საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მარცხენა მცველის, გიორგი ნავალოვსკის გადაბირება არნემის "ვიტესს" სურს
საქართველოს ეროვნული ნაკრების 29 წლის მარცხენა მცველის, გიორგი ნავალოვსკის გადაბირება, რომელიც ამჟამად გორის "დილაში" თამაშობს, არნემის "ვიტესს" სურს.

ამჟამად, "ვიტესის" რიგებში ორი ჩვენებური თამაშობს - კაპიტანი გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. ქართველები გუნდის ლიდერები არიან. კაშიამ არნემულ კლუბთან რამდენიმე დღის წინათ გააფორმა ახალი კონტრაქტი, რომლის ძალითაც ის გუნდში 2020 წლამდე დარჩება.

ნავალოვსკი "დილაში" სეზონის დაწყების წინ გადავიდა. მას სხვადასხვა დროს უთამაშია თბილისის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", "ანჟიში", ბაქოს "ინტერში", "ვოლგაში", "ხიმკიში", "მეტალურგ-კუზბასში", "სკა ენერგიასა" და "ტოსნოში".

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ნავალოვსკიმ 6 მატჩი ჩაატარა. როგორც კი მან საქართველოს პასპორტი დაიბრუნა, კახა ცხადაძისგან ნაკრებში მიწვევა მიიღო და მალევე ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა.

რა თქმა უნდა, ჰოლანდიის ერედივიზიონში გადასვლა ნავალოვსკისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ ტრანსფერის ალბათობას ის ფაქტიც ზრდის, რომ ცოტა ხნის წინათ საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში "ვიტესის" წარმომადგენლად გოგა გახოკიძე დაინიშნა.

"ვიტესში" ქართველების ავტორიტეტი ძალიან დიდია. ეს არცაა გასაკვირი - კაშიამ და ყაზაიშვილმა აღიარება კარგი თამაშით დაიმსახურეს. ორივე ქართველისთვის მიმდინარე სეზონი აშკარად საუკეთესოა.

კაშიას თამაშს სპეციალისტები უმაღლეს შეფასებას აძლევენ. შემთხვევითი არ არის, რომ ჰოლანდიის მიმდინარე ჩემპიონატის დაწყების შემდეგ გურამი, ფაქტობრივად, ყველა გამოცემის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში ხვდება. სულ ახლახან იყო, კაშია "ვიტესის" შემადგენლობაში სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც რომ დაასახელეს.

"მეორე სუნთქვა" გაეხსნა ვაკო ყაზაიშვილს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმაციის "ვიტესი" ქართველი შემტევი ნახევარმცველის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია.

ვაკო ნამდვილ მეგოლედ იქცა და ამ სტატუსს ლამის ყოველ მატჩში ამართლებს. გამონაკლისი არ ყოფილა ჰოლანდიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაც, რომელშიც მან "ზვოლეს" გაუტანა.

ყაზაიშვილის პროგრესი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც თვალსაჩინოა. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, განსაკუთრებით კი, მის მეორე ნახევარში, ყაზაიშვილი საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერადაც ჩამოყალიბდა.

ამას იმიტომ ვყვებით, რომ ჩანს, "ვიტესში" ძალზე ხელსაყრელი გარემოა ფეხბურთელის პროგრესისთვის და თუ იქ ნავალოვსკიც მოხვდა, ესეც კიდევ ერთი პლუსი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

...და რაც მთავარია: ქართველებს ძალიან კარგი თვალით უყურებს "ვიტესის" მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მურთაზი
ნავალოვსკი ვიტესზე უკეთეს გუნდს იმსახურებს. მილანი ზედგამოჭრილია.
მერაბი
არ მემეტება გორის"დილადან"წასასვლელად,მაგრამ მას შანსი უნდა მიეცეს/ნამდვილად იმსახურებს/ უფრო კარგ ჩემპიონატში თამაშს.ოღონდ მისი წასვლით"დილამაც" უნდა იხეიროს ფინანსურად.წარმატებებს ვუსურვებ"დილასაც" და ნავალოვსკისაც.
levani kaxeti
მართლაც კარგი იქნება. ამ ბიჭმა ნამდვილად დაიმსახურა უკეთეს ჩემპიონატში თამაში.
xabu
აუ როგორ მინდა კვეკვესკირი გაიჩითოს ვიტესში :( ზუსტად ეგ ჭირდება ვიტესს, და კვეკვესკირს ჭირდება ვიტესი...
bacho
gori შენ რომ ფეხბურთელი იყო გორის დილს ამჯობინებდი ვიტესს?ისე არ დაგიდგა გვერდები :D
ggg
იმედია დილა იხეირებს რამმეს ამ ტრანსფერიდან და მარტო უკლუბო ქართველი ფეხბუირთელების უფასოდ გადამზადების ცენტრად არ დარჩება
zura
მეორე სუნტქვა რა 43 წლის არის ვაკო?
chiko
ეს იქნება ნავალოვსკის კარიერის პიკი. უკვე 29 წლისაა. იმედია 2-3 წელი ითამაშებს ვიტესის დონეზე და საქართველოს ნაკრებსაც წაადგება. წარმატებები
Lasha
გენაცვალეთ რა... ძლივს კარგი ამბები არ მესმის ჩვენებურებზე?!
bmb
არც დაფიქრდეს, იდეალურიი ვარიანტია
gori
აუ წავა ეხლა ესეც უფასოდ,გაყიდეეეთ.და კი ბატონო გამიხარდება.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა