საქართველოს ეროვნული ნაკრების 2015 წლის შეჯამება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული საფეხბურთო წელი ჩაატარა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით. ეს არ არის პატარა პერიოდი. ამ დროის განმავლობაში გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია.

როგორი იყო საქართველოს ნაკრებისათვის 2015 წელი? ვეცდებით, ჩვენს წერილში ამ კითხვას ვუპასუხოთ.

პირველი მატჩი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კახა ცხადაძემ პირველი მატჩი 2015 წლის 25 მარტს ჩაატარა. ამხანაგურ მატჩში ჩვენი მეტოქე მალტის ნაკრები იყო. თამაში თბილისში გაიმართა და მიზანი ერთადერთი გვქონდა - მოგება!

მოკლედ ვთქვათ, რა მდგომარეობაში იყო საქართველოს ნაკრები იმ დროს, როცა გუნდში ცხადაძე მივიდა. ეს იყო დემორალიზებული კრებული, რომელსაც დავიწყებული ჰქონდა გამარჯვების გემო. სხვა საკითხია ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ-მორალური მდგომარეობა.

ცხადაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. საქართველოს ნაკრებმა მალტას 2:0 მოუგო. 83 წუთის განმავლობაში მალტელებს უშედეგოდ ვუტევდით, მერე კი ნავსი გავტეხეთ. ჯერ ჯაბა კანკავამ გაახარა "მიხეილ მესხზე" შეკრებილი პუბლიკა, მერე კი ვაკო ყაზაიშვილმა წამოგვახტუნა შესანიშნავი გოლით.

საქართველო-მალტა 2:0 - შემდგარი დებიუტი, ჯაბა, ვაკო და ყენია! [VIDEO+PHOTO]

ოფიციალური დებიუტი

კახა ცხადაძემ ნაკრები ოფიციალურ შეხვედრაში პირველად 29 მარტს დამოძღვრა. ქართველთა გამომცდელს აღარ იკითხავთ? - თვით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - გერმანია. თბილისში პლანეტის უპირველესმა გუნდმა ულაპარაკოდ მოგვიგო მარკო როისისა და თომას მიულერის გოლებით.

საქართველო-გერმანია 0:2 - მოგვიგეს, მაგრამ ვერ გადაგვიარეს [VIDEO+PHOTO]

ამის მიუხედავად, განსაკუთრებით მეორე ნახევარში იყო მომენტები, როცა საქართველოს ნაკრებმა გვირაბის ბოლოს შუქი დაგვანახა. ცხადი იყო, უფრო მეტად ვთამაშობდით ფეხბურთს და მეტადაც ვცდილობდით შეტევას...

სხვანაირი საქართველო

კახა ცხადაძე არ არის ჯადოქარი, სამ-ოთხ დღეში მნიშვნელოვნად შეეცვალა ეროვნული გუნდის თამაშის სურათი და ფეხბურთელების ფსიქოლოგია. ამისთვის მწვრთნელს სრულფასოვანი შეკრება სჭირდებოდა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ავსტრიული შეკრების შემდეგ ჩვენ სულ სხვანაირი საქართველოს ნაკრები ვიხილეთ.

ამის დასტური იყო ავსტრიულ ლინცში გამართული ამხანაგური მატჩი უკრაინის ძლიერ ნაკრებთან. ქართველებმა მოწინააღმდეგეს ტოლი არც ერთ კომპონენტში არ დაუდეს და მთელ რიგ ეპიზოდებში დაჯაბნეს კიდეც, მაგრამ... სამწუხაროდ, მაინც წავაგეთ.

კრავეცისა და კონოპლიანკას მიერ გატანილ ბურთებს გვიანი გოლით მათე ვაწაძემ უპასუხა.

საქართველო-უკრაინა 1:2 - სხვანაირი საქართველო [VIDEO+PHOTO]

ვგონებთ, ბიჭებმა პირველად სწორედ ამ მატჩში ირწმუნეს, რომ თამაში ყველასთან შეიძლება და ისიც შეიძლება, რომ ბურთს ვფლობდეთ და მეტოქეს პირველ ნომრად ვეთამაშებოდეთ...

პოლონური კოშმარი

...რა კარგად იყო ყველაფერი 62-ე წუთამდე?! ფავორიტი პოლონეთი ევროშესარჩევი ციკლის მატჩში შინ ვერაფერს გვიხერხებდა. ზუსტად ამ დროს არკადიუშ მილიკმა ანგარიში გახსნა.

ცხადაძის გუნდი არც ამან დააბნია და შეტევას მიეძალა, მაგრამ ვერ გაიტანა. არადა, შეეძლო - გაიხსენეთ გიორგი ნავალოვსკის დარტყმული, რომელიც ხარიხას მოხვდა...

მერე კი ვნახეთ ბოლო წუთების კოშმარი. საქართველოს ნაკრებმა სწორედ ბოლო ოთხ წუთში 3(!) გოლი გაუშვა და ანგარიშმა ძალზე მძიმე სახე მიიღო - 0:4.

პოლონეთი-საქართველო 4:0 - არაპროფესიონალზმი [VIDEO+PHOTO]

ცხადაძის ხელმძღვანელობით, ეროვნულ გუნდს პირველად "ჩაეძინა" შეხვედრის ბოლო წუთებზე. თურმე, პირველად და არა - უკანასკნელად...

ნანატრი გამარჯვება

4 სექტემბერს ნანატრი გამარჯვების დროც დადგა. ევროშესარჩევი ციკლის საშინაო მატჩში დავამარცხეთ შოტლანდია და დიდადაც გავიხარეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს იყო საბედისწერო მარცხი ბრიტანელთათვის - დიდწილად, სწორედ "დინამო არენაზე" ნაწვნევი ალიყურის გამო დარჩა გორდონ სტრაჩანის გუნდი ევროპის ჩემპიონატს მიღმა...

საქართველო-შოტლანდია 1:0 - პოზიტივი ტენდენციად უნდა იქცეს! [VIDEO+PHOTO]

თამამად შეიძლება ითქვას, რომ შოტლანდიასთან შეხვედრაში საქართველომ გამარჯვება ალალად დაიმსახურა. საგოლე მომენტებიც გვქონდა და მატჩის მეტი წილიც ის ფეხბურთი ვითამაშეთ, რომელსაც საქართველოს პირველი გუნდისგან ველით და ვითხოვთ.

ერთადერთი გოლი იმ მატჩში 38-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. სამწუხარო მხოლოდ ის იყო, რომ თამაშის ერთ-ერთი გმირი - ჯანო ანანიძე მძიმედ დაგვიშავდა და აგერ, დღემდე მკურნალობს...

დავიღალეთ!

7 სექტემბერი. რომ არა ჩაგდებული მეორე ტაიმი, საქართველოს ნაკრებს თავისუფლად შეეძლო დუბლინური შესარჩევი მატჩიდან, სულ მცირე, ქულა მაინც წამოეღო. ქულებზე დაგეშილ ირლანდიას პირველ ტაიმში მართლაც არაფრით ჩამოვრჩით და ნერვებიც დავაწყვიტეთ.

დაიწყო მეორე ტაიმი და... სქოთებთან თბილისური რკენით გადაქანცულ ქართველებს დაღლა დაეტყოთ. "სამყურებმა" ერთადერთხელ იძალეს: 69-ე წუთზე ჯონათან უოლტერსმა გაგვიტანა.

ირლანდია-საქართველო 1:0 - მეტი სითამამე და შემოქმედება გვჭირდება! [VIDEO]

კიდევ ერთი ტრავმა - დაგვიშავდა ლევან მჭედლიძე და რაკი ამ დროს ჩვენს სამწვრთნელო შტაბს სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა, მატჩის ბოლო წუთები 10 კაცით ჩავამთავრეთ.

გოლები და სტვენა

8 ოქტომბერს თბილისში ვისტუმრეთ ბეჩავი გიბრალტარი და ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობით 4 გოლი გავუტანეთ (მათე ვაწაძე - 2, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი).

საქართველო-გიბრალტარი 4:0 - მეორე ფორვარდიც გვყოლია! [VIDEO+PHOTO]

მოვიგეთ დამაჯერებლად, მაგრამ ქომაგთა ნაწილმა გუნდს მაინც უსტვინა - ევროპული ფეხბურთის ახალმოსახლეთა კარში ბევრს 10 და მეტი გოლის მოლოდინი ჰქონდა. ის კი დაგვავიწყდა, რომ სულ მალე გერმანიას სტუმრად უნდა შევბმოდით...

იმედის მატჩი

11 ოქტომბერს, ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ლაიპციგში დაგვიხვდა გერმანია, რომელსაც ევროფორუმის საგზური ჯიბეში ჯერაც არ ედო...

ყველა კომპონენტში მაგრად ვითამაშეთ. თავი დადო ნუკრი რევიშვილმა. რომ არა მანუელ ნოიერის ბრწყინვალება, იქნებ ზესენსაციური ქულაც წამოგვეღო გერმანიიდან, მაგრამ... არ გამოვიდა.

თომას მიულერის 11-მეტრიანს ჯაბა კანკავამ ეფექტური და შედეგიანი დარტყმით უპასუხა. გერმანიამ მაქს კრუზეს გვიანი გოლით ძლივსღა მოგვიგო...

გერმანია-საქართველო 2:1 - 11 წუთი სასწაულამდე [VIDEO+PHOTO]

SOS! დამაფიქრებელი დასასრული

2015 წელი ორი ამხანაგური მატჩით დავასრულეთ. გასვლაზე ულაპარაკოდ წავაგეთ ესტონეთთან. ჩვენი აზრით, ეს იყო ცხადაძის ყველაზე ცუდი მატჩი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ესტონეთმა ყველა კომპონენტში გვაჯობა, პირდაპირ ვთქვათ - "გადაგვირბინა".

ესტონეთი-საქართველო 3:0 - ოცნებების სასაფლაო ტალინში [VIDEO+PHOTO]

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს კი 88-ე წუთამდე 2:0-ს ვუგებდით, მაგრამ... მერე ისევ "ჩაგვეძინა" და ორი გოლი გავუშვით. მოგება ჩვენი რომ გვეგონა და ვხარობდით, სწორედ მაშინ გაგვითანაბრეს "არწივებმა"...

ალბანეთი-საქართველო 2:2 - ბოლო წუთების სინდრომი [VIDEO]

"არის პროგრესი, მაგრამ ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს. თუ რამე გამოგვეპარა, ეს პროგრესი აუცილებლად გადაიქცევა რეგრესად. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ", - თქვა ცხადაძემ და მის ამ სიტყვებს ბოლომდე ვეთანხმებით.

ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია, 2015 პროგრესის წლად ჩავთვალოთ, ოღონდ - დამაფიქრებელი დასასრულით. ახლა ასი თვალისა და ყურის გამობმა გვმართებს, რათა, მწვრთნელის თქმის არ იყოს, მართლაც არაფერი გაგვეპაროს!

ციფრები

კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 10 მატჩი ჩაატარა. ჩვენებმა მოიგეს 3 მატჩი, ფრედ დაასრულეს 1 და წააგეს 6. გავიტანეთ 11 და გავუშვით 16 გოლი.

3-3 გოლია მათე ვაწაძისა და ვაკო ყაზაიშვილის ანგარიშზე. 2 ბურთი შეაგდო ჯაბა კანკავამ.

სქემა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 3-4-2-1 სქემას იყენებდა ამ 10 შეხვედრაში, რომელიც, მეტოქიდან გამომდინარე, ზოგჯერ სხვადასხვანაირად ტრანსფორმირდებოდა ხოლმე.

ზუსტად ვიცით, საქართველოს ნაკრების სათამაშო არსენალში მალე კიდევ ერთი სათამაშო სქემა გაჩნდება - ერთით მეტი შემტევით. გაჩნდება და, ალბათ, გამოგვადგება კიდეც - იმედია, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გვექნება ისეთი საშინაო და საგარეო მატჩები, რომლებიც აუცილებლად მოსაგები იქნება და ეს სიტუაცია უთუოდ "პირველ ნომრად" თამაშს მოგვთხოვს.

სტაბილურობის ძიებაში

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თუ რამ აკლია და ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა თუ რამეზე უნდა იმუშაოს, ეს სტაბილურობაა. ეს მცნება, რომლის გარეშეც თანამედროვე ფეხბურთში წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ჯერაც ვერ იქცა შინაურად ჩვენი გუნდისთვის.

იშვიათია, ნაკრებმა მთელი თამაში სტაბილურად ჩაატაროს. ხან პირველი ტაიმი გვივარდება, ხან - მეორე, ხან კიდევ - მატჩის კონკრეტული მონაკვეთი.

მონაპოვარი

ესტონეთთან უსახურად წაგებამ და ალბანეთთან დაკარგულმა გამარჯვებამ გული კი დაგვწყვიტა, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრები ახლა იმაზე უკეთესი გუნდია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო.

ძველებურად აღარ გვეშინია, ვთამაშობთ ფეხბურთს და შეტევას ვცდილობთ. ჯერ ყოველთვის არ გამოგვდის, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეაო, ნათქვამია.

სათამაშო რგოლების მიხედვით

ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების პირველი მეკარე ნუკრი რევიშვილია. მას სათამაშო პრაქტიკა აქვს. გიორგი ლორია კი ჯერაც მკვიდრდება სამარის "კრილია სოვეტოვში".

დაცვა მეტ-ნაკლებად სტაბილურად თამაშობს. ისე ჩანს, რომ იქ ერთ-ერთი მთავარი კაცი რუბინელი საბა კვირკველიაა. არ იყო კვირკველია და ესტონეთ-ალბანეთთან უკანა ხაზის შეცდომებმაც იმატა.

ნახევარდაცვაში თამაშობს გუნდის ლიდერი და კაპიტანი ჯაბა კანკავა. როცა ჯანო ანანიძე გამოჯანმრთელდება, საქართველოს ნაკრების შუა ხაზის ძალა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ნახევარდაცვის ცენტრში გვყვანან ისეთი ბიჭები, მათი იმედი რომ უნდა გვქონდეს.

ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია - ამ შემტევებზე ჩვენი გუნდი დიდადაა დამოკიდებული. ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი ნაკრებში კარგები არიან. ჭანტურია კი ბოლომდე უნდა გაიხსნას და თუ ეს მოხდა, მაშინ ის ეროვნული გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინება მუნდიალის შესარჩევ ციკლში.

საქართველოს ნაკრები თითქოს უკვე წაკითხული წიგნია, ყველა ფეხბურთელზე ყველაფერი ვიცით, ჭანტურია კი უნდა "აფეთქდეს".

გამოკვეთილ თავდამსხმელებში უდავო პრიმა ლევან მჭედლიძეა. ეგაა, ის ხშირად ტრავმიანობს. გოლების გატანა მათე ვაწაძესაც შეუძლია...

ეპილოგის მაგიერ

ბევრი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იოლი ჯგუფი შეგვხვდა. მთლად ასე არ მგონია, თუმცა, როცა VI კალათში ხარ, უკეთესსაც ძნელად თუ ინატრებ.

საქართველოს ნაკრები ახლა იმ დონეზეა, რომ გიჟი უნდა იყო, მუნდიალზე უეჭველად გასვლა დაგეგმო. ჩვენ ასე დავწეროთ: დიდებული იქნება, თუ ეროვნული გუნდი საუკეთესო ორ ნაკრებს შორის მოხვდება, თუ არა და, არც მესამე ადგილი უნდა იყოს მიუღებელი შედეგი.

რა თქმა უნდა, ყველას ძალიან გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და არც გადაჭარბებული მოლოდინი შევქმნათ.

თუ ყველაფერი საჩვენოდ წავიდა, თუნდაც მეორე ადგილის დაკავება შესაძლებელია, მაგრამ მანამდე ძალიან კარგი ამხანაგურები და შეკრებები გვჭირდება.

მკითხველს ვერ მოვატყუებთ. ჩვენი მომავალი მეტოქეები - უელსი, ავსტრია, ირლანდია და სერბეთი დღეს ჩვენზე წინ არიან. მათ უმოკლეს დროში უნდა დავეწიოთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli apkhaidze
მესამე ადგილი ახლა ჩვენ მდგომარეობაში მყოფი გუნდისთვის სირცხვილი კი არა წარმატებაა. ოდესმე გახსოვთ შემთხვევა როცა მე-6 კალათიდან რომელიმე ნაკრები მუნდიალზე გასულიყო?
გუჯა კახაძე
ბ-ნო ალეკო! მკითხველს ვერ მოვატყუებთო ამბობთ და ნახევარი სიმართლის თქმა ტყუილზე უარესია. მუნდიალზე სისწრაფეები კიდევ უფრო მომატებული იქნება და ასეთი მიდგომით მესამე ადგილი არარეალური ჩანს, თუმცა მიმაჩნია, რომ მესამე ადგილი სამარცხვინო უნდა იყოს. ქართველი ფეხბურტელების უმეტესობა ნიჭიერი რომ არის ამას არავინ უარყოფს, მაფრამ სათანადო განათლების არქონის გამო ნაკრები წლებია მაჩანჩალას როლში გვევლინება. ფიზიკური მომზადების მხრივ კატასტროფული მდგომარეობა რომ გვაქვს ესეც ფაქტია, მაგრამ მიზეზებზე არავინ საუბრობთ. ზოგადი საუბრებით ამ პრობლემას არაფერი ეშველება. დაასახელეთ ის მწვრთნელები რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს ნაკრების ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება, იქნება ეს უცხოელი თუ ადგილობრივი მწვრთნელი.
giorgi
ალეკო გეტყობა რეალობას მოწყვეტილი ხარ!დაწერე სიმართლე და იყავი კრიტიკული,არ გვაფიქრებინო რომ მიკერძოებული ხარ
odala
ცეცაძეს პოვარის პოზიცია რომ ჩააბარონ არ გამოვა?
gvistibeli
ალეკო ძამია წერა შეგიძლია და წერე ნუ უყურებ ზოგიერთს
football fan-s
მე ამ ავტორს არ ვიცნობ, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. ასე რომ გვაცადეთ, ბატონო...
თემო
სანამ ტოპ კლასის რამოდენიმე ფეხბურთელი არ გვეყოლება დიდ შედეგებზე ნუ ვიოცნებებთ.მთავარია კარგი თამაში ვაჩვენოთ.ამას ცხადაძის ნაკრები აკეთებს. რო მაგონდება ქეცბაიას ნაკრები ცუდად ვხდები,მარტო მოგერიებებზე თამაშობდნენ.პიროვნებაც ნერვებმომშლელი იყო.ყველაფერში სხვას ადანაშაულებდა.
toka
როგორ იწუება სტატია? საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული საფეხბურთო წელი ჩაატარა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით. ეს არ არის პატარა პერიოდი. ამ დროის განმავლობაში გარკვეული დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელია. როგორი იყო საქართველოს ნაკრებისათვის 2015 წელი? ვეცდებით, ჩვენს წერილში ამ კითხვას ვუპასუხოთ და სად ხედავ მიკერძოებას?
toka77
ისე იწყება სტატია აღარც მაქვს სურვილი წაკითხვის.მიკერძოებულთა ბუდე
ფეოლა
ერთი სიტყვით ბაჩანაც ეხსენებინათ,მწვრთნელის ვაჟიშვილი!
ika
ეროვნული ჩემპიონატიდან ფეხბურთელის აყვანა, რომ არ შეიძლება ეს ფაქტია ! მაგრამ გელაშვილს რაგას იძახებს სულ არფ უწევს თამაში იმ კვიპროსსჰი :D:D:D:D:D

ალეკო რატო არ ხარ ისეთივე კრიტიკული როგორც თემურას მიმართ იყავი? დაწერე რა რო აღარ ათამაშოს ეს ბაჩანა, იქნებ შენ მაინც მიაწვდინო ხმა :D
ajaxis skola.
პატივს ვცემ ცხადაძეს. მაგრამ მგონია რომ დგეს საქართველოს ფეხბურთის კრიზისიდან გამყვანს უფრო ძლიერი სპეციალისტები სჭირდება! უნდა მოვიწვიოთ სპეციალისტები ისეთი ქვეეყნიდან როგორიცაა გერმანი ჰოლანდია და ას-შ. ეს ეხება ნაკრების ყველა ასაკის ნაკრებს!
fexburtis movaruli
იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა
beso
უნდა გაუშვათ ეგენი კველა ჩივაძეც უნდა მიაკოლოთ
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან