ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნიკა კაჭარავა: როგორ უნდა გაიზარდოს აქ ფეხბურთელი?

ნიკა კაჭარავა: როგორ უნდა გაიზარდოს აქ ფეხბურთელი?

"ნოემბერში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება, 4 ქულა რეალურიც არის და მისაღებიც"

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თუ ვინმეზე ვიტყვით, გამორჩეული ფორვარდიაო, ეს, უდავოდ, ნიკა კაჭარავაა. შემთხვევითი არ არის, რომ "ცხინვალის" შემტევი უმაღლესი ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.

კაჭარავას გარჯას ყურადღებით აკვირდება ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე. ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გოლით გამოირჩა ესტონეთთან სანაკრებო მატჩში, ესპანეთთან თბილისურ შეხვედრაში კი მას თავის გამოჩენის შანსი არ მისცემია...

U21. საქართველო-ესტონეთი 3:0 - გადავუფრინეთ [PHOTO]

"ლელო" ნიკა კაჭარავას დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

- ნიკა, უპირველეს ყოვლისა, შეაფასეთ ესპანეთთან და ესტონეთთან ჩატარებული მატჩები...

- ესპანეთს ამ ასაკში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავს, თუ არა - მთლად საუკეთესო. გულშემატკივარმა ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა. შეგვეძლო, არ წაგვეგო და ეს რეალურიც იყო, მაგრამ... საბოლოოდ მაინც დავმარცხდით...

რაც შეეხება ესტონეთთან მატჩს, ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო. ჩვენ ძალიან რთულ ჯგუფში ვართ და არ გვაქვს უფლება, აუტსაიდერებთან ქულები დავკარგოთ. გავიტანეთ სწრაფი გოლი, რამაც მშვიდად თამაშის საშუალება მოგვცა.

- საინტერესოა, რატომ არ მოგეცათ ესპანეთთან თბილისურ შეხვედრაში თავის გამოჩენის შანსი?

- არ ვიცი...

- ესტონეთთან გატანილ გოლს როგორ იხსენებთ?

- ჩემი გოლი მთლიანად გუნდური გარჯის დამსახურებაა. ყველამ იდეალურად გააკეთა თავისი საქმე და შედეგად მივიღეთ ეს გოლი.

- მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს შემართება მოაკლდა. რა იყო ამის მიზეზი?

- მეორე ტაიმში ვცდილობდით, უფრო დიდხანს შეგვენარჩუნებინა ბურთი. ესტონეთი მთელი მატჩის განმავლობაში თავისი ნახევრიდან გვეთამაშებოდა. თავადაც ნახავდით, რიგ ეპიზოდებში მათ ნორმალურად გამოსდიოდათ კონტრშეტევები. რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს ჩვენს კართან ამის ხარჯზე. ასეთი ტაქტიკით ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკი.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი?

- ნოემბერში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება. რა თქმა უნდა, შანსი არის და ამ შანსის გამოყენებას ბოლომდე ვეცდებით. ჩვენს უშუალო კონკურენტებთან გვაქვს თამაში და ვფიქრობ, ოთხი ქულის აღება რეალურიც არის და მისაღებიც.

- როგორია ნაკრების შიდა სამზარეულო?

- იდეალური მდგომარეობაა. დიდი ხანია, ეს გუნდი ერთად მოდის. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არის...

- თქვენი აზრით, საქართველოს ჩემპიონატში არის ისეთი პირობები, რომ ფეხბურთელი ევროპულ დონემდე გაიზარდოს?

- როგორ შეიძლება, ფეხბურთელი გაიზარდოს ჩემპიონატში, რომელიც სულ ჩაშლის პირასაა? 3-4 გუნდის გარდა, ყველგან პრობლემებია. ეს ყველამ ვიცით...

- თავის დროზე მამათქვენმა, კახა კაჭარავამ, საინტერესო ისტორია მიამბო. მითხრა, ნიკას იმდენად უყვარდა ფეხბურთი, ჩუმად შეუგროვებია ფული და ისე წასულა, მამამ არ დამიშალოსო... დღესაც ასე გიყვართ ფეხბურთი?

- მოკლედ ვიტყვი: საფეხბურთო მოედანი იყო ერთადერთი ადგილი ჩემს ცხოვრებაში, სადაც წასვლა არ მეზარებოდა.

- ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ნიკა კაჭარავა მალე რომელიმე უცხოურ კლუბში ვიხილოთ?

- როგორც ყველა ქართველ ფეხბურთელს, მეც ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერა უცხოეთში გავაგრძელო.

- რომელ სათამაშო კომპონენტებში გჭირდებათ მომატება?

- ჩემი აზრით, განვითარება და წინსვლა ყველა სათამაშო კომპონენტში მჭირდება და ეს გზა უნდა გავაგრძელო.

- საქართველოს ჩემპიონატში ბომბარდირთა დავას ლიდერობთ. ალბათ, საუკეთესო მეგოლეობაზეც ფიქრობთ...

- რა თქმა უნდა, კარგია ბომბარდირობა. კარგია პირადი სტატისტიკა, მაგრამ მთავარი მაინც გუნდური მიღწევა, გუნდის შედეგებია. ჩემთვის მთავარია, გუნდმა მოიგოს. თუ ეს ჩემი გოლებით მოხდება, უფრო გამიხარდება.

- დაბოლოს, როგორც საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატს, ეროვნული გუნდის ბოლო ორი მატჩის შეფასებაც უნდა გთხოვოთ...

- ორივე მატჩი ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, მომდევნო შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძოლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bacho-s

კაჭარავას ფიზიკურ სიძლიერეზე ლაპარაკი (რბილად რომ ვთქვათ) უაზრობაა მითუმეტეს მჭედლიძეს შეადარო ხომ საერთოდ... დააკვირდი მჭედლიძე სად თამაშობს და სად კაჭარავა! კაჭარავა იყო მიწვეული არაერთ უცხოურ კლუბში მაგრამ არსად არ დაიტოვეს!იქნებ აგვიხსნა ბატონო ბაჩო რატომ ის ხომ "ნიჭიერი და ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია"???

• bacho

j..... ვერ აფასებს ან არ ესმის ფეხბურთი,კაჭარავა ყდავოდ ნიჭიერი ფორვარდია და მე მისი მეიმედება ეროვნულ გუნდში,ის ისევე ძლიერია ფიზიკურად როგორც მჭედლიძე და უფრო გოლია ალღოთი აღჭურვილი ვიდრე მჭედლიძე.ეს ჩემი აზრია

• გოგა

სხვაგან ხომ რას ამბობთ ციდან ვარსკვლავებს ხსნით

• გიგა

რატო არ იტამასჰე ესპანეტა იცი მემგონი ზნელი მისახვედრი არა გოსჰტელიანი საბურტალოს პეხბურტელია ისიც ტალანტია ტუ ესპანეტან კარგატ იტამასჰებტა პასი აიწევს ამიტ საბურტალო იხეირებს საბურტალო ვისია........... ასეა ეგ

• lukaine

ნამდვილი თავდამსხმელია, ამ ბიჭის გოლები რაც ვნახე ყველა შეასრულა.. ესტონეთთან გატანილი გოლი ძალიან კარგი იყო, მიუხედავად იმისა რომ მარტო ფეხი დაუხვედრა, კარგად გადაიტანა ფეხი... სან მარინოსთან რომ გაიტანა მაგაზე აღარ ვლაპარაკობ... წარმატებები მეგობარო

• გორგინ

ესტონეთთან ინერტულ მეორე ნახევარს შეიძლება კიდევ ახსნა მოეძებნოს, მაგრამ მეორე ტაიმში ნაკრები საკმაოდ უსახურად გამოიყურებოდა ხორვატიაშიც. მომდევნო ორ თამაშში ოთხი ქულა არარეალური ჩანს ესპანეთთან კლასში დიდი სხვაობის გამო. სამი ქულის აღებაც არ იქნებოდა ურიგო, რადგან ამ ეტაპზე მეორე ადგილის დასაკავებლად პაექრობა სამ გუნდს შორის მიმდინარეობს.

• j.....

საეჭვოა ასეთი მოუქნელი ფეხბურთელი რომელიმე სერიოზულმა გუნდმა აიყვანოს. იმედია ვცდებოდე მაგრამ მე ამას გუნდში არ ვათამაშებდი სანამ ფიზიკურად არ მოუმატებდა. საქართველოს ჩემპიონატში კი ამაზე სუსტებიც კი ქაჩავენ ჭ ჩემპიონატი გვაქვს და იმიტომ.

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

[VIDEO] დებიუტი შედგა - ჯამალ კაიშვილმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად ითამაშა

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს

საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს

ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა

ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...