სამი დიდი ტესტი საქართველოს ნაკრებისთვის?
ინგლისური "გარდიანი" იაპონიის მორაგბეთა ნაკრების აწ უკვე ყოფილ თავკაც ედი ჯონსზე აქვეყნებს სტატიას. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე დიდი სენსაციის მომხდენი (იაპონიამ სამხრეთ აფრიკას მოუგო ჯგუფში) გუნდის ავსტრალიელი თავკაცი დღე-დღეზე ინგლისის ნაკრებში შეუდგება მუშაობას.

ჯონსი ამჟამად ლოს ანჯელესშია, სადაც 10, ეგრეთ წოდებული მეორე დონის სარაგბო ქვეყნის უახლოესი მომავლის ბედი წყდება მსოფლიო რაგბის ეგიდით მიმდინარე ღონისძიებაზე. ავსტრალიელი სპეციალისტი იქ მეორე დონის ქვეყნებს ლობირებს კარგი ტესტების მოსაპოვებლად.

"გარდიანთან" ისაუბრა მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციის საშეჯიბრებო შეფმა მარკ იგანმა, რომელმაც ერთი ჩვენთვის საინტერესო ფრაზაც თქვა:

"მეორე დონის ქვეყნების ბევრმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ იაპონელთა მოგებამ სამხრეთ აფრიკაზე დიდი სტიმული მისცა მათ გუნდებს. ახლა მათ იციან, რომ რაგბიშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ისინი უკვე შემტევ თამაშს გვიჩვენებენ. დაცვაში ჩაკეტვა და რაც შეიძლება ნაკლები ანგარიშით წაგება მეორე დონის ქვეყნებისთვის უკვე წარსულია და ეს გვახარებს".

"ბოლო მსოფლიოს თასი ყველაზე წარმატებული იყო, 30%-ით მეტი ლელო გავიდა და I და II დონის ქვეყნების თამაშებში სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა".

"ჩვენი მიზანია, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე ორი მეოთხედფინალისტი ვიხილოთ მეორე დონის გუნდებიდან".

"მეორე დონის გუნდებისთვის კარგი ტესტები უნდა მომრავლდეს. მალე აშშ-ს ბრწყინვალე ტესტები ელის. ასევე, დაგეგმილია ირლანდიისა და შოტლანდიის ტური საქართველოსა და იაპონიაში".

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა, როდესაც მსოფლიო რაგბის ოფიციალური პირი ასეთ განცხადებას აკეთებს, იმედისმომცემია.

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა გაამხილა, რომ მისი გუნდი მზადაა, ტესტმატჩში "მილენიუმზე" უმასპინძლოს საქართველოს ნაკრებს.

ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ

ეს კი უკვე სამი კარგი ტესტია "ბორჯღალოსნებისთვის" - სტუმრად უელსთან და შინ ირლანდიასა და შოტლანდიასთან.

lasha
Mivesalmebi...
giga
ჰო გარდიანში არის ნახსენები, მარა მსოფლიო რაგბის სტატია უფრო სანდოა ჩემთვის. ნიჟარაძის ჩAმოსვლას უნდა დაველოდოთ (ქომაგებთან შეხვედრაზე თქვა რო შოტლანდიას მხოლოდ გასვლაზე თU ვეთამაშებითო). იმედია მართლა მასე იქნება როგორც გარდიანში
gio
გიგა არის ნახსენები საქართველო http://www.theguardian.com/sport/2015/nov/23/eddie-jones-world-cup-japan-england
giga
რაღაც მოელანდა ავტორს. აი ეგ ფრაზა მსოფლიო რაგბის სტატიიდან, მარტო იაპონიაა ნახსენები სამწუხაროდ. There are obvious constraints to growing this number further – but that’s our hope. USA are bringing big fixtures into their market and Ireland and Scotland are scheduled to tour Japan.
MARI XUANA
რა შეაკიკინეს?! არ შეიძლება, რომ ჩვეულებრივად ჩაატარონ ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები?!
გოგი
GIO-ს. არ გეწყინოს და არადეკვატურ კომენტარს აკეთებ. შედეგის თვალსაზრისით ამ შეხვედრას იმდენი დატვირთვა არ უნდა ქონდეს, რამდენიც პროცესის დაწყებას ანუ იმას, რომ ჩვენ უკვე გვაფასებენ დიდი ექვსეულის გუნდები და მზად არიან გვეთამაშონ. ნუ მიწყენ და, მგონია, რომ არ იცი რაგბის წარმოშობის ისტორია და მთავარი მომენტი, თუ რამდენი წელია რაც ქართველები თამაშობენ რაგბს და რამდენი წელია შოტლანდია, ირლანდია და პირველი დონის სხვა გუნდები. ასე, რომ...
dato
კარგია რაც უფრო მაღალი დონის ნაკრებების შევხვდებით სულ უფრო და უფრო დაიხვეწება გუნდი, ამ ერთი და იგივე ნაკრებების ნაყვა ერთა თასზე მომაბეზრებელია უკვე
GIO
კარგია მაგრამ შოდლანდია ისე ათამაშდა საქართველოს კი არა ბევრ პირველი დონის ნაკრებებს მოუგებს
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
პირველად ისტორიაში - ქართული სამსაჯო გუნდით ექვს ერზე
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
არგენტინა VS სამხრეთი აფრიკა - ვის აქვს მეტი მოტივაცია
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
ედი ჯონსი თბილისში ჩამოვა
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
სავსე ტრიბუნების დროა!
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"საქართველოს შემდეგ ირლანდიასთან თამაში იგივეა..." - ინგლისელთა მწვრთნელმა ჩოგბურთელთა მაგალითი მოიყვანა
ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?