ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალექსანდრ შტელინი: ქართველები ბურთს და საკუთარ გუნდს ტანჯავენ

ალექსანდრ შტელინი: ქართველები ბურთს და საკუთარ გუნდს ტანჯავენ

"როცა ქართველი ფეხბურთელები ბურთს მიიღებენ, ვერ ელევიან და ჰგონიათ, რომ ყველამ ყიფიანის მსგავსი პასი უნდა გაკეთოს"

12 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ალექსანდრ შტელინი ქუთაისის "ტორპედოს" წვრთნიდა. 2001-2003 წლებში ის ამ გუნდის ფიზმომზადებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მთავარ მწვრთნელადაც დანიშნეს. 61 წლის სპეციალისტი ბოლოს ზაპოროჟიეს "მეტალურგის" მთავარი სელექციონერი გახლდათ.

ამას გარდა, ის წლების განმავლობაში ვალერი ლობანოვსკის კიევის "დინამოში" ფიზმომზადებაშიც ეხმარებოდა. დამოუკიდებელი სამწვრთნელო საქმიანობა კი ბელგიაში წასვლის შემდეგ დაიწყო. ამდენად, საქართველოში მისი დაბრუნება მოულოდნელი იყო.

უკრაინელი სპეციალისტი დღეს კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელია. "ლელოს" ის არა მხოლოდ თავის გუნდზე, არამედ, საინტერესო ზოგად თემებზეც ესაუბრა...

ძალიან ნელა მოქმედებენ...

- ჯერ დავიწყოთ იმით, აპირებთ თუ არა "ტორპედოსთან" თანამშრომლობის გაგრძელებას?

- იმედი მაქვს, რომ ასე იქნება და მაისამდე მაინც ვიმუშავებ.

- რა ცვლილებები იქნება გუნდში?

- რამდენიმე მოთამაშე ჩანიშნული გვყავს, მაგრამ ჯერ მათ გვარებს ვერ დავასახელებ.

- საქართველოში თქვენი პირველი ჩამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ მაშინაც უკმაყოფილონი ვიყავით ქართული ფეხბურთის დონით, მაგრამ დღეს, საყოველთაო მოსაზრებით, სიტუაცია კიდევ უფრო რთულადაა...

- მე სხვაგვარად ვიტყვი: უპირველესად, თვალში მომხვდა ის, რომ თბილისის "დინამო", "ლოკომოტივი", "სამტრედია" და "საბურთალო" კარგად ორგანიზებული თანამედროვე ფეხბურთის დემონსტრირებას ცდილობენ. ისინი მართავენ თამაშის რიტმს, გონივრულად ცვლიან შეტევების მიმართულებებს... ანუ, ჩანს კოლექტიური ფეხბურთის იდეა და არა - მოედანზე მექანიკურად შეკრებილ მოთამაშეთა ჯგუფები, რომლებიც ბურთს ქაოსურად აგორებენ. ეს სასიამოვნო სანახავია და ჩემთვის აღმოჩენა იყო...

ამავე დროს, უნდა ვთქვათ, რომ გუნდების ფიზიკური მომზადების დონე საგრძნობლად დაეცა. საქართველოს ჩემპიონატში აშკარად ჩანს, რომ მოთამაშეები მოდუნებულები არიან და ძალიან ნელა მოქმედებენ. არ ჩანს ინდივიდუალური და კოლექტიური სისწრაფეები. 12 წლის წინათ უკეთესი სისწრაფეები იყო, ახლა - ძალიან დაბალია...

დატანჯული ბურთი

- თამაშის ტემპს მხოლოდ ფეხბურთელების სწრაფი გადაადგილება არ განაპირობებს. უპირველესი მაჩვენებელი ბურთის გადაადგილებაა. ამ კომპონენტში ტემპი გაზრდილია. მაგრამ პარადოქსული ვითარებაა: ქართველ ფეხბურთელებს ნიჭი აქვთ, მაგრამ მის გამოყენებას ვერ ახერხებენ.

- "შერიფის" თასზე თბილისისა და კიევის დინამოელთა 18-წლამდელების მატჩის ვიდეორეპორტაჟი იყო და იქაც გამოჩნდა, რომ ქართველები მეტოქეს ძალაშიც სჯობდნენ, სისწრაფეშიც და ორთაბრძოლებშიც, მაგრამ... უკრაინელებმა უფრო მარტივად ითამაშეს, ბურთი არ "აწვალეს" და მოიგეს კიდეც...

- ეს ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემაა. ამ თამაშის ფილოსოფია ისაა, რომ ბურთი სწრაფად გადაადგილდებოდეს და მცველმა შენი ჩანაფიქრი ვერ წაიკითხოს. ბურთის ხანგრძლივი თრევის შემდეგ მოულოდნელობის ეფექტი მცირდება, ყველაფერი წინასწარ იშიფრება და შეტევა ნაკლებად ეფექტურია. თანამედროვე ფეხბურთი კი არის კოლექტიური სისწრაფე, რომელიც ყველაფერში ვლინდება - აზროვნებაში, გადაადგილებაში, შესრულებაში, მეტოქის თამაშის წაკითხვაში, ბურთისა და მოთამაშეთა სწრაფ და სინქრონულ გადაადგილებასა და ურთიერთგაგებაში...

როცა ქართველი ფეხბურთელები ბურთს მიიღებენ, ვერ ელევიან და ჰგონიათ, რომ ყველამ ყიფიანის მსგავსი პასი უნდა გაკეთოს. წამის მეასედიც ბევრს წყვეტს, ბურთი კართან მალე უნდა მივიდეს. არ მსურს ეს ვულგარული სიტყვით შევაფასო, ამიტომ ასე ვიტყვი - ქართველები ბურთს და საკუთარ გუნდს ტანჯავენ.

ნიჭს ვერ იყენებთ

- თქვენი აზრით, ქართველ ფეხბურთელებს სწრაფად თამაში შეუძლიათ?

- რა თქმა უნდა, რადგან საამისოდ, ყველანაირი მონაცემი აქვთ.

- რასაც ახლა ამბობთ, ადრეც გითქვამთ და ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს სიტყვები არასწორად მივიტანეთ მკითხველამდე. თქვენი სიტყვებია - "ქართველებს გენეტიკაში აქვთ გასაოცარი ფიზიკური მონაცემები"...

- დიახ, მე კიევის "დინამოში" ვალერი ლობანოვსკისთან მიმუშავია და მიკვირს, აქ რომ ამბობენ, ფიზიკურად სუსტი მოთამაშეები გვყავსო.

ასეთ სულელურ დასკვნას ვინ აკეთებს? პირიქით, ყველგან თამამად ვიტყვი, რომ თქვენებს გააჩნიათ გასაოცარი, ფანტასტიკური ფიზიკური მონაცემები: ძალა, ფეთქებადი სისწრაფე, სხარტი აზროვნება, ტექნიკა...

არ ვიცი, ეს საიდან მოდის, ეტყობა, მართლაც ქართველების გენეტიკური კოდია, მაგრამ... ამ შესაძლებლობებს ვერ იყენებთ. თქვენებური ფიზიკური მომზადება და საფეხბურთო სწავლება კრიტიკას ვერ უძლებს. რაზეა ლაპარაკი, როცა ფეხბურთელებს, ელემენტარულად, ვერ ასწავლიან ბურთთან მუშაობას, მის მიღებას, დამუშავებას, ართმევასა და კარში სწორად დარტყმას.

ამიტომაც მოდიან დიდების გუნდებში 17-18 წლის ბიჭები, რომელთაც საბაზო ტექნიკა არ გააჩნიათ. მათი ჩამორჩენის აღმოფხვრაში ვკარგავთ დროს, ენერგიას და ბოლოს მაინც არაფერი გამოდის, რადგან ფეხბურთელის აღზრდაში ყველაფერს თავის დრო აქვს. ერთად ყველაფერს ვერავინ ისწავლის და აითვისებს. ამასობაში, მოთამაშე საკუთარი თავის რწმენას კარგავს, რადგან დიდების გუნდში საკუთარ ნაკლს კარგად აცნობიერებს და ხვდება, რომ დაკარგა დრო, რომელსაც ვერასოდეს აინაზღაურებს.

სხვათა შორის, ქართველებთან "ფიზიკაში" ევროპელებისგან განსხვავებული მიდგომაა საჭირო.

სხვაგვარი დატვირთვა გჭირდებათ

- რატომ?

- თქვენთან, ისევე როგორც სხვა სამხრეთულ ქვეყნებში, ბავშვები ადრე კაცდებიან და, შეიძლება, უფროსების მსგავსად, ნაადრევად დატვირთო. ესეც ეროვნული თავისებურებაა, რომელსაც გათვალისწინება სჭირდება.

სხვათა შორის, მივესალმები ტენდენციას, საქართველოში ბავშვთა ფეხბურთს რომ მიხედეს. ისიც სწორი გადწყვეტილებაა, ესპანურ მოდელს რომ ნერგავთ - თქვენი და პირენეელების ფეხბურთი, ტემპერამენტი, ემოციები, ბუნება და საერთოდ საზოგადოებაც ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ამ მეთოდით გაზრდილ ბავშვებს სერიოზულ "ფიზიკასაც" თუ დაუმატებენ, ნაკრებები უფრო სოლიდურ შევსებას მიიღებენ, დასავლეთ ევროპაში კი ბევრად მეტი ქართველი ითამაშებს. სხვათა შორის, თუ აკვირდებით, ახლა ევროპაში რამდენი უკრაინელია? ბევრი არ არის.

- საქართველოდან ყველა გარბის. უკრაინის ნაკრების მოთამაშეებს კი ადგილზე ინარჩუნებენ...

- ევროპაში ქართველი უფრო მეტია და მიზეზი მხოლოდ ფინანსური მოტივი არ გახლავთ. ევროპაში წასვლა უკრაინის ნაკრების იმ წევრებსაც სურთ, თავის ქვეყანაში დიდ ფულს რომ იღებენ.

ბელგიაში მუშაობის დროს დამიკავშირდა ფეხბურთელი, რომელსაც 50 ათას ევროს უხდიდნენ და ევროპულ გუნდში მოწყობა მთხოვა. მათ ნაკლებად იწვევენ, ვიდრე ქართველებს, რადგან თქვენს მოთამაშეებს გენეტიკურად გააჩნიათ ისეთი თვისებები, რასაც ვერანაირი ვარჯიშითა და შრომით ვერ შეიძენ - პლასტიკურობა, მოქნილობა, ძალა, სათამაშო აზროვნება, სათამაშო ტემპერამენტი... მაგრამ თუ არ იშრომე, მათ ვერც გამოიყენებ.

პარადოქსია, ძლიერი საფეხბურთო სკოლა არ გაქვთ, მაგრამ ევროპაში ქართველებს დღესაც იწვევენ. ამიტომ, კარგი იქნება, საფეხბურთო სკოლას თუ გააძლიერებთ. ასეთ შემთხვევაში, საქართველო ძლიერი საფეხბურთო ქვეყანა გახდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• uh

რამდენი გვაქო გავწითლდი :D :D :D

• devi

ძალიან საინტერესო და ყურადსაღები ანალიზია. გათვალიზწინება სასარგებლო იქნება.

• baggio

დამაჯერებელი ლაპარაკი არ ნიშნავს ასეთივედ პრაქტიკაში საქმის კეთებას.

• torpedo

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ამ ადამიანის ტორპედოში მოწვევა...ყოჩარ ახალ ხელმძღვანელობას..ოღონდ გთხოვთ ადროვეთ!!

• kaxa

Jer sixarbes unda sdzlion da mere tamashi istsavlon.

• ქუთაისელი

ჭკვიანი კაცი ყოფილა ეს შტელინი.. უნდა ვაცალოთ და მივყვეთ.. იქნებ რამე გამოვიდეს..

• bebeto

ჯერ უბურთოდ მოძრაობა უნდა ისწავლონ და მერე ბურთით როგორც ინდივიდუალურად ისე გუნდურად უნდა იმოძრაონ სწრაფად დიდხანს არავინ გვაცლის მოედანზე.საერთოდ რეგიონებს უნდა მიექცეს ყურადღება ზუგდიდში,ბათუმში,ფოთში სტადიონები არ არის რაზე უნდა ილაპარაკო.იყო გუნდი ზესტაფონის სახით რომელსაც სტადიონიც ქონდა ბაზაც და გულშემატკივრებიც ჰყავდა საკმაოდ ბევრიც თან, მაგრამ წინა ფედერაციის გაუგებარი ქმედებების წყალობით გუნდი უმაღლეს ლიგიდან მოკვეთს,ასე ქართული ფეხბურთი ვერ განვითარდება.

• გუჯა კახაძე

ფიზიკური კონდიციების მომატებას ნიჭი არ სჭირდება. ამისათვის საკმარისია მხოლოდ მიზანმიმართული შრომა.

• saberdzneti-s

დღევანდელ ფეხბურთში "ბურთის თრევა" პლუსი კი არა მაგარი ნაკლია მითუმეტეს როგორც ქართველი ფეხბურთელები აკეთებენ ამას დღეს! უკვე 10-12წლიდან ბავშვებს უნდა ყავდეთ ფიზმომზადების ძლიერი სპეციალისტი რომელიც ინდივიდუალურ პროგრამას მისცემს თითოეულ მოთამაშეს, წლებია ფიზიკურ კონდიციებზე ლაპარაკობს ყველა და არაფერი არ იცვლება არა და ამის გამოსწორება ბევრად უფრო იოლია ვიდრე სხვა.....

• საბერძნეთი

ქართველი ფეხბურთელების ყველაზე მთავარი პლიუსი სწორედ ისაა, რომ ქართველ ფეხბურთელებს კარგად შეუძლიათ საკუთარ თავზე თამაშის აღება და ბურთის თროვა მაქსიმალურად კარგად შეუძლიათ. სხვა ყველა დეტალებში პრობლემები გვაქვს ქართვლებს, მაგრამ ბურთის თროვა ჩვენი მთავარი პლიუსია.

• ზაზა

ამ კაცს მუშაობა აცალონ ქუთაისში (1–2წელიწადში ძირეულად ვერაფერს შეცვლის),კლუბთან შეიქმნას საბავშო აკადემია და მომავალში შედეგსაც დადებს!ქუთაისი ყოველთვის აწვდიდა ფეხბურთელებს თბილისის დინამოს(მაშინ პრაქტიკულად საქართველოს ნაკრებს)!დღეს რამდენი ფეხბურთელია ქუთაისიდან საქართველოს ნაკრებში?....

• გუჯა კახაძე

მადლობა ბ-ნ მერაბ მამულაშვილს და ბ-ნ ალექსანდრ შტელინს! სიმართლეს რაც უფრო ხშირად გვეტყვიან ცვლილებების სურვილიც მით უფრო ადრე გაჩნდება. სპორტულ ჟურნალისტიკას ქართული ფეხბურთის გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლია. მოახლივებულ მსოფლიო ჩემპიონატს „ტრადიციულად“ შევხვდებით, თუ არა, ეს ყველაზე მეტად მასმედიაზე არის დამოკიდებული. სიტყვას დიდი ძალა აქვს. საჭიროა, ზოგად ფრაზებში განსწავლული ქართველი ჟურნალისტები კონკრეტიკაზე გადავიდნენ და წინა პლანზე საინტერესო პროგრამების მქონე პიროვნებები წამოსწიონ. ფეხბურთელები თითზე ჩამოსათვლელად დაგვრჩა და მათი უმეტესობა „დამდგარ ფეხბურთს“ თამაშობს. 2018 წელს სისწრაფეები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ კუთხით რამე თუ არ ვიღონეთ ისევ „ტურისტებად“ დავრჩებთ. გამოვიყენოთ ქართველი ფეხბურთელების ბუნებრივი ფიზიკური მონაცემები და გულშემატკივარი სტადიონზე ისევ დაუბრუნდება!!!!

• llcl

რა ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბა და წინ დაგვიდო, მაგრამ რავი, იმედია შეიბერტყავენ ყურებს ეხლა მაინც, იმედი გვაქვს ყველას კობის და ღმერთმა ქნას კვლავ გაწბილებულები არ დავრჩეთ

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული

კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ

ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!

გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ

ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]