ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნაკრებია თუ კბილის ექიმი? ფეხბურთისადმი ინტერესი კატასტროფული ტემპით ეცემა

ნაკრებია თუ კბილის ექიმი? ფეხბურთისადმი ინტერესი კატასტროფული ტემპით ეცემა

ფეხბურთმა ხალხისგან ნდობის მანდატი ამოწურა და რამე თუ არ შეიცვალა, მალე ხალხი არა თქვენს უფულობას, არამედ, თქვენს დაფინანსებას გააპროტესტებს
საქართველოს ნაკრების ბოლო "გმირობის" ამბავი ყველას მოგეხსენებათ. გუნდმა ალბანეთთან გასვლაზე მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ბოლო 6 წუთში გაანიავა და ნაღდი მოგება ხელიდან გაუშვა, ქომაგი კი კვლავ გულმოკლული დატოვა...

რეალურად, ფეხბურთს ახლა აქვს ერთ-ერთი ბოლო შანსი, რადგან ხალხმა მასზე გული სერიოზულად აიცრუა. ადრე თუ ქართული ფეხბურთის კრიზისზე გულისტკივილით ლაპარაკობდნენ, ახლა უკვე ტონი აგრესიულია და ღიზიანდებიან აზრით, რომ სახელმწიფო ფეხბურთის დაფინანსებას აპირებს - ამ მარაზმში ფულს რატომ ხარჯავთ?

ასეთია გავრცელებული მოსაზრება გამუდმებული წაგებების შემდეგ და ძნელია, შეედავო...

ფეხბურთისადმი ინტერესი კატასტროფული ტემპით ეცემა. გადახედეთ ტელევიზიებს - საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს სისტემატურად აღარავინ აშუქებს. უმაღლესი ლიგის თამაშებს ისედაც ცოტა მაყურებელი ჰყავდა, ახლა კი სტადიონები თითქმის ცარიელია. ხალხი უკვე აღარც ასაკობრივ ნაკრებებს სწყალობს. 2012 წელს, როცა ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრები "მიხეილ მესხზე" ელიტრაუნდის მატჩებს ატარებდა, 15 ათასი მაყურებელიც მოვიდა, გუშინ კი... დიდი-დიდი 2 000 კაცი ყოფილიყო...

ეს არ არის შემთხვევითი ამბავი. კატალიზატორი ეროვნული ნაკრებია, რომელიც განაპირობებს ინტერესს ეროვნული ჩემპიონატისა და ასაკობრივი გუნდების მიმართ - ზრდის ან ამცირებს.

სადავო არ არის, კახა ცხადაძემ ნაკრებში პროგრესი მოიტანა, მაგრამ ესტონეთსა და ალბანეთთან გამართულმა ბოლო ორმა შეხვედრამ (განსაკუთრებით ტალინურმა კოშმარმა) ისევ უიმედობა გააჩინა. როცა ნაკრები ასეთ უსუსურობას ავლენს, იქ არავის უნდა უკვირდეს, რომ მეორე დღეს ხალხს სტადიონზე მისვლის სურვილი არ გაუჩნდება...

ერთმა ცნობილმა კაცმა მითხრა - ნაკრების თამაშზე დასწრება კბილის ექიმთან მისვლას მაგონებსო - წინასწარ ვიცი, მეტკინება და ვერიდებიო. ალბათ, საქართველოს ნაკრებს უნდა ერქვას "ექიმი ჟივაგო", რადგან მის თავს სულ სევდა და ტკივილია. 17 და 19-წლამდელებში კიდევ რაღაცას ვაღწევთ, ახალგაზრდულ და ეროვნულის დონეზე კი ფეხბურთელების გაზრდას ვერ ვახერხებთ.

უახლოესი წლების პერსპექტივა არც ისე სასიამოვნოდ მოჩანს - ისეთი თამაშებით, რაც ესტონეთსა და ალბანეთთან ვაჩვენეთ, ჩვენი იმედი ხანგრძლივი იმედგაცრუებით შეიცვლება და ბოლოს ფეხბურთისადმი ინტერესი ტოტალურად გაქრება.

ცხადაძე ძალიან უცნაურ გუნდში მუშაობს, სადაც თამაში ბევრს შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მაშინ ინძრევიან, როცა მწვრთნელი უყვირის და მატჩის დროს მითითებებს იძლევა. ეტყობა, ბოლო 10 წუთში მასაც ყელის იოგები ჩაუწყდა, ვეღარ კარნახობდა და გუნდმა მეტოქის ნახევარზე აქტიური თამაშის ნაცვლად, ისევ საკუთარ ნახევარზე გადაინაცვლა და რეალურად, თამაში შეწყვიტა.

რა გამოდის, როცა ფეხბურთელი მწვრთნელის გარეშე იქ არ დგას, სადაც უნდა იდგეს, და ისე არ თამაშობს, როგორც საჭიროა, არ იცის, ზონები როგორ გადაკეტოს?

საუკეთესო დაცვა რომ შეტევაა, სწორედ ეს ფილოსოფიაა წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში, მაგრამ ცხადაძე იმ გუნდთან მუშაობს, სადაც ეს მიუღწეველია, სადაც ფეხბურთელები ბოლო წუთებზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქეს 3-4 წამით უყურადღებოდ ტოვებენ და თავისუფლად არტყმევინებენ...

"ნაკრები კი არა, საშინელებათა ჟანრია" - გულშემატკივარი ამას რომ იტყვის, მართლა ცუდადაა საქმე. მართლა საშინელებაა, როცა XXI საუკუნეში ცხოვრობ, ტელევიზორში ყოველდღე საუკეთესო ფეხბურთს უყურებ, მისთვის დამახასიათებელი ტემპითა და სისწრაფეებით, მერე კი გადართავ ჩვენი ნაკრების მატჩზე და რას ხედავ? - საპირისპიროს! რომ შეტევაში გასაყოლებელი ბურთი მეკარეს უბრუნდება, მოსაგერიებელი ბურთით საკუთარ საჯარიმოში კაცის მოტყუებას იწყებენ, მუდმივად რაღაც იგონებენ და ტკბებიან არა სწრაფი შეტევითა და გოლებით, არამედ, ადგილზე ყოვლად უაზრო მატაობით, რომელსაც გაგრძელება და შედეგი არ მოსდევს...

სწორად თამაშიც შეუძლიათ, რაც გერმანიასთან და იმავე ალბანეთთან ეპიზოდებში გამოჩნდა. უბედურებაც ესაა, რომ ეს მხოლოდ ეპიზოდებია, სტაბილურად კი არ გამოგვდის. საკუთარ საჯარიმოსთან მატაობა ქართული "ნოუ ჰაუა". მსგავსი რამ საფეხბურთო ანბანში აკრძალულია, ჩვენთან კი ნებადართული.

ასეთი რამ ხდება ასაკობრივ და ახალგაზრდულ ნაკრებშიც, ევროთასებზე ჩვენი კლუბების შესრულებით და საერთო აზრია, რომ ქართული ფეხბურთი მსოფლიოს მოთხოვნებს უფრო მეტად ჩამორჩა, ვიდრე - ლარი დოლარს.

ფეხბურთმა ხალხისგან ნდობის მანდატი ამოწურა და რამე თუ არ შეიცვალა, მალე ხალხი არა თქვენს უფულობას, არამედ, თქვენს დაფინანსებას გააპროტესტებს. იმიტომ, რომ ფულს სიამოვნებაში იხდიან და არა - გულისხეთქვაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გუჯა კახაძე

ff გეთანხმები! ვიდრე ფეხბურთი მომგებიანი არ გახდება არაფერი გვეშველება. ფეხბურთელის ხელფასი 10 000 ლარიდან უნდა იწყებოდეს. სალექცია პატიოსნად უნდა ხდებოდეს. კლუბის მეპატრონეებმა მწვრთნელს ხელფასის ნაცვლად სოლიდური პრემია უნდა შესთავაზოს მხოლოდ მოგების შემთხვევაში. ასე ფეხბურთელიც უფრო მოტივირებული იქნება, მწვრთნელიც მუდმივად ეცდება ცოდნა აიმაღლოს და სელექციაც პატიოსნად ჩაატაროს. თუ ამას შევძლებთ ქათული ფეხბურთი სანახაობად გადაიქცევა და გულშემატკივარიც დაუბრუნდება სტადიონს.

• ff

ფულის გარეშე დღეს არ არსებობს ფეხბურთი. ეს რეალობაა და უნდა შევიგნოთ. დავით ყიფიანს რამდენი ქონდა ხელფასიო ვიღაცა ირონიულად კითხულობს. დავით ყიფიანს ხელფასი შეიძლება არა მაგრამ ნახევარი საქართველო მაგისი იყო. ყველგან ყველაფერს გააკეთებდა. შეიძლება მესის არ აქვს იმდენი შეძლება რისი გაკეთებაც ყიფიანს შეეძლო იმ დროს. მაშინ სსრკ-ში ფული არ წყვიტავდა ბევრს არაფერს დღეს ბავშვები კი თამაშობენ მაგრამ როცა ცხოვრებაში შედიან და ოჯახი უნდა შექმნან და არჩინონ არ ყოფნით ის 1000 ლარი და ანებებენ თავს ფეხბურთს. შეძლებულის შვილებიო რო ამბობთ იმათ უბრალოდ საშუალება აქვთ შვილი არჩინონ და მეტ ხანს დატოვონ ფეხბურთში. აბა 1000 ლარი რო გაქვს ხელფასი რა მოტივი უნდა შეგრჩეს. გაყიდი თამაშს აბა რას იზამ. აბა გუნდს ქონდეს თამაშის მოგებიდან 100 000 ლარი შემოსავალი თუ გაყიდონ. ჩემპიონატის მოგებაში რო ჟეშტის თასს და რკინის მედალს რო მოგცემენ მარტო რა გული და მოტივი უნდა შეგრჩეს.

• zviads

გეთანხმები, მეგობარო, გერდ მიულერის სიტყვები მეც მახსოვს. ჩვენი ნაკრები მხოლოდ ფეხბურთზე, მაყურებელსა და ქვეყნის ღირსებაზე ფიქრობდაო. თავის დროზე რომის პაპმაც გააპროტესტა ამხელა ფულის ტრიალი ფეხბურთში (ვიერის მრავალმილიონიან ტრანსფერზე). სანაკრებო ფეხბურთმა, განსაკუთრებით საქართველოში, მართლაც კატასტროფა განიცადა. მოთამაშეები თავს გრძნობენ, როგორც შეუცვლელნი. უპატრონოებს, უფულოებს საერთოდ გადაკეტილი აქვთ საფეხბურთო მომავალი...

• zviad

Kარგით რა სირცხვილი გქონდეთ! რამდენი ქონდა ხელფასი დავით ყიფიანს? დღევანდელი ფეხბურთელების ხელფასებისგან განსხვავებით. ფეხბურთს ფულის გასაკეთებლად რომ თამაშობენ იმათი მოსაგები არსად არ არის. გერდ Mიულერი ამბობდა ფულმა გააფუჭა ფეხბურთიო, ფულმა X5 ებმა..

• Tavadi78

მეზიზღება საქართველოს ფეხბურთი და რაც საერთოდ ფეხბურთს აკავშირებს საქართველოში

• ზურა

ვისაც ტვინი აქვს უკვე დიდი ხანია რაგბს გულშემატკივრობს, ამ ქვეყანაში ფეხბურთი არ არსებობს

• j.s.

ფეხბურთი არსებობს მაყურებლისთვის, მიდის გულშემატკივარი სტადიონზე იქმნება საფეხბურთო გარემო, ინტერესდება ბიზნესიც და ფეხბურთელიც ინდომებს, არ დადის არავინ - არ ხდება არაფერი. გულშემატკივარმაც უნდა გააკეთოს რაღაცა . კვირაში ერთხელ სახინკლის ნაცვალად სტადიონზე წადით

• goga

ზღაპრების ნუ გჯერათ. ფეხბურთი ბიზნესია, ბიზნესს სჭირდება ბაზარი საიდანაც ფული შეუვა. საქართველოში კი ფეხბურთისთვის ბაზარი არ არის. ჩადებულ ფულს ვერ აოიღებს რადგან გულშემატკივარს ფული არ აქვს და რაც აქვს იმასაც არ დახარჯავს ფეხბურთში. ბარსელონა იყო ჩამოსული და 50 ლარად ძლივს იყიდებოდა ბილეთები. საფეხბურთო ქვეყნებში 50 ლარი მესამე ლიგის თამაშების ბილეთები ღირს. ჩვენს გულშემატკივარს მარტო მოთხოვნები აქვს და ფეხბურთისთვის ფულს არ და ვერ ხარჯავს. რა შემოსავალიც აქვთ ქართულ გუნდებს იმ დონეზე კი თამაშობენ. ადამიანს თუ იმის მოტივაცია არ ექნა ჩემი შრომით ფულს ვიშოვიო ვერ იშრომებს. ვეთანხმები იმას რომ საქართველოს ჩემპიონატში ფეხბურთელებს ტაქსისტების ხელფასები აქვთ და მართლა ტაქსისტებივით თამაშობენ. და კიდე ერთი ბილეთებიდან, რეკლამებიდან და ტელევიზიიდან ფული არ შედით და გაყიდიან თამაშებს აბა რას იზამენ, არ გიფიქრიათ რო გუნდი თუა არსებობაც უნდა? არ იქნება უკეთესი ფეხბურთი და თუ ეს არ გვაკმაყოფილებს საერთოდ უნდა დავანებოთ დაფინანსებას თავი. ძვირად წაგებას იაფად წაგება ჯობია

• ioseb

არ იქნება შრომა - არ იქნება ფეხბურთი.

• Malxazi

ქართული ფეხბურთი რომ აღარ არსებობს ყველასთვის მტკივნეულად გასაგებია, მაგრამ არსებობს პოტენციალი, გენი, ნიჭი, ტალანტი თუ რაც გინდა დაარქვა, უბრალოდ არ შეიძლება ამდენი ქვეყანამ უამრავი ბუმბერაზი ფეხბურთელი აჩუქოს მსოფლიოს წარსულში და დღეს აღარ იბადებოდნენ საერთოდ არავინ საქართველოში, უბროლად არაკანონზომიერია, ამის მიზეზი კი ფეხბურთში გამეფებული კორუპციაა, თუ ბავშვი ტალანტია და მისგან მესიც რომ გაიზარდოს ყურადღებას რავაინ მიაქცევს, თუ ფულიანი პატრონი არა ყავს, ხოლო ვისაც ბევრი ფული აქვს რაც სჭირდება ქართულ გუნდებში და ნაკრებებში დამკვიდრებას, იმათ კი უფალმა ნიჭი არ მისცა, ფულით ნასწავლი ფეხბურთი , დაზეპირებული რა შედეგს მოგვცემს,იმასრაც დღეს რეალობა გვაქვს, ხოლო ფეხბურთი თუ მას შემოქმედები არა ყავს,მაგას ბურთაობაც კი არ ქვია. აბა წარმოვიდგინოთ ყიფიანი,მაჩაიძე, დარასელია, მესხი, მეტრეველი,პაიჭაძე და მრავლი სხვა იმის გამო დაეთხოვათ ფეხბურთიდან, რომ მათ სახსრები არ ქონოდათ, თქვენ წარმოიდგინეთ რას დავკარგავდით და ვინ იცის რა დავკარგეთ ამ 25 წლის მანძილზე

• ff

ერთი მოთამაშის ჩამოყვანა კი არა 20 მილიონი დო დავხარჯოთ თითო გუნდის ფეხბურთელებზე 3000 კაცის მეტი არ მოვა გულშემატკივარი რომელიც 5 ლარს გადაიხდის მეთქი. და შესაბამისად ფეხბურთელს 1000 ლარზე მეტს ვერ მისცემთ ხელფასს. შესაბამისად ფეხბურთელებიც არ ითამაშებენ. ანუ ჩაკეტილი წრეა. აღარ იქნება ფეხბურთი საქართველოში სანამ გულშემატკივარი არ იქნება რომელსაც ფეხბურთში ფულის გადახდის საშუალება ექნება.

• ლევანი

ეხლა დაწერა ერთმა კაი მოთამაშეს ჩამოყვანა 20 მილიონი დაგვიჯდებაო და მეცინება რა პირველ რიგში არ მევასება ეს წაყვანა წამოყვანა და რამე ფეხბურთს პეწი დაუკარგა ფულმა, (ევროპა რო ბრაზილიას და არგენტინას აჯობებს ყველა დონეზე, ვაი, ვაიი...) და მეორე 20 მილიონად 20 ბურთის ჯადოქარს გაზრდი ჩვენებს, აქაურებს. მე მინახია ორი ეგეთი მარტო ჩემს სოფელში იყო დრიბლინგის და გოლის გატანის სასწაული ნიჭი ქონდათ, ერთი ეხლაც ეგეთია მაგრამ რა გინდა... ესეთებს რო ბავშვობიდან კარგ მწვრთნელს ჩააბარებ, რომელიც სწორად ავარჯიშებს...

• გულშემატკივარი

მე ასაკოვანი ვარ. ფეხბურთი უსაზღვროდ მიყვარდა და ზოგჯერ მაღალი ტემპერატურითაც წავსულვარ სტადიონზე, მაგრამ ეს იყო, როდესაც ქართველები თამაშობდნენ ფეხბურთს. ამ ბოლო წლებში ისე უაზროდ დარბიან(ზოგჯერ არც დარბიან) ჩვენი ფეხბურთელები, რომ მაგათი ტლინკაობის ყურება მხოლოდ ნერვების წყვეტაა და სხვა არაფერი!

• ff

ქართული ფეხბურთი არ განვითარდება. ამის რესურსი საქართველოს და ქართველ გულშემატკივარს არ აქვს.თან მოტხოვნები გვაქვს არარეალური. საქართველოს ჩემპიონატში რო კარგი ფეხბურთელები ჩამოიყვანო და ათამაშო თითო გუნდში ფეხბურთელების ყიდვაზე 20 მილიონი რო დახარჯო, მაინც 3000 კაცზე მეტი საშუალოდ ერთ თამაშზე 5 ლარს არ გადაიხდის. ნაკრების თამაშში შეიძლება წელიწადში 3 ჯერ მეტიც გადაიხადონ მაგრამ რეგულარულად ჩემპიონატს მეტი არ დაესწრება. შესაბამისად ერთ თამაშში 15 ათასი ლარი შემოვა ბილეთების გაყიდვისგან. ტელევიზია შანსი არ არი ტრანსლირებაში ფულს არ გადაიხდის. რეკლამის განთავსებისგანაც რა უნდა შევიდეს სამტრედიაში საჩხერესა და სხვაგან. მაქსიმუმ 5000 ლარი. ესეც კარგ შემთხვევაში. შესაბამისად 1 გუნდს წელიწადში თავის თასის თამაშიანად 400 000 ლარზე მეტი ვერ შეუვა ვერანაირად. ჩავთვალოთ რო სახელმწიფო ეხმარება ყველა გუნდს და ხელფასებს ხმარდება მარტო ეს 400 000. 25 კაცმა ხო უნდა აიღოს ხელფასი თავის მწვრთნელიან მასაჯისტიან ექიმიანა და თითოზე თვეში საშემოსავლოს გარეშე გამოვა 1000 - 1100 ლარი. ასეთ ხელფასზე ფეხბურთელი არ ითამაშებს. ასეთი შემოსავალი ტაქსისტსაც აქვს და ეს ჩვენი ფეხბურთელებიც კი თამაშობენ ტაქსისტებივით. შესაბამისად აზრი არ აქვს ფულის დახარჯვას. ფეხბურთი უპირველესად ბიზნესია და ბიზნესს ჭირდება ბაზარი ანუ ადგილი საიდანაც ფული შეუვდა და საქართველოში ეს ბაზარი არ არის. უფრო სწორად როგორი ბაზარიც არის ისეთი ფეხბურთი გვაქვს. ბარსელონა რეალზე ბილეთი საშუალოდ 500 ევრო ღირს და არის კიდეც შესაბამისი თამაში. სუპერთასზე ბილეთები ბოლოს 50 ლარად იყიდებოდა და მგონი მთლიანადაც ვერ გაყიდეს გადამყიდველებმა. არადა იგივე თამაშზე ევროპაში ბილეთები მინიმუმ 5 ჯერ ძვირი იქნებოდა. ეს არის ქართული გულშემატკივარის ფინანსების ზღვარი და ამიტომ ფეხბურთიც ეგეთია დღეს

• GOGIA

ყოჩაღ ავტორს ყველაფერი კარგად აქვს ნათქვამი! ფული უნდა ჩაიდოს ბავშვთა ფეხბურთში ბავშვთა მწვრთნელების მომზადებისთვის უკვე ათი წლიდან უნდა ყავდეთ ფიზმომზადების კარგი სპეციალისტი დანარჩენი (კლუბების დაფინანსება და ა.შ)წყალში გადაყრაა ფულის!! ბავშვები სანამ აირჩევენ რომელიმე სპორტის სახეობას კარგი იქნება ტანვარჯიშზე ატარეთ მშობლებმა მომავალში ყველა სპორტის სახეობაში გამოედგებათ

• guja kakhidzes

ჟურნალისტმა კი არ უნდა მოიძიოს თანამედროვე ტექნოლოგიები(ალბათ ცოდნას გულისხმობთ) არამედ სპეციალისტები უნდა ჩალიჩობდნენ. ფეხბურთი ნაკრებიდან არ უნდა დავიწყოთ, არამედ ბავშვებიდან და კლუბებიდან

• vas

საერთოდ უნდა გაუქმდეს ფეხბურთის ფედერაცია, ეს მუქთა ხორები მოშორდეს აქაურობას, ეს თანხები რაც ამ ვითომ ფეხბურთში იყრება სხვა უფრო წარმატებულ სპორტს მოხმარდეს, არ არის ქრთველი ხალხის საქმე ფეხბურთი არ უყვარს ამ ხალხს დისციპლინა, ქუჩაში ნახე რა ქაოსია მანქნების მოძრაობისას, ამ ხალხმა რა ფეხბურთი უნდა ითამაშოს

• gio

გუჯა კახაძე! ძალიან სწორად გაქვთ ყველაფერი დალაგებული რაც მართლაც ძალიან საჭიროა. ან კლუბებს რომ ფულს აძლევენ ყოველ წელს და Aძლევენ და აძლევენ არაფერი წინსვლა რო არ აქვთ მაგ ფულით სტადიონები გაარემონტეთ ბაზები გაანახლეთ ბავშვებს მიხედეთ! აბა 10 ათასი ვიღაც ადმინისტრატორია თუ ვიღაცა და არაფრის კეთებაში არც ტრანსფერები არ იჩარხება არაფერი საერთოდ რა საჭიროა მაგათვის ფულის დახარჯვა მაინც ქართველები თამაშობენ სულ ხან ერთ გუნდში ხან მეორეში ათასში ერთხელ ვიღაც დაბალი დონის ლეგიონერი ჩამოყავთ და 1 თვეში უკან უშვებენ და 30-40 ათას ლარასაც ატანენ თან ხალხო მენეჯმენტი და რავი ყველაფერი არეულ დარეულია ქართულ ფეხბურთში რა სელექციონერები გვყავს ან ვაბშე თუ აზე არიან რა არის მიხედეთ რა ფედერაციავ მოდით აზზე თქვენ მაინც რაღაც გააკეთეთ ან საერთოდ გააუქმეთ ფეხბურთი საქართველოში! ამდენი ფულის ჩადება ისევ ჭადრაკში ჯობს იქ უფრო ამოიღებენ. იმუშავეეეთ!!!!!! იშრომეეეეთ!!!! ხალხისათვის!!!

• vato

მადლობა რეალისტური შეფასებისთვის ავტორს. მართალია გუჯა კახაძე. ოგონდ თანამედროვე ტექნოლოგიები ეს ფერბურთის საქმეა და არა მედიის ჩემი აზრით. უბრალო ვებ კამერები დააყენონ და ამით მაინც გაანალიზონ თამაში 20 ლარი გირს ცალი:)

• badri

მაინტერესებს ესტონეთში და ალბანეთში რა დაჯდა ამ უდღეურების გასეირნება, ძალიან მაინტერესებს, ალბათ 100 ათასი ევრო ან მეტი, რავიცი ეს ძვირია და ვფიქრობ არ უნდა დაფინასდეს, მართლაც ძვირია ჩვენისთანა რარიბ ქვეყნისთვის.

• გუჯა კახაძე

ქართული ფეხბურთის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება! ამისათვის საჭიროა: 1)ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ასწავლოთ სირბილი. 2)ყველა ნაკრებში მოიწვიოთ ფსიქოლოგები. 3)მწვრთნელებს ხელფასის ნაცვლად გადაუხადოთ სოლიდური პრემიები მხოლოდ მატჩის მოგების შემთხვევაში. 4)ჟურნალისტებმა მოიძიოთ თანამედროვე თექნოლოგიები და ქართული ფეხბურთის მესვეურებ აიძულოთ მათი დანერგვა.

• badri

მაინტერესებს ესტონეთში და ალბანეთში რა დაჯდა ამ უდღეურების გასეირნება, ძალიან მაინტერესებს, ალბათ 100 ათასი ევრო ან მეტი, რავიცი ეს ძვირია და ვფიქრობ არ უნდა დაფინასდეს, მართლაც ძვირია ჩვენისთანა რარიბ ქვეყნისთვის.

• rati

ავტორ გაიხარე იმინა მთელი ქვეყნის გულისტკივილი აღწერე დეტალურად როდემდე უნდა ვიყოთ მანჩანჩალები ყველაფერი ბავშთა ფეხბურთიდან იწყება მაქიდან უნდა დავიწყოთ

• ზურა

ავტორ, ჯიგარი ხარ!

• ika

ვინმე გთხოვთ ტექნიკურ თამაშს ? ფიზიკურად მაინც ხომ უნდა იყოთ მომზადებულები ?! სირბილს რა ნიჭი უნდა ? :D

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით

მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]

19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს