სულ მალე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის მაისურას ეროვნული გუნდის 33 წლის ცენტრალური მცველი მოირგებს
თბილისის "დინამო" უახლოეს დღეებში (შეიძლება დღესაც) ქართული საფეხბურთო სინამდვილისთვის გვარიან ტრანსფერს გაჩარხავს. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის მაისურას ეროვნული გუნდის 33 წლის ცენტრალური მცველი ალეკო ამისულაშვილი მოირგებს.

თბილისის "დინამო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს დაიმატებს

თამამად შეგვიძლია, ამისულაშვილს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ვუწოდოთ. ის ნაკრებში 2002 წლიდან თამაშობს. საქართველოს ჩემპიონატს, ბოლო დროს რეგრესის გზაზე რომ დგას, ძალიან წაადგება ბევრისმნახველი უკანახაზელის დაბრუნება.

საინტერესოა, რომ ამისულაშვილმა უკანასკნელად "დინამოში" ზუსტად 10 წლის წინათ ითამაშა. კარიერის განმავლობაში მას, სხვადასხვა დროს, "კახეთის", ქუთაისის "ტორპედოს", "იბერიის", თბილისის "დინამოს", კიევის "დინამოს", "დნიპროს", "ტავრიას", "შინიკის", ნალჩიკის "სპარტაკის", "ქაისერისფორის", "კრასნოდარის", "კრილიას", ბაქოს "ინტერისა" და "ქარშიაქას" მაისურები მოურგია.

ამისულაშვილის ბოლო კლუბი თურქეთის რანგით პირველი ლიგის ბინადარი "ქარშიაქა" იყო. მან იქ სრულად ვერ გამოავლინა თავისი შესაძლებლობები და ეს გასაკვირი სულაც არ არის. ქარშიაქელთა შეფობამ ფეხბურთელებთან კარგი კონტრაქტები კი გააფორმა, თუმცა შესრულებისა რა მოგახსენოთ. ამისულაშვილი და მისი თანაგუნდელები უხელფასოდ თამაშობდნენ და ეს, ცხადია, გუნდის შედეგებზეც აისახებოდა...

მანამდე კი ამისულაშვილი შეუცვლელი გახლდათ როგორც რუსული კლუბებისათვის (ნალჩიკის "სპარტაკი", "კრასნოდარი", "კრილია"), ისე თურქულ და აზერბაიჯანულ გუნდებში ("ქაისერისფორი", "ინტერი").

გარჯა უნდა შევუქოთ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას. ასეთი გამოცდილი ფეხბურთელის დამატება გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში წაადგება. ეჭვგარეშეა, "დინამოს" ხელმძღვანელობა მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მიზნად ევროპულ ასპარეზზე ღირსეულ თამაშს ისახავს.

ასეთ შემთხვევაში, გუნდს ძალიან გამოადგება ამისულაშვილის გამოცდილება. რა დააკლდა "დინამოს" აზერბაიჯანულ "გაბალასთან" წარმატების მისაღწევად? ალბათ, ცოტა გამოცდილება და იღბალი.

არადა, ყველამ ვნახეთ, რომ წილისყრა სულაც არ იყო ისეთი ლმობიერი ქართული ფეხბურთის ფლაგმანის მიმართ, როგორც ეს თავიდან ჩანდა. ის ორი ფაქტორი რომ ყოფილიყო, თავისუფლად შეიძლებოდა, "დინამო" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გვეხილა...

"დინამოს" ახლა ჰყავს ალექსანდრე იაშვილი - ფეხბურთელი, რომლის სანახავადაც ხალხი გამორჩეულად დადის სტადიონზე, რომელსაც ყველა შეხვედრის შემდეგ დამსახურებული აპლოდისმენტებით აცილებს გულშემატკივარი.

იაშვილისა და ამისულაშვილის გვერდით "დინამოს" მომავალი თაობა უფრო სწრაფად გაიზრდება. ისინი ისწავლიან ფეხბურთს და არა მხოლოდ ფეხბურთს - ისწავლიან საქმისადმი სწორად მიდგომას, პროფესიონალიზმს...

დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც, დღეს საქართველოს ჩემპიონატი ისეთ დღეშია, რომ ეროვნული გუნდის ფეხბურთელებს ვინ ჩივის, საშუალოზე საშუალო და დაბალი დონის ქართველი ფეხბურთელებიც კი გარბიან არასაფეხბურთო ქვეყნებში სათამაშოდ.

იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება ამისულაშვილის (საფეხბურთო თვალსაზრისით) უკუსვლას არ გამოიწვევს და, შესაბამისად, ის ძველებურად სასარგებლო იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.

ეროვნულ გუნდს ამისულაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სჭირდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კობა კობაიძე
გლადიატორების სახელით რომ წერ, ვინ მოგცა უფლება? საკუთარი სახელით და გვართ დააფიქსირე შენი პოზიცია, რომან ფიფიას შენი ჭკუს სასწავლებელი არაფერი სჭირს.
gigas
ტუ ძმა ხარ რა შახტარს და დინამო კიევს ვორსკლას და ლვოვი დონის ამაღლებისთვის რო დაელოდათ დღემდე ლიგის ჯგუფში არ ქინებდონენ გასულებ ი მკიდია საერთო დონეის ამაღლება ლიგის ჯგუფში შევიდეთ და თუ გინდა ერთ ქართველ ფერბურთელს უთამაშია ძირითადში დანარჩენი ლეგიონერები იყყვნენ
giga
მმმ-ს. მართლა! კარგი რა, გაფიცებ კვალიფიკაციას. რომ გაიძახი, ძვირადღირებული ფეხბურთელები ჩამოიყვანოსო! რომელი ძვირადღირებული და თავმოყვარე ფეხბურთელი მოინდომებს საქართველოს ჩემპიონატში თამაშს? ერთი ასეთი ფეხბურთელი მაინც დაასახელე. ჩემპიონატის დონე თუ არ ამაღლდა, თავისი ინფრასტრუქტურით, არასოდეს მოინდომებს რომელიმე ძვირადღირებული ფეხბურთელი აქ (მაგ. მარტვილის ყანა - სტადიონზე)თამაშს. გამომივიდა აქ პატრიოტი.
inkognito
ვერ ვხვდები დინამო ცენტრალურ მცველს რატომ იმატებს რენე ჭანტურია გველესიანი რეხვიაშვილი ჭელიძე და ამისულაშვილი? ეს ხომ სისულელეა კი მესმის რომ შეიძლება რომელიმე გაუშვას მარა მაინ ეწირება ერთი კარგი ფეხბურთელი დაჟე 2 ან ჭანტურია და რეხვიაშვილი ან რენე და რეხვიაშვილი
zaza
"იმაშიც ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება ამისულაშვილის (საფეხბურთო თვალსაზრისით) უკუსვლას არ გამოიწვევს და, შესაბამისად, ის ძველებურად სასარგებლო იქნება საქართველოს ნაკრებისთვის". ალეკო, ყველაფერში შეიზლება დაგეთანხმოს ადამიანი, მარგამ ამ მოსაზრებაში ნაღდად ვერ დაგეთანხმები. საქართველოს ჩემპიონატი ისეთ დღეშია, რომ იქ სხვა ლიგაში ნატამაშები ფეხბურთელის უკუსვლა ფაქტიურად გარდაუვალია. ნავალოვსკის მაგალითი ავიღოთ... ასე რომ,,,
მმმ
რომან ფიფიას ვიღაც იაფფასიანი, ... ფეხბურთელები რომ ჩამოყავს, მაგ ....იაფფასიანი ფეხბურთელების ჩამოყვანას ჯობია, რომ კლუბში მართლა ღირსეული ინვესტიციები ჩადოს და .... იაფფასიანი ფეხბუერთელების ნაცვლად, ვინმე ძვირად ღირებული ფეხბუერთელები ჩამოიყვანოს.
GFF
ძალიან კარგი, ამისას გამოცდილება წაადგებათ დინამოს ახალგაზრდებს, ასეთივე 3-4 ტრანსფერი და დინამო გავა ევროპა ლიგაზე!! წარმატებები ამის
Tbiliseli
ამის 1 წლის თამაში შეიწირავს ეხლა ახალგაზრდა რენეს ან ნიკა ჭანტურიას
l o lz
ჩატვალეთ ლიგის ჯგუფში ვზივართ მომვალ წელს
გლადიატორები
ამისულაშვილი კი არა, არამედ ვინმე წესიერი და ძვირად ღირებული ლეგიონერები ჩამოიყვანეთ, რომ კლუბმარაიე შედეგებს მიაღწიოს. რომან ფიფიამ კლუბის ბიუჯეტში მეტი თანხები უნდა ჩადოს, თორემ ესეთი იაფფასიანი ფეხბუერთელებით ვერასდროს გავლენ ევრო ტურნრებზე.
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა