"არ მინდა, ამით კიდევ უფრო დავამძიმო სიტუაცია, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ამ პრობლემებზე აუცილებლად საჯაროდ ვიტყვი"
გორის "დილაში" მიმდინარე არასასიამოვნო პროცესებზე ჩვენს გაზეთში არაერთხელ დაიწერა. უკვე კარგა ხანია, გუნდში ფინანსური კრიზისია და, როგორც ჩანს, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის...

როგორც შევიტყვეთ, არის შანსი, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დატოვოს.

აი, რა გვითხრა გორელთა დამრიგებელმა:

"იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვარდება "დილაში" არსებული პრობლემები, რაშიც მხოლოდ ფინანსებს არ ვგულისხმობ და არ იქნება ერთიანობა, პირველი წრის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავტოვებ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას...

ქართულ ფეხბურთს პრობლემები ისედაც არ აკლია და ახლა არ მსურს იმ სირთულეების საჯაროდ გამოტანა, რომელიც "დილაში" შეიქმნა.

არ მინდა, ამით კიდევ უფრო დავამძიმო სიტუაცია, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება და სიტუაცია მოითხოვს, ამ პრობლემებზე აუცილებლად საჯაროდ ვიტყვი, დღეს კი მხოლოდ ამით დავკმაყოფილდები".

26 წლის მწვრთნელმა გასულ სეზონში გორის "დილას" საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა. მერე "დილამ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა და ორმატჩიან დუელში ბელგრადის "პარტიზანთან" დამარცხდა.

თუ არაფერი შეიცვალა, "დილას" მარტო მწვრთნელი კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი მოთამაშეებიც დატოვებენ - გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე, გოგიტა გოგუა, დავით კვირკველია, გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ძარია და სხვები.

ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "დილას" 22 ქულით მეორე ადგილი უჭირავს და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dragonfly
გუნდი 1-2 ადგილზეა სულ და რა გინდათ მეტი რას ითხოვთ არ მესმის? თუ ასეთი გუნდის ყოლა და ასეთი ფეხბურთელები არ გვინდა უნდა ვთქვათ მაშინ და ვიცოდეთ რა გვინდა? ამ ბიჭმა არა მარტო როგორც ტრენერმა გორის ფეხბურთისთვის ბევრი რამ გააკეთა,ნუ ვეცდებით ძველ გორის დილას დავამგვანოთ ისევ ეს გუნდი,ვისაც ეს უნდა სწორედ ისინი ლაპარაკობთ აქ არასწორად და ცდილობთ ამის გაკეთებას.ვინც ობიექტურად წერთ ეს იმათ არ გეხებათ!!!
Dragonfly
ერთი მინდა გითხრათ ყველას: ჩემპიონატი მაისში მთავრდება და 30 თამაშია ჩასატარებელი,ყველა თამაშს ვერ მოიგებ ხალხო აქ მთვარია სასურველი შედეგი ბოლოს დადგეს და საერთოდ ბოლო ტურშიც გადაწყდეს,ასე რომ მოთმინება მოვიკრიბოთ და ჩვენს გუნდს დოლომდე დაუდგეთ გვერძე!!!!
Dragonfly
საპანიკო აქ არაფერია და სიმშვიდეა საჭირო,ნუ მივცემთ იმ ხალხს საბაბს სალაპარაკოდ ვისაც გული ბოღმით აქვს სავსე და ერთი სული აქვთ სიტუაცია აირიოს და ეს ამხელა გაკეთებული საქმე დავანგრიოთ,ვის რა გინდათ და რას ითხოვთ არ მესმის? ვისი გასაკეთბელიცაა და მოსაგვებელი ეს საქმე ისინი მოაგვარებენ
ლეო
ვფიქრობ ამ შემთხვევაში გამოსავალი არა მწვრთნელისა და ფეხბურთელების, არამედ მენეჯმენტის ცვლილება იქნება, რომელიც ვერაფრით ახერხებს კლუბის სტაბილურ განვითარებას და თანამედროვე მეთოდებით მართვას
გორელი გორელი
გორელი ფეხბურთის გულშემატკივართა თხოვნა ლევან კობიაშვილს.ბ-ნო ლევან დაიძაბა სიტუაცია გორია დილაში . უმორჩილესად გთხოვთ ჩამობრძანდეთ გორში,შეხვდით დ ი ლ ა ს ხელმძღვანელობას და ქალაქის თავკაცებთაბ ერთად განიხილეთ რა პრობლემებზეა ლაპარაკი.გთხოვთ ჩაერიოთ გადაარჩინნეთ გორის დილა. გივი გაგნიძე
გორელი გორელი
გორელო ფეხბურთის მოყვარულებო. გამოხატეთ ყველამ პოზიცია და დააფიქსირეთ თქვენი აზრი გორის დილასთან დაკავშირებით.ჩვენ ყველამ ერთად გორის დილა უნდა გადავარჩინოთ.იაქტიურეთ. გივი გაგნიძე
გორელი გორელი
ვფიქრობ ის დროა,როდესაც გუბერნატორი და მერი აქტიურად უნდა ჩაერიონ გორის დილას პრობლემებში,შეხვდნენ გუნდის წევრებს და მათთან ერთად უნდა გადაწყვიტონ პრობლემები,მერე გვიან იქნება თითზე კბენა. გ უ ნ დ ი უნდა შევინარჩუნოდ გივი გაგნიძე
Givi
მოიკითხოს ვინმემ დილას დირექტორის ტუგუშის და მოადგილის, ხორგუაშვილის ბიზნესები და ქონება, ყველა მიხვდება სად წავიდა მუნიციპალიტეტის დაფინანსება. იმედია ანტიკორუფციული, მარტივად დაადგენს ყველაფერს.
მაფია უკვდავია
გრძელდება სკანდალები დილას გარშემო. რა ხდება? რაშია საქმე? რატომ დუმს კლუბის ხელმძღვენალობა? უჩამ მინიშნება გააკეთა - ჯერი კლუბის ხელმძღვანელობაზეა, რატომ ვერ ლაგდება სიტუაცია? რატომ არ საუბრობენ ღიად? სად მიდის გადამხდელებისაგან გადახდილი თანხები? კონკრეტულად ვინ არიან ის პიროვნებები საერთოდ ვინც რეალურად მართავენ კლუბს? ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა დილას ხელმძღვანელობის მიმართ და შექმნილ მდგომარეობაზე სწორედ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა! ვფიქრობ კლუბს სასწრაფოდ სჭირდება შველა და ქირურგიული ჩარევა - მათ შორის მენეჯმენტში!!! თქვენ როგორ გგონიათ მეგობრებო?
glexucha
გორის დილას დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს გუნდი უკვე დასაშლელია.... ჩემპიონობა იყო მაქსიმუმი ამ შემადGენლობის და აწი ესენი ამაზე წინ ვერ წავლენ.... ხელფასები უკვე ძაან გაიბერა.... ჯობია ბავშვთა ფეხბურთს მიხედონ
დავითი
ბოლო ხუთი წელიწადში 20 მილიონამდე ლარია გორის დილაში ბიუჯეტიდან შეჭმული,ძირითადად მუნიციპალიტეტიდან და მერაბიშვილის მვდ-დან ჩარიცხული,სტადიონი კი ნახევრად დანგრეულია და ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი არ გაზრიდილა გორში. რაც მალე დაახვევენ ეს ვითომ ვარსკვლავები და ტრენერები გორიდან მით ულეთესი იქნება,
ენვერის
შური რაშვაშია მეგობარო. პირიქით გასახარია თუ ქართულ ფეხბურთში რამე ნათელი სხივი გამოჩნდება მაგრამ გუნდის პრობლემა მრწთვნელმა საჯაროდ არუნდა გამოიტანოს. ფერგიფსონი იმხელა მრწთვნელი იყო და პრობლემას საჯაროდ არასდროს განიხილავდა.
ენვერი
პრობლემებზე თუ არ ისაუბრებ, ჯერ გუნდის შიგნით, თუ არ უშველის, მერე საჯაროდ! პრობლემა თავს არ დამალავს და მივიღებთ იგივე შედეგს რაც გეგუჩაძის შემთხვევაში მივიღეთ ზესტაფონში! ... ისე უჩასი ბევრს შურს და შური და ბოღმა ალაპარაკებს ამ კაცუნებს!
gori
ნუ იმუქრები უჩა და ნუ ჭოარაობ ტოო,,წახვალ შენც ეხლა ხურდა არ გაიყოლო,მომეცი ეგ ფეხბურთელები და მეც მოვიგებ საქართველოს,გორის ფანებზე და გორის დილაზე ფოცვით უნდა იწყებდე დილას და ამთავრებდე საღამოს.
გიო
გუნდში არსებული პრობლემების გამოტანა საჯაროდ არამგონია კაი იყოს. ზესტაფონში როცა იყო პრობლემა გეგუჩაძე არსაუბრობდა გუნდის პრობლემებზე ასე.
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა
ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?
"ბიჭებს უკვე ყელში ამოუვიდათ და აღარც ვარჯიშობენ..." - ქუთაისის "ტორპედო" შესაძლოა დაიშალოს, გუნდში უმძიმესი კრიზისია
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ირაკლი ძარია "ვალეტას" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა