ესტონეთის ნაკრებთან ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი გვაქვს და იმედია, სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება

ფოტოზე: 2010 წელი. საქართველო-ესტონეთი 2:1. მათე ვაწაძე ესტონელთა წინააღმდეგ

...გიბრალტართან მატჩს თუ არ ჩავთვლით, ამ ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მუდამ ისეთ მეტოქეებთან უწევს პაექრობა, რეიტინგში ჩვენზე წინ რომ არიან.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ჩვენი ნაკრების დღევანდელი მეტოქე, ესტონეთის ნაკრებიც გვისწრებს ფიფას რეიტინგში - 90-ეა, ჩვენ კი 111-ზე ვართ!

პოომი და სხვები

...თუმცა, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ბოლო წლებში ესტონეთის ნაკრებმა სერიოზული პროგრესი განიცადა და ახლახან დასრულებულ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ძალიან ახლოს იყო პლეი ოფის საგზურის მოპოვებასთან.

და, როგორ გგონიათ, ასე რომ მომხდარიყო, ესტონური ფეხბურთის პირველი სერიოზული წარმატება იქნებოდა? ეს ჩვენ ვართ 1994 წლიდან იმის მოლოდინში, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვოს, ანდაც, პლეი ოფში გავიდეს.

აი, ესტონელები კი ერთხელ უკვე იყვნენ პლეი ოფში, როცა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს (მხოლოდ იტალიას ჩამორჩნენ და უკან ჩამოიტოვეს სერბეთის, სლოვენიის, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ფარერების ნაკრებები), თუმცა ევრო 2012-ის საგზურისათვის ვეღარაფერი გააწყვეს ჯოვანი ტრაპატონის დამოძღვრილ ირლანდიის ნაკრებთან.

ანუ ფაქტია, რომ უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში ესტონეთის ნაკრებს, როგორც გამოკვეთილ აუტსაიდერს, უკვე ვეღარავინ განიხილავს; არადა, ამ ქვეყნის ფეხბურთს არც არასდროს ჰქონია დიდი ტრადიციები და, იმავე ქართველებისგან განსხვავებით, ვერც გამორჩეული ფეხბურთელებით შეუძლია იამაყოს. ერთადერთი ესტონელი ფეხბურთელი, ვისზეც შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო დონეზე ასპარეზობდაო, რაღა თქმა უნდა, მეკარე მარტ პოომი იყო, რომელიც წლების განმავლობაში გამოდიოდა ინგლისურ კლუბებში ("დერბი ქაუნთი", "სანდერლენდი").

რაც შეეხება ესტონეთის ნაკრების დღევანდელ შემადგენლობას, რამდენიმე ფეხბურთელი უცხოურ კლუბებში დღესაც გამოდის: მეკარეები - პაველ ლონდაკი ("ბოდო გლიმტი", ნორვეგია), მიკელ აკსალუ ("სეინიაკოკი", ფინეთი), მცველი - ენარ იაგერი ("ვალერენგა", ნორვეგია), ნახევარმცველები - სანდერ პური ("სლიგო", ირლანდია), კონსტანტინ ვასილიევი ("იაგელონია", პოლონეთი), თავდამსხმელი - სერგეი ზენიოვი ("გაბალა", აზერბაიჯანი).

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ესტონეთის ნაკრების კაპიტანი, გერმანიის ბუნდესლიგაში ("აუგსბურგში") მოასპარეზე 30 წლის მცველი რაგნარ კლავანი.

ჩვენი დღევანდელი მეტოქის შემადგენლობაში სხვაც არაერთი გამოცდილი ფეხბურთელია, ადრე უცხოურ კლუბებში რომ გამოდიოდნენ, ახლა კი სამშობლოში დაბრუნდნენ: 38 წლის მეკარე სერგეი პარეიკო, 34 წლის მცველი ტაავი რანი, 34 წლის ნახევარმცველი იოელ ლინდპერე, 33 წლის ნახევარმცველი ალეკსანდრ დმიტრიევი, 30 წლის ფორვარდი ატს პურიე.

კიდევ ერთი ესტონელი ვეტერანიც უნდა ვახსენოთ: მარცხენა მცველს, დიმიტრი კრუგლოვს რუსეთის პრემიერლიგის წამყვან კლუბებშიც უთამაშია და აზერბაიჯანის ჩემპიონატშიც რამდენიმე წარმატებული სეზონი ჰქონდა; 2011 წელს კი ბაქოს "ინტერის" შემადგენლობაში "თანამეგობრობის თასის" გამარჯვებული გახდა და იმასაც შეგახსენებთ, რომ "ინტერს" მაშინ საქართველოს ნაკრების დღევანდელი მწვრთნელები, კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე მოძღვრავდნენ.

დაბოლოს, ესტონეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე: 2013 წლის დეკემბრიდან ამ პოსტზე შვედი სპეციალისტი მაგნუს პერსონი მუშაობს და წარმატებულადაც!

დაპირისპირების ისტორია

რა ვქნათ, ყოველთვის გვიხარია ხოლმე იმის აღნიშვნა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი მეტოქეები, რომლებთან ურთიერთდაპირისპირებებშიც დადებითი ბალანსი გვაქვს: 4 მატჩი, 2 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება (ბურთების სხვაობა - 6:4).

იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ბალანსი დღევანდელი მატჩის შემდეგ უფრო გაიზრდება, მანამდე კი რამდენიმე სიტყვით წინა ოთხ დაპირისპირებაზე.

...საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებების პირველი მატჩი იმითაც იყო დასამახსოვრებელი, რომ ჩვენი გუნდის იმდროინდელმა თავკაცმა ვლადიმერ გუცაევმა, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელები გამოიძახა.

ძალიან ბევრ მათგანს საქართველოს ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა (გიორგი ბალაშვილს, ვაჟა თარხნიშვილს, გიალო ჩხაიძეს, გიორგი რევაზიშვილს), ისე, როგორც იმ დროისათვის პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს: 20 წლის დავით მუჯირს, 20 წლის რატი ალექსიძესა და 19 წლის გიორგი ლომაიას.

ის მატჩი ჩვენების უპირატესობით წარიმართა და მიხეილ აშვეთიას "დუბლითა" და დავით ჯანაშიას გოლით გავიმარჯვეთ კიდეც.

ესტონელებმა რევანში ორი წლის შემდეგ აიღეს, როცა ტალინში მინიმალური სხვაობით გვაჯობეს; არადა, დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის "ტანდემს" იმ დროისათვის, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავდა ბალტიისპირეთში წაყვანილი. იმ მატჩის ერთადერთი გოლი კი პირველ ტაიმში გავიდა: ჩვენმა მეკარემ, სოსო გრიშიკაშვილმა მასპინძელთა საუკეთესო თავდამსხმელს, ინდრეკ ზელინსკის პენალტი აუღო, მაგრამ დამატებაზე ყველას რაიო პიიროიამ დაასწრო.

ისე, საქართველოსა და ესტონელების პირველ ორივე მატჩს, თბილისშიც და ტალინშიც, ადგილობრივ არბიტრთა ბრიგადა ემსახურებოდა. და კიდევ: 2000 წელს ჩატარებული ესტონეთი-საქართველოს მატჩი ბოლო იყო რეზო არველაძის სანაკრებო კარიერაში...

მესამე მატჩიც ტალინში ჩატარდა და ეს იყო ჩვენი ნაკრების დროებითი თავკაცის, პეტარ შეგრტის სადებიუტო შეხვედრა. ხორვატმა სპეციალისტმა იმ მატჩისათვის ნაკრებში გარკვეული პაუზის მერე დააბრუნა დავით მუჯირი, რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა კი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა: 22 წლის გიორგი ლორიამ, 21 წლის გიორგი ნავალოვსკიმ, 21 წლის უჩა ლობჟანიძემ, 19 წლის ირაკლი კლიმიაშვილმა.

იმ შეხვედრას ვაგებდით, მაგრამ შეცვლაზე შემოსულმა 17 წლის ლევან ყენიამ საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლით გადაგვარჩინა...

დღევანდელი მეტოქეების უკანასკნელი დაპირისპირება ფეხბურთის ქართველ ქომაგებს კარგად უნდა ახსოვდეთ: 2010 წლის 3 მარტს ყველა იმედით ველოდით საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას სადებიუტო შეხვედრას; შეგახსენებთ, რომ ესტონელებთან დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრებს 15-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც თითქმის 2 წელიწადი გრძელდებოდა.

და აი, შესამჩნევად გადახალისებულმა საქართველოს ნაკრებმა (თემურ ქეცბაიამ ჩვენს უპირველეს გუნდში დიდი ხნის პაუზის მერე დააბრუნა მალხაზ ასათიანი, გოგიტა გოგუა, დავით კვირკველია, ლაშა სალუქვაძე, ზურაბ მენთეშაშვილი, ოთარ მარცვალაძე, გიორგი შაშიაშვილი, დავით სირაძე) ტაიმების ბოლოს (უფრო ზუსტად, მსაჯის მიერ წამატებულ წუთებზე) გატანილი გოლებით ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.

პირველი გოლი ლევან კობიაშვილმა პენალტით გაიტანა; მერე, მატჩის დამთავრებას რომ ბევრი არაფერი უკლდა, ატს პურიემ თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა; თუმცა, ის შეხვედრა მაინც მოვიგეთ: არბიტრმა მატჩს 6 (!) წუთი დაამატა და მეოთხე დამატებულ წუთზე დავით კვირკველიამ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ზუსტად ჩააწოდა და დავით სირაძემაც, როგორც ხშირად გაუკეთებია, ჩვენთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ისე, მატჩი ამხანაგური კი იყო, მაგრამ შეხვედრის მოლდოველმა არბიტრმა ვიაჩესლავ ბანარმა ტაიმების ბოლო წუთებზე ესტონელებს ორი ფეხბურთელი გაუძევა...

ამხანაგური მატჩი

18.11.98. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 28 000 მაყურებელი

საქართველო-ესტონეთი 3:1

გოლები: 1:0 აშვეთია (65), 2:0 დ. ჯანაშია (72), 3:0 აშვეთია (85), 3:1 არბეიტერი (88)

საქართველო: გრიშიკაშვილი (76. ლომაია), ბალაშვილი, თარხნიშვილი (64. ზ. ფოფხაძე), დიდავა, ჩხაიძე (72. ზ. ჯელაძე), რევაზიშვილი (62. ღუდუშაური), კიკნაძე, კვეტენაძე (56. დ. მუჯირი), ალექსიძე, დ. ჯანაშია, აშვეთია.

კაპიტანი: გიორგი კიკნაძე

მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი

არბიტრი: მ. მალაღურაძე (საქართველო)

ამხანაგური მატჩი

11. 06.00. ტალინი. "კადრიორგი". 1 200 მაყურებელი

ესტონეთი-საქართველო 1:0

გოლი: 1:0 პიიროია (17)

საქართველო: გრიშიკაშვილი, სილაგაძე, ხიზანიშვილი, ნემსაძე, კობიაშვილი, ყაველაშვილი (56. დემეტრაძე), სიჭინავა (71. რეხვიაშვილი), ქინქლაძე (71. რ. არველაძე), ქეცბაია (62. ალექსიძე), ა. არველაძე (62. ჩალაძე), შ. არველაძე.

კაპიტანი: გიორგი ნემსაძე

მწვრთნელები: დავით ყიფიანი, რევაზ ძოძუაშვილი

არბიტრი: ს. კალდმა

ამხანაგური მატჩი

27.05.08. ტალინი. "ლე კოკ არენა". 2 500 მაყურებელი

ესტონეთი-საქართველო 1:1

გოლები: 1:0 კინკი (64), 1:1 ყენია (82)

საქართველო: ლორია, უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, ასათიანი, ნავალოვსკი, ოდიკაძე (68. ბ. გოცირიძე), კობიაშვილი, ცქიტიშვილი, დ. კვირკველია (76. კლიმიაშვილი), ა. იაშვილი (90. დ. მუჯირი), ალექსიძე (61. ყენია).

კაპიტანი: ზურაბ ხიზანიშვილი

მწვრთნელი: პეტარ შეგრტი

არბიტრი: ტ. ვეილგაარდი

ამხანაგური მატჩი

03.03.10. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 40 000 მაყურებელი

საქართველო-ესტონეთი 2:1

გოლი: 1:0 კობიაშვილი (45+4), 1:1 პურიე (83), 2:1 სირაძე (90+4)

საქართველო: ლომაია, სალუქვაძე (66. შაშიაშვილი), ასათიანი, კალაძე, დ. კვირკველია, ხიზანიშვილი (55. მენთეშაშვილი), გოგუა (83. კაშია), კობიაშვილი, მარცვალაძე (46. მერებაშვილი), ა. იაშვილი (66. სირაძე), დვალიშვილი (46. ვაწაძე).

კაპიტანი: კახა კალაძე

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაძევება: პიიროია, კრუგლოვი (ორივე - ესტონეთი)

არბიტრი: ვ. ბანარი (მოლდოვა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
[PHOTO] "სიტისთან" მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა
სასიხარულო ამბავი - შეიქმნა სპორტული ფონდი, რომლის მთავარი მიზანიც სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა
"კვარა" - ზღაპრის გმირობა, რწმენა და ლიგის ზედიზედ მოგება
"მაშინ დავკარგე ფეხბურთელი, რომელთან მუშაობაც კიდევ 10 წლით მსურდა" - კლოპმა კოუტინიოს "ბარსელონაში" ტრანსფერი გაიხსენა
"მისით არ ვინტერესდებით" - "სპორტინგმა" საფონოვთან დაკავშირებული ჭორები უარყო
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ვილიარეალთან" თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია" - გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
რას ნიშნავს კვარაცხელიას გოლის აღნიშვნა? - Le Parisien-ი განმარტავს
კვარაცხელია: მეგონა, ბურთი კარს ავაცილე და ცოტა შემეშინდა
ლიდერი ისევ "დილაა"; "ტორპედომ" კი იბერიელებს აჯობა
"არსენალის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვებები და "ნაპოლის" განადგურება პსვ-სთან
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
მიქაუტაძის 66 წუთი - "მანჩესტერ სიტიმ" "ვილიარეალი" უშანსოდ დაამარცხა
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
ესტონეთის ნაკრების თავკაცმა საქართველოსთან მატჩისთვის ფეხბურთელებს უხმო
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა კარიერა 39 წლის ასაკში დაასრულა და საკუთარ ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე კენჭს იყრის
ტრანსფერ ONLINE: 20 ივლისის ტრანსფერები და ჭორები
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]
აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს
ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"
გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
პრემიერლიგა. XXII ტური: "ლივერპულმა" ბოლო წუთებზე მოიგო [VIDEO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა