საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზენტაციას ლევან კობიაშვილი და დავით ლორთქიფანიძეც ესწრებოდნენ
სასტუმრო "ამბასადორში" საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზენტაციამ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, მას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პარლამენტარი დავით ლორთქიფანიძე, გულშემატკივრები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია ახალი დაარსებულია, მისი დამფუძნებლები დიდი ხანია, სხვადასხვა ტურნირის ორგანიზატორებად გვევლინებოდნენ.

"ჩვენ გვსურს ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და საზოგადოებაში ფეხბურთის სამოყვარულო დონეზე განვითარება.

ასოციაცია შეეცდება საქართველოს ყველა რაიონსა და სოფელში არსებული სტადიონების აღდგენას, ნიჭიერი მოთამაშეების აღმოჩენასა და ფეხბურთის პოპულარიზაციას.

ამ მიზნით წლის ბოლომდე დაგეგმილია ორგანიზაციებს შორის სამოყვარულო ფეხბურთის ლიგის ექსპერიმენტული ტურნირის ჩატარება. ხოლო 2016 წლის გაზაფხულიდან სამოყვარულო ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება და გვსურს, მასში რაც შეიძლება მეტი რაიონი ჩავრთოთ", - ამბობს ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.

როგორ აპირებენ მიზნების განხორციელებას? ჯიბლაძემ პრეზენტაციაზე კობიაშვილისა და ლორთქიფანიძის მიერ დასმულ ამ კითხვასაც უპასუხა:

"ცხადია, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროსთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სხვა პარტნიორებთან. გარდა მოყვარულთა თამაშებისა, სხვადასხვა სახის სამოყვარულო ტურნირების ჩატარებაც გვსურს ქალთა, ბავშვთა და პრობაციონერთა შორის".

გამომცემლობა "ეტალონის", "TV ეტალონისა" და კოლეჯი "ეტალონის" გენერალურმა დირექტორმა ზვიად ხაჭაპურიძემ თქვა, რომ სამოყვარულო ლიგაში თავისი ორგანიზაციის გუნდს გაიყვანს, "TV ეტალონი" კი ჩემპიონატს გააშუქებს. ამას გარდა, ასოციაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დახმარებასაც დაჰპირდა.

სამოყვარულო ლიგით დაინტერესებულია ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენელი გოჩა გოგუაძე. თავის მხრივ, ის ასოციაციას დაჰპირდა, რომ დაეხმარება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, მათ შორის, მიუნხენის, ბარსელონის, კოლუმბიის უნივერსიტეტებთან კავშირების დამყარებაში.

პირველ ტურნირში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სარეკლამო ორგანიზაციებმა, იურიდიულმა ფირმებმა, რესტორნების ქსელმა და რამდენიმე უნივერსიტეტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qartveli
კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი, წარმატებები
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"სლოტი უნდა ამაყობდეს" - დირკ კიუიტმა არნეს მუშაობა მოიწონა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEO] მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები: ...მაგრამ თაობა უდავოდ ნიჭიერია
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
17 წლის ქართველი ფეხბურთელი იტალიის სერია B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა
სიახლე: საქართველოში ახალი საფეხბურთო ლიგა იქმნება
დავით ლორთქიფანიძე: მექნება შესაძლებლობა, რომ სერია B-შიც ვითამაშო
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
[იდეა] როგორ უნდა იმატოს მაყურებელმა - სალხინოს დერბი, როგორც მოდელი
[VIDEO] რკენა 2. დავით ლორთქიფანიძემ UFC-ის ლეგენდა პირველივე რაუნდში დაამარცხა
დღეს სამოყვარულო ფეხბურთის "მოყვარულთა თასის" გათამაშება დაიწყება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
დავით ლორთქიფანიძე: ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონზე" შური იძია
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე