საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის წვრთნა მუხროვანის ბაზაზე გაიარა
2016 წლის ივნისში უმცროსი "ბორჯღალოსნები" ინგლისის ქალაქ მანჩესტერისკენ გაეშურებიან, სადაც 20-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება - შეჯიბრება, რომელშიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ქართული რაგბის ისტორიაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 20-წლამდელთა რაგბის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება სპეციალური ოპერაციების ძალებში საწყისი საბრძოლო მომზადების გავლით დაიწყო. ახალგაზრდა მორაგბეებმა სამდღიანი მენტალური გამძლეობის კურსი სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში, მუხროვანის ბაზაზე გაიარეს.

სწავლებაში სხვადასხვა სარაგბო კლუბის 46 ახალგაზრდა მოთამაშე იყო ჩართული. ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამძლეობის წვრთნებს სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. სწავლების განმავლობაში დავალებებთან ერთად ამინდიც რთულდებოდა.

"აქ იყვნენ ორი სხვადასხვა თაობის მორაგბეები, რომლებსაც ერთად არ უთამაშიათ და მსგავს გარემოში არასდროს მოხვედრილან. გუნდი კარგად შეიკრა და ყველა მიხვდა, რომ, თუ აქ ერთმანეთისთვის არ იმუშავებენ, საერთო საქმე არ აეწყობა. ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს რაგბის მოედანზეც - არც ერთი მოთამაშე არ არის გუნდზე მნიშვნელოვანი.

ეს შეკრება და ამ სახის წვრთნა კარგად გააზრების შანსს გაძლევს, რომ დაღლილობის ზღვარი არ არსებობს. ეს ორი რამ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რაგბის მოედანზე და განსაკუთრებით, იმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, სადაც ჩვენ მივემგზავრებით", - განაცხადა 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდა მორაგბეებმა საკაცეებითა და ტყვია-წამლით სავსე ყუთებით შვიდი და თორმეტკილომეტრიანი მარში განახორციელეს. კომპლექსურ ვარჯიშებთან ერთად მორაგბეებს წინაღობათა ბილიკის გადალახვა, მორების და ტომრების თავზევით გადაკიდება, 15-კგ-იანი ტომრების სროლა, წყლით სავსე 200-ლიტრიანი ტევადობის კასრებისა და საბურავების გორაობა მოუხდათ.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ვარჯიშების გარდა, მოთამაშეებმა პირველადი სამედიცინო დახმარების მცირე კურსი გაიარეს და ავტომატური შაშხანის, "აკ-74"-ის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ. ღამის განმავლობაში მორაგბეებს მოულოდნელად მოუხდათ განგაშით ადგომა და აღჭურვილობით მოწყობა.

მენტალური გამძლეობის კურსი ახალგაზრდა მორაგბეებისთვის შეიარაღებულ ძალებში უკვე მეორედ გაიმართა. ღონისძიება საქართველოს რაგბის კავშირის ინიციატივითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით შედგა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები A ჯგუფში უელსის, ირლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ითამაშებს.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი

A ჯგუფი: ახალი ზელანდია, უელსი, ირლანდია, საქართველო

B ჯგუფი: შოტლანდია, იტალია, ინგლისი, ავსტრალია

C ჯგუფი: საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, იაპონია

7 ივნისი

საქართველო-ახალი ზელანდია

11 ივნისი

საქართველო-უელსი

15 ივნისი

საქართველო-ირლანდია

მომზადებულია რაგბის კავშირის პრესსამსახურის მიხედვით

misha
მიდით ბიჭებო ხომ დააგდეს ტონგა ბეჭებზე ბარეორს მოუწევს ტონგას ბედის განმეორება
gg
მიდით ძმებო,ღმერთმა დაგლოცოთ და ხელი მოგიმართოთ. იმედია რომელიმე ტელევიზია გვაჩვენებს თამაშებს...
giorgi
თქვენ გენაცვალეთ მე, შეხედეტ სახეზე ამ ბიჭებს და დაინახავთ ძალას და ღირსებას. ასეთი კაცები არასდროს დაეცემიან, წინ გამარჯვებისკენ.
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
20 წ. | მეშვიდედ იტალიასთან - პირველად ქუთაისში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
U20. საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი გაანადგურა
[VIDEO] U20. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან დამარცხდა
U20. საქართველოს ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის