ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რა ცვლილებები მოხდება სანაკრებო ფრონტზე? - სავარაუდო კანდიდატები

რა ცვლილებები მოხდება სანაკრებო ფრონტზე? - სავარაუდო კანდიდატები

ფაქტია, 2015 წლის დასასრული "ცხელი" იქნება ქართულ ფეხბურთში
ფაქტია, 2015 წლის დასასრული "ცხელი" იქნება ქართულ ფეხბურთში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ არ არიან კმაყოფილები ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მიერ ნაჩვენები შედეგებით.

წლის ბოლოსთვის გაირკვევა, რომელ ნაკრებში რა ცვლილებები მოხდება, მანამდე კი იმ სპეციალისტების შესახებ ვისაუბროთ, რომლებიც, შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის პოსტებზე ვიხილოთ...

რა თქმა უნდა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ჩვენს დღევანდელ წერილში უფრო ვარაუდები სჭარბობს, თუმცა ამ დროისთვის სხვანაირად ვერც იქნება. მოვა დრო და ყველა ერთად ვნახავთ, ამ ვარაუდებიდან რომელი გამართლდება და რომელი - არა.

მაგალითად, კულუარებში ამბობენ, რომ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების გაწვრთნის შანსი აქვთ გიორგი კიკნაძესა და ზაზა ზამთარაძეს, ახსენებენ გიორგი დევდარიანის კანდიდატურასაც.

სამივე მათგანს შესანიშნავად იცნობს ქართული საფეხბურთო საზოგადოება. გამოცდილება არც ერთს დაეწუნება. სამივე მათგანი ამჟამად უმუშევარია. კიკნაძე ბოლოს თბილისის "ლოკომოტივს" წვრთნიდა, დევდარიანი კი შოთა არველაძეს ეხმარებოდა "ტრაბზონსფორში", ზამთარაძე "სამტრედიაში" მუშაობდა...

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, ზამთარაძეს დავუკავშირდით:

"ძალიან გთხოვთ, პირდაპირ ასე დაწეროთ: ეს არის მტკნარი სიცრუე! ახალგაზრდული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელად კი არა, საერთოდ მწვრთნელად არ ვაპირებ მუშაობას... იგივე შემიძლია გითხრათ გიორგი კიკნაძესთან დაკავშირებითაც. რამდენადაც ვიცი, მისი კანდიდატურა საერთოდ არ განხილულა", - გვითხრა ზამთარაძემ და არანაირი საფუძველი არ გვაქვს, მის სიტყვას არ ვენდოთ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მომავალი მწვრთნელის ვინაობა ამ დროისთვის გაურკვეველია. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს ახალი დამრიგებელი ეყოლება, ვინც ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ალექსანდრე ჩივაძეს ჩაანაცვლებს ამ საპასუხისმგებლო პოსტზე.

ამავე რანგში ითქვა დევდარიანის თაობაზეც, პლუს ამას, ეს ეხება ასაკობრივ ნაკრებებსაც.

დევდარიანი ახალი თაობის გამორჩეული მწვრთნელია. ხალხს უყვარს მისი პირდაპირობა, მისი შემტევი ფეხბურთი.

ცხადია, დევდარიანმა გარკვეული გამოცდილება მიიღო თურქეთში. მართალია, "ტრაბზონსფორში" მისი და არველაძის ერთობლივი მუშაობა სულ რამდენიმე თვეს გაგრძელდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, თურქულ გრანდში ახალგაზრდა სპეციალისტი ბევრ ისეთ რამეს ისწავლიდა და ჩაინიშნავდა, რაც სამომავლოდ გამოადგება. ესეც არ იყოს, მის ხელში გამოიარა არაერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა, მათ შორის - საქართველოს ეროვნული ნაკრების დღევანდელმა წევრებმაც...

კულუარებში ამბობენ, რომ სხვებთან ერთად ამ პოსტზე ვარლამ კილასონიას კანდიდატურაც განიხილება. 48 წლის სპეციალისტი ჩინებულად მუშაობს "სიონში". ბოლნისური კლუბი, რომელსაც სეზონის წინ ხეირიანი შეკრება არ გაუვლია, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებშია. რაც მთავარია, წარმატების მისაღწევად კილასონიას სულაც არ დასჭირვებია ვარსკვლავური (საქართველოს კვალობაზე) შემადგენლობა. და კიდევ უფრო მთავარი - 48 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "სიონში" არაერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი დაწინაურდა.

საერთოდ, სადაც კი უმუშავია, კილასონია ყოველთვის უშიშრად აწინაურებდა ახალგაზრდა მოთამაშეებს და ისინიც ხშირად უმართლებდნენ მწვრთნელს. მოკლედ, საქმე გვაქვს ძალიან საინტერესო კანდიდატთან.

გუშინ კილასონიასაც შევეხმიანეთ. აი, რა გვითხრა მან:

"ოფიციალური შემოთავაზება არ ყოფილა. მეც, ისევე, როგორც თქვენ, ვიცი, რომ კულუარებში ითქვა ჩემ შესახებ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით".

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქ ცვლილებები გამორიცხულია. ვფიქრობთ, ეს არცაა გასაკვირი. მართალია, ესტონეთსა და ალბანეთთან შეხვედრებში საქართველოს ნაკრების თამაში ძალიან შორს იყო იდეალურისაგან, უფრო მეტიც - მძაფრი კრიტიკაც დაიმსახურა, მაგრამ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, ნაკრები უკეთესობის გზას ადგას, ფეხბურთელებს ესმით მთავარი მწვრთნელის და ისიც უკვე ბოლომდე ჩასწვდა გუნდის შუქ-ჩრდილებს...

ეჭვგარეშეა, წლის ბოლომდე ფეხბურთის ფედერაციას დიდი დაფიქრება მართებს. ეს ისეთი საკითხია, რომლის გადაწყვეტის დროსაც აჩქარება არ გამოგვადგება.

ყველა "ჰო" და "არა" აფთიაქარის სასწორზე უნდა დაიდოს და გადაწყვეტილება ისე უნდა იქნას მიღებული...

ქართველები ძალიან ხშირად ვმდგარვართ ასეთი პრობლემის წინაშე - ძალიან კარგი, გამორჩეული თაობა გვყავს ხოლმე, შედეგი კი ისეთი არ არის, როგორიც ყველას გვსურს და როგორსაც ველით. აქ, ჩვენი აზრით, მხოლოდ ორი მიზეზი უნდა იყოს:

პირველი ის, რომ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები რამდენიმე კარგ თამაშს ჩაატარებენ თუ არა, თავი ეგრევე ვარსკვლავები ჰგონიათ. აქვე, გასათვალისწინებელია საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დონეც.

და მეორე მიზეზი - დღეს ყველამ იცის, რომ ფეხბურთი მხოლოდ მინდორზე არ იწყება და მთავრდება. დღეს ფეხბურთში წარმატებას უამრავი ნიუანსი განაპირობებს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ ნაკრებისა თუ გუნდის მწვრთნელი თანამედროვე ფეხბურთში კარგად უნდა იყოს ჩახედული, მუდმივად უნდა სწავლობდეს, სრულყოფისკენ უნდა ილტვოდეს...

იმ შემთხვევაში, თუ ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები შეიცვლებიან, აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება, რომ 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებმა, თუნდაც არცთუ დამაჯერებელი თამაშის ფონზე, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის საგზურები მოიპოვეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თამასა მაღლაა აწეული. ქომაგი ახალი მწვრთნელებისგან კიდევ უფრო მეტს მოითხოვს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• GGG

არა ზამთარაძემ კი უარი განაცხადა მაგრამ ბატონ კაკაურიძეს რატომ მოუვიდა აზრად რომ ზამთარაძემ და კიკნაძემ რომელიმე ნაკრები ჩაიბარონ??? რას მიაღწიეს სადაც იმუშავეს ან მათ გუნდებს თუ ეტყობოდათ მწვრთნელის ხელი???? ერთი და იგივე ხალხს აპიარებთ უაზროდ!!!

• gabida

თემურ მახარაძე არის ერთერთი ძლიერი მოქმედი მწვრთნელი,რომელიც უმუშევარია!ფაქტია და გადაამოწმეთ ბატონებო,რომელ გუნდშიც უმუშავია ბატონ თემურს ძალიან მალე სულ რამდენიმე თამაშში გამოუცოცხლებია გუნდები და წარმატებებისთვის მიუღწევიათ.ამის შემდეგ კი უმეტესად გაურკვეველი მიზეზებით მას გუნდიდან ათავისუფლებენ. იქნებ ერთი ასაკობრივი ნაკრები მაინც მივანდოთ ამ უაღრესად გამოცდილ და ძლიერ სპეციალისტს!მას ხომ შედეგი აქვს ყოველთვის.და თანაც ძალიან სწრაფი შედეგი!

• niko

tngh ჩემს შენს და ჩივაძეს შორის ყველაზე უნამუსოს რა ვუთხარი, შენც და ჩივაძესაც თუ გინდათ პირშიც გაგიმეორებთ ამას. ფეხბურთი თუ ითამაშა რაც ჩინოვნიკი გახდა დაანგრია და ყველა კლანთან შემძვრალი იყო, თუ რახან ფეხბურთი ითამაშა ეხლა უფელბა აქვს ანგრიოს, რამდენი ჩივაძეს დონის ფეხბურთელი დაიკარგა რაც ეგ ზის ფეხბურთის სათავეში, რატომღაც ყველ ბიზნესმენი იმას იძახდა ესენი თუ დარჩნენ მივდივართ ფეხბურთიდანო, ული ჰიონესს ნაკლები ფეხბურთი აქვს ნათამაშები? ჩივაძეს რაც ეპატია და აქაურ ბევრ ვეტერანს იმის ერთი პროცენტიც არ აპატიეს გერმანიაში ასე რომ უნამოსუ სადაც უნდა ეძებო იქ მოძებნე.

• Jengo

Chorebs yrian uceso adamianebi... Chorebs nu ayvebit xalxoooooo)))) Araperic ar geshvelebat.

• Jengo

Qartveli da sss Tqven ar geshvelebat araperi. Gmertma gishvelot

• tngh

რა დონის უსინდისო უნდა იყოს კაცი, ჩივაძეს ქართული ფეხბურთის დამაქცევარი, რომ უწოდოს. ფეხბურთელს, რომლის თაობამაც ყველაზე დიდი სიხარული მოუტანა საქართველოს და რომლის ხელმძღვანელობითაც ეროვნულ ნაკრებს საუკეთესო შედეგი აქვს.

• jaba

ცეცაძე დანიშნეთ, ცეცაძე. ვინც ნამუშევარია ნაკრებში და შედეგიც აქვს ის უნდა დააწინაუროთ, უკუღმა რომ აკეთებთ ყველაფერს

• jaba

ცეცაძე არ წამოგცდეთ არა.....

• geka

qartveli-ს ანუ ნასტაიში ღრუზინს. რაზე აპელირებ .... ვერ გავიგე. ზამთარაძემ რა თქვა თუ წაიკითხე! ათქვა არაო ხომ! მაშინ რა პირი აიქოთე ამ ჭორებზე, ....

• demna

ზამთარა ზაფხულა და ასე შემდეგ ვაი თქვენს პატრონს უბედურს

• sss

რა ზამთარაძე და კიკნაძე ხალხო არ გრცხვენიათთ? ბარემ მე დანიშნეთ მწვრთნელად. ტიპებმა სადა იმუშავეს მემგონი ერთი თააშის მოგებაც ვერ მოახეხხეს და ნაკრებში რატო უნდა დანიშნონ კაიი რაა

• niko

ქართული ფეხბურთის ლეგენდარული დამაქცევარი ალექსანდრე ჩივაძე.

• walkabout

არ გამოგრჩეთ არც ერთ სტატიაში რომ ჩივაძე დიდი ფეხბურთელი და ქართული ფეხბურთის ლეგენდა იყო... ასევე არ გამოგრჩეთ არჩილ არველაძის არცერთი ინტერვიუს შესავალში რომ რომ არა ტრავმები ისიც შოთასავით დიდ ფეხბურთს ითამაშებდა... და ა.შ. ....

• qartveli

ra zamtaradze gvegadavebit?

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

გიორგი კიკნაძე თბილისის "შევარდენი 1906-ს" გაწვრთნის

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ვარლამ კილასონიას პირველი

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ფიფას საფეხბურთო კონფერენციას ლონდონში ვლადიმირ ვაისი და ზაზა ზამთარაძე დაესწრნენ

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]

ეროვნული ლიგის მე-3 წრის საუკეთესოები დასახელდა

ეროვნული ლიგა. IV ტური: "საბურთალომ" გორში "დილას" მოუგო

"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

"რუსთავს" ვარლამ კილასონია გაწვრთნის

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

გიორგი კიკნაძე: ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს ბევრი შეუძლია!

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

ბოლნისის "სიონი" ვარლამ კილასონიამ ჩაიბარა

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]

საქართველოს თასი. 1/4-ფინალის წინ: დღეს ისტორია იწერება!

უმაღლესი ლიგის I ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

გია გეგუჩაძე: ნიჭიერ ბავშვებს თბილისში ჩამოსვლა აღარ დასჭირდებათ