ბოჭვას და ასე შემდეგ. როცა ამდენს ქმნი, იბრძვი, შრომობ და მსაჯი ყოველივე ამას წყალში გიყრის, ძნელია კონცენტრაციის შენარჩუნება.

ნამიბიის ნაკრების მიმართ მინდა პატივისცემა გამოვხატო, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია, ბოლომდე გვებრძოლა და ჩვენი გამარჯვება მით უფრო ფასეული გახადა.

- ნამიბიის ნაკრებთან გამარჯვების სიხარულს ოდნავ სევდაც ახლდა...

- დიახ, სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა დავით ზირაქაშვილმა, რომელიც გამორჩეული პიროვნება, ლიდერი და მოთამაშეა. ის სამუდამოდ შევა ქართული რაგბის ისტორიაში. ჩვენი ნაკრების წარმატებაში მისი წვლილი დიდია. იმედი მაქვს, საქართველოში მის ღვაწლს სათანადოდ დააფასებენ.

მასთან ერთად მინდა აღვნიშნო საქართველოს ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე. ის დიდი მორაგბეა და მისმა პიროვნულმა ფაქტორმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა გუნდის ერთ მუშტად შეკვრა, შედუღაბება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, გუნდის ყველა მოთამაშეს, მწვრთნელთა შტაბს, მენეჯმენტს, რომლებმაც ყველამ თავის პოზიციაზე თავდაუზოგავად იშრომა.

- მოკლედ შეაფასეთ "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული სხვა მატჩებიც...

- ტონგას ნაკრებთან მატჩი გამოდგა ბრწყინვალე. გუნდმა პრაგმატულად, ზუსტად ის რაგბი შესთავაზა მეტოქეს, რომლითაც მისი დამარცხება იქნებოდა შესაძლებელი. აღსანიშნავია ამ შეხვედრაში მატჩის არბიტრის, ნაიჯელ ოუოენსის შესანიშნავი მსაჯობა.

ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა არგენტინასთან, მაგრამ მატჩი ჩვენთვის უსიამოვნო შედეგით დასრულდა. ამ ნაკრების ოთხი წლის წინანდელთან შედარებაც არ შეიძლება. ის საგრძნობლად არის წინ წასული. აი, რა მოუტანა ამ ქვეყნის ნაკრებს ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობამ.

მერე იყო ისტორიული დღე ქართული რაგბისთვის. ახალ ზელანდიასთან თავგანწირული თამაშის წყალობით, ჩვენ მოვიპოვეთ არა მარტო კარდიფელი ქომაგების, არამედ დანარჩენი მსოფლიოს, მათ შორის, ახალზელანდიელი გულშემატკივრების სიმპათია.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქართველ ქომაგებს, იმათ, ვინც ინგლისში უშუალოდ სტადიონებზე გულშემატკივრობდა და იმათაც, ვინც საქართველოში გვერდით ედგა ჩვენს ბიჭებს. გარწმუნებთ, ისინი ამას გრძნობდნენ. მათი მთავარი მიზანი სწორედ ქართველი ქომაგების გახარებაა, იმისთვის შრომობენ და იბრძვიან თავდადებით, რომ სამშობლო გაახარონ. გარწმუნებთ, ამ მსოფლიოს თასის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და მის მიმართ პატივისცემა რამდენჯერმე გაიზარდა.

- რა უნდა გაკეთდეს ქართულ რაგბიში სამომავლოდ საიმისოდ, რომ განვითარება არ შეჩერდეს?

- მომდევნო ოთხი წლის მანძილზე კონცენტრაცია უნდა გაკეთდეს ახალ სიმაღლეზე ასასვლელად და მეტი წარმატების მისაღწევად. საამისოდ საჭიროა ბევრი შრომა, მთავრობისა და კერძო სექტორის გვერდში დგომა.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისაც როდისმე ჩვენთვის დახმარება გაუწევია. არ მინდა ვინმე გამომრჩეს და ამიტომ არ ჩამოვთვლი. მინდა ყველას მივულოცო "ბორჯღალოსნების" წარმატება.

საქმე გაკეთებულია. ჩვენ მეორე დონის სხვა გუნდებთან ერთად დავამტკიცეთ, რომ სხვაობა პირველი დონის გუნდებთან შემცირებულია. ეს მსოფლიოს თასი ბევრი რამით იქნება განსაკუთრებული. ორგანიზატორები რეკორდული რაოდენობის ფინანსურ მოგებას ნახავენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "მსოფლიოს რაგბი" განვითარების პროექტებისთვის გაცილებით დიდ თანხებს გაიღებს. ჩვენ აქაც უნდა ვიყოჩაღოთ და ამ პროექტების მაქსიმალურად დიდი წილი საქართველოში უნდა წამოვიღოთ.

უკვე სარაგბო სამყარო სერიოზულად ფიქრობს, რომ გლობალური ცვლილებების დროა. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პირველი და მეორე დონის გუნდებს მინიმუმ თანაბარი სასტარტო პირობები ჰქონდეთ.

- მნიშვნელოვანია, რომ ნამიბიასთან მატჩს ბრიტანეთის პრინცი ჰარი დაესწრო, რომელიც რაგბის დიდი ქომაგია. ინგლისის ნაკრების გარდა, ის მსოფლიოს თასზე სხვა გუნდების თამაშს არ დასწრებია...

- მასთან მხოლოდ "პროტოკოლური", მოკლე საუბარი გვქონდა. თამაშის მერე გამარჯვება მოგვილოცა და ხელი ჩამოგვართვა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩს მასთან ერთად ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, მსოფლიოს თასის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი და ბევრი სხვა მაღალი დონის პერსონა ესწრებოდა. ეს, ცხადია, ჩვენთვის დიდი პატივია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
მგონი მილტონ ჰეიგის არხსენება და მისი ამაგის არაღნიშვნა ცოტა უხერხულია სხვა რომ არფერი ვთქვათ.
Giorgi
მთელ ნაკრებს-ღირსები ორდენი!!!(შემომიერთდით)
jorji
ზირაქა მაგარი კაცია! კლუბში ყველა პატივს ცემს,გულშემატკივარს უყვარს,ქალაქში ცნობენ და აფასებენ! წარმატებები დავით!
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე
ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა
მსოფლიო რაგბიმ გია ნიჟარაძე დააფასა
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
გია ნიჟარაძე წილისყრაზე: შეიძლება ითქვას, რომ არ გაგვიმართლა
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ნიჟარაძე: არ იცით, ივანიშვილი რაგბისთვის რას აკეთებდა, არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
გია ნიჟარაძე მსოფლიო რაგბის საბჭოს შეხვედრას დაესწრება
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
"თუ "ექვს ერში" ამის შემდეგაც არ მიგვიღებენ, მერწმუნეთ, დრო თავისას იზამს და..."
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ
"შოტლანდიელებმა "ბორჯღალოსნებთან" თამაშის სურვილი სამჯერ გამოთქვეს"