ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ? რატომ? რატომ? ესტონური კოშმარის ექო

რატომ? რატომ? რატომ? ესტონური კოშმარის ექო

ჩვენი უპირველესი გუნდი ესტონეთის დონის მეტოქეებთან ასე კი არა, საერთოდ არ უნდა აგებდეს...
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში, მასპინძელ ესტონეთთან განადგურდა.

ესტონეთი შინ ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა. ესტონეთი შინ ძალიან ცოტას უშვებს, მაგრამ ფაქტია - თუნდაც შესუსტებული შემადგენლობით, ჩვენი უპირველესი გუნდი ესტონეთის დონის მეტოქეებთან ასე კი არა, საერთოდ არ უნდა აგებდეს...

ჩვენს გუშინდელ მიმოხილვაში, გვიან საღამოს რომ დაიწერა, რამდენიმე, ჩვენი აზრით მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილეთ მკითხველის ყურადღება.

ესტონეთი-საქართველო 3:0 - ოცნებების სასაფლაო ტალინში [VIDEO+PHOTO]

ახლა იმ ნიუანსებს შევეხებით, რომლებზეც წინა წერილში დაწვრილებით ვერ შევჩერდით...

აქილევსის ქუსლი

ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი და მათე ცინცაძე - ესტონეთთან მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათთვის თბილი სიტყვები არასოდეს დაგვიკლია, მაგრამ სიმართლე მწარეა - საშუალო დონის ესტონეთთან მათი გარჯა დამაკმაყოფილებლადაც კი ვერ გამოჩნდა.

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახლაც უნდა გავიმეოროთ - სანამ საქართველოს ჩემპიონატი რაღაცას არ დაემსგავსება, ეროვნული ნაკრები ხელშესახებ წარმატებას ვერაფრით მიაღწევს.

იმ სამეულიდან, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, საუკეთესო ისევ ნავალოვსკი იყო, თუმცა პირადად ჩემი აზრია და არ ვიცი, მკითხველი გაიზიარებს თუ არა - მას შემდეგ, რაც ის რუსეთიდან გორის "დილას" დაუბრუნდა, აშკარად მოუკლო.

ამბობენ, ნავალოვსკის ტრანსფერი არნემის "ვიტესში" გადაწყვეტილი ამბავიაო და თუ ასეა, ძალიანაც კარგი. ფეხბურთელმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის მეტი საშუალება ექნება. სხვათა შორის, "ვიტესის" წარმომადგენელი მას ალბანეთში დააკვირდება...

თავის მხრივ, ცინცაძეცა და კაკაბაძეც ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის დონე იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ ნიჭის ხარჯზე საერთაშორისო ასპარეზზე გადართვა ჭირს.

ჩვენ ესტონეთის ჩემპიონატის დონეს ვაკრიტიკებთ, არადა, მასპინძელთა რიგებში მრავლად იყვნენ "ფლორასა" და "ნომე კალიუს" ფეხბურთელები. ვაკრიტიკებთ საქმეში ჩაუხედავად და იმ მიდგომით, რომ "ესტონელმა არ შეიძლება, ფუტბოლი იცოდეს"...

სულაც არ გვინდა, ჯოხი მხოლოდ ამ ბიჭებზე გადავტეხოთ, ფაქტი კი ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის საერთო დონე მათ დათვურ სამსახურს უწევს.

ის კი გვავიწყდება, რომ ესტონეთის ჩემპიონატში, თუნდაც ამ ბოლო დროს, ასე თუ ისე ჩაიდო ფული და ლეგიონერებიც მომრავლდნენ. იქ ფეხბურთს არასოდეს ითამაშებენ ყანაში და თუნდაც დაბალ ლიგებში ყოველი მეორე თამაში საეჭვო არ იქნება...

შეკრიბო 11 კაცი, დაარქვა ნაკრები, დაუნიშნო მწვრთნელი და მერე იმ მწვრთნელს დააბრალო ყველაფერი, ასე არ შეიძლება. იოლია, მაგრამ არ შეიძლება. ფეხბურთი დღეს გაცილებით სიღრმიდან იწყება, თორემ ვაკო ყაზაიშვილი რომ ყველა ესტონელს სჯობს ერთად აღებულს და გურამ კაშია "ფლორასა" და "ნომე კალიუს" მცველებზე უკეთესია, ეს ყველამ ვიცით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასწრაფოდ უნდა მიხედოს ეროვნულ ჩემპიონატს. რა მარტივად იწერება, მაგრამ რა რთული გასაკეთებელია. სახელმწიფოსგან კი მოქმედებას ვითხოვთ და არა კომისიების სხდომებს. დასათვლელი, გასაზომი და საკეთებელი ამდენ ხანს ჩამოყალიბებული უნდა იყოს და გაზომილიც. ახლა ის დროა, ერთხელ გავჭრათ...

რა სამსახური გაგვიწია გერმანიამ?

ამის თაობაზე ყველაზე უკეთ და ამომწურავად ეროვნული გუნდის თავკაცი ისაუბრებს. ჩვენ მხოლოდ ტელეეკრანიდან გამოტანილ დასკვნებს შეგვიძლია ვენდოთ.

რატომღაც მომეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ტალინის მთავარ სპორტულ არენაზე სათამაშოდ თავაწეული გავიდა და მეტოქე არ დააფასა.

მხოლოდ მსჯელობა შეიძლება იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს. ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, გერმანიასთან ნათამაშები კარგი გასვლითი მატჩი იყო. ის თამაში ყველას გვახსოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მავანს დაავიწყდა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთთან და მალტასთან აგებდა...

ასე რომ, მაღლა აწეული ცხვირი ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. რაც მთავარია, უკეთესობა პროცესში უნდა გადაიზარდოს, კარგმა და ძალიან კარგმა მატჩებმა კი დათვური სამსახური არ უნდა გაგვიწიოს.

ფიზიკა

აქსიომაა - კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე დღეს ფეხბურთში ვერაფერს მოიგებ. პრესინგი, ბურთით და უბურთოდ მოძრაობა, დროული გახსნა - ეს ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

ზოგადად, ამ პრობლემას მხოლოდ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი ვერ გადაჭრის. უპრიანია, სანაკრებოდ შეგულებული ფეხბურთელი თავის კლუბში იმთავითვე მოემზადოს სანაკრებო შეხვედრებისთვის.

დაბოლოს...

ახლა ალბანეთია. ორშაბათს გამოჩნდება, რა დასკვნები გაკეთდა ესტონური კოშმარიდან.

საკვანძო მოთამაშეები ტირანაშიც დაგვაკლდებიან, მაგრამ უკეთ თამაში ამ შემადგენლობასაც შეუძლია და ამის გვჯერა. თან, ჩვენი ფეხბურთელები ცხვირაწეულებიც ვერ იქნებიან - ვეთამაშებით ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს.

ასეა. ეს ის ალბანეთი აღარ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• alzo

კიდევ ერთხელ დავწერ ჩემს მოსაზრებას. საქართველოს ჩემპიონატს არაფერი ეშველება, დონე ვერასდროს ამაღლდება. იქნებ შევეცადოთ და დავუჯეროთ ძველ რჩევას, რომელსაც, მართალია, სხვა პირობებში, ბატონი ანდრო ჟორდანია იძლეოდა (იხ. მისი წიგნი, "ფიქრები ქართულ ფეხბურთზე". შეიძლება ვიფიქროთ კავკასიის ლიგის ჩამოყალიბებაზე - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი ყაზახეთი და ა.შ., როგორც გამოვა,ლიგაში ორ-ორი გუნდით თითოეული ქვეყნიდან. შედგეს რაც შეიძლება უკეთესი "დებულება" და ვითამაშოთ. შედეგი აუცილებლად ექნება ბევრი მიზეზის გამო

• თამაზი

სიბეცეა, მეტი თუ არა, როდესაც ვწერთ, რომ ვატო ყაზეიშვილი ყველა ესტონელს სჯობს ერთად აღებულს.ან კაშია ესტონელ მცველებს ჯობია.კი მაგრმ 3:0 რა ვუყოთ(კიდევ კრგი რომ ლორიამ ივარგა, თორემ 5:0-ც ლოგიკური შედეგი იქნებოდა იმ თამაშისათვის), იმასაც, რომ ერთი რეალურად საგოლე მომენტის მეტი ჩვენებმა ვერაფერი შექმნეს სახეირო. ის კი არა ხშირად ბურთი ვერ გამოქოდათ საკუთარი კარის სიახლოედან. ალბათ პირველ ყოვლისა ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა მოიშორონ შიშის სინდრომი და წარამარა ბურთისსაკუთარ საჯარიმოში დაბრუნების ჩვევა.

• ზ უ რ ა

ბიჭები ბლატაობდნენ გერმანიასთან რომ მინიმალური სხვაობით წააგეს.....ამათმა ფეხბურთი თუ იცოდნენ რაარის მე ვიყო მარიო ბალოტელი....:დდ

• beqa

მრცხვენია ქართველი რო ვარ.................... რა პერსპექტივა აქვს ჩვენს ნაკრებს? რატომ არ აქვს ასეთი რეაქცია გულშემატკივარს როცა რაგბის ნაკრები ან თუნდაც საკალათბურთო ნაკრები აგებს? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო ამათ მაგარი კიდიათ, ყოველ შემთხვევაში მე მონდომებული ფეხბურთელი ვერ ვნახე იმ დგეს

• ili

ამათ თურმე ცხვირი რომ არ აეწიათ მოიგებდნენ. შეუძლებელი რომ უნდა გაეკეთებინათ ამას არავინ ამბობს,ისე როგორც რეგბისტები ყველა თამაშში.

• დათო

ოქრიაშვილი სად იყო?

• sabonis

სახემწიფო დახმარება ფეხბურთში იმით გამოიხატება,რო ადგილობრივი გამგეობები ფულს დებენ კლუბებში იმისთვის, რომ თავის აქტივისტები დაასაქმონ და ასთი დირექტორ, ადმინისტრატორები ლამის ფეხბურთელებზე ეტ ანაზღაურებას იღებწნ.

• otar

არაფერი კატასტროფული არ მომხდარა - სამწყხაროდ ჟურნალისტები ვერ აკეთებნე სწორე ანალიზს დარწმუნებული ვარ ალბანეთთან გაცილებით უკეთესი შედეგი დაიდება

• Tavadi78

ხალხნო,იცით რა მიკვირს?რატომ არ გინდათ პირდაპირ რომ აღიაროთ და სიმართლე ვთქვათ?რომ ჩვენ თამაში არ ვიცით,ჩვენ დაბალი დონის ვართ,ერთხელ ერთმა ადამინამა ტელევიზიით თა ასეთი რამე,"რა მსაჯი,რის ამინდი,რა უიღბლობა,ან მოედანი რა შუაშია,რატომ არ გინდათ რომ თქვათ რომ ჩვენ თამაში არ ვიცით"ამ სიტყვების გულისათვის ჟურნალისტმა "მინაშვილმა"კინაღამ დედა აგინა იმ ადამიანს ვინც ეს სიტყვები წარმოთქვა.ვისაც ახსოვს დამეთანხმება,იმ დღის მერე "მეზიზღება ქართული ფეხბურთი,ქართული არხები და ერთ ქვეშაჯვია გუნდთან მოგებული თამაშის მერე ტრაბახი და გაკეთებული კომენტარები"

• tbiliskii

ტრენეროვიჩმა ხო ითამაშა ტაიმი რაც მთავარია

• ki

ცხადაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქ, ძალიან განათლებული მწვრთნელია, საქმის მცოდნე მაგრამ, ერთი მიკვირს რატომ იძახებს ნაკრებში გრიგალავას, კაკაბაძეს,ცინცაძეს, დაუშვილს, გელაშვილს, არარიან ეს ბიჭები ამ ეტაპზე მზად.. ოპტიმალური შემადგენლობა კი ჩემის აზრით არის : რევო, ლობჟანა, კაშო, კვერკველა, ნავალა, კანკავა, ჯანო, ოქრი, ყაზაიშვილი კობახიძე, მჭედლო ან ვაწა...

• xxx

ჩვენს ბავშვობაში ტორპედო რომ წააგებდა, უფროსები იტყოდნენ: ამათ ათი პელეც ვერ უშველისო!-კარგი იუმორია ხომ მეთანხმებით. ჰოდა ჩვენ ფეხბურთს 11 მესი და სამი გვარდიოლაც ვერაფერს უშველის! -სანამ სირბილს არ ისწავლიან!

• ara

გავმეორდები, ჩვენები თამაშობენ წინა საუკუნის ფეხბურთს. არა იმიტომ რომ მათი ბრალია. არა, ესე არიან გაზრდილი, ესე ფიქრობს სპეციალისტები და გულშემატკივრები. დიქტორებს ვუსმინე, ვაგებთ უელსთან 3:0. ჩვენები უაზროდ ფაფხურობენ, და იმის მაგივრად რომ თქვა ქართველები გუნდურად არ თამაშობენ, პირიქით იძახდნენ ინდივიდუალურად უნდა შევიტანოთო.

• ტარასი

აკი ქეცბაია,დომენტი და რეზი არველაძის ბრალი იყო ქართული ფეხბურთის წარუმატებლობიო,აი მოვა კობი და მუჯირი და ავყვდებითო,რაც მთავარია ოცნების მთავრობა მხარს უჭერსო, ან კიდევ რა ოქრი რა ანანიძე,რომლებსაც არცერთი გოლი არ გაუტანიათ მიმდინარე სეზონში,ანდა მჭედლიძე იქნებ მითხრათ რამდენი გოლი გაიტანა წელს.ცხადაძე კიდევ სხვა თემაა,სად მიაღწია წამატებებს ბაქოს ინტერში?სასაცილოააააააააა

• მურთაზი

ნუთუ ესენი თავის თავს ფეხბურთელებს უძახიან,ესენი ფეხბურთელები კი არა გაფოფრილი ფარშევანგებია.

• llcl

კიდევ ვიტყვი, რომ ეროვნულ ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატიდან არ უნდა მიიწვიონ ფეხბურთელი, ახალგაზრდულებში კი ბატონო. ეროვნულში უნდა თამაშობდნენ ის ხალხი, ვინც მოცემული მომენტისათვის მყარად იკავებს თავის კლუბში ძირითადში ადგილს

• გიო

ხოჭოლავას პრაქტიკა აქ და რატო არიძახებს? გრიგალავას არჯობია ან ამისულაშვილს?

• გიო

ხოჭოლავას პრაქტიკა აქ და რატო არიძახებს? გრიგალავას არჯობია ან ამისულაშვილს?

• ემიგრანტი

არ დაბლოკოთ---ვიცი ჩემ აზრს არავინ გაითვალისწინებს მაგრამ მაინც ვწერ--დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე--ყველაფერში რომ დაღმა მივდივართ--ფეხბურთდან ერთად ამაში საინტერესოა ვინმეს ეჭვი ეპარება?????უკვე 25 წელია ამ გზას ვადგავართ და გადახვევაც არ გვინდა ეს ხომ საყოველთაო ცნობილი ფაქტია--და საეჭვოა მომავალში რაიმე შეიცვალოს--თუ ერთ რამეს არ მოვახერხებთ: როგორც მონაკო მონაწილეობს საფრანგეთის ჩემპიონატში--ჩვენც ხომ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ რომელიმე გუნდით მაინც უკრაინის ჩემპიონატში???? ქვეყანა დაიშალა მაგრამ ჰოკეიში რიგის დინამო მაინც მონაწილეობდა რუსეთის ჩემპიონატში----რომ არა უკრაინის კრიზისი უკრაინის გუნდებიც აპირებდნენ რუსეთის ჩემპიონატში გაერთიანებას--ეს რა თქმა უნდა ორივეს ფეხბურთს წაადგებოდა---ვიფიქროთ ამაზე-ჩვენ რაღა დავაშავეთ ქართველმა ფეხბურთის გულშემატკივრებმა?????როცა ბელორუსიის. ყაზახეთის, უკრაინის,აზერბაიჯანის და რუსეთსაც თუ ჩავთვლით--ჩვენზე მეტ წარმატებას აღწევენ????_

• ლერი

თავაწეულები გავიდნენ?არამგონია წაგების მიზეზი ეს ყოფილიყო.ოქრიაშვილი,საბა კვირკველია,მჭედლიძე,ანანიძე,კანკავა,კვეკვესკირი, ყაზაიშვილან ერთად ქმნიან მუხტს თამაშში.მათი ინდივიდუალური ოსტატობა გუნდურ თამაშშიც აისახება, კლასიც შესაბამისი აქვთ.მათგან რამოდენიმეს არყოფნის შემთხვევაში ნაკრების თანაში ქაოტური ხდება,რადგან მათი შემცვლელები მოუმზადებლები და უკლასოები არიან.რაც ესტონეთთან მატჩმაც დაგვანახა.ჩემი უდიდესი პატივისცემისა ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელებისა მაინც მგონია,რომ საქრთველოს ნაკრები კარგი თამაში დღეს მხოლოს ოთხ ფეხბურთელზეა დამოკიდებული.საბა კვირკველია,ნიკა კვეკვესკირი,ჯაბა კანკავა და ოქრიაშვილი.

• kubo

მრცხვენია ქართველი რომ ვარ.

• giorgi

არაქატგამოცლილი ნაკრები მთლიანად , , ჯაბას სუსტი მატჩი,გრიგალავა და ამისულაშვილის უაზრო გამოსვლა საქარტველოს ნაკრების მაისურით!

• haez

ძვირფასო გულშემატკივრებო! ჩვენს ნაკრებს მანამ არექნება შედეგი სანამ ფეხბურთელებს მუდმივივად არათამაშებენ თავიანთ კლუბებში, ჩვენი მთავარი პრობლემა არის ფიზიკური სისუსტე, თუ იქნებიან ფიზიკუირად ისე როგორც არის კანკავა, კაშია, ყაზაიშვილი, კვირკველია, აი მას შემდეგ გვექნება შედეგი, სრულფასოვნად ნაკრებში მზად ჩამოდის 4 ფეხბურთელი, დანარჩენები 1 ტაიმის ბიჭები არიან.. რაქნას ცხადაძემ ტაქტიკა არაფერს გიშველის თუ ფიზიკურად სუსტი ხარ, რაც შეეხება არაბიძეს ეგ ბიჭი არაფრის დიდებით ჯერ დიდ ნაკრებში არუნდა ათამაშონ, ჯერ გაიზარდოს, ნუ ავკიდებთ ზედმეტ ტვირთს ამ პატარა ბიჭს ის თავის დროზე გვასახელებს ჯერ ადრეა, ავკიდეთ ჯანოს ეგ ტვირთი და შედეგიც სახეზეა.. იგივე ყენიას მაგალითი.. ხო კიდევ ის რომ კაკაბაძე,ცინცაძე და ძმანნი მისნი ამ ეტაპზე სანაკრებოდ ძაან ზედმეტი მეჩვენება, ეს ჩემი აზრია!

• 77

waagebuli mashinxar gulshematkivars rom egeti reaqciaaq,torem sheizleba waago da gulshematkivarma tashidagikras.waugebeli ki aravinaa da tan pexburtshi.sasiamovno wageba ararsebobso, magram arsebobs imedismomcemi wageba.cudiki uimedo samarcxvinod wageba da gulshematkivris gulisgacruebaa

• 77

ukacravad magram ES istoriis gakvetili araa.es pexburtia da dgevandeli realoba.nakrebis tamashi xom omia,sportuli omi samshoblos saxelis DASACAVAD. raugavt amat meomrebis?egeti ugulod tamashi martowagebaa?egxom galatia samshoblos da sakutari tavis.rashuashia estoneti?pexburts isigebs vinc suls,guls da siyvarulsdebs moldable, siyvaruls sakutari sindisis da samshoblos siyvarulsdebs. ....

• ბაკური

უღირსი თამაში ერთია და უღირსი მოქცევა კიდევ მეორე. რაზეა საერთოდ საუბარი, როდესაც ნაკრების თამაშზე საგულშემატკივროდ არც თუ ისე ცოტა ქართველი მივედით, მთელი თამაში ვგულშემატკივრობდით ისე, რომ ესტონელების ხმასაც კი ვაჭარბებდით შიგადაშიგ. თამაშის დასრულებისთანავე, ჩვენი ფეხბურთელები ისე გაიძურწნენ სტადიონიდან, თვალი ძლივს მოვკარით. მარტო ვაკო ყაზაიშვილი და კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელი ანიშნებდა ხელით ჩვენსკენ მივიდეთ, მაგრამ დანარჩენები არ წამოყვნენ. უჯიგროდ, უგულოდ და მოვალეობის მოხდის მიზნით თამაშობენ.

• kio

აქ საუბარია კონკრეტულად საქართველოს ჩემპიონატზე, თორემ არავინ იყო მოსაწონი

• kako

ჩემის აზრით ყველაზე უსუსრად იმ თამაშზე გრიგალავა და ამისულაშვილი გამოიყურებოდნენ და საერთოდ, ძალიან სუსტად ითამასა დაცვამ. ასე, რომ მარტო ამ ახალგაზრდა და მართლაც პერსპექტიულ ფეხბურთელებზე ნუ გადავტეხავთ ჯოხს. გუნდს ძალიან აკლდა კვირკველია და რაც ყველაზე მთავარია, ანანიძე, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო შოტლანდიასტან თამაშში. ხომ არ დადგა დრო, ნაკრებში მოვასინჯიოთ ძალა გიორგი აბრამიძეს? მე მგონი დადგა!!

• alekos

ალეკო კაკაბაძე ცინცაძეს რომ აკრიტიკებ გრიგალავას თამაში მოგეწონა? ან ამისულაშვილის? ან ვაწაძეს? კაშიას? რომელმა ითამაშა წესივრად მარტო ამათ რომ მიადექით ჰა??? ჩემპიონატი კი არა ფეხბურთელს ფეხბურთელი თამაშობს თორემ ესტონეთის ჩემპიონატის ფეხბურთელებმა დირკეს ჰოლანდიის ჩემპიონატის ლიდერი გუნდის ფეხბურთელი კაშია.

• gogla

ესტონეთი საშვალო დონის ნაკრებია ალბანეთი საშვალო დონის ნაკრებია.... ისმის კითხვა საქართველოს საერთოდ მეოძებნება დონეე. მოვიდა ის დრო როცა უნდა ვაგიაროთ რო კველაზე დაბალი დონის ნაკრები ევროპაში ჩვენია და უნდა დავიწკოთ კველაპერი ნულიდან ანუ ბავშვები კველაპრის თავი და თავი. მამიკოებო ნუ შეტენით ძალით შვილებს იქ საადაც მათი ადგილი არ არი. უნიჭოები იკავებენ მართლა ნიჭიერი ბავშვების ადგილებს შედეგს თავადაც ხედავთ და ესე იქნება სანამ არ დავა ჩვენამდე რო ძალათ ფეხბურთელი ჩემიც და სხვისიც მ......

• ilo

""სანამ საქართველოს ჩემპიონატი რაღაცას არ დაემსგავსება, ეროვნული ნაკრები ხელშესახებ წარმატებას ვერაფრით მიაღწევს"" - არა, არა და კიდევ ერთხელ - არა! არ ვეთანხმები ამ სიტყვების ავტორს. ჩემს არგუმენტად ალბანეთის მაგალითიც გამოდგება. მგონი ჩვენი ჩემპიონატ მაგათსას ჯობს. ან მინიმუმ ერთ დონეზე ვართ. ნაკრები კი... მთავარი პრობლემა საქმისადმი არასწორად მიდგომაშია და არა სუსტ ჩემპიონატში. თორემ ჩემპიონატის გაძლიერებას რომ ველოდოთ მხოლოდ, კიდევ მინიმუმ 10 წელი არაფერი გვეშველება. და ბოლოს - ძალიან გთხოვთ, ნაკლებად ემოციურად ვწეროთ (ეს ფეხბურთელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს) და უფრო მეტი დრო ცივ გონებაზე და კონკრეტულ საქმეებზე მსჯელობას მოვანდომოთ.

• koki

ხალხო დაანებეთ თავი ვინაა საშვალო და ვინ გრანდი ჩვენებს მუწოდოთ ჯიგარი ჩადონ თამაშში ფეისბუქზე არ პოზიორობდა ყიფიანი ცხადაძე ქეცბაია მარა მსოფლიო პატივს ცემდა ცხადაძეს დაუდგეთ გვერდით და მოუწოდოთ ვინც უდისციპლინოა ყველა გაყაროს გაგვარკვიეთ ოქრიაშვილს რა პრობლემები ქონდა არ უნდა დაიფაროს არაფერიო

• მამუკა

ჩვენი უპირველესი გუნდი ესტონეთის დონის მეტოქეებთან ასე კი არა, საერთოდ არ უნდა აგებდეს..., კი მაგრამ ჩვენ რა დონის ვართ? ისე რატომღაც ქეცბაია გამახსენდა.

გასაგებია ბატონო ალეკო, რომ თქვენ საკმაოდ კეთილგანწყობილი ხართ ცხადაძის მიმართ, ასევე ვართ ჯერჯერობითგულშემატკივრების დიდი ნაწილი, მაგრამ მის მინუსებზე ეხლავე რო არ ამახვილებთ ყურადღებას ძალიან ცუდია. მერამდენედ დავინახეთ, რომ ბაჩანა არ არის სანაკრებო კაცი. ამისულაშვილი, რომელიც თურქეთის დაბალი ლიგის მაჩანჩალა გუნდშია, რომელსაც აღარც სისწრაფე უწყობს ხელს და არც არაფერი, დროა ნელნელა ჩამოაშოროს გუნდს. კიდევ კარგი ხიზანიშვილზე მიხვდა ბოლოს დაბოლოს რო ბალასტია ეგ კაცი ნაკრებისთვის. რავიცი მიხედოს სელექციას და ნაცნობობით ფეხბურთელების ნაკრებში მოწვევას შეეშვას რა !! თორე ბევრად უფრო მალე დაკარგავს ხალხის კეთილგანწყობას, ვიდრე ქეცბაია... -_-

• გიორგი

სამწუხაროდ ჩვენ და ესტონეთი ძალიან დაბალი დონის საფეხბურთო ქვეყნები ვართ, განსხვავება იმაშია რომ ესტონელები უფრო ორგანიზებულები არიან და ბევრს შრომობენ! ჩვენ აქამდე ნიჭით და ტექნიკით გავდიოდით ფონს, თუმცა უკვე რამდენი წელია არცერთი მაღალი დონის ფეხბურთელი აღარ გვყოლია ნაკრებში :(((

• თამაზ ხუბუა

კაკაურიძის სტატიის მთავარ აქცენტებს ძირითადში ვიზიარებ,მაგრამ რატომ მარტო სამის გამოყოფა? არ მინდა ძალიან კატეგორიული ვიყო,მაგრამ 11 ნოემბერს ესტონეთის სტადიონზე მთლიანად უსისხლო ქართველები ბურთაობდნენ(მაპატიონ კანკავამ და ლორიამ,რომელთაც თავი არ დაუზოგავთ!

• გიორგი

ოო ამისულაშვილმა და კაშიამ ხომ დაბდღვნეს ყველაფერი,კაკაბაძე ახალგაზრდაა და აქ თამაშობს,იმათ რაღა დაემართათ?ამისულაშვილმა უნდა დატოვოს ნაკრები თუ ნამუსი აქვს,საწყენი აქ არაფერია,დაბერდა კაცი ფეხბურთისთვის

• pele

ესტონეთი : საქართველო 3:0 "ვზროსლები" ესპანეთი : საქართველო 5:0 U 21 უელსი : საქართველო 3:0 U 19 ჯამი 11:0 p.s. სანამ არველაძეები ფედერაციის სათავეში იქნებიან არაფერი არ გვეშველება... :))) ფედერაციიდან კი არა სამშობიაროდან დაიწყეთ ფეხბურთის სწავლება და მენტალიტეტის გამოცვლა!!! ან აკრძალეთ საერთოდ ფეხბურთი საქართველოში!!!

• დიმა

რა რატომ? იმიტომ რომ საქართველოს ფეხბურთის რესურსი არ აქვს. მაყურებელს იმის საშუალება და სურვილი არ აქვს რომ ეროვნულ ჩემპიონატზე მივიდეს და 30 ლარი გადაიხადოს სულაც რო მესი ჩამოიყვანო და ჩიხურაში ათამაშო. ერთეულებზე არ ვამბობ. ფეხბურთელებს ტაქსისტის ხელფასები აქვთ და კი თამაშობენ ტაქსისტებივით. რას ელოდებით ქართული ფეხბურთისგან როცა ფეხბურთელებისთვის 1500 ლარი კარგ ხელფასად ითვლება? ტყუილად ვხარჯავთ ფულს. ჯობია ისეთი სპორტის სახეობები დავაფინანსოთ რომელშიც ნაკლები ფული ტრიალებს დაა შედარებით ადვილი იქნება წარმატება. ბარსა-რეალზე ერთი ბილეთი 500 ევრო ღირს და ჩვენთან 5 ლარს ვერ იხდის ხალხი. 50 ლარად იყიდებოდა შავ ბაზარზე ბარსელონას ბილეთი სუპერთასზე 100 ლარადაც ვერ გაიყიდა ყველა (ეს მაშინ როცა ასეთი თამაში ერთხელ იყო აქ და შეიძლება აღარც გაიმართოს) და კიდე გიკვირთ რატო წავაგეთ ესპანეთთან 5-0?

• irakli apkhaidze

ეგ მეც არ მინდა მარა საინტერესოა რატო არ უნდა ვაგებდეთ ესტონეთთან საერთოდ? დინამომ რო 81-ში თასების თასი მოიგო და საიუზის ჩემპიონატში ჩვენ რო 2-3 გუნდი გვყოლია უმაღლეს ლიგაში და ესტონეთს არც ერთი მაგიტო? ესტონეთი მშპ, რო რამდენჯერმე აღემატება ჩვენსას, იმათი საფეხბურთო ინვესტიციებიც რომ აღემატება ჩვენსას, იმათი მოედნები, სასტუმროები და ფეხბურთელების კვების ხარისხიც რო აღემატება ჩვენსას, უახლოეს წარსულში რომ მუნდიალის პლეი-ოფი ითამაშა მაშინ როცა ჩვენ ერთი თამაშიც ვერ მოვიგეთ იმ შესარჩევ ციკლში ეს აღარაფერს ამბობს?.. სათამაშო დისციპლინაზე და ფიზიკურ მომზადებაზე რომ მართლა აღარაფერი ვთქვათ////

• ალეკსანდრე

არაფერი საშვალო დონის გუნდი არ არის ესტონეტი{ტუ არ ვცდები 89ე ადგილზეა}ფეხბურტელები სად ტამასობენ? ძირითადატ დაბალი დონის ჩემპიონატში,ჩვენებმა იტამაშეს უსუსურად და უგულოდ, ნავალოვსკიზე გეტანხმები, რაც ჩვენ ჩემპიონატში ტამასობს მაგრად მოუკლო,ცავიდეს სანამ დროა

• გუჯა კახაძე

ალეკო კაკაურიძე:"აქსიომაა - კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე დღეს ფეხბურთში ვერაფერს მოიგებ. პრესინგი, ბურთით და უბურთოდ მოძრაობა, დროული გახსნა - ეს ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია".

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა

სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი

ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ

საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]

ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს

ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა

გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ

სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა

ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა

"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა

"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა

გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს

ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა

გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ