რა დაემართა მოურინიოს რჩეულ რაზმს?
დღეიდან ვიწყებთ ახალ რუბრიკას, რომელიც ევროპის ტოპ-ლიგების უქმეების ბევრ საინტერესო ფაქტსა და სტატისტიკურ მონაცემს გაგაცნობთ.

იცით თუ არა, რომ მადრიდის "რეალს" ამ სეზონში ჯერ არც ერთ ოფიციალურ მატჩში არ გაუშვია გოლი პირველ ტაიმში? რომ ლეო მესის არყოფნაში ნეიმარი და ლუის სუარესი სუპერპროდუქტიულები გახდნენ, მაგრამ თომას მიულერისა და რობერტ ლევანდოვსკის წყვილს მაინც ვერ ჯობნიან? იცით, რატომ არ გადის "მაინცის" კარში პენალტები? ამ და კიდევ უამრავ კითხვას ქვემოთ ვუპასუხებთ...

ევროპის საუკეთესო საფეხბურთო ლიგებში მორიგი ტურები გაიმართა - ინგლისსა და გერმანიაში - მე-10, იტალიასა და ესპანეთში - მე-9.

ლა ლიგა

* არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია იმაზე მეტი წითელი (4) და იმაზე მეტი ყვითელი (54) ბარათი, ვიდრე ვიქტორ სანჩესს მისი "ესპანიოლში" გადასვლის მერე.

* ხავი გერამ იმ 6 მატჩიდან 5-ში გოლი გაიტანა, რომელშიც ამ სეზონში "რაიომ" გატანა შეძლო. სულ თავდამსხმელს 6 ბურთი უგროვდება.

* ამ სეზონში "რეალის" მაისურით ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა 24 წლის ლუკას ვასკესმა გააკეთა - 3.

* ამ სეზონში ჩატარებულ 12 შეხვედრაში (ყველა ტურნირზე), "რეალს" პირველ ტაიმებში გოლი არ გაუშვია.

* "ბეტისს" 4 მატჩია, სტუმრად არ წაუგია (2 მოგება, 2 ფრე). ამაზე უკეთესი შედეგი სევილიელებს ბოლოს 2008 წელს ჰქონდათ, როდესაც ლა ლიგაში 6 საგარეო შეხვედრა ჩაატარეს დაუმარცხებლად.

* კევინ გამეიროს "სევილიის" ბოლო 5 თამაშში 6 ბურთი აქვს გატანილი.

* ტრავმის მერე დაბრუნებულმა ევერ ბანეგამ სევილიური კარიერისას პირველად მოახერხა ერთ მატჩში გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.

* "სევილია" გახდა პირველი გუნდი 1998/99 წლების სეზონის მერე, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის ერთ მატჩში 3 პენალტი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზეც მოინადირა 3 პენალტი "გლადბახთან" შეხვედრაში.

* "ლევანტეს" უკვე 5 შეხვედრაა, "სოსიედადი" არ დაუმარცხებია.

* იმანოლ აგირეჩეს "სოსიედადის" ბოლო 7 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. წინა სეზონში ბასკმა სულ 7 შეაგდო.

* "ლას პალმასს" უმაღლესი ლიგის უკანასკნელი 7 თამაშიდან მხოლოდ ერთში აქვს გატანილი ("სევილიასთან" 2:0).

* ბოლო ტურებში ლა ლიგის ცოტახნისწინანდელ ლიდერს, "ვილიარეალს" გადაღლა-გადაწვა აშკარად დაეტყო. "ყვითლებმა" გასულ ტურში მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც ვერ დაარტყეს.

* "ეიბარის" ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს - სტუმრად 5-მატჩიანი წაუგებელი სერია - "ბარსელონამ" "კამპ ნოუზე" დაუსვა წერტილი.

* ეიბარელებმა "ბარსას" პირველ ტაიმში 5-ჯერ გაუბედეს კარში ზუსტად დარტყმა. ასე პირველ ნახევარში ამ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდი ჯერ არავის შეეწუხებინა.

* "ბარსელონას" ამ სეზონში ყველაზე მეტი ქულა აქვს ისეთ სიტუაციაში მოპოვებული, როდესაც აგებდა, კერძოდ კი, 6 ქულა.

* "ატლეტიკოს" მიმდინარე ჩემპიონატში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი - 4.

* კევინ გამეირო მე-4 ფრანგი გახდა, რომელმაც პრიმერა დივიზიონში ჰეთ თრიკი შეასრულა. აქამდე ეს ორჯერ ჰქონდა გაკეთებული ტიერი ანრის და თითოჯერ ზინედინ ზიდანსა და ანტუან გრიზმანს.

* ჯექსონ მარტინესი ბოლო ორ შეხვედრაში "ატლეტიკოს" ორი ბურთით შეეწია. წინა 10 მატჩში კი კოლუმბიელს 1 გოლი ჰქონდა გატანილი.

* უკანასკნელ 3 მატჩში (ყველა ტურნირზე), ნეიმარმა 5 საგოლე პასი გააკეთა და 4 გოლი გაიტანა. ლუის სუარესმაც 4-ჯერ გაიტანა და ერთხელ ასისტენტად მოგვევლინა.

ბუნდესლიგა

* 3 მატჩში გატანილი 9 გოლით "შალკემ" ევროპალიგაზე გერმანულ გუნდებს შორის რეკორდი დაამყარა. გელზენკირხენელებზე პროდუქტიული ამ ეტაპზე ბუნდესლიგიდან არავინ ყოფილა.

* "ჰამბურგის" 9 ბუნდესლიგური გოლიდან 56%-ში პიერ მიშელ ლასოგამ მიიღო მონაწილეობა - 4 გოლი, 1 პასი.

* "ჰოფენჰაიმისა" და "ჰამბურგის" მატჩში 47-ჯერ დაირღვა თამაშის წესი. ეს სეზონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* "ლევერკუზენს" ბუნდესლიგაში ყველაზე მეტჯერ (31) "შტუტგარტი" ჰყავს დამარცხებული და ამ გუნდის კარში ყველაზე მეტი (122) გოლი აქვს გატანილი.

* დაახლოებით 1 წლის წინათ ვიქტორ სკრიპნიკს "ვერდერის" თავკაცის პოსტზე "მაინცთან" შეხვედრაში ჰქონდა დებიუტი და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ბრემენელებმა ახლაც იმარჯვეს "მაინცთან" საგარეო თამაშში - 1:3. ენტონი უჯამ კი გერმანიის ჩემპიონატში მეორედ შეძლო დუბლის შესრულება, პირველად მან ეს 2011 წელს, სწორედ "მაინცის" მაისურით გააკეთა.

* ვიეირინიამ "ვოლფსბურგის" რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და პოტუგალიელთან ერთად "მგლებმა" 4 ბუნდესლიგური თამაში მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.

* რობერტ ლევანდოვსკი მეშვიდედ შეხვდა "კიოლნს" და ყოველ ჯერზე გამარჯვებული გამოვიდა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ნელსონ ვალდესს აქვს - 8-დან 8 გამარჯვება.

* "მაინცის" კარში დანიშნული ბოლო 8 პენალტიდან 6 არ გავიდა... ლორის კარიუსი ტყუილად არ არის გვარად კარიუსი.

* შტეფან კისლინგი "ლევერკუზენთან" შეხვედრაში საშუალოდ 80 წუთში ერთხელ ქმნის გოლს, ან გააქვს, ან ატანინებს.

* "კიოლნმა" "ბაიერნთან" წააგო, მაგრამ ბოლო 19 წელიწადში ბუნდესლიგაში საუკეთესო სტარტი აქვს.

* "ჰანოვერის" რონ-რობერტ ცილერმა ამ სეზონში ყველაზე მეტი "სეივი" გააკეთა - 45.

* ბას დოსტს "ვოლფსბურგის" ბოლო 5 საშინაო მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გააქვს.

* "ლევერკუზენის" მეკარეს, ბერნდ ლენოს 8 თამაშია ყოფილ გუნდთან, "შტუტგარტთან" არ წაუგია - 8 მოგება, 3 ფრე.

* მე-3 ტურის მერე არიენ რობენმა პირველი მატჩი ჩაატარა. მან ბუნდესლიგაში თავისი 75-ე ბურთი შეაგდო და მარიო გომესს წამოეწია. სულ ეს მისი 111-ე გოლია 203-ე თამაშში.

* ფილიპ ლამმა ბუნდესლიგაში 342-ე შეხვედრა ჩაატარა და ბასტიან შვაინშტაიგერს გაუთანაბრდა.

* "ბაიერნმა" ჩემპიონატის უკანასკნელი 38 თამაში მოიგო, რომელიც ორბურთიანი უპირატესობით მიჰყავდა. ბოლოს, როდესაც მსგავს სიტუაციაში ვერ იმარჯვა, "კიოლნთან" თამაში გახლდათ 2011 წელს.

* "ჰანოვერს" უკვე 41 თამაშია, ბუნდესლიგაში 0:0 არ დაუფიქსირებია. ეს ყველაზე ხანგრძლივი სერიაა ისტორიაში.

* მარტინ ჰარნიკმა 672-წუთიანი მშრალი სერიის მერე პირველი ბურთი გაიტანა.

* ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" მაისურით 30-ე ბურთი შეაგდო 30-ე მატჩში. "დორტმუნდში" ყოფნისას მას ამ ნიშნულამდე მისასვლელად 67 შეხვედრა დასჭირდა.

* "ბაიერნს" 10 ტურში 33 გოლი უგროვდება. ეს ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.

* "ბაიერნი" პირველი გუნდია, რომელმაც ბუნდესლიგაში მე-1000 გამარჯვება იზეიმა, 1714 თამაშში. 385 ფრე, 329 წაგება.

* "ლევერკუზენის" ახალწვეულმა ხავიერ ერნანდესმა ყველა ტურნირზე 10 თამაშში 5 ბურთი შეაგდო და "ჩიჩარიტო" "ლევერკუზენის" საუკეთესო ბომბარდირია.

* ლევანდოვსკისა და თომას მიულერს 10 ტურში 23 გოლი აქვთ გატანილი (13 ლევანდოვსკის, 10 მიულერს). ამ ეტაპისთვის არც ერთ სხვა წყვილს ამდენი გოლი არ ჰქონია.

* "ლევერკუზენს" 11 შეხვედრაა, "შტუტგარტთან" არ წაუგია - 8 მოგება, 3 ფრე.

* "დარმშტადტს" 10 თამაშის შემდეგ 13 ქულა აქვს. ბუნდესლიგაში ბოლო სტუმრობისას ამ კლუბმა მთელი სეზონის განმავლობაში დააგროვა 13 ქულა.

* პალ დარდაი 2015 წლის თებერვალში დაინიშნა "ჰერტას" მწვრთნელად და იქიდან მოყოლებული დღემდე, მხოლოდ "ბაიერნმა" (13) გაუშვა ბუნდესლიგაში უფრო ცოტა გოლი, ვიდრე ბერლინელებმა (24).

* 1702-დღიანი პაუზის მერე "აუგსბურგის" პიოტრ ტროხოვსკი პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.

* პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ბუნდესლიგაში მეორედ შეძლო ჰეთ თრიკის შესრულება და მსხვერპლი ორივეჯერ "აუგსბურგი" იყო.

* 10 ტურის მერე ობამეიანგი და ლევანდოვსკი 13-13 გოლით ლიდერობენ ბომბარდირთა დავას. მსგავსი შედეგი 1964/65 წლების სეზონში ჰქონდა კრისტიან მიულერს, ხოლო ამაზე უკეთესი - 1971/72 წლების სეზონში გერდ მიულერს (15).

* რაფაელმა "ჰერტას" მაისურით მეორე გოლი გაიტანა პირდაპირ ჯარიმიდან. პირველი მან 6 წლის წინ შეაგდო. ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩში ბრაზილიელმა 10 გოლი შექმნა - 4 გაიტანა, 6 გაატანინა.

* "გლადბახი" ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი კლუბია, რომელმაც მიჯრით 5 მარცხის მერე, მიყოლებით 5-ჯერ იმარჯვა.

სერია A

* გონსალო იგუაინს, ყველა ტურნირის ჩათვლით, უკვე 8 გოლი აქვს გატანილი, რაც სერია A-ს ყველა მოთამაშეზე უფრო მეტია. უშუალოდ იტალიის ჩემპიონატში კი "პიპიტას" ბოლო 10 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

* "პალერმოს" იტალიელ-არგენტინელის, ფრანკო ვასკესის წინააღმდეგ 5 საუკეთესო ევროპულ ჩემპიონატს შორის ყველაზე მეტჯერ (44) დაირღვა თამაშის წესი.

* ამ სეზონში პაულო დიბალა "იუვენტუსს" 5 გოლის გატანაში დაეხმარა - 4 თავად შეაგდო, ერთხელ საგოლე პასი გააკეთა. ეს "იუვენტუსის" რიგებში საუკეთესო შედეგია.

* "ბოლონიას" გასვლაზე ყველა მატჩი წაგებული ჰქონდა და ბოლო წამებზე გატანილი ბურთით "კიევოსთან" მოგება მოახერხა. ამ სეზონში კლუბმა პირველად შეძლო 2 ბურთის გატანა.

* "ინტერს" "პალერმოსთან" "რენცო ბარბერაზე" 4 მატჩია, არ მოუგია (2 მარცხი, 2 ფრე). მილანელები სიცილიაზე ბოლო 6 ვიზიტისას, მინიმუმ, 1 ბურთს უშვებენ. გარდა ამისა, "ინტერმა" მეტოქეს პირველ ტაიმში ვერც ერთხელ ვერ დაურტყა, რაც ამ სეზონში პირველად მოხდა. მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი და თავდამსხმელი მაურო იკარდი კი პირველ ნახევარში თანაბრად შეეხნენ ბურთს - 8-8-ჯერ. იკარდიმ მთელ მატჩში ერთხელაც ვერ დაარტყა ზუსტად და ასეთი რამაც პირველად მოხდა მიმდინარე სეზონში.

* "მილანის" კარლოს ბაკას 7 დარტყმიდან 5 გოლი აქვს გატანილი.

* "მილანმა" ამ სეზონში პირდაპირ ჯარიმიდან უკვე მე-4 გოლი გაუშვა. ეს გოლი დომენიკო ბერარდიმ შეაგდო, რომელმაც ბოლო ორ შეხვედრაში "როსონერის" 4-ჯერ გაუტანა.

* "ფიორენტინას" "რომასთან" მატჩამდე საშინაო შეხვედრებში გოლი არ გაეშვა. საინტერესოა, რომ პირველი ბურთი "იებს" მათმა ყოფილმა შემტევმა მოჰამედ სალაჰმა გაუტანა.

* "რომამ" "ფიორენტინას" კი მოუგო და პირველ ადგილზეც გადავიდა, მაგრამ იტალიური წყაროების მიხედვით, "გლადიატორების" ბურთის ფლობა 29,2% იყო. ასეთი ცუდი შედეგი დედაქალაქელებს 2005/06 წლების სეზონის მერე არ ჰქონიათ.

* "რომა" ერთპიროვნულად ცხრილის სათავეში 2013/14 წლების სეზონის მე-12 ტურის მერე პირველად მოხვდა.

* "მილანმა" პირველ 9 ტურში ვერც ერთხელ ვერ შეინახა კარი მშრალად. უკანასკნელად მსგავსი რამ 1983/84 წლების სეზონში მოხდა.

პრემიერლიგა

* მესუთ იოზილმა 5 საგოლე შანსი შექმნა, მისი 69 პასიდან 88% ზუსტი იყო. იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მას 76 საგოლე პასი აქვს, რაც ამჟამად საუკეთესო მაჩვენებელია.

* ოლივიე ჟირუმ "ევერტონსაც" გაუტანა და როგორც ჩანს, კრიზისული პერიოდი დაძლია. მას უკანასკნელ 5 შეხვედრაში 4 გოლი უგროვდება.

* "მეთოფეებს" "ევერტონთან" უკანასკნელ 17 შეხვედრაში მხოლოდ 1 მარცხი აქვთ, 10 მოგება და 6 წაგება.

* "ვესტ ჰემს" 10 ტურის მერე პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს (20 ქულა), ხოლო "ჩელსის" - უცუდესი (11).

* ჟოზე მოურინიოს, რომელიც "ჩაქუჩებთან" მატჩისას გააძევეს, ბოლო 12 პრემიერლიგური შეხვედრიდან 6 წაგება აქვს. მას 6 წაგება წინა 64 მატჩში ჰქონდა.

* 10 შეხვედრიდან 5-ში "ჩელსიმ" პირველმა გაუშვა გოლი. წინა სეზონში მსგავსი რამ სულ 8-ჯერ მოხდა.

* "ვესტ ჰემმა" ამ სეზონში უკვე 3 ლონდონური დერბი მოიგო ("არსენალთან", "კრისტალ პალასთან" და "ჩელსისთან"). წინა სეზონში "ჩაქუჩებმა" სულ ორი დედაქალაქური დერბის მოგება შეძლეს.

* "ვესტ ჰემმა" 467-წუთიანი პაუზის მერე გაუტანა "ჩელსის". მატჩის საუკეთესო კი დიმიტრი პაიე გახლდათ, რომელსაც თავად არ გაუტანია, მაგრამ გუნდის ყველა შეტევის უკან სწორედ ფრანგი იდგა.

* "უოტფორდმა" ისტორიაში პირველად მოიგო პრემიერლიგაში ოქტომბრის თვეში - 1 მოგება, 4 ფრე, 6 წაგება. "სტოკს" კი ბოლო 10 საშინაო შეხვედრიდან კარი მშრალად მხოლოდ ერთხელ აქვს შენახული.

* 10 იანვრის, ანუ ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩში" მისვლის მერე, გუნდს ყველაზე მეტჯერ (16) აქვს გოლგაუშვებელი მატჩი ჩატარებული, მათ შორის, ბოლო 9 შეხვედრაში ეს 6-ჯერ მოხერხდა.

* "ნორვიჩს" ამჟამად ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული - 21.

* ჯეიმი ვარდიმ მიჯრით მე-7 ტურში გაიტანა და გახდა მეხუთე ინგლისელი ფეხბურთელი, ვინც ზედიზედ 7 ან მეტ შეხვედრაში შეაგდო - ალან შირერი (7), იან რაიტი (7), მარკ შტაინი (7), დანიელ სტარიჯი (8). იგი ბომბარდირთა დავას 10 გოლით ლიდერობს. ბოლო 20 პრემიერლიგურ შეხვედრაში კი 19 გოლში მიიღო მონაწილეობა - 14 თავად შეაგდო, 5-ჯერ პასი გააკეთა.

* "ლესტერმა" პრემიერლიგაში საიუბილეო, მე-100 გამარჯვება მოიპოვა. გუნდს უკანასკნელი 14 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული.

* დენი დრინკვოტერი "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში ბურთს 88-ჯერ შეეხო. "ლესტერის" არც ერთ ფეხბურთელს არც ერთ მატჩში ამდენჯერ იგივე არ გაუკეთებია.

* ჯორდან აიუმ "ასტონ ვილაში" ჩატარებულ მე-6 მატჩში თავისი პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ ბირმინგემელები დამარცხდნენ. "სუონსის" მისმა უფროსმა ძმამ, ანდრემ მოაგებინა, რომელმაც მე-10 მატჩში მე-5 ბურთი შეაგდო. ამ წაგებამ ტიმ შერვუდი შეიწირა.

* "სანდერლენდმა" "ნიუკასლს" მიჯრით მე-6 ტაინ-უირის დერბი მოუგო, რაც რეკორდია. "შავ კატებს" ახლა პრემიერლიგაში ყველაზე მეტჯერ სწორედ "კაჭკაჭები" ჰყავთ დამარცხებული - 9-ჯერ. "ნიუკასლს" "შავი კატები" ჯამში 8-მატჩია არ დაუმარცხებია.

* ადამ ჯონსონი "სანდერლენდის" თანარეკორდსმენი გახდა "ნიუკასლის" კარში გატანილი გოლების მხრივ. მან ეს გუნდი მეოთხედ დაამწუხრა.

* "ნიუკასლს" "შავი კატების" კარში 627 წუთის მანძილზე მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. არადა, პირველ ტაიმში მათ მეტოქეს 13-ჯერ დაურტყეს, რაც კლუბის საუკეთესო შედეგია 2014 წლის სექტემბრის მერე.

* ბილი ჯონსმა პრემიერლიგაში მხოლოდ მეორე გოლი გაიტანა. მცველმა თავისი პირველი ბურთიც "ნიუკასლს" შეუგდო 2013 წლის აპრილში. მაშინ იგი "ვესტ ბრომვიჩში" თამაშობდა.

* 2014 წლის ნოემბრის მერე "სანდერლენდმა" პირველად მოახერხა 3 (ან მეტი) გოლის გატანა.

*ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, "იუნაიტედი" და "სიტი" ერთმანეთს 12-მატჩიანი პაუზის მერე დაუზავდნენ მანჩესტერულ დერბიში. ბოლო ფრე 2010 წელს დაფიქსირდა და მაშინაც - 0:0. თუმცა პრემიერლიგაში ამ კლუბებს შორის მსგავსი ანგარიში სულ მესამედ დაფიქსირდა.

* "სიტიმ" 2014 წლის თებერვლის მერე ინგლისის ჩემპიონატში პირველად ითამაშა 0:0. მას მერე "ქალაქელებს" 61 მატჩი ჰქონდათ ჩატარებული.

* ეს იყო მეორე მატჩი მიმდინარე სეზონში, რომელშიც პირველ ტაიმში კარში ზუსტი დარტყმა არ ყოფილა. პირველი "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ლივერპულია".

* "წითელ ეშმაკებს" პირველ ტაიმში მეტოქის კარისკენაც არ დაურტყამთ, რაც 2003/04 წლების სეზონის მერე პირველად მოხდა.

* "ბორნმუთის" მეტ რიტჩიმ "ტოტენჰემს" 49-ე წამზე გაუტანა და ეს ამ წუთას მიმდინარე პრემიერლიგის უსწრაფესი გოლია. "ალუბლებს" ზედიზედ 8 შეხვედრაა, მინიმუმ ერთხელ გააქვთ, მაგრამ...

* 1-ლი იანვრის მერე, როდესაც "ტოტენჰემმა" "ჩელსის" 5:3 მოუგო, "დეზებმა" პირველად შეაგდეს 5 გოლი ("ბორნმუთთან" 1:5).

* ჰარი კეინმა სეზონის პირველი ჰეთ თრიკი გამოაცხო. 2015 წელს მას 6 პრემიერლიგურ შეხვედრაში აქვს 2 ან მეტი გოლი გატანილი.

* "ტოტენჰემს" პირველი ტურის მერე არ წაუგია და ეს ამჟამად ყველაზე ხანგრძლივი დაუმარცხებელი სერიაა.

* ყველა ტურნირს თუ ჩავთვლით, "ლივერპულს" ბოლო 8 მატჩიდან 7-ის ძირითადი დრო ფრედ აქვს დასრულებული, აქედან 6 ერთნაირი ანგარიშით - 1:1. მეორე მხრივ, გუნდს უკვე 8 შეხვედრაა არ წაუგია... ის ერთი გამონაკლისი "ასტონ ვილასთან" საშინაო 3:2-ია და ეს მატჩი გამონაკლისი იმ კუთხითაც არის, რომ ამ სეზონში ერთადერთი შეხვედრაა, რომელშიც "ლივერპულმა" ერთზე მეტი გოლი გაიტანა.

* 2013-14 წლების სეზონის შემდგომ პრემიერლიგაში თავით ყველაზე მეტი გოლი კრისტიან ბენტეკესა და ოლივიე ჟირუს აქვთ გატანილი - 14-14.

* "საუთჰემპტონი" მიმდინარე ჩემპიონატში სტუმრად წაუგებელი რჩება - 1 მოგება, 4 ფრე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კევინ გამეირო: სიმეონეს მოსწონს, როცა ეკამათები
ატლეტიკო VS რეალი - Adios "ვისენტე კალდერონ"!
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" დღეს ოფიციალურად გადავა
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ტომას მიულერმა და ოლივიე ჟირუმ სანაკრებო კარიერა დაასრულეს
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
"მან ჩემს სამწვრთნელო განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა" - მოურინიო მესიზე
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ფენერბაჰჩეს" მოურინიოს შესაძლო შემცვლელებს შორის ორი კანდიდატი ჰყავს
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა
ორჯერ უარით გასტუმრება - კლოპი "რეალის" ჩაბარებას არ აპირებს
"არავითარი კლოპი, "ნაპოლი" მან უნდა ჩაიბაროს" - ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
გონსალო იგუაინმა მესისა და რონალდოს შორის არჩევანი გააკეთა
"ბენფიკასთან" მარცხის არ აპატიეს - მოურინიო გაათავისუფლეს
"მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს" - პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა
დადასტურდა - ჟირუ "ლოს-ანჯელესში" გადავა
ლევანდოვსკი ნაკრებიდან გაურკვეველი ვადით წავიდა - მან დაბრუნების პირობაც დაასახელა
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
იანვარში გაკეთებული ყველაზე ხმაურიანი და ძვირადღირებული ტრანსფერები - კვარაცხელიაზე წინ მხოლოდ სამი ფეხბურთელი იქნება
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა - კლოპი "რომას" არ გაწვრთნის
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
"ნოიერიც ასევე უეხეშა იგუაინს" - დონარუმას აგენტი გამოექომაგა
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას - კლოპის აგენტმა განმარტა
იგუაინმა კარიერა დაასრულა - "პიპიტამ" ბოლო მატჩის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
"გითხრათ, ძიუბა იბრაჰიმოვიჩსა და ჟირუს რითი ჰგავს?" - "რენის" ყოფილი მცველის უცნაური განცხადება
ჟირუ MLS-ში გადასვლასთან ახლოსაა
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ლა ლიგა: "რეალმა" "მალაგას" მოუგო და ზიდანი ვითარების გამოსწორებაში დარწმუნებულია [VIDEO]
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელობაზეა ნომინირებული - როგორც უნდა მისცეთ ხმა ქართველ ვარსკვლავს
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის კონტრაქტს გაუხანგლძრივებს, მაგრამ ახალ ფორვარდსაც დაიმატებს
"რეალთან" და "ინტერთან" ლევანდოვსკის გარეშე? - "ბარსელონაში" პასუხი მალე ეცოდინებათ
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
კევინ გამეირო "ვალენსიაში" გადავა, ნიკოლა კალინიჩი კი "ატლეტიკოში"
ლევანდოვსკისთან კონფლიქტს გადაჰყვა - პოლონეთის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"კეინი თუ ლევანდოვსკი?" - კომანმა არჩევანი გააკეთა
ნიკოლა კალინიჩი მადრიდის "ატლეტიკოში" ოფიციალურად გადავიდა
კეინმა ბუნდესლიგაში ჰოლანის რეკორდი გააუმჯობესა
იგუაინი ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს