დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის VIII ტურის სამი მატჩი გაიმართება
დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოს XXVII ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის VIII ტურის ოთხი მატჩი გაიმართება, ცენტრალური დაპირისპირება კი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შედგება, სადაც "ტორპედო" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს.

მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "რიონი" წარმოადგენს.

"ქართული კლასიკოს" წინ ქუთაისის "ტორპედომ" საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი უკრაინელი სპეციალისტი ალექსანდრ შტელინი წარუდგინა, რომელიც იმერულ კლუბში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

"ტორპედო" ბოლომდე იბრძოლებს წარმატების მისაღწევად. გუნდი იცხოვრებს ვიქენდიდან ვიქენდამდე - ანუ თამაშიდან თამაშამდე. ეს იქნება ჩვენი სტრატეგია. მაგრამ საუბარი იმაზე, რა იქნება ერთ ან ორ თვეში, ჯერ ადრეა. თუმცა ბიჭები ითამაშებენ ცოტა სხვანაირად, ცოტა სხვანაირადაც მოემზადებიან.

რას მოგვცემს კონტკრეტულად ეს ერთობლივი მუშაობა, წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა პროგრესი რომ იქნება, ეს ერთმნიშვნელოვანია.

2002-2003 წლებში, ჩემი ხელმძღვანელობით "ტორპედომ" ოთხჯერ ითამაშა "დინამოსთან". ჯერ შინ წავაგეთ (0:1), მერე გასვლაზე ფრედ (0:0) ვითამაშეთ, საჩემპიონო პლეი-ოფში კი შინაც მოვიგეთ (1:0) და სტუმრადაც (2:0). თუ მეხსიერება არ მღალატობს, 34 დარტყმა განვახორციელეთ თბილისის "დინამოს" კარისკენ.

ვიცი, რომ დრო იცვლება და აგრეთვე იცვლება ქართული ფეხბურთიც. მე მხოლოდ ერთი ჩანაწერი ვნახე "ტორპედოსი", როცა მან ამხანაგური მატჩი გამართა საჩხერის გუნდთან. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი თამაშის სტილით. ის დარჩა ბევრ რაღაცაში ძველი იმ გაგებით, რომ ქართველებს უყვართ ტექნიკური და რაციონალური ფეხბურთი ტაქტიკის თვალსაზრისით.

საუბრები იმაზე, რომ გუნდი ფიზიკურად ცუდადაა მომზადებული, არ შეესაბამება სიმართლეს. ამხანაგურ მატჩში გუნდმა საკმაოდ კარგი მომზადება აჩვენა.

ვნახე "დინამოს" თამაშიც და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აი, რა იქნება ხვალ, 15:00 საათიდან ყველა ვნახავთ", - აქვეყნებს შტელინის ნათქვამს "ტორპედოს" ოფიციალური საიტი.

დღესვე 15:00 სთ-ზე, არაკლებ საინტერესო შეხვედრა გაიმართება ქობულეთში, "ჩელე არენაზე", სადაც ბათუმის "დინამო" ბრწყინვალედ მოთამაშე "სამტრედიას" დაუპირისპირდება.

ამავე დროს მარტვილში "მერანისა" და ქობულეთის "შუქურას" მატჩი დაიწყება, ხოლო ლანჩხუთში ფოთის "კოლხეთი" თბილისის "ლოკომოტივს" მიიღებს.

რაც შეეხება ტურის კიდევ ერთ შეხვედრას, რომელიც 17 ოქტომბერს ზუგდიდში უნდა გამართულიყო, ადგილობრივი გუნდის დირექტორის მალხაზ (ჯონი) მალანიას გარდაცვალების გამო, "სიონთან" მატჩი გადაიდო.

"ზუგდიდი"-"სიონის" მატჩის გამართვის თარიღს სფფ მოგვიანებით დაადგენს.

უმაღლესი ლიგის VIII ტური 16 ოქტომბერს, "საბურთალო"-"საპოვნელას" მატჩით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება საბურთალოელებს დარჩათ - 2:1. ტური კვირას დასრულდება.

simartle
რას და ნიჩიას
gori
ეს კომენტატორი ქუთაისელებო ნერვებს არ გიშლიით?ეს ფერეირა ხო იცით რო პროვოკატორია და რატო ყვებით?იქ რო მაგდენი ხანი არ გაჩერებულიყო თამაში,ამდენს ხოარ დაამატებდა? და არც გოლი არ გავიდოდა,
qartveli
პირდაპირი არის ტუ არა?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა