როცა სამომავლოდ ლევან კობიაშვილის უწყების ავ-კარგს შეაფასებენ, სფფ-ის გენმდივნის მიერ გაკეთებულ საქმეებს ამ ამბავში დიდი როლი ექნება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი გენმდივანი ჰყავს - 37 წლის დავით მუჯირი. მუჯირს ქართველი ქომაგი კარგად იცნობს. დღევანდელ წერილში გვსურს, მიმოვიხილოთ მის მიერ განვლილი საფეხბურთო გზა...

გზა

შეხსენება არავის სჭირდება, მაგრამ მაინც უნდა დავწერო - დავით მუჯირი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის, დიდი "დინამოს" დროების მცველ დავით მუჯირის ვაჟია. მისი საფეხბურთო კარიერა სწორედ "დინამოში" დაიწყო და მალევე იქცა გუნდის ერთ-ერთ ლიდერად.

ქართულ ტიტულებს რომ თავი დავანებოთ, მუჯირის ფორმაციის "დინამო" კინაღამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აღმოჩნდა. რომ არა უიღბლობა ბილბაოში, ეს ასეც იქნებოდა...

ჯერ კიდევ "დინამოში" ყოფნის პერიოდში მუჯირის გადაბირება თვით "იუვენტუსს" სურდა. რიგი მიზეზების გამო მაშინ ეს ტრანსფერი ჩაიშალა და ჩვენი წერილის გმირი ტირასპოლის "შერიფში" აღმოჩნდა.

მოლდოვა დათომ ტრამპლინად გამოიყენა. მისი შემდეგი გაჩერება გრაცის "შტურმი" იყო. სწორედ მუჯირის დამსახურება გახლდათ ის, რომ ავსტრიული კლუბის შემადგენლობაში დათოს შემდეგ არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა...

ამას მოჰყვა სამარის "კრილია სოვეტოვში" გადაბარგება, სადაც მუჯირი გუნდის გამოკვეთილი ლიდერი და კაპიტანი გახდა. 2005-08 წლებში "კრილია სოვეტოვის" წარმოდგენა ჩვენებურის გარეშე შეუძლებელი იყო...

2008 წელს მუჯირი რუსული ფეხბურთის გრანდ მოსკოვის "ლოკომოტივში" მივიდა. რკინიგზულ კლუბში გატარებული პერიოდის შემდეგ დათო თბილისის "დინამოში" დაბრუნდა, იქიდან კი იაპონურ "სანფრეჩე ჰიროშიმას" მიაშურა.

2011 წელს მუჯირმა "ზესტაფონის" მაისურა ჩაიცვა და ამ კლუბში დაასრულა კიდეც თავისი საფეხბურთო კარიერა.

აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ "მუმუმ" წამსვე სცადა ბედი სამწვრთნელო ასპარეზზე და "ზესტაფონი" ჩაიბარა. ვისაც ის დრო ახსოვს, დაგვეთანხმება - მან მალევე დაატყო ხელი იმერულ კლუბს და ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის უდიდესი სიყვარული მოიპოვა.

2014-15 წლების სეზონში მუჯირი "სამტრედიის" მენეჯერად მოგვევლინა. ეს ის დროა, როცა ამ ქალაქში ძალიან ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდა. იმ გუნდმა წააგო საქართველოს თასის ფინალი, თუმცა საკვირველი არაფერი მომხდარა - ერთი წელწადი დიდი წარმატების მისაღწევად საკმარისი არ არის...

მუჯირს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ეროვნულ გუნდში მისი მონაგარი კი 26 მატჩი და 1 გოლია.

ახალი გამოწვევა

...და აი, დავით მუჯირის ცხოვრებაში დიდი და ახალი გამოწვევის დრო დადგა. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის საქმიანობა მნიშვნელოვანი სეგმენტია ქართულ ფეხბურთში და როცა სამომავლოდ ლევან კობიაშვილის უწყების ავ-კარგს შეაფასებენ, მუჯირის მიერ გაკეთებულ საქმეებს ამ ამბავში დიდი როლი ექნება.

იშვიათად მინახავს მისებრ განათლებული ქართველი ფეხბურთელი. ისიც მინახავს, როგორ ტიროდა ის საქართველოს ჰიმნზე; მინახავს უბრალოზე უბრალო დავით მუჯირი ასევე უბრალო ადამიანებს შორის და მჯერა, რომ მუჯირი ასეთივე უბრალო ადამიანად დარჩება - უბრალო და საქმის გამკეთებელ ადამიანად, რადგან დღეს ქართულ ფეხბურთს ჰაერივით სჭირდება სწორედაც გაკეთებული საქმეები.

მუჯირი მისთვის ახალ საფეხბურთო აღმართს შეუდგა, ყველაზე საპასუხისმგებლო აღმართს თავის საფეხბურთო კარიერაში...

...ჩვენი ერუდიტი "მუმუ" საფეხბურთო ოჯახიდან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

babu
... არგრცხვენიათ მაგრამ კალაძწს არაფრის არცხვენია
zuka
მოაცილეთ ეს ...
Kakha
ჩვენზე ცუდი ხალხი არ არსებობს რა.ყველას უნდა უკბინონ.ყველას რაღაც მინუსი მოუზებნონ.ავადაა ქართველი ერი. არც კარგი უნდათ არც ის ძველი ცუდი.სანამ არ გვეცოდინება რა გვინდა არაფერი გვეშველება.მუჯირის და კობის ნაირი წესიერი ხალხი არცაა ქართულ ფეხბურთში და მადლობა ვთქვათ რომ მოინდომეს ამ ნაგავში მოსვლა და ამ ჭაობიდან ჩვენი ნახევრადმკვდარი ფეხბურთის ამოყვანა.

დდ-ს ჯერ აცალეთ ამ ჯგუფს და მერე შეაფასეთ. რა არი კი მარა ჯერ არ დაუწყიათ მუშაობა და უკვე უარყოფითადა ხართ განწყობილი.
irakli arqania
ჯერ აცალეთ ამ ხალხს მუშაობა და მერე გამოიტანეთ დასკვნები. და ეს ენის ჭარტალი რა ვაჯკაცობა და რა ლაპარაკია ვაბშე
კაცია ადამიანი?!
ზოგიერთი ადამიანისთვის(თუ შეიძლება ასეთ არსებას ადამიანი უწუდო) არაფერი წმინდა არ არსებობს. როგორ ახსენებთ დედამისს,ულამაზეს და უკეთილშობილეს ქალბატონს,რეზო ჩხეიძეს უნდოდა ფილმში გადაეღო მამამ არ გაუშვა.რა დედამ გშობათ და გაგზარდათ,მიცვალებულ დედას გადასწვდით,თქვენ ადამიანები ხართ?
ნინიკო
ქართველი ხალხი ვართ ძალიან დაუნახავი,ჯერ ეხლა აირჩიეს ეს ბიჭები და უკვე ლანძღავენ,ცოტა აცალონ მაინც...
boni
ნინიკო, მადლობა შესწორებისთვის. ამ თემით სპეკულირებას არ ვაპირებდი, უბრალოდ, ისეთ რამეებს წერენ, რომ თავი ვეღარ შევიკავე. მე საერთოდ არ ვიცნობ მუმუს, მაგრამ ამ ამბის მერე მას განსაკუთრებულ პატივს ვცემ...
ნინიკო
ზუსტად იმ წამს დაეღუპა დედა,როდესაც ფარერებთან მატჩის დროს გაიტანა ბურთი მუმუმ და მორჩით ამ თემაზე საუბარს...
გუჯი,შენი მეზობელი რჩეულიშვილის მე-4-ე კორპუსიდან
დათუნა, აბა შენ იცი,არ დააკლო შენი მცდელობა ქართული ფეხბურთის წინსვლას.
dd
ფეხბურთს ვერ ააყვავებს ფედერაციის პრეზიდენტი, თუ სახელმწიფომ არ შეუწყო ხელი. ზოგიერთს ეს ელემენტალური არ ესმის. და დედა ეწვა მკვდარი და ფარერებზე წავიდა სათამაშოდ? რაღაც დიდი ტყუილს გავს და ენის ჭარტალს, თუ მართლა ეგრეა საშინელი ადამიანი ყოფილა მუჯირი
Givi
Gamocdilma arveladzem,domentam da matma sadzmom xo aayvaves qartuli fexburti da aagordzines.jer mushaoba acalet am xalxs da kritika mere dauwyet tu daimsaxureben. Ar mevaseba es bogma da nacebis mentalitetis mqone xalxi
dd-s
ჯიგარ, მუჯირს სულ ეზარებოდა თამაში? და ფარერებზე წასვლა არ დაეზარა? მით უმეტეს, როცა სახლში მკვდარი დედა ესვენა? ზედმეტი ხო არ მოგდის?
ნინო
შეიკრიბა ძმაკაცობა, ძოვეთ ბიჭებო-საქართველოა
mefe333
მუმუ წარმატებები, კარგი კაცი ხარ და შენი კარგი კაცობით უნდა მოუტანო ქართულ ფეხბურთს წარმატებები.
dd
ადმინ თავი ჩრდილოეთ კორეაში ხოარ გგონია, ჩვეულებრივ კომენტარებს რო ბლოკავ? რაც თავი მუჯირს სულ ეზარებოდა სირბილი ამაშის დროს, ამის კარგი მატჩ მე არ მინახია ნაკრებში. რეალობა ის არი რო სრულიად გამოუცდელი მეგობარ ძმაკაცებით გაავსეს მანდაურობა უკვე, კალაძის კლანი
boni
მუმუ, კარგად მახსოვს, ფარერებზე ნაკრების თამაში. ის ერთი გოლი მაშინ შეაგდე. კარგად მახსოვს, რას გრძნობდი მაშინ. სახლში ხომ ისეთი უბედურება გელოდებოდა :( ყური არ უგდო აქ დაწერილ უაზრო კომენტარებს. სამწუხაროდ, ამ ვითომ ქართველებს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვთ. შენ ღირსეული კაცი ხარ და ვიცი, ღირსეულ კადრებს მიიყვანთ ფედერაციაში!
beqnu
მუმუ წარმატებები !
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
17 წლის ხარებაშვილი "აიაქსს" დაუკავშირეს - რას წერს ნიდერლანდური გამოცემა ქართველზე?
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა