"საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვარ, გიორგი არაბიძე უნგრეთში რომ არ წამეყვანა?!"
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაძლია ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა.

გოჩა ავსაჯანიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფის პირველი მატჩი სლოვაკეთთან 3:4 წააგო, რასაც მოჰყვა გამარჯვება რუმინეთთან (3:0) და დრამატული ფრე (2:2) მასპინძელ უნგრეთთან - ქართველმა ჭაბუკებმა უკანასკნელ წუთზე გაათანაბრეს ანგარიში (ასევე ბოლო წუთზე გავიდა საჩვენო გოლი სლოვაკეთი-რუმინეთის პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში), რაც საკმარისი აღმოჩნდა მეორე ადგილის დასაკავებლად.

"ლელო" გოჩა ავსაჯანიშვილს გაესაუბრა. 17-წლამდელთა ნაკრების დამრიგებელმა დასრულებული ტურნირი შეაჯამა...

ტრაგედიამ ვერ გაგვტეხა!

- სანამ ტურნირი დაიწყებოდა, რთულ თამაშებს ველოდით, მაგრამ მაინც გაჭირდებოდა იმის წარმოდგენა, რაც უნგრეთში მოხდა. ამდენი წელია მწვრთნელი ვარ და იშვიათად მინახავს ასეთი დრამატული ტურნირი...

სლოვაკეთთან ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში გამოვიდა. თავიდან ვიგებდით, მერე ორი ბურთით ჩამოვრჩით, გავათანაბრეთ ანგარიში და ბოლო წამზე დასანანი გოლი გავუშვით. სასტარტო მატჩში ასეთი მარცხი ტრაგედია იყო ჩვენთვის.

არ დავმალავ, ყველამ ძალიან რთულად გადავიტანეთ ეს წაგება, მაგრამ სხვა გზა არ იყო - დავსხედით და ვთქვით, რომ ყველაფერი არ იყო დაკარგული და რომ ბრძოლა უნდა გაგვეგრძელებინა...

მეორე შეხვედრაში ულაპარაკოდ მოვუგეთ ჯგუფის ყველაზე ძლიერ ნაკრებს - რუმინეთს. ვფლობდით უპირატესობას ყველა კომპონენტში და არანაირი კითხვის ნიშანი არ ყოფილა საბოლოო შედეგთან დაკავშირებით. მერე იყო ბოლო მატჩი უნგრეთთან. ცხადია, მინდორზე მოსაგებად გავედით, რადგან არ გვინდოდა, სლოვაკეთისა და რუმინეთის შეხვედრის შედეგზე ვყოფილიყავით დამოკიდებული...

საერთოდ, არ მიყვარს მსაჯებზე ლაპარაკი, მაგრამ ახლა ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. ბერძენმა არბიტრმა საშინლად იმსაჯა. არადა, ესეც უნდა ვთქვა - პირველ ორ თამაშში იდეალური მსაჯობა იყო... მოკლედ, ბერძენი არბიტრი ძალიან ტექნიკურად "გვძირავდა", ანელებდა თამაშის ტემპს... თქვენ წარმოიდგინეთ, ბურთის მომწოდებელი ბიჭებიც კი არ გვაძლევდნენ დროულად ბურთს...

ბოლოს მოვლენები ასე განვითარდა: პარალელურ მატჩში რუმინეთი იგებდა და სხვა რა გზა იყო? - რისკზე უნდა წავსულიყავით. ჯერ ქიმერიძე შევუშვი მინდორზე. მერე კიდევ ერთი მცველი მოვხსენი და ოზბეთელაშვილი შევიყვანე. სიმართლე გითხრათ, მისი შეშვება 3-4 წუთით ადრე მინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბურთი არა და არ გადავიდა ან კუთხურზე, ან აუტზე, რომ ცვლილება განმეხორციელებინა.

ისეთი გოლი გავიტანეთ, ალბათ, განგების ნებაც იყო. უნგრეთში გამგზავრების წინ პატრიარქმა დაგვლოცა და იმ ლოცვის ძალა გაგვყვა სწორედ...

და კიდევ - პოლონეთის წარმომადგენლობით, საერთაშორისო ტურნირზე რომ არ გვეთამაშა, შეუძლებელი იქნებოდა უნგრეთში წარმატებაზე ფიქრი.

ამის შემდეგ გოჩა ავსაჯანიშვილს ვთხოვეთ, გუნდი ამპლუების მიხედვით დაეხასიათებინა...

მეკარე

- უნგრეთში საქართველოს ნაკრების კარს ლუკა გუგეშაშვილი იცავდა. ჩვენ 6 გოლი გავუშვით და ამ ექვსიდან მეკარეს, ალბათ, ვერცერთს ვერ დავაბრალებ. თუ ჩავუღრმავდებით, შეიძლება ითქვას, რომ მას ერთ შემთხვევაში შეეძლო გუნდის გადარჩენა.

საერთოდ, აქცენტი შემტევ ფეხბურთზე გვქონდა - გაგვქონდა გოლები და, სამწუხაროდ, ვუშვებდით კიდეც...

დაცვა

- იყო ისეთი შეცდომები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო. თუ ნახავთ ჩვენი თამაშების ვიდეოჩანაწერს, ამაში დამეთანხმებით. არის მომენტი, როცა ელემენტარულად გვიანდება კაცის აყვანა და ამის გამო გოლს ვუშვებთ...

იყო ისეთი მომენტებიც, როცა დაცვამ უმაღლეს დონეზე ითამაშა.

ერთი სიტყვით, უკანა ხაზში შეცდომები იყო, მაგრამ ეს გამოსწორებადია...

ნახევარდაცვა

- ჩვენ გვქონდა ფლანგის ნახევარმცველების პრობლემა და ამის თაობაზე თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში ვილაპარაკე კიდეც უნგრეთში გამგზავრებამდე. ახლა ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით:

სანამ უნგრეთში წავიდოდით, "ცხინვალის" დუბლშემადგენლობასთან ჩავატარეთ ამხანაგური შეხვედრა. იმ მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძეც ესწრებოდნენ...

თამაში რომ მორჩა, დავსხედით და დავილაპარაკეთ. მე ყველასგან ვიღებ რჩევას. ცხადაძემ და ჩივაძემ მითხრეს - ნუგზარ სპანდერაშვილი, დღეს თავდასხმაში რომ ითამაშა, ძალიან სწრაფი, აგრესიული, ძლიერი ბიჭია და იქნებ ფლანგზე გამოგეყენებინათო...

ასეც მოვიქეცი. უნგრეთში სპანდერაშვილი სამივე თამაშში საუკეთესო გახლდათ. მთლიანობაში, ნახევარდაცვაც დამაჯერებელი იყო...

თავდასხმა

- ჩვენი თავდასხმის ლიდერს, გიორგი ჩაკვეტაძეს, ორი თამაში ჩაუვარდა. ხდება ხოლმე ასეთი რამ - პატარა ბიჭები არიან, გამოცდილება და სტაბილურობა აკლიათ...

არადა, ჩაკვეტაძეს ძალიან ბევრი შეუძლია და როცა მან რუმინეთთან თავისი მაქსიმუმი აჩვენა, ვერც შეაჩერეს...

როგორ მოხდა სასწაული...

- ახლა უფრო დაწვრილებით მოგიყვებით უნგრეთთან მატჩის იმ დრამატულ, ბოლო წუთებზე. სხვათა შორის, ამ თამაშს დაესწრო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რამაც, ალბათ, ჩვენი გუნდის მოთამაშეებზე დადებითად იმოქმედა...

მერე იყო ოზბეთელაშვილის გოლი. მერე მასვე ჰქონდა დიდებული მომენტი. ისეთ ემოციაში იყო, რომ ვერ გაიტანა და ვერც ვამტყუნებ.

დაბოლოს, იყო არნახული სიხარული გასახდელში...

სელექციონერები

- ამ ტურნირს არაერთი უცხოელი სელექციონერი ესწრებოდა. არ ვიცი, რა ჩაინიშნეს მათ. სლოვაკეთსა და რუმინეთთან პირველ ორ მატჩში ძალზე სანახაობრივი ფეხბურთი ვითამაშეთ.

ამ მხრივ, უნგრეთთან მატჩი ასეთი ვერ გამოდგა, რაც აბსოლუტურად გასაგებია - ამ თამაშის ფასი იმდენად დიდი იყო, რომ თავიდანვე დიდი ბრძოლა წავიდა მინდვრის თითოეული გოჯისთვის...

მზადება ელიტრაუნდისთვის

- 3 დეკემბერს გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის წილისყრა. სწორედ ამ დღეს გვეცოდინება ჩვენი მოწინააღმდეგეების ვინაობა და გაირკვევა, თუ რომელ ქვეყანაში მოგვიწევს თამაში...

რა თქმა უნდა, ელიტრაუნდისთვის უკეთესად უნდა მოვემზადოთ. მე ზუსტად გეტყვით, რა და როგორც იყო. 16 ოქტომბერს გადავედით შეკრებაზე და 21-ში უკვე უნგრეთში გავფრინდით. დაგეგმილი გვქონდა შეკრება ავსტრიაშიც, რომელიც არ შედგა...

ამ ასაკში სულ გვქონდა წარმატებები. ჩემი წინამორბედები კარგა ხნის განმავლობაში ამზადებდნენ გუნდს, ჰქონდათ შეკრებები და იყო შედეგიც. ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს.

უახლოეს მომავალში შევხვდები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს და დავგეგმავთ, როგორ უნდა მოვემზადოთ ელიტრაუნდისთვის.

იანვარში წარმომადგენლობითი საერთაშორისო ტურნირი იმართება მინსკში და სასურველია, რომ იქ ჩვენც ვითამაშოთ. ბელორუსში არაერთი ძლიერი გუნდი მოიყრის თავს. თან ეს შეჯიბრება მაისში გაიმართება.

პრობლემა

- ჩვენი მთავარი პრობლემა არის გამოუცდელობა. რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო თამაში გვჭირდება. ამ ბიჭებს კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და დარწმუნებულიც ვარ, გაახარებენ ქართველ ქომაგს.

სელექცია

- შემოვიარე ყველაფერი და ახლაც ვამბობ, რომ თუ იქნება ფეხბურთელი, რომელიც დააკმაყოფილებს ნაკრების დონეს, მაშინ მისთვის კარი ღია იქნება. ეს ფეხბურთელები გავიდნენ ელიტრაუნდში, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ადგილი გუნდში გარანტირებული არავის აქვს.

საზღვარგარეთ თუ არის ვინმე, ვეცდებით, არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. თქვენი, მედიის თანადგომაც ძალიან გვჭირდება...

საკუთარი თავის მტერი ხომ არ ვარ?!

- ინტერნეტში გამოხმაურებას ვათვალიერებდი და ერთ ასეთ კომენტარს წავაწყდი - ავსაჯანიშვილი რა მწვრთნელია, გიორგი არაბიძე არ წაიყვანა უნგრეთშიო.

არაბიძე ჩვენი ნაკრებისთვის დიდია ასაკით, თორემ როგორ არ წავიყვანდი?! გამოდის, რომ საკუთარი თავის მტერი ვარ?! რომელი მწვრთნელი იტყვის უარს არაბიძის დონის ფეხბურთელზე?!.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dato
სასწაული ვინც მოახდინა იქნებ ერტხელ მაინც გეხსენებიათ,ქიმერას პასი იყო გადამწყვეტი ,თორე რას გახვიდოდით ნახავდით
ჯიჯი
მართლა არ გასკდეთ,და პატრიარქზე ეგრე ნუ ლაპარაკობთ,ცოტა ზრდილობა არ გაწყენდათ
ქუთაისელი
მე ზაზას ვეთანხმები, მაგრამ არ შემიძლია 2 სიტყვით Uzrdelebs-ის დამწერს არ მივმართო: 1. თითქოს ყველაფერი სწორია, მაგრამ ცოტა ზედმეტი თქვენთანაც იყო. 2. თუ შეიზება სხვა დროს ბაყაყებს შეურაცყოფას ნუ მიაყენებთ.
zaza
არ დაიგალეთ ამ შურით და ბოგმით გავიდა კაცი ,მიულოცე თუ არა და რას აგინებ
Uzrdelebs
რა გინდათ საერთოდ ავადმყოფებს აქ სპორტულ საიტზე სპორტში ცხვირს როგორ ყოფთ? რა გესაქმებათ აქ? ესენიღა გვაკლია აქაც შემოყონ აცუნდრუკებული ცხვირი და თავიანთ ჩკუაზე იცმუკუნონ. პატრიარქზე და ლოცვის ძალებზე რომ არაფერი იცით გეყობათ გათავხედებულ მასხარაობაზე, მორაგბეებს რუსეთი რომ არ გაუხარებიათ 25 წელია რამდენმა ტუტუცმა იცით რომ ყოველი რუსეთთან თამაშის წინ პატრიარქი უკითხავს მორაგბეებს სულის სიმტკიცის პარაკლისს და ხედავთ 25 წელია ვერ მოუგიათ. არადა ბევრჯერ შეეძლოთ მოგება. თქვენნაირი 2უჯრედიანი ბაყაყები ღადაობენ აქ მაგრამ მსოფლიო ფეხბურთში მაგაზე არავინ გეღადავება - ჯადოქრების მხიბავების ოკულტისტების და ენერგიებით მხარდამჭერი ჯგუფების გარეშე ვერავინ ვერაფერს იგებს და ვინც ამის გარეშე ცდილობს უბრალოდ გოიმია უიღბლო. ის მაინც ყველას ახსოვს თურქები რომ ლოცულობდნენ მოლებით და ლამის აიღეს ევროპა. მეცნიერებმა დააფიქსირეს რომ სადაც ლოცულობენ იმ ადგილზე გროვდება ძალიან დიდი ენერგიაა ჩვეულებრივთან შედარებით, ეს დოკუმენტურში აჩვენეს. ღადავში გართულებმა რომ არ იცით ამას არაუშავს, ნეტა გულწრფელები იყოთ მაგრამ უზრდელები და თავხედები რომ ხართ ეს სად გაგივათ. კაცს მასხარად იგდებთ მარტო იმის გამო რომ პატრიარქი ახსენა, დაფშტვენილი და გაფრენილი გაქვთ უკანა მხრიდან ჰაერში ხომ არ იწევით ხელები სკამი ხელებით მოსინჯეთ.
basa-France
სუსტი ქოაჩია,გაუმართლათ ,ინტერვიუში კი სულ "დაუშტვინა"---ვილოცეთო ,ილია შიოლაშვილის წყალობითო!
kvachicha samtredia
N1 მცვრტნელი ბავსჰვტა ფეხბურტსჰი...ცარმატებები გოცჰა მასც...
ნუგი
ძალიან საიამოვნოა, მაგრამ თურმე პატრიარქს გაუტანია გოლი :-D პირველი ნაკრებიც დაალოცინონ პატრიარქს, იქნება შეყაროს გოლები
hoo
ერთი ჭკვიანი კაცის ნათქვამია: როცა რაღაც ძალიან მაგრად გინდა და ძალიან ინდომებ ამ დროს მთელი ქვეყანა გეხმარებაოო....ზუსტად ასე გამოუვიდათ ამ ბავშვებს....
მირზა
სხვა კომენტარები არ წაიკითხე რას წერენ შენზე
ჯიჯი
წარმატებებს გისურვებ ძმაო,გამახარეთ ძალიან,არა მარტო მე,მთელი საქართველო
ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
U17. საქართველო-უნგრეთი 2:2 - როგორც კეთილ ზღაპარში...
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო
ქართველი 17-წლამდელები ევროპის ელიტრაუნდში "სასწაულმა" გაიყვანა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია