31 წლის ფეხბურთელი ჩემპიონატსა და ნაკრებზე საუბრობს
31 წლის ოთარ მარცვალაძემ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში დიდებულად ითამაშა ლანჩხუთის "გურიასთან" და საგოლე ფოიერვერკი მოაწყო - ჰეთ თრიკი მიითვალა. ჩანს, ის ფორმაში შედის და ამიერიდან, "დილას" მოწინააღმდეგეებს მეტი ჯაფა დაადგებათ.

მარცვალაძე იმ ასაკშია, საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზეც რომ არ ჩაიქნევს ხელს. იქ კახა ცხადაძე თამამად აწინაურებს ახალგაზრდებს, თუმცა მათ გვერდით გამოცდილი პარტნიორებიც სჭირდებათ...

- ოთარ, როგორ იხსენებთ "გურიასთან" შეხვედრას?

- მართალია, დიდი ანგარიშით მოვიგეთ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს არ იყო იოლი მატჩი. განსაკუთრებით, პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. რაც შეეხება მეორე ნახევარს, "გურია" დიდი ძალებით წამოვიდა შეტევაში, "გაიხსნა" და ეს საჩვენოდ გამოვიყენეთ.

"სამტრედიასთან" განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ სხვა გზა აღარ გვქონდა - რაც შეიძლებოდა, დამაჯერებლად უნდა გვეთამაშა და გულშემატკივრის თვალში რეაბილიტაცია მოგვეხდინა. ვფიქრობ, შევძელით დასახული ამოცანის გადაჭრა.

- მაინც რა მოხდა ასეთი "სამტრედიასთან" მატჩში? რით უნდა ავხსნათ ასეთი მძიმე მარცხი?

- ფეხბურთში ყველაფერი ხდება. რა თქმა უნდა, არანაირი გამართლება არ აქვს ჩვენი მხრიდან ასეთ შედეგს. ერთი კია - მანამდე "დინამოსთან" გვქონდა მეტად პრინციპული მატჩი, რომელიც მოვიგეთ. ვფიქრობ, მთელი ენერგია "დილამ" იმ შეხვედრაში ჩადო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არამც და არამც არ გვამართლებს...

- ეროვნული ჩემპიონატის სათამაშო დონის შეფასებას კიდევ მოვასწრებთ, მანამდე კი ჩემი აზრი უნდა გაგიზიაროთ - ჩვენს პირველობაზე აღარ არის ეგრეთ წოდებული "გამსვლელი თამაშები". თითქმის ვერავისთან გაისეირნებ. ასეა?

- აბსოლუტურად გეთანხმებით და ეს ძალიან კარგია - როცა წინასწარ არაფერი გაქვს გარანტირებული, ყველა მატჩზე ბოლომდე მობილიზებული გადიხარ. დონე მნიშვნელოვნადაა გათანაბრებული. ეს ფაქტია. აგერ, ხომ ასეთი ანგარიშით მოვიგეთ "გურიასთან", მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი - ეს არ იყო იოლი თამაში!

თქვენ იცით, როგორ ითამაშეს "სამტრედიის" ახალგაზრდა ფეხბურთელებმა "დილას" წინააღმდეგ? ქართულ ფეხბურთში რესურსი არის. ეს ბიჭები თავიანთ სიტყვას იტყვიან ჯერ ახალგაზრდულ, მერე კი ეროვნულ ნაკრებში.

- აი, პირველობის საერთო დონე კი კრიტიკას ვერ უძლებს...

- მართალია. დავიწყოთ იმ მიზეზით, რომელიც ხელისგულზე დევს - რამდენ გუნდს აქვს ნორმალური მინდორი საქართველოში? "დინამოს" და ჩვენ.

ვისაც ფეხბურთი უთამაშია, დამეთანხმება, რომ არც ერთ ფეხბურთელს არ უყვარს ხელოვნურ საფარზე ბურთის გორება. კი, წინ მიდის ეს სფეროც, მაგრამ ასეთ საფარზე თავის ბოლომდე გამოვლენა ჭირს.

ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ჩვენი ფეხბურთის მომავალი განვითარებისა. ეს ერთი სეგმენტია პრობლემის, მაგრამ პრობლემები, ცხადია, კიდევ არის, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ თანდათან ყველაფერი გამოსწორდება.

- თქვენ ბოლოს კარგახანს ითამაშეთ რუსეთის პირველ ლიგაში. გასაგებია, რომ იქაურ უმაღლეს ლიგას დიდხანს ვერ დავეწევით, მაგრამ პირველ ლიგასაც გვარიანად ჩამოვრჩებით?

- როცა მხედველობაში გვყავს ჩვენი ლიდერები, ვთქვათ, "დინამო" და "დილა", სხვა სიტუაციაა, მაგრამ საერთო დონით გვისწრებს რუსეთის პირველი ლიგაც და ამას თავისი მიზეზები აქვს.

პირველ ლიგაში არაერთი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რუსული პრემიერლიგის სტანდარტებს რომ აკმაყოფილებს. უბრალოდ, ყველაფერი ხდება ფეხბურთელის კარიერაში.

გავარდა გუნდი და ფეხბურთელი მოქმედი კონტრაქტით გადაჰყვა მას პირველ ლიგაში - ეს მოთამაშის დაბალ დონეზე სულაც არ მეტყველებს. ფინანსური თვალსაზრისით, რუსეთის პირველ ლიგაში გუნდები უზრუნველყოფილნი არიან. მათ ხშირად ჩამოჰყავთ მაღალი დონის ლეგიონერები.

საერთო დონით რუსეთის პირველი ლიგა საქართველოს ჩემპიონატზე წინაა. ამ ეტაპზე ასეა და ეს არის რეალობა.

- ვიცით, რომ "დილაში" ფინანსური პრობლემებია...

- ამას ვერ გავექცევით, არის ფინანსური პრობლემები და ისიც ფაქტია, რომ საქართველოსთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა... მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და გვჯერა, რომ სიტუაცია გამოსწორდება.

- როგორ უძლებთ ფინანსურ კრიზისს? როგორია "დილას" შიდა სამზარეულო?

- ბიჭები ერთ მუშტად ვართ შეკრულნი! რა თქმა უნდა, რთულია, როცა უხელფასოდ თამაშობ, მაგრამ გვაქვს სურვილი და განცდა იმისა, რომ მალე ყველაფერი გამოსწორდება.

- ფორმაში შედიხართ და "დილას" უფრო და უფრო ერგებით. ზამთარში კლუბის შეცვლას ხომ არ აპირებთ?

- მე "დილას" ფეხბურთელი ვარ და ჩემი სურვილია, წარმატებას ამ კლუბთან ერთად მივაღწიო.

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის იმედი კიდევ უნდა გქონდეთ...

- ვნახოთ... მე ცდას არ დავაკლებ...

- დაბოლოს, მინდა გკითხოთ აზრი ეროვნული გუნდის ბოლო ორ მატჩზე...

- საქართველოს ნაკრებს ორი უმნიშვნელოვანესი რამ ეტყობა, რაც გუნდის წარმატებისთვის აუცილებელია - მეტი თავდაჯერება და მეტი თავისუფლება.

მიმაჩნია, რომ ჩვენს ნაკრებს მომავალი აქვს. გასაგებია, რომ ჯერ კიდევ არის წვრილ-წვრილი შეცდომები და სამუშაოც ბევრია, მაგრამ ყველაფერი ხელის ერთი მოსმით ვერ გაკეთდება.

ყველაფერი კარგად იქნება, მე ამის მჯერა. საქართველოს ნაკრებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც უკვე თამაშობენ სტაბილურად მაღალ დონეზე. თანაც, ჩვენი მოთამაშეების პროგრესი გრძელდება. ასე რომ, ქართველი ქომაგის მსგავსად, მეც იმედიანად ვარ განწყობილი. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩვენ შეგვიძლია კარგად თამაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა