ლენს არმსტრონგი ძველს დროს იხსენებს
ლეგენდარულმა და სკანდალურმა ამერიკელმა ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა განაცხადა, რომ მისი გამოსვლების პერიოდში აკრძალული პრეპარატების გამოყენება გარდაუვალი იყო.

"ველოსპორტი ხელს უწყობდა დოპინგის კულტურას. არსებობდა ერითროპოეტინი და ის იმდენად ეფექტური იყო, რომ დღეს, მისი ექვივალენტის არსებობის შემთხვევაში, ყველა ამ აკრძალულ პრეპარატზე "შეჯდებოდა". რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მისი აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

2009 და 2010 წლებში არაფერს ვიღებდი. რომ ყოფილიყო საიმედო ასპროცენტიანი ტესტი და ჩემთვის ეთქვათ: "ლენს, მიდი სინჯები ჩააბარე", უყოყმანოდ წავიდოდი ამაზე. მაგრამ ამერიკის ანტისადოპინგო სააგენტოს არ სჭირდებოდა იმის დამტკიცება, რომ სუფთა ვარ, რადგან ეს დააზარალებდა მათი ლეგენდის იმიჯს.

ჩემი კოლეგებიდან არავის მივაჩნივარ მატყუარად. ჩემს ყოფილ პარტნიორს კევინ ლივინგსტონს ჰქონდა შესანიშნავი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. მას ჰკითხეს - "ტურ დე ფრანსის" მონაწილეთა რა პროცენტი იყენებდა მის თაობაში ერითროპოეტინს? ლივინგსტონმა უპასუხა: "ტურის 190 ველომრბოლს შორის 200 იყენებდა ეპო-ს", - ამბობს არმსტრონგი Cyclingnews.com-თან კომენტარში.

2012 წელს, ლენსი აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ამხილეს. მას ჩამოართვეს ყველა ტიტული, რომელიც 1998 წლიდან მოყოლებული ჰქონდა მოპოვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გრეგ ლემონდი
გთხოვთ ტურ დე ფრასზე დადოთ სერიოზული სტატიები!ძალიან გვაინტერესებს!!!!
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის