რა შემოსავლები მიიღო და რაში დახარჯა თანხები გორის კლუბმა, სადაც ამჟამად ფინანსური კრიზისია
საფეხბურთო კლუბ გორის "დილაში" ფინანსური კრიზისია. ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა გუნდის თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა მედიასთან. გასასტუმრებელია რამდენიმე თვის ხელფასები და პრემიალური დავალიანებები, თუმცა, საინტერესოა, მიმდინარე წლის განმავლობაში კლუბმა რა შემოსავლები მიიღო და რაში დახარჯა ეს თანხები.

იმის ფონზე, რომ გუნდში დიდი ფინანსური დავალიანებაა, თვიური სახელფასო ბიუჯეტი 189 ათას ლარს აჭარბებს. მიმდინარე წლის განმავლობაში, პრემიების სახით, უკვე ნახევარ მილიონზე მეტი გაიცა.

Sportall.ge-მ გორის "დილას" ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.

როგორც კლუბის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, გასულ საფეხბურთო სეზონში "დილამ", სუბსიდიის სახით, 1 მილიონ 690 ათასი ლარი მიიღო. ეს თანხა, ორ ნაწილად რომ გავყოთ, 845 ათასი კლუბს სეზონის მეორე ნახევრის ჩასამთავრებლად უნდა გამოეყენებინა.

მიმდინარე სეზონში, სუბსიდიის სახით, "დილამ" მხოლოდ 293 ათას 750 ლარი მიიღო და ეს თანხა ამ მომენტისთვის სრულად არის ათვისებული, სულ კი, დაფინანსების სახით, "დილა" 2015/16 წლების სეზონზე ადგილობრივი თვითმმართველობისგან 1 მილიონ 290 ათას ლარს მიიღებს, რადგან გუნდის ბიუჯეტი სწორედ ამ ოდენობით არის განსაზღვრული. გამოდის, რომ 2016 წლის იანვრიდან, გორელებს 996 ათას 250 ლარი დაემატებათ.

მიმდინარე წელს "დილამ" დამოუკიდებლად საკმაოდ მსხვილი შემოსავლები მიიღო. თანადაფინანსება მერიიდან - 10 241 ლარი, სტადიონის იჯარა - 7 500 ლარი, სუპერბეთი - 45 000 ლარი, ტერიტორიის იჯარა - 100 ლარი, სტადიონის ანძის გაქირავებიდან შემოსავალი - 7 548,39 ლარი, სფფ - 270 000 ლარი, "დილა"-"პარტიზანის" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა - 23 540 ლარი, უეფა - 500 000 ევრო ექვივალენტით ლარში, ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან შემოსავალი - 49,50 ლარი, ბანკის პროცენტი - 24,03 ლარი.

უეფადან მიღებული შემოსავალი ყველაზე დაბალი კურსით - 2,40 ლარის ექვივალენტით რომ დავიანგარიშოთ, 1 320 000 ლარი გამოდის, მთლიანობაში კი გუნდმა მხოლოდ დამატებითი შემოსავლებით - 1 მილიონ 684 ათასი ლარი მიიღო (1 684 002, 92) მხოლოდ მიმდინარე წელს!

"დილას" დამატებითი შემოსავლების დეტალური ხარჯთაღრიცხვაც აქვს - ბანკის სესხის პროცენტის დაფარვა - 54 770,35 ლარი, სპორტული ინვენტარი - 46 536 ლარი, სტადიონის რეკონსტრუქცია - 112 017,83 ლარი, აუდიტის მომსახურება (ლიცენზირება) – 9 499 ლარი, პრემია - 504 714 ლარი, საწევრო ლიცენზირების - 2000 ლარი, ხელფასი - 720 989,74 ლარი, მივლინება ქვეყნის გარეთ - 336 876 ლარი. დახარჯული თანხა 1 მილიონ 787 ათას 402 ლარსა და 92 თეთრს შეადგენს.

"დილას" ყოველთვიური სახელფასო ბიუჯეტი 189 ათას 144 ლარს შეადგენს, რაც მხოლოდ პირველ წრეში (აგვისტო-დეკემბერი) 945 ათას 720 ლარია. კიდევ ხუთი თვე რომ დავამატოთ, 1 891 440 ლარი გამოდის.

საინტერესოა, გუნდმა, რომელმაც დამატებითი შემოსავლები და სახელმწიფოს სუფსიდია სრულად აითვისა, როგორ აპირებს არსებობის გაგრძელებას, თუკი მუნიციპალიტეტიდან 996 ათას 250 ლარიღა აქვს მისაღები, მხოლოდ მისი სახელფასო ბიუჯეტი კი, იანვრიდან მაისის ჩათვლით, 945 ათს 720 ლარი იქნება.

გუნდში სულ 50 ადამიანია დასაქმებული, აქედან 30 ფეხბურთელია, რომელთა ხელფასის ოდენობა კლუბმა, ორმხრივი ხელშეკრულების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, გაასაიდუმლოა.

2015 წელს "დილამ" კვებაში 20 196 ლარი დახარჯა. რაც შეეხება ხელშეკრულებებსა და ტენდერებს, პირდაპირი წესით, კლუბმა 240 კონტრაქტი გააფორმა. 11 ტენდერი გამოცხადდა, აქედან 7 გაფორმდა, 4 არ შედგა, სამი კი გადაუდებელი აუცილებლობით დაიდო. გორელებმა არსებული ხელშეკრულებების ფინანსური ღირებულებები არ წარმოადგინეს.

რედაქციისგან: Sportall.ge მსგავსი ტიპის ინფორმაციას მკითხველს უმაღლესი ლიგის სხვა საბიუჯეტო კლუბზეც ეტაპობრივად მიაწვდის.

მაგდა კლდიაშვილი

სპეციალურად Sportall.ge-სთვის

ასევე იხილეთ:

"შუქურაში" ზოგიერთი ფეხბურთელის ხელფასი მინისტრისას უტოლდება

ჩაშლილი ტენდერები - რამდენი დახარჯა ქუთაისის "ტორპედომ" კვებაში?

ექსკლუზივი: ქუთაისის მერის სამეგობრო "ტორპედოში" და მათი ხელფასები

dato
ასე იჭმება სახელმწიფო ფული ფეხბურთის იარლიყით.იმ ფეხბურთის რომელიც ყველაზე სუსუტია არამარტო ევროპაში
bingo
ეს ბიუჯეტის კლუბები მაგარი სახრავია! მარტო დილაში კი არა ყველგან ესეა... მერე დადგებიან და კიდევ აქეთ საყვედურობენ....
georgiano
ასე ქაოსურად და თვითნებურად არ უნდა იხარჯებოდეს სახელმწიფო თანხები. დარწმუნებული ვარ ჩვენი ფულით ბევრი კანონსაწინააღმდეგოდ ივსებს საკუთარ ჯიბეს. რაღაც მექანიზმი აუცილებლად უნდა მოიფიქროს ფედერაციამ და გააკონტროლოს ხარჯვითი ნაწილი. ხელფასებში უჯდებიან ფეხბურთელებს და ეს ფაქტები ბევრგან ხდება, ფაქტიურად მასიური სახე აქვს ამ ყველაფერს.
bibo
500 000 ლარი პრემია ღადაობთ??? 190 000 ლარი ყოველთვიური ხელფასი რო გავყოთ 50 კაცზე როგორც წერია გამოდის 3800 ლარი თვეში, დრექტორებს რამდენი აქვთ მგონი 4 ნი არიან?
სფფ_ს
ფედერაციამ დებულებაში უნდა ჩადოს ფხბურთელის და ყველა საფეხბურთო სფეროში მოვაწე (მწთვნელი მენეჯერი მსაჯი და ა.შ)ადამიანების სახელფასო ანაზღაურება
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა