ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან კობიაშვილი: სფფ-ის 2016 წლის ბიუჯეტი 2015 წლის ოდენობის იქნება

ლევან კობიაშვილი: სფფ-ის 2016 წლის ბიუჯეტი 2015 წლის ოდენობის იქნება

1-ელ დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა
1-ელ დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგშიც 4 საკითხი იყო: 1. ლანჩხუთის "გურიისა" და მისი ყოფილი ფეხბურთელების დავა; 2. ფუტსალის ასოციაციაში მიმდინარე პროცესები; 3. შპს "საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის" საკითხი; 4. სხვადასხვა...

სხდომას არ ესწრებოდა კომიტეტის სამი წევრი - რომან ფიფია, ბესიკ ჩიხრაძე და ნინო სორდია.

აღმასკომის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა:

"აღმასკომის სხდომაზე განვიხილეთ მიმდინარე თემები. პირველი საკითხი ლანჩხუთის "გურიასა" და მის ყოფილ მწვრთნელებს შორის დავას ეხებოდა. აღმასკომის წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, "გურიას" ყოფილი მწვრთნელებისთვის დავალიანების დასაფარავად ვადა 1-ელ დეკემბრამდე მიეცა. არსებულ სიტუაციას გავეცანი და ორივე მხარეს ველაპარაკე. შედეგად, ფეხბურთის ფედერაციაში შემოვიდა საბუთი, რომლის მიხედვითაც, მხარეები შეთანხმდნენ. "გურია" დავალიანების დაფარვას 1-ელ თებერვლამდე აპირებს. შესაბამისად, ლანჩხუთელებისთვის ეროვნულ ჩემპიონატში ქულების დაკლების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა", - ამბობს კობიაშვილი.

სფფ-ის პრეზიდენტი ფოთის"კოლხეთში" არსებულ ვითარებასაც შეეხო, სადაც ფეხბურთელები ხელფასების დაგვიანების გამო შემდეგ ტურში "ზუგდიდთან" თამაშზე უარს აცხადებენ. კობიაშვილი კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრასა და არსებული პრობლემების გაცნობას აპირებს, გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მიიღებს.

სხდომაზე მეორე საკითხად ფუტსალის ასოციაციასა და ეროვნულ ჩემპიონატში არსებული პრობლემები განიხილეს (რაზეც ცალკე წერილში მოგახსენებთ). ამას გარდა, პრესკონფერენციაზე კობიაშვილმა საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის შესახებაც ილაპარაკა.

მისი თქმით, ტრიბუნალის თავმჯდომარე ზურაბ ბიწაძე სფფ-ის ძველმა თავკაცებმა თანამდებობიდან იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მათთვის მისაღებ ორ დელეგატს, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის წარმომადგენელს, პროცედურული ნორმების დარღვევისთვის, ხმის უფლება ჩამოართვა, მის ნაცვლად კი დავით მაისურაძე დანიშნეს.

გუშინდელ აღმასკომზე ბიწაძეს სტატუსი აღუდგინეს:

"აღმასკომის წევრთა საერთო აზრით, სფფ-ის წინა ხელმძღვანელობამ ბიწაძე თანამდებობიდან უსამართლოდ გაათავისუფლა. ამიტომ ჩვენ ის პოსტზე დავაბრუნეთ", - თქვა კობიაშვილმა.

მან მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს გარიგებული მატჩების თემაზეც უპასუხა და ამ მიმართულებით მუშაობა სფფ-ის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა:

"რამდენიმე დღის წინათ ფედერაციას მატჩის შესაძლო გარიგებაზე ინფორმაცია ცხინვალის "ლიახვის" ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მიაწოდა. საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ ეს ამბავი მაცნობეს. მეორე დღეს ჩამოვფრინდი და ხობში გავემგზავრე, სადაც ვითარებას გავეცანი და მივიღე გადაწყვეტილება "კოლხეთი"-"ლიახვის" მატჩის გადადებაზე.

ჩვენ ვმუშაობთ ფეხბურთში კერძო ინვესტორთა მოზიდვაზე, სტადიონზე მაყურებლის დაბრუნებაზე და ამ დროს ასეთი ფაქტები ხდება. ვინც ამ ხერხებით ცდილობს ფეხბურთში თავის დამკვიდრებას, ჩვენს მუშაობას წყალს ატანს. თვალს არავის გამო არ დავხუჭავთ და ყველა ასეთი ქმედება უმკაცრესად დაისჯება.

გარიგებულ მატჩებს ყველა რესურსით შევებრძოლებით. სფფ-ში ამ საკითხებზე სპორტული სამართლიანობის სამსახური იმუშავებს, საგამოძიებო უწყებებთან ვითანამშრომლებთ და ვფიქრობ, გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით ბრძოლა შედეგიანი იქნება".

ამ თემაზე ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემაც ილაპარაკა:

"გარიგებულ მატჩებში მონაწილეთა დასასჯელად ფედერაციას საკმარისი რესურსი და ბერკეტი გააჩნია. ამ კუთხით, უეფასთან და საგამოძიებო უწყებებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ვისაც გარიგებულ მატჩში მონაწილეობა დაუმტკიცდება, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, რადგან ისინი ფეხბურთს უდიდეს ზიანს აყენებენ".

ჭუმბურიძემ სხვა თემებზეც ილაპარაკა:

"ვმუშაობთ ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისა და მწვრთნელთა ლიცენზირებისა და ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებებით. 25 დეკემბერს გამოქვეყნდება საბოლოო პროექტი, რასაც ფეხბურთის ფედერაცია მომავალ წელს განახორციელებს. ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მიერ ნაჩვენები შედეგებით კმაყოფილები არ ვართ. ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს და სუბიექტურიც. ნაკრებებში ცვლილებების შესახებ მიმდინარე წლის ბოლომდე ჩამოვყალიბდებით".

ბოლოს კობიაშვილმა 2016 წელს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებაზეც ილაპარაკა:

"სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და გვაქვს პროექტი, რომლის განსახორციელებლად სახელმწიფოს თანამონაწილეობა გვჭირდება. მაგრამ, როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ფეხბურთის ფედერაციისთვის დაფინანსების გაზრდა არ იგეგმება, შესაბამისად, 2016 წლის ბიუჯეტი 2015 წლის ოდენობის იქნება".

ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია!..

ფუტსალის ასოციაციას ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსი შეუჩერდა

გუშინ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე მეორე საკითხად ფუტსალის ასოციაციასა და ეროვნულ ჩემპიონატში არსებული პრობლემები გამოიტანეს. გადაწყვეტილებაა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაახმოვანა:

"ფუტსალის ასოციაციის ხელმძღვანელებს 1-ელ დეკემბრამდე მიეცათ ვადა, რომ წარმოედგინათ გეგმა, როგორ აპირებდნენ ჩემპიონატის ჩატარებას, მაგრამ ასოციაციიდან ჩემთვის გაუგებარი შინაარსის წერილი მივიღეთ, რომელსაც არც ერთი პასუხისმგებელი პირი ხელს არ აწერს.

მოგვწერეს, რომ ჩემპიონატს ჩვეულებრივ რიტმში გააგრძელებენ. ჩემპიონატი ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების წინა დღეს, 2 ოქტომბერს დაიწყო და მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩატარდა.

ტურნირი ამჟამად შეჩერებულია, მხოლოდ 5 გუნდი თამაშობს და რამდენიმეს საწევროც არ აქვს გადახდილი... მოკლედ, აბსოლუტური ქაოსია. ამდენად, გაუგებარია, რას ნიშნავს ჩემპიონატის "ჩვეულებრივ რიტმში" ჩატარება? ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის მიუღებელია.

გარდა ამისა, ასოციაციაში გადაწყვიტეს, რომ 5 დეკემბერს მოიწვიონ ყრილობა და აირჩიონ პრეზიდენტი. დაველოდოთ არჩევნებს... აუცილებელია, წარადგინონ სამომავლო გეგმა, ჩვენ კი მზად ვართ, დავეხმაროთ. ამ ეტაპზე კი აღმასკომმა გადაწყვიტა, რომ ფუტსალის ასოციაციას სფფ-ის წევრობა დროებით შეუჩერდეს".

ცნობილი გახდა, რომ ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრების მიერ 5 დეკემბრისთვის დანიშნულ არჩევნებზე ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად ხაჩიაშვილი პოსტიდან გადადგება და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად მოიწვევენ ყრილობას, სავარაუდოდ - 18 ან 19 დეკემბრისთვის.

როგორც გავიგეთ, კანდიდატურების წამოყენებას აპირებენ წარმატებული პროექტის, ბიზნესლიგის დამფუძნებელი და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორი ზაალ ჩიტალაძე, ასევე, ასოციაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი აკა ქავთარაძე და ეროვნული ნაკრებისა და თბილისის"დინამოს" ყოფილი მცველი ოთარ ხიზანეიშვილი.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩიტალაძე მისი კანდიდატურის დაყენებას გამორიცხავს. ამას გარდა, ქავთარაძემ რამდენიმე დღის წინათ,"ლელოსთან" ინტერვიუში, ასევე უარი თქვა პრეზიდენტობაზე და გუშინ ეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა.

ხიზანეიშვილი კი ლაკონიური კომენტარით შემოიფარგლა - ჯერ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიმიღიაო...

ცხადია, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური დიდხანს ვერ იქნება და ვნახოთ, ვის აირჩევენ - ესეც მალე გვეცოდინება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დონბალონი

ძალიან მაგარ კდრებს პოულობენ:))))))))))))))))))))))))))))))))))) ეს ძმაკაცობა აღარ დამთავრდა ამ ქვეყანაში და სიდძე ცოლისძმობა რა. სირცხვილია. ხიზანეიშვილი ახალი ხელმძღვანელობის ძმაკაცია და შესაბამისად პრეზიდენტად თუ არა ვიცე-პრეზიდენტად ნაღდად აიჩევენ. ისე კი საინტერესოა 10 ბალიანი შკალით ფედერაციის ხელმძღვანელთა და მათ მიერ შერჩეული კანდიდატების ინტელექტი, ცოდან, გამოცდილება და საქმის კეტების ხარისხი რო შეამოწმოს ვინმემ რამდენ შკალას დააკმაყოფილებენ. თუმდაც 1 მარტივი კკითხვით მიხვდება ყველა, ყველაფერს-რამდენი ასოა ანბანში? მაგრამ იქ სადაც ქვეყნის ვიცე-პრემიერი კარლოა, მინისტრთა კაბინეტი კატასტროფა და პარლამენტარებზე აღაარფერს ვამბობ გასაკვირი არც არაფერია. ვაიმე რა გვეშველება. თუმცა ან რატომ უნდა გვეშველოს რო? იმას ვიღებთ რასაც ვიმსახურებთ.

• ფეხბურთელი

ზაალ ჩიტალაძე იყო უკვე ფუტსალში, კარგად გვახსოვს მისი სკანდალები და ფეხბურთელებთან დაპირისპირება.ასევე დაპირისპირება ფუტსალში მოღვაწე ხალხთან და სრული ქაოსი, ანუ მან თავი ვერ გაართვა ფუტსალის მართვას. გარდა ამისა მისი მწვრთნელობის დროს ჩარჩა საქართველო ჯგუფში მოლდოვასთან. თან სამარცხვინო მიზეზით: ვერ გაარკვიეს რომ ფრედ დასრულებული მატჩის მერე პენალტები არ უნდა დაერტყათ. აკა ქავთარაძე წლები იყო ვიცე-პრეზიდენტი, იღებდა ხელფასს, დადიოდა "პაეზდკებში" როგორც თვითონ ეძახიან. პარალელურად არაფერს არ აკეთებდა, არ ინტერესდებოდა ჩემპიონატით, ნაკრების პრობლემებით და იყო ჩართული იმ ქაოსში, რომელიც მიმდინარეობდა ფუტსალში. ანუ ეს არის ერთ-ერთი, რომელმაც აქამდე მიიყვანა ქართული ფუტსალი. რაც შეეხება ხიზანეიშვილს, სერიოზულად მისი კანდიდატურის განხილვა არ შეიძლება მისი ადამიანური და საქმიანი რეპუტაციის გამო. არც გამოცდილება აქვს სადმე მუშაობის, მაგრამ უდიდესი გამოცდილება გააჩნია აზარტული თამაშების და მისგან დიდი ზიანის მიღების. ამიტომ ლევან უნდა ეძებოთ ახალგაზრდა, ახალი, სუფთა, პროფესიონალი მენეჯერები.

• დონბალონი

რაღაც მახსოვს 250 მილიონს ჩავდებთ ფეხბურთშიო:)))))))))))))))))))) ეს კარლო კალადზე უმცროსმა და მისი ლობისტობით დანიშნულმა ახალმა ხელმძღვანელობამ არ განაცხადა????????????????? ხალხნო დაფიქრდით ვინ რისი ჩამდები. რომელი სახლემწიფოა ამხელა ფულის ჩამდები როცა საარჩევნო ცელი მოდის და ოცნება ისეთ დღეში იდაყვებს იკბენს. იციან რო არჩევნებს ვერ მოიგებენ და მთელ ფინანსურ რესურს მანდ გაუშვებენ. ვინ არის ფეხბურთისთვის ფულის მიმცემი. დაფიქრდით. და მაშინ რაღა შეიცვლება????????? არც არაფერი

• კოჭოია

იქნებ გაფიქრებულიყავით და ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტად კვიციანი აგერჩიათ, მაგრამ არჩევნებამდე, პირის ღრუ მოუწესრიგოთ.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...