საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
ამ გუნდების პირველი მატჩი სამტრედიელებს 3:0 ჰქონდათ მოგებული და მომდევნო ეტაპზე "ლიახვის" გასვლის, ალბათ, თავად ამ გუნდის ფეხბურთელებსაც არ სჯეროდათ. თუმცა პირველი ლიგის ერთპიროვნული ლიდერი საპასუხო შეხვედრასაც თუ დიდი ანგარიშით წააგებდა, ბევრი არც ამას ელოდა.

გია ცეცაძის შეგირდებმა თამაში სწრაფი გოლით დაიწყეს. მე-9 წუთზე თეიმურაზ მარკოზაშვილის მიერ გატანილი გოლი მატჩის ინტრიგისთვის "საკონტროლო გასროლის" ტოლფასი იყო.

რა გასაკვირია, რომ ისედაც არცთუ მაღალ ტემპში დაწყებული მატჩი ამის შემდეგ კიდევ უფრო მდორედ წარიმართა. გოლები კი გადიოდა, მაგრამ მაყურებლისთვის ინტერესი გამქრალი იყო.

მასპინძლები ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით ცდილობდნენ პრესტიჟის გოლის გატანას, ოღონდ რევაზ ბარაბაძეს საგოლე შანსები არც ჰქონია. სამაგიეროდ, მოწინააღმდეგე გუნდის ფორვარდმა მარკოზაშვილმა შესვენებამდე დუბლი გაიფორმა, როცა გიორგი მჭედლიშვილის მიერ მცველების ზურგს უკან გადაგდებულ ბურთს ადგილი მაქსიმე ქვილითაიას კარის ბადეში მიუჩინა - 0:2.

მეორე ტაიმის სტარტზევე ცეცაძემ კაპიტანი და ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა, ცოტა ხანში კი მჭედლიშვილიც შეცვალა და მოედანზე ალექსანდრე კვარაცხელია შეუშვა, რომელიც ისეთი შემართებით ირჯებოდა, თითქოს "სამტრედია" მდევარი ყოფილიყო. თამაშში ჩართვიდან ორიოდ წუთში კვარაცხელიამ მესამედ აიღო მეტოქის კარი.

"ლიახვის" ნახევარმცველმა ირაკლი ღიბრაძემ პრესტიჟის გოლის გატანა კი მოახერხა, მაგრამ სამტრედიელებმა მაინც აღადგინეს სამბურთიანი სხვაობა.

ვინ გაიტანდა გოლს, თუ არა საამისოდ დიდად მონდომებული კვარაცხელია?! ეს მოხდა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში - 1:4.

ამრიგად, ორი მატჩის ჯამში იმერლებმა 7:1 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი

27.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

ლიახვი-სამტრედია 1:4

[პირველი მატჩი: 0:3]

გოლები: 0:1 მარკოზაშვილი (9), 0:2 მარკოზაშვილი (40. მჭედლიშვილის პასით), 0:3 კვარაცხელია (60), 1:3 ღიბრაძე (65), 1:4 კვარაცხელია (90)

ლიახვი (4-5-1): ქვილითაია - ჯიქია, ცარიელაშვილი, ტოლმასოვი, პატაევი (74. ლომაშვილი) - მელიავა, შათირიშვილი (63. სადაღაშვილი), ფუხაევი (63. ზვიადაური), ღიბრაძე, კიკნაველიძე - ბარაბაძე.

სათადარიგოები: ჩუჩალოვი, გაბარაევი, იჩქითი, ლოლაევი

მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია

სამტრედია (4-5-1): მეშველიანი - ცინცაძე, გოგიაშვილი, იოსელიანი, ახალაძე - ენდელაძე, დათუნაიშვილი (46. კერძევაძე), მჭედლიშვილი (58. კვარაცხელია), რაჟამაშვილი (46. ჭეიშვილი), სიხარულიძე - მარკოზაშვილი.

სათადარიგოები: თებიძე, ჯიქია, ჭეიშვილი, ზივზივაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილება: ღიბრაძე (12), ზვიადაური (64), კერძევაძე (71), იოსელიანი (79)

არბიტრი: შ. ქუხილავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ᓓᓘᓚᓐ-ᓕᓘᓢ ᓯᓝᓠᓯᓘᓐ 2:2 - ᓖᓐᓕᓘ ᓒᓝᓠᓨᓘ
საქართველოს თასის ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ᓣᓛᕐᓦᓚᓔᓡᓘ
ლიცენზირების პროცესი დასრულდა - 8 ქართულმა კლუბმა უეფას ლიცენზია მიიღო
თბილისის "დინამომ" გორის "დილას" მოუგო და თასისთვის ბრძოლას აგრძელებს
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ლიახვმა" პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს თასი: ყველა მერვედფინალისტი ცნობილია
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
"ᓕᓘᓢ ᓯᓝᓠᓯᓘᓐᓛ" ᓐᓛᓮᓐᓜᓐᓒᓣᓠ ᓛᓐᓢᓩᓨᓘ ᓗᓑᓘᓚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜᓐᓛᓝᓡ" ᓓᓣᓑᓚᓔᓑᓡ ᓛᓝᓣᓒᓝ
საქართველოს თასის მეოთხედფინალში ეროვნული ლიგის მხოლოდ 2 წარმომადგენელი გავიდა
მერანი-ცხინვალი 0:2 - მარტვილში ფეხბურთი დაბრუნდა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ვიტ ჯორჯია-ცხინვალი 1:4 - ნახევარფინალი რატიფიცირებულია [PHOTO]
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ეროვნული ლიგა. V ტური: "საბურთალო" "სამტრედიასთან" დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა
კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
სამტრედია-საპოვნელა 3:0 - ასტრონომიულიც შეიძლებოდა...
"ლიახვი" ლიცენზირების აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილებას ტრიბუნალში გაასაჩივრებს
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
ცხინვალის "ლიახვი" განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს