გიორგი არაბიძის დებიუტს ოპტიმისტურად რომ უყურებ და მომავალზე იმედით ჩაფიქრდები, ძველი ამბები გახსენდება
გიორგი არაბიძის დებიუტი "შახტარში", საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების გასვლა ელიტრაუნდში და ლევან კობიაშვილის აქცენტები - ეს არის ჩვენი რუბრიკის დღევანდელი თემები...

დებიუტი

გიორგი არაბიძე 17 წლისაა. მან "შახტარის" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და ეს უკვე დიდი საქმეა.

არაბიძე ქართული ფეხბურთის მომავალია. არაბიძეს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია, ოღონდ საამისოდ რამდენიმე გარემოება უნდა მიეწყოს ერთმანეთს და, იმედია, ასეც იქნება.

არაბიძე უნდა დარჩეს უბრალო ბიჭად. მან იმთავითვე უნდა შეისისხლხორცოს ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ფეხბურთი ბრძოლაა და ამ ბრძოლაში იმარჯვებენ მხოლოდ ძლიერები. ბუნებრივი გადარჩევის უმკაცრესი წესი მოდუნებას არავის პატიობს, მით უმეტეს - ქართველს, ვისი ევროპული გზაც ია-ვარდით არ არის მოფენილი.

მირჩა ლუჩესკუ კარგი მწვრთნელია. მან არაერთი ვარსკვლავი გამოზარდა და გამოზრდის არაბიძესაც. გიორგი მაგარი ბიჭია. გიორგიმ "იცის" ბურთი და ის გიორგი ქინქლაძეს გვაგონებს. მას უკრაინელებმა "ქართველი მესიც" უწოდეს და ეს უკვე კარგია. თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო...

არაბიძის დებიუტს ოპტიმისტურად რომ უყურებ და მომავალზე იმედით ჩაფიქრდები, ძველი ამბები გახსენდება. ამ ასაკში სულ გვყავდნენ მაგარი ბიჭები. გიორგიმ პროგრესი უნდა გააგრძელოს - სხვანაირად არ შეიძლება!

არაბიძე შესანიშნავია, მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა, ამ ასაკში სანდრო იაშვილი იყო - ჩემი "ჯილა", ჩვენი იმედი, ვინც ისე წავიდა ფეხბურთიდან, თავისი შესაძლებლობების 20 პროცენტიც კი ვერ გვაჩვენა.

ჩამოთვლა რაღად უნდა, განა ჩვენი მთელი ფეხბურთი, ოთხმოცდაათიანებიდან, სულ ჩაკარგული ბიჭების ერთი დიდი ისტორია არ არის?!

გიორგი არაბიძეს წინ ბევრი მაგალითი აქვს და მან ამ მაგალითებზე უნდა ისწავლოს.

ჩვენ მისი გვჯერა, ჩვენი არაბასი!

უმართლებთ მხოლოდ ძლიერებს!

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა. გინდათ "სასწაული" დაარქვით, გინდათ - "გამართლება", შედეგი ასეთია და წლების მერე არავის გაახსენდება, როგორ გამოიძერწა ის უნგრეთში ჯადოსნური ბოლო წუთის გამოისობით.

ასე მგონია: ფეხბურთში დიდ შრომას და ნიჭს პატარა იღბალი თუ არ წაეხმარა, მისაღწევს ვერაფრით მიაღწევ. ოდითგანვე ვიცით გამონათქვამი, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ ძლიერებს უმართლებთ. ჰოდა, ნუ გავასამართლებთ გოჩა ავსაჯანიშვილს და მის შეგირდებს.

ამ გუნდმა შედეგი დადო. ამ გუნდს არ ჰქონია დასკვნითი ევროპული შეკრება. ამ გუნდს არ ჰყავს გამორჩეული ვარსკვლავი. და მაინც, შედეგი არის. ახლა მთავარია, გავიდეს წლები და ამ ბიჭებმა საქართველოს ნაკრების მაისურა მოირგონ. მაშინ მისია შესრულებული იქნება.

პრეზიდენტის მთავარი გზავნილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ცვლილებების სიომ დაჰბერა. პირველი ტალღა მედიადეპარტამენტს შეეხო. რა და როგორ უნდა იყოს მომავალში, ეს ფედერაციის ხელმძღვანელობის საქმეა. ჩვენ იმ ხალხის, იმ მეგობრებისა და კოლეგების ბედი გვაღელვებს, ვისთან ერთადაც წლები გვიტარებია. დიდი იმედი გვაქვს, მათი პროფესიონალიზმი კვლავაც შეეშველება გარდაქმნის გზაზე მდგარ ქართულ ფეხბურთს...

საქართველოს პარლამენტმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს მოუსმინა. ვალები ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის. ყველაზე მეტად ის გვესიამოვნა, კობიაშვილმა ტრიბუნიდან შეურიგებელი ბრძოლა რომ გამოუცხადა გარიგებულ მატჩებს.

უნდა შევთანხმდეთ - სანამ ქართული ფეხბურთის ორგანიზმიდან ეს მეტასტაზები არ ამოიკვეთება, მანამდე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოჩნდება "გზა ხსნისა". ამ ბრძოლაში ფეხბურთის ფედერაცია მარტო არ უნდა იყოს.

მედია მოწადინებულია, მაგრამ ბევრი არაფერი გამოსდის. წერ და საბუთი ხელში არ გიჭირავს. მერე ვიღაც მოგადგება და შენ უნდა უპასუხო. ისინი, ვინც წლების განმავლობაში გასვრილნი არიან ამ სიბინძურეში, არ არის იოლად გასატეხი ხალხი და იმ ხალხს თუ ფაქტებით არ ელაპარაკე, არც არაფერი გამოგივა და შენვე დარჩები შერცხვენილი.

ეს უნდა იყოს ბრძოლა ფართო ფრონტით. კი, რაც სეზონი დაიწყო, უმაღლეს ლიგაში საეჭვო მატჩის თაობაზე ღიად არავის უთქვამს, მაგრამ რა ხდება ქვემოთ? საკითხავი აი, ეს არის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას წაყრუება აქ არაფრით გამოადგება. პირველი ლიგა და რეგიონული ლიგებიც ქართული ფეხბურთია და რაც იქ ხდება, ქართულ ფეხბურთში ხდება. ის კი არა, საქმეში ჩახედული ხალხი იმასაც ამტკიცებს - რამდენიმე გუნდი რეგიონულ ლიგაში სწორედაც რომ მერკანტილური მიზნებითაა შექმნილიო!..

რაღა შორს წავიდეთ, თუნდაც რეგიონულ ლიგებში ტური ისე არ ჩაივლის, საეჭვო შედეგი რომ არ დაფიქსირდეს, თანაც, ხშირად - არაერთიც.

"დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება", - თქვა კობიაშვილმა და იქვე დაამატა - დამნაშავის ადგილი ქართულ ფეხბურთში აღარ იქნებაო.

აღარც უნდა იყოს. სხვანაირად ჩვენ წინ ვერ წავალთ და ჭაობში დავრჩებით. არადა, ყველა წინ მიდის და ჩვენ მაჩანჩალობა მოგვწყინდა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

MARADONA
აუჰ,სტატიაა,მოკლედ დავეწიოთ და გადაუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებსო რომ იძახდნენ საბჭოთა კავშირში. სამთავრობო გაზეთი გეგონება. აუჰ ,ბრძოლა გამოუცხადა,ბიჭოოოო...მაგასაც ვნახავ რაც იქნება. დაპირებები უამრავი ყოფილა მარა შესრულება ნოლი! ქვეყანაა საერთოდ კორუფციის და შავობის მოყვარული მენტალიტეტის და ერთი პაწაწინა რგოლი იზამს რამეს? არაბიძე კი მაგარია.ქინქლაძეზე უკეთესი.და ის სანდრო იაშვილიც მახსოვს კარგად.კარგი იყო ნამდვილად,მაგრამ ქიო ქინქლაძესთან ახლოსაც კი ვერ მოვიდოდა. ხოდა ეს არაბიძე მართლა სერიოზულია,ძაან სერიოზული...მთავარი პროფესიონალიზმია!!!
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-2 დილა. ის, რაც ფეხბურთში მთავარია...
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
[ლელოს სტუმარი] "მთავარია, რომ ტრანსფერის დროს ფულზე ფიქრმა არ გაჯობოს"
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
სპორტრეტი. ლევან ყენია - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
გოჩა ავსაჯანიშვილი: დარწმუნებული ვარ, ამ ჯგუფიდან გავიდოდი!
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
"პანჩო არენა" და საქართველო: გვექნება ანალოგი?
U17. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
"ჩემს გაფუჭებულს სხვას ვერ დავაბრალებ", - დაკარგული ბომბარდირის აღსარება
[ოთხშაბათის საკითხავი] რისთვის ან ვისთვის ვთამაშობთ ფეხბურთს?
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
არსებული ინფორმაციით, სუს-მა გოჩა ავსაჯანიშვილი დააკავა [VIDEO]
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[ოთხშაბათის საკითხავი] ბეწვის ხიდი
[ოთხშაბათის საკითხავი] ვარდები ჯერ არ არიან...
[ოთხშაბათის საკითხავი]: "პეტრო", SHOW MUST GO ON!
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა
[ოთხშაბათის საკითხავი] სახეზე ვერ გატყობთ კმაყოფილებას...
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა — ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე