ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ალბანეთი VS საქართველო - პრესტიჟი და თავმოყვარეობა

ალბანეთი VS საქართველო - პრესტიჟი და თავმოყვარეობა

დღეს, 16 ნოემბერს, ტირანაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება
დღეს, 16 ნოემბერს, ტირანის "ქემალ სტაფაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთის უპირველეს გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება. სამწუხაროდ, ბოლო ინფორმაციით, "ქემალ სტაფაზე" გასამართი მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ვერ ვნახავთ. შევიტყვეთ, რომ საქართველოს "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და ალბანურ მხარეს შორის ტრანსლაციაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ლობჟანიძე ძირითადში ბრუნდება?

სასწორზე ძალიან ბევრი რამ დევს - ეროვნული გუნდის ფეხბურთელების თავმოყვარეობა, ქართველი ქომაგის იმედი და, რაც მთავარია, ჩვენი ფეხბურთის პრესტიჟი, რომელიც კიდევ ერთხელ გვარიანად შეირყა ესტონეთთან ნაწვნევი საგარეო მარცხის (0:3) შემდეგ...

დიახ, ეს ის შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებს უკანდასახევი გზა აღარ აქვს. ჩვენმა გუნდმა უნდა დაამტკიცოს, რომ ტალინური კატასტროფა (აღარ ვიცით, რა ეპითეტი მოვუძებნოთ იმ საშინელებას, რაც მეორე ტაიმში მოხდა), გარკვეულწილად, შემთხვევითობა იყო და პროგრესი, რომელსაც ბოლო დროს ვხედავდით, გრძელდება.

ჩვენს მუდმივ მეტოქესთან ნათამაშები მატჩების ისტორიულ ექსკურსს აღარ მოვყვებით, ამაზე ცალკე სტატიაში მოგითხრობთ. აქ, ტრადიციულად, თამაშისწინა სიტუაციაზე ვისაუბროთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე კარგა ხანია, ტირანაშია და ალბანეთთან სათამაშოდ ემზადება. ეროვნულ გუნდს შეუერთდა კვიპროსული "ომონიას" მარჯვენა მცველი უჩა ლობჟანიძე, ვინც ესტონეთთან შეხვედრა გამოტოვა (ორშაბათს თამაში ჰქონდა და ტალინში ჩასვლა ვერ მოასწრო).

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ 28 წლის მარჯვენა მცველი ძირითად შემადგენლობაში იქნება. ასევე ველოდებით, რომ კახა ცხადაძე სასტარტო თერთმეტეულში რამდენიმე კორექტივს შეიტანს...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ალბანეთთან მატჩში დააკლდებიან ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია, საბა კვირკველია და თორნიკე ოქრიაშვილი. თავადაც ხედავთ, გუნდი განახევრებულია, მაგრამ რას ვიზამთ, რა საკადრო რესურსიც გვაქვს, ფონს იმით უნდა გავიდეთ.

ესტონეთთან მატჩამდე, უკანასკნელ წამს შეემატნენ ეროვნულ გუნდს თბილისის "დინამოს" მცველი გიორგი გველესიანი და ტალინის "ფლორას" ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი.

ალბანეთთან მატჩში აღარ გვინდა ისეთი ნაკრები ვნახოთ, როგორიც ტალინში ვნახეთ - დემორალიზებული და დამდგარი. ალბანეთთან მატჩისთვის საქართველო ასეთი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი), გიორგი მაკარიძე ("ფეირენშე", პორტუგალია);

მცველები: გიორგი ნავალოვსკი ("დილა"), გიორგი ფოფხაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("ქარშიაქა", თურქეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გიორგი გველესიანი ("დინამო", თბ), უჩა ლობჟანიძე ("ომონია", კვიპროსი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო", თბ), გია გრიგალავა ("პაფოსი", კვიპროსი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი), სანდრო კობახიძე ("ვოლინი", უკრაინა), მათე ცინცაძე ("დინამო", თბ), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), გუგა ფალავანდიშვილი ("დილა"), მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), გიორგი ჭანტურია ("დუისბურგი", გერმანია), ლუკას ჰუფნაგელი ("ფრაიბურგი", გერმანია), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი);

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე ("ორჰუსი", დანია), ბაჩანა ცხადაძე ("ფლამურტარი", ალბანეთი), ნიკოლოზ გელაშვილი ("პაფოსი", კვიპროსი).

არწივები მაღლა ფრენენ

სულ ცოტა ხნის წინათ ამას ვერავინ წარმოიდგენდა - იტალიელი სპეციალისტის, ჯანი დე ბიაზის გაწვრთნილი ალბანეთი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ფაქტია - ალბანელებმა საქმე თანმიმდევრობით, მიზანმიმართულად გააკეთეს.

დე ბიაზი იტალიაში ცნობილი მწვრთნელია. სხვადასხვა დროს მას გაუწვრთნია "ტორინო", "უდინეზე" და "ლევანტე". უკეთესი გახდა ალბანეთის ეროვნული ჩემპიონატიც - აგერ, "სკენდერბეუ" და აგერ, ევროპალიგის ჯგუფიც.

ახლო წარსულში ცნობილი ალბანელი ფორვარდის, იგლი ტარეს (რომელიც დღეს რომის "ლაციოს" სპორტული დირექტორია) ხელშეწყობითა და გავლენით, მისი არაერთი თანამემამულე მოეწყო იტალიაში. ეს პროცესი ახლაც გრძელდება. გარდა ამისა, ალბანელებმა რამდენიმე კოსოვოელი ფეხბურთელიც დაიყოლიეს მათი ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე. ამ კოსოვოელთა უმრავლესობა შვეიცარიის ჩემპიონატში თამაშობდა.

სწორედ კოსოვოს გაეჯიბრა ამხანაგურად საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ალბანეთი. შეხვედრა 2:2 დასრულდა. ამ თამაშზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებთ, რადგან კოსოვო და ალბანეთი ხშირად ამხანაგობენ და მათი შეხვედრები სულ "მშვიდობიანად" მთავრდება.

ლიდერები

როგორც ყველა გუნდს, თანამედროვე ალბანეთის ნაკრებსაც ჰყავს თავისი ლიდერები. იტალიაში თამაშობენ მეკარე ეტრიტ ბერიშა (ლაციო), მცველი ელსაიდ ჰიუსაი (ნაპოლი), ნახევარმცველები - ლედიან მემუშაი (პესკარა) და არმანდო ვაჯუში (ლივორნო), ასევე - ფორვარდი რეი მანაი (ინტერი).

ლიდერებად ითვლებიან კაპიტანი ლორიკ ცანა (ნანტი, საფრანგეთი), ამირ აბრაში (ფრაიბურგი, გერმანია), შკელჟენ გაში, ტაულანტ ჯაკა (ორივე - ბაზელი, შვეიცარია), არმანდო სადიკუ (ციურიხი, შვეიცარია) და სოკოლ ჩიკალეში (ბაშაქშეჰირი, თურქეთი).

დე ბიაზის ორი დებიუტანტი

ალბანელთა იტალიელი თავკაცი საქართველოსთან მატჩისათვის 25 ფეხბურთელს ამზადებს. სანაკრებო სიაში ორი დებიუტანტია: შვეიცარიული "ლუგანოს" 23 წლის მცველი ფრედერიკ ვესელი და იტალიური "ინტერის" 18 წლის ფორვარდი რეი მანაი. მანაის ორი შეხვედრა უთამაშია მილანური გრანდის შემადგენლობაში.

ალბანეთის ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ეტრიტ ბერიშა ("ლაციო", იტალია), ალბან ჰოჯა ("პარტიზანი", სერბეთი), ორგესტ შეჰი ("სკენდერბეუ");

მცველები: ანსი აგოლი ("ყარაბაღი", აზერბაიჯანი), ნასერ ალი, არლინდ აიეტი (ორივე - "ბაზელი", შვეიცარია), ლორიკ ცანა ("ნანტი", საფრანგეთი), ბერატ ჯიმშიტი ("ციურიხი", შვეიცარია), ფრედერიკ ვესელი ("ლუგანო", შვეიცარია), ანდი ლილა ("იანინა", საბერძნეთი), ელსაიდ ჰიუსაი ("ნაპოლი", იტალია);

ნახევარმცველები: ამირ აბრაში ("ფრაიბურგი", გერმანია), მიგიენ ბაშა ("ლუცერნი", შვეიცარია), საბიენ ლილაი ("სკენდერბეუ"), ლედიან მემუშაი ("პესკარა", იტალია), ტაულანტ ჯაკა ("ბაზელი", შვეიცარია), ჰეროლინდ შალა ("ლიბერეცი", ჩეხეთი), ბექიმ ბალაი ("რიეკა", ხორვატია), სოკოლ ჩიკალეში ("ბაშაქშეჰირი", თურქეთი);

თავდამსხმელები: შკელჟენ გაში ("ბაზელი", შვეიცარია), ოდისეი როში ("რიეკა", ხორვატია), არმანდო სადიკუ ("ციურიხი", შვეიცარია), ერმირ ლენიანი ("ნანტი", საფრანგეთი), რეი მანაი ("ინტერი", იტალია).

კიდევ ერთი ინფორმაცია ტირანიდან, ალბანეთს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა: ელსაიდ ჰიუსაიმ ("ნაპოლი", იტალია) და ლედიან მემუშაიმ ("პესკარა", იტალია) თავთავიანთ კლუბებს მიაშურეს. როგორც გავიგეთ, ჯანი დე ბიაზის მათ ნაცვლად გუნდისთვის ახალი მოთამაშეები არ დაუმატებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ხერხე

ხოოოო თუ ლობჟანიძე ძირითადში იქნება ავშენებულვართ და ეგ არის. ბუზიც კი ვერ შეფრინდება ჩვენდ საჯარიმოში. ვაი :(

• roma

მე სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის მიხარია ჩენების წარმატებები,მაგრამ არ შემიძლია გულისტკივილით არ აღვნიშნო ის,რომ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები,რომლებიც ყენიას,ანანიძეს,მჭედლიძეს,კვეკვესკირს და ბევრ სხვას წარმატებულ ფეხბურთელებად მიიჩნევენ,ეს ფაქტი ძალიან სამწუხაროა,ე.ი.ვერ ვიზრდებით,ძალიან ცუდია,დღესდღეობით საქართველოში ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელიც კი არ არსებობს,აქედან გამომდინარე მათგან რაიმე სერიოზულის მოტხოვნაც კი აფსურდია.

• jeims

Axla ROM arvelaze iyos federaciis prezidenti.ra ambebi atydeboda translaciaze

• lika

ესტონეთთან წააგეს 3-0 ალბანეთთან ალბათ 13-0 წააგებს

• Beqa

პირდაპირი რეპორტაჟი არ არის?

• 555

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ალბანეთთან მატჩში დააკლდებიან ჯანო ანანიძე, ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია, საბა კვირკველია და თორნიკე ოქრიაშვილი. როდის გახდა ყენია და კვეკვესკირი წამყვანები, ბეგლარიშვილი, რომ იქნება ნაკრებში იმ ნაკრების..................

• emigranti

ოღონდ ამათთან არ წააგოთ!კაი გუნდია ალბანეთი საფრანგეთს მოუგეს გასვლაზე და ევროპაზეც ითამაშებენ მაგრამ მოგება მაინც შეიძლება! ამათი სალაპარაკო არ გამხადოთ თუ ძმა ხარ)))

• lova

გადახედეთ ალბანელი ფეხბურთელები სად თამაშობენ ქართველები რუსეთის და კვიპროსის ჩემპიონატს ვერ გასცდნენ და რა შედეგს ითხოვთ

• guri

ცხადადზეს დაგინებული ხომ არ აქვს რომ კლიმიაშვილს არ იწვევს ნაკრებში

• ,,,,,,,-s

სწორედ ეგეთი მიდგომა გვღუპავს - ესტონეთს ჩემი უბნის ბიჭები მოვუგებთ ყველგან - ეგრე ფიქრობდა ნაკრებიც სავარაუდოდ. :)

• nikoloz

ლინკი დადეთ რა სად შეიძლება ყურება. მადლობა წინასწარ

• nika

sad uyurot am tamashs linki dadet tu icit vinmem. madloba wimaswar

• ჯორდანო უბრუნებელი

იმედია რომ 3-0 ზე მეტს არც ალბანეთში წავაგებთ, იქნებ პრესტიჟის გოლიც კი გავიტანით დამატებულ მეოთხე წუთზე.

• badri

ვინმემ ამიხსნას, რა დამსახურებებისთვის არის ნაკრებში ბაჩანა ცხადაძე

• vito

rato ar achveneben am tamashs?pasuxi martivia fuli enanebat.!!!

რა მოგივიდათ? ამხანაგური თამაშში გუნდის რეალური ძალა არასოდეს იყო ასახული. ესტონეთს ჩემი უბნის ბიჭები მოვუგებთ ყველგან. იქ უბრალოდ შეარჩიეს ვინ ითამაშებდა. სულ დატაკებაზე და გლეჯაზე ნუ ფიქრობთ! რა შეარყია, რის შეარყია? შეარყია არა გამოარყია! სწორი გზით მიდის ყველაფერი, არასფერია საგანგაშო, მსოფლიოს ვარსკვლავი ფეხბურთელები იზრდებიან და მსოფლიო ჩემპიონებიც მალე გახდებიან ყველგან და ყველაფერში. იმიტომ რომ ქართველები ვართ და არა თუნდაც ხსენებული ესტონელები. ალბათ ქართველ ადამიანში დევს თუნდაც სპორტის თვალსაზრისით, ქეცბაიამ 10 თამაში არ წააგო, მოიგო ხორვატიასთან, და ერთი თუ 2 წააგო, თუნდაც 3 ზედიზედ და დაიწყეს დაბლა მივდივართო. უნდა დააფასო ადამიანის შრომა რომ ღმერთმა შენც დაგიფასოს და წარმატებას მიაღწიო! გამგელებულები ნუ იქნებით, ერთი მოიგო მერე წააგო და გააგდეთ თავკაციო! ბრაზილიამ ბრაზილიაში 7-0 წააგო რამის გერმანიასთან და მორჩა მაგით ყველაფერი? ისევე როგორც ბრაზილიას ვერასოდეს მიაღწევს გერმანია სულ 100-0 რო მოიგოს..

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა

[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში

საქართველო 5:0 ესტონეთი

ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა

[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა

კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"

"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა

პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

უკრაინელი ექსპერტი: რა უნდა ვაკეთოთ ელიტურ დივიზიონში?

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს

ალბანეთი

უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

უკრაინამ ალბანეთს მოუგო და A დივიზიონში გადასავლელად იბრძოლებს

საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა

"ალბანელები ცდილობდნენ წყობილებიდან გამოვეყვანეთ" - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?

ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა

საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე

ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე

დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა

ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

ალბანეთი - ჩეხეთი 0:0 - "ჯვაროსნებს" ოლომოუცში გამარჯვება სჭირდებათ [VIDEO]

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა