დასვენება არ მოუხდათ... 17 გოლიდან, სულ მცირე, ოთხი-ხუთი ისეთი იყო, კურიოზულზე მეტი რომ უნდა ვუწოდოთ
სანაკრებო პაუზის მერე ჩატარებული ტური, ერთი შეხედვით, უსენსაციო გამოდგა: რვა მატჩიდან, სულ მცირე, შვიდი შეხვედრა მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი შედეგით დასრულდა. აი, ის ერთადერთი მატჩი ("ცხინვალი"-"სიონი") კი ისეთი იყო, თამაშამდე უპირატესობას ვერც ერთ გუნდს რომ ვერ მიანიჭებდით და სამივე შესაძლო შედეგიდან არც ერთი უნდა გაგკვირვებოდა.

მოკლედ, ჩვეულებრივი ტური გამოდგა: არც სატურნირო ცხრილში მომხდარა განსაკუთრებული გადაადგილებები (არც ზემოთ, არც ქვემოთ) და არც ბომბარდირთა დავაში.

თუმცა, გასულ ტურში რამდენიმე გამოსარჩევი ფაქტი თუ მოვლენა მაინც მოხდა და შევეცდებით, ამ ყველაფერზე ვისაუბროთ.

შედეგიანობის ანტირეკორდი

წინა, XI ტურში ამ სეზონის შედეგიანობის რეკორდი დამყარდა: რვა მატჩში 35 გოლი გავიდა! სამწუხაროდ, ასეთ მაჩვენებელს ერთობ არასასურველი გაგრძელება მოჰყვა: ამ ტურის რვა შეხვედრაში მხოლოდ 17 გოლი გავიდა.

რა იყო ამის მიზეზი, ზუსტად ვერავინ იტყვის - ალბათ, სანაკრებო პაუზამ იმოქმედა ნეგატიურად. თანაც, ამ ჩვიდმეტიდან, სულ მცირე, ოთხი-ხუთი ისეთი იყო, კურიოზულზე მეტი რომ უნდა ვუწოდოთ. ანუ ასეთი რამ მხოლოდ "ცხინვალი"-"სიონის" მატჩში არ მომხდარა, სხვაგანაც იყო მეკარეთა "უცნაური" მოძრაობები, მერე გოლ(ებ)ით რომ მთავრდებოდა.

სერიები

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ ამ ტურის შედეგების გათვალისწინებით, სატურნირო ცხრილში განსაკუთრებული გადაადგილებები არ მომხდარა. თუმცა, ზოგი გუნდის წარმატებული სერია გრძელდება: თბილისის "დინამომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო (ოთხივე საკუთარ მოედანზე ჩატარებული), "ცხინვალმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა, ბათუმის "დინამომ", "დილამ", "საბურთალომ" და "ჩიხურამ" კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში იყოჩაღეს.

ამის პარალელურად, გრძელდება ზოგი გუნდის წარუმატებელი სერიებიც: ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფმა "გურიამ", "ზუგდიდმა" და "საპოვნელამ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს, ისე, როგორც "სამტრედიამ". ამ წარუმატებელი სერიის გამოც არის, რომ გია ცეცაძის საინტერესო გუნდი დღესდღეობით VI-VIII ადგილებს იყოფს "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოსთან" ერთად, არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ, ლიდერობაზეც ჰქონდა პრეტენზია.

აი, "მერანი" კი კლუბის ისტორიაში ანტირეკორდს უმიზნებს: თორმეტ მატჩში ერთადერთი მოგებითა და ზედიზედ ექვსი წაგებით, მარტვილელთა გუნდი კვლავაც რჩება ცხრილის ბოლო საფეხურზე.

მასპინძელთა ზეობა

იმის გარდა, რომ გასული ტური ერთობ დაბალშედეგიანი გამოდგა, სხვა მხრივაც იყო გამორჩეული - 8 მატჩიდან შვიდში მასპინძლებმა იმარჯვეს, ერთი შეხვედრა ("ტორპედო"-"შუქურა") ფრედ დასრულდა.

თუმცა, მიმდინარე სეზონში ეს არ ყოფილა სტუმრებისათვის ყველაზე ცუდი შედეგი: VII ტურის ყველა, რვავე მატჩი ხომ მასპინძლებმა მოიგეს!

ჯიღაურის გაბრწყინება

ბომბარდირთა დავაში არაფერი შეცვლილა: ოთარ მარცვალაძესა და გიორგი ბერიაშვილს ამ ტურში ტრავმის გამო არ უთამაშიათ, ხოლო ნიკა კაჭარავამ, გიორგი ქვილითაიამ და დიმიტრი ტატანაშვილმა მოედანი უგოლოდ დატოვეს.

სამაგიეროდ, ბომბარდირთა დავაში ახალი "სახე" ჩაერთო: თბილისის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა "სამტრედიასთან" დუბლი შეასრულა და 8 გოლი დაუგროვდა.

აღსანიშნავია, რომ ამ შემტევ ნახევარმცველს საუკეთესო შედეგი 2013/14 წლების სეზონში ჰქონდა, როცა "ჩიხურაში" (26 მატჩი და 7 გოლი) იჯარით თამაშობდა. ახლა კი ჯერ 12 ტურია გასული და უკვე 8 გოლი გაიტანა, თანაც ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო დუბლის შესრულება!

სულ მიმდინარე ჩემპიონატში ჯიღაურმა უკვე სამჯერ მოახერხა დუბლის შესრულება და ამ ნომინაციაში მხოლოდ ნიკა კაჭარავას ჩამორჩება: "ცხინვალის" 21 წლის ცენტრფორვარდმა ოთხ მატჩში შეძლო მეტოქეთა კარში 2-2 გოლის გატანა.

დუეტის დუბლი

ჯაბა ჯიღაურის გარდა, გასულ ტურში კიდევ ორმა ფეხბურთელმა შეძლო დუბლის შესრულება და ორივე "ჩიხურაში" ასპარეზობს: 23 წლის თავდამსხმელმა თორნიკე მუმლაძემ და მისმა თანატოლმა, ამპლუით გარემარბმა მიხეილ სარდალიშვილმა "წყვილი" გოლები გაიტანეს ამ ბოლო დროს წარუმატებლად მოთამაშე "გურიის" კარში.

მუმლაძემ მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეორე დუბლი შეასრულა, "ზესტაფონის" ყოფილმა ნახევარმცველმა მიხეილ სარდალიშვილმა კი უმაღლეს ლიგაში პირველად შეძლო დუბლის შესრულება, თანაც, შეცვლაზე შემოსულმა მოახერხა მეტოქის კარში 2 გოლის გატანა.

ყოჩაღი შემცვლელები და სხვა ფაქტები

სარდალიშვილის გარდა, ამ ტურში შეცვლაზე შემოსულმა სხვა ფეხბურთელებმაც იყოჩაღეს: "ჩიხურას" 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჭანკოტაძემ, "კოლხეთის" შემტევებმა, 23 წლის ლევან კუხალეიშვილმა და 21 წლის ნიკა სიჭინავამ, აგრეთვე, "საბურთალოს" 17 წლის ნახევარმცველმა გიორგი კოხრეიძემ.

აღსანიშნავია, რომ კოხრეიძემ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა, ხოლო ლევან კუხალეიშვილმა პირველად გამოიჩინა თავი თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში, ისე, როგორც სხვა ფეხბურთელებმა: თბილისის "დინამოს" 27 წლის მცველმა გიორგი გურულმა და მისმა თანატოლმა, "ცხინვალის" ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა.

სხვათა შორის, გორგიაშვილი სულ ახლახან ჩაირიცხა "ცხინვალში", ჯერ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და ერთ-ერთ ლიდერთან ("სიონთან") შეხვედრაში გატანილი გოლის გარდა, იმითაც უნდა გამოვარჩიოთ, რომ, დროის მოკლე პერიოდის მიუხედავად, უკვე მეორედ მოხვდა "ლელოს" ტრადიციულ "ტურის სიმბოლურ ნაკრებში".

როგორც უკვე ტრადიციად იქცა, ამჯერადაც რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩაატარა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩები: ნიკა ტუღუშმა ("კოლხეთი"), ნიკა სამხარაძემ ("ჩიხურა"), ბექა კაკაჩიამ, გიორგი ჩანადირმა (ორივე - "ზუგდიდი").

დაბოლოს, კიდევ ერთ დებიუტზეც: უმაღლეს ლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა ლევან მიქაძემ ("ზუგდიდი").

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ჩემპიონატში უკვე 8 (რვა) სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა, არადა, ჯერ მხოლოდ 12 ტურია გასული...

დადებითი ტენდენცია

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ქართველებს ნაკლებად კვალიფიციური არბიტრები გვყავს; პირიქით - ზოგიერთ ქართველ მსაჯს მართლაც რეალურად შეუძლია (თანაც, არა მხოლოდ ჩვენთან) სხვადასხვა დონის მატჩის უნარიანად გაძღოლა.

თუმცა, ნამდვილად მისასალმებელი იქნება, თუ კვლავაც გაგრძელდება საქართველოს ჩემპიონატისა თუ თასის მატჩებზე უცხოელ არბიტრთა დანიშვნა; აი, როგორც ამ ტურში იყო: თბილისის "დინამო"-"სამტრედიის" და "ცხინვალი"-"სიონის" დაპირისპირებებს მალტელ არბიტრთა ბრიგადა ემსახურებოდა.

ოღონდ, სასურველი იქნებოდა, უცხოელი არბიტრები ჩემპიონატის ფინიშისკენ ან თასის ნახევარფინალებზე უფრო მეტად "დაგვეტვირთა", ვიდრე - ახლა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli apkhaidze
ძალიან მიკვირს რა პრინციპებს ეყრდნობით როცა სიმბოლურ ნაკრებს ადგენთ?... წაგებული გუნდიდან რომ ფეხბურთელი შეგყავს სიმბოლურში (თან თავდამსხმელი) უნდა ნიშნავდეს რომ მან ,,დაბრდღვნა და ,,იფრინა" უბრალოდ გუნდმა ვერ აუბა მხარი ან შემთხვევით წააგო ან იშვიათი გამონაკლისი იყო ეს წაგება. დინამო-სამტრედიის თამაშიც ვნახე და 3 მატჩი ამ ტურში მაგრამ მსგავსი არაფერი შემიმჩნევია ვინმეს ეფრინოს... თან 2 მოგებული გუნდიდან არავინაა აქ...
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
გურია-ჩიხურა 0:2 - გული მეორედ გაუსკდებოდა... [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ჩიხურა VS ბეითარი - სოსო ფრუიძის იმედად
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურამ" ავსტრიულ შეკრებაზე "ვიდეოტონი" დაამარცხა [VIDEO]
ჩიხურა-საპოვნელა 3:2 - ბურთისა და ნერვების თამაში
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედომ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
უმაღლესი ლიგის XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ოფიციალურად: ქუთაისის "ტორპედოს" პირველი ახალწვეული ჰყავს
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
საჩხერის "ჩიხურა": ორი მინუსი დაცვასა და თავდასხმაში
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
ჩიხურა-დილა 3:0 - სრული უპირატესობით... [VIDEO]
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
მიხეილ სარდალიშვილი: არ გვაქვს იმის უფლება, რომ უიმედოდ ვიყოთ!
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს