მე-10 მატჩი "რეიმსის" რიგებში და მე-7 ყვითელი ბარათი (პლუს, ერთი წითელი) - ასეთია ჯაბა კანკავას "მონაგარი"
თითქმის 13 თვის მერე ლადო დვალიშვილმა გაიტანა, თანაც, ორი გოლი. საგოლე პასით გამოირჩა ვაკო ყაზაიშვილი. კვლავ გაიტანა "ემპოლის" დუბლების ფორვარდმა რომან ჭანტურიამ...

საფრანგეთი. ლიგა 1. მე-10 მატჩი "რეიმსის" რიგებში და მე-7 ყვითელი ბარათი (პლუს, ერთი წითელი) - ასეთია ჯაბა კანკავას "მონაგარი". მორიგი გაფრთხილება მან "ნიცასთან" მატჩის (1:1) მიწურულს მიიღო. "მაქსიფუტმა" მას 5,5 ბალი დაუწერა.

"გუნდისთვის სარგებელი მოჰქონდა, მაგრამ რამდენიმე იოლი პასი უზუსტოდ შეასრულა", - წერს გამოცემა.

ინგლისი. ჩემპიონშიფი. "ბრენტფორდი" სტუმრად აკაკი გოგიას გარეშე დაუზავდა "ფულემს" - 2:2.

იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე კვლავ ტრავმირებულია, მის გარეშე წარმატებით თამაშობს "ემპოლი".

აი, გუნდის დუბლშემადგენლობაში კი თავი გამოიჩინა რომან ჭანტურიამ, "ემპოლიმ" 3:1 მოუგო "ასკოლის". 46-ე წუთზე რომანმა გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა. ეს ქართველი ფორვარდის მე-11 გოლია ჩემპიონატში. ჭანტურია 85-ე წუთზე შეცვალეს.

იხილეთ ვიდეო

გერმანია. II ბუნდესლიგა. როგორც გერმანული მედია ვარაუდობდა, გიორგი ჭანტურია მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დასვა, "დუისბურგი" კი "კაიზერსლაუტერნს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ჭანტურია თუ სათადარიგო იყო, ლაშა დვალი განაცხადში ვერ მოხვდა.

"ფრაიბურგმა" სტუმრად "ნიურნბერგთან" 1:2 წააგო. ლუკას ჰუფნაგელმა, რომელმაც ახლახან "ფრაიბურგთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, მეორე ტაიმი ითამაშა.

III ლიგა. "ვერდერის" დუბლებმა 1:1 ითამაშეს "ჰანზასთან". გიორგი პაპუნაშვილი (გააფრთხილეს) 86-ე წუთზე შეცვალეს.

ჰოლანდია. ერედივიზიე. ქართველთა "ვიტესი" სტუმრად დაუზავდა "ჰერაკლესს". კვლავ ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, რომელიც ბოლომდე სკამზე დარჩა. ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სწორედ მისი პასით რაშიცამ "ვიტესი" მარცხისგან იხსნა.

იხილეთ ვიდეო

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. ავთო ებრალიძის (65-ე წუთზე შეცვალეს) "ჟილ ვისენტემ" 1:0 მოუგო "ავეშს".

გიორგი მაკარიძის "ფეირენშემ" 2:0 იმარჯვა "აკადემიკასთან".

ბელგია. ჟუპილერლიგა. "გენკი" სტუმრად "ვესტერლოს" 0:0 დაუზავდა. ამ შეხვედრაში თორნიკე ოქრიაშვილი სტუმართა რიგებში 66-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ლუკა ზარანდია განაცხადში არ ყოფილა.

პროქსიმუსი. ლევან შენგელიას (63-ე წუთზე შევიდა) "ტუბიცე" შინ 2:2 დაუზავდა "ბრიუსელს".

თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძე "რიზეს" განაცხადში არ ყოფილა, მისმა გუნდმა კი "ტრაბზონი" დერბიში 3:0 დაამარცხა.

I ლიგა. ალეკო ამისულაშვილის (90 წუთი) "ქარშიაქა" შინ 0:1 დამარცხდა "მალათიასთან".

პოლონეთი. ექსტრაკლასა. როგორც იქნა, თავი ლადო დვალიშვილმაც შეგვახსენა - შჩეცინში მისმა "პოგონმა" 2:0 დაამარცხა "პოდბესკიძიე" და ორივე გოლი ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. მან 55-ე წუთზე გახსნა ანგარიში და 77-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა. ეს მისი პირველი გოლებია "პოგონის" მაისურით. ლადომ "მშრალი" სერია მე-13 თვეზე დაასრულა.

იხილეთ ვიდეო

კვიპროსი. შოთა გრიგალაშვილისა (90 წუთი) და ბექა ტუღუშის (90 წუთი) "ახნასი" სტუმრად "დოხას" დაუზავდა - 1:1.

ყველაზე ქართული გუნდი "პაფოსი" კი აეკ-თან გასვლაზე 0:3 დამარცხდა. კარში როინ კვასხვაძე იდგა; შეუცვლელად ითამაშეს ნიკოლოზ გელაშვილმა (გააფრთხილეს), გია გრიგალავამ და ლევან ხმალაძემ; 69-ე წუთზე გამოჩნდა ელგუჯა გრიგალაშვილი.

"ანორთოსისმა" სტუმრად 1:0 მოუგო აელ-ს. გიორგი აბურჯანია 62-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი მაისურაძემ (გააფრთხილეს) შეუცვლელად ითამაშა.

უჩა ლობჟანიძე 10 დღით ჩამოშორებულია გუნდს. ამიტომ "ომონიას" მორიგ შეხვედრაში არ უთამაშია.

აზერბაიჯანი. ზაურ სვანაძის "ინტერი" "სუმგაითთან" 2:3 დამარცხდა. "ინტერის" ქართველებიდან მხოლოდ ორმა ითამაშა - ზურაბ ხიზანიშვილმა (შეუცვლელად, გააფრთხილეს) და ლაშა სალუქვაძემ (79-ე წუთზე შეცვალეს). სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ გიორგი ლომაია და ლაშა კასრაძე, ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია.

აზალ-მა 1:0 მოუგო "ხაზარს". გამარჯვებულთა რიგებში ნუგზარ კვირტიამ შეუცველად ითამაშა, ხოლო სანდრო გურული 82-ე წუთზე შევიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Akaki
დილით რომ ვნახე ტრანსფერმარკეტზე მურავსკი ეწერა პირველი გოლის ავტორი, ეხლა რომ ვნახე შეუცვლიათ და დვალიშვილზე დაწერეს
giorgi
ცუდად ჩანს შეეხო თუარა, ცუდი ხარისხის ვიდეოა, მაგრამ ლაივსკორზე და ფლეშსკორზე დვალიშვილი წერია.
Akaki
დვალიშვილს დუბლი არ შეუსრულებია, პირველ გოლზე ბურთს ვერ შეეხო და გოლი გუნდის კაპიტან მურავსკის ჩაეთვალა
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
"ვოცნებობ, ბათუმის "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე ვიხილო და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - არჩილ ბერიძე ევროტურნირების გეგმებზე
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ითამაშებს კვარაცხელია "სლოვანთან"? - ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის ექსკლუზიური კომენტარი
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
აზაროვზე ერთ კლუბს უარი უთხრეს, ინტერესი სხვებსაც აქვთ - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
კვარაცხელიასა და ჯუღელის საჩუქარი ქართველებს - როცა ქვეყანა ფეხბურთზე მეტს ნიშნავს
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
ცვლილება ევროტურნირებამდე - ლადო დვალიშვილმა ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორის თანამდებობა დატოვა
კუპერიდან ქეცბაიამდე, წარსულზე, მომავალზე - ინტერვიუ ლადო დვალიშვილთან
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში