ყველაფერი საქართველო-უნგრეთისა და სლოვაკეთი-რუმინეთის მატჩების ბოლო წუთებზე გასულმა გოლებმა გადაწყვიტა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ბოლო მატჩი ფრედ დაასრულა და ელიტრაუნდში გავიდა.

გოჩა ავსაჯანიშვილის გუნდმა მე-4 შესარჩევ ჯგუფში, რომელსაც უნგრეთი მასპინძლობდა, ბოლო ტურის მატჩი მასპინძლებთან გამართა (2:2) და ელიტრაუნდის საგზური ბოლო წუთებზე მოიპოვა.

29 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში ანგარიში ბექა ქავთარაძემ მე-21 წუთზე გახსნა, თუმცა სულ რაღაც ერთ წუთში მასპინძლებმა ტიმარის გოლით გაათანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ვირაგმა გაგვიტანა და ჩვენი შანსები მინიმუმამდე დაიყვანა.

მატჩის ბედი მე-80 წუთზე, შეცვლაზე შემოსული გიორგი ოზბეთელაშვილის გოლმა გადაწყვიტა, თუმცა ჯგუფიდან ელიტრაუნდში გამსვლელი მეორე ადგილის დაკავებაში ხელი პარალელურად მიმდინარე მატჩში სლოვაკი ლადისლავ ალმასის, ასევე მე-80 წუთზე, რუმინეთის კარში გატანილმა გოლმა შეგვიწყო. საბოლოოდ საქართველომ და რუმინეთმა ჯგუფი 4-4 ქულით დაასრულეს, ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობა ჩვენ გვქონდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჭაბუკებმა ჯგუფის პირველი მატჩი სლოვაკეთთან დათმეს (3:4), შემდეგ კი რუმინეთს ანგარიშით 3:0 მოუგეს.

საქართველოს ნაკრებმა უნგრეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გუგეშაშვილი, ვირუბოვი, ასათიანი, ჩაკვეტაძე, ქავთარაძე, ნიკოლეიშვილი (80. ოზბეთელაშვილი), სპანდერაშვილი, ქაფიანიძე, ხარაბაძე (53. ქიმერიძე), კუცია, ნინუა.

gulshematkivari
გილოცავ გოჩა მას მაგარი ბიჭები შეაგროვე კარგად ითამაშჰეს,35 სკოლამ გასახელა რა გინდა კიდევ წარმატებები
dato
სასწაული ვინ მოახდინა ერტხელ მაინც ახსენეთ ქიმერა რა დაგიშავათ ხსენების გირსიც არარის.მაგან გადაგარჩინათ მაგრად ითამაშა
gio
ქიმერ არ მოქცეს გამოჩენის საშუალება? რა ხდება რატო არ გატამაშეს პატრონი არ გყავს? მიტოა ქარტული ფეხბურტის საქმე კარგად
tazo
გილოცავ ავსაჯან მალაცი დიდი კაციხარ ჯიგრები ხარტ გასკდნენ ბოგმაზე ესენი
Cotne
Tveebit didia 17წელზე da imitom
temo
არაბიძე რატომ არარის 17 წ. ნაკრებში
davit
ყოჩაღ ბიჭებო,გაიხარეთ
kaxelo
ვერ გავიგე წააგებენ რატო წააგესო მოიგეს და გავიდნენ კაცურად რას ხედავტ ხალხო ამაჰი სასწაულს ბავჰვები რო დიდებზე უკეტ ტამაჰობენ?გამარჯვებიტ გევლოტ
dato
90 არა U17 წლამდელები 80 წუთს თამაშობენ და 82-ზე დამატებითზე გაათანაბრეს
bmb
არაფერი სასწაული არ მომხდარა, უძლიერესი გავიდა, ანუ ჩვენ, აი ასე!
VATO
რა გინდა, რას ერჩი, მთავარია ხომ გამოღვიძეს:)))))
giorgi
მეორე გოლი რომ გაგვიტანეს მერე გამოიღვიძეს ჩვენმა 17 წლამდელებმა და მიხვდნენ რომ ფეხბურთი 90 წუთი გრძელდება თურმე...
დათო
სულ სასწაულებს რომ ველით, ხომ ხედავთ, ცოტა ხელს თუ შევუწყობთ ბედი ჩვენც გაგვიღიმებს. გილოცავთ :)
კობა გურგენაშვილი
გილოცავთ ყველას ამ გამარჯვებას,,,,ბიჭებს კი ----- სულ გამარჯვებულებს გევლოთ მთელი ცხოვრება!!!!!!!!!
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვარაცხელია "როტორთან" მატჩის სასტარტოშია
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
გოჩა ავსაჯანიშვილი: ეს ნამდვილი სასწაული იყო!..
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
ბექა ქავთარაძე "ნიჟნი ნოვგოროდის" ფეხბურთელი გახდა
კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
U17. საქართველო-უნგრეთი 2:2 - როგორც კეთილ ზღაპარში...