"ჟილ ვისენტეს" ფეხბურთელის თქმით, პორტუგალიის მეორე ლიგაში ბევრად რთულია თამაში, ვიდრე პირველში
პორტუგალიის თასის 1/6-ფინალში ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" სტუმრად "კასტელო ბრანკოს" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:3 დაამარცხა. მესამე გოლი სწორედ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა.

Sportall.ge ავთოს პორტუგალიაში დაუკავშირდა და გაესაუბრა.

- გოლი "მაკრატელათი" "ორიენტალის" კარში და ამჯერად გოლი "კასტელო ბრანკოს" წინააღმდეგ...

- დიახ, "ორიენტალი" ჩემი ერთადერთი გოლით დავამარცხეთ, რომელიც ჩემს კარიერაში საუკეთესოა. ახლა კი თასზე მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, მერვედფინალში გავედით და მიხარია, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე.

ლეგიონი გუშინ: ავთო ებრალიძის "მაკრატელათი" გატანილი გოლი [VIDEO]

- თასზე წარმატებული ასპარეზობისგან განსხვავებით, გუნდს მთლად კარგად არ მისდის საქმე პორტუგალიის მეორე დივიზიონში...

- პირველი ლიგისგან განსხვავებით, მეორე ლიგაში თამაში ძალიან ძნელია. სულ 24 გუნდია და სეზონის მანძილზე 46 თამაშის ჩატარება გვიწევს. ხშირად კვირაში სამ თამაშს ვატარებთ, რაც არ არის ადვილი. პირველ ხუთეულში ადგილის გასამყარებლად ზედიზედ 3 თამაშის მოგება გვჭირდება (რედ. ამჟამად "ჟილ ვისენტე" 19 ქულით მე-17-ეა, მე-5-ადგილოსან "პორტიმენსეს" კი სულ 6 ქულით ჩამორჩება).

- პორტუგალიის მეორე ლიგაში ასპარეზობს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძეც. რამდენად ხშირად გაქვს მასთან კონტაქტი?

- მაკარიძეს ჯერ არ შევხმიანებივარ, მაგრამ ძალიან ვგულშემატკივრობ და ერთმანეთს მალე შევხვდებით.

- გქონდა თუ არა შემოთავაზება სხვა გუნდებისგან?

- რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ პრეზიდენტმა არ გამიშვა - სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვდა. ახლა ვთამაშობ და მთელი კონცენტრაცია აქ მაქვს გადატანილი, ვნახოთ, რა იქნება.

- კონკრეტულად რომელი კლუბებისგან იყო დაინტერესება და რა თანხაზე იყო საუბარი?

- 4-5 კლუბი იყო პორტუგალიის უმაღლესი ლიგიდან, ასევე, თურქეთიდან და ესპანეთიდან. საუბარია ნახევარ მილიონზე, მაგრამ იმედია, პრეზიდენტი ახლა უფრო ნაკლებ თანხას მოითხოვს.

- დაბოლოს... ეროვნულ ნაკრებზე რას გვეტყვი?

- ნაკრები კარგად ათამაშდა. რაც მთავარია, ბურთის კონტროლი და შეტევა გამოსწორდა. ვიმედოვნებ, მალე დასახულ მიზანსაც მივაღწევთ.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"ანორთოსისი" ქართველი ფეხბურთელით გაძლიერდა
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
ჩისკო მუნიოსი "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს
ებრალიძემ კვიპროსში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
მისი არყოფნა გუნდს ეტყობოდა - კვიპროსული მედია ქართველ შემტევზე
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
ჩისკო კვლავ ქართველებთან იმუშავებს - ესპანელმა მწვრთნელმა ახალი გუნდი იპოვნა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
ქეცბაია გამარჯვებას ითხოვს - ქართველების დაპირისპირება კვიპროსში
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ