"ყველანაირი ოცნების ასრულებას მპირდებოდნენ, რასაც ადამიანი წარმოიდგენდა, მაგრამ საქართველოს ნაკრები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის"
შეიძლება ითქვას, საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მცველს, საბა კვირკველიას, კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. მის გარეშე ქვეყნის მთავარი გუნდისა და "რუბინის" დაცვა უკვე წარმოუდგენელია.

სტაბილური თამაში კვირკველიას რამდენიმე გრანდის მხრიდან ინტერესით დაუფასდა. მართალია, დღესდღეობით "რუბინი" ვერ ბრწყინავს (რუსულ პრემიერლიგაში მე-9 ადგილზეა), მაგრამ ეს ჩვენებურის კარგ ინდივიდუალურ გარჯას ვერაფერს აკლებს...

კვირკველია ახლა საქართველოშია და, რა თქმა უნდა, "ლელომ" მასთან გასაუბრების შანსი ხელიდან არ გაუშვა:

- საბა, თქვენთვის სეზონის პირველი ნახევარი ძალიან წარმატებული გამოდგა. მოდით, თავად შეაფასეთ განვლილი ეტაპი...

- პირველ რიგში, სეზონის პირველი ნახევარი ჩემთვის წარმატებულია თუნდაც იმიტომ, რომ ის, პრაქტიკულად, ტრავმის გარეშე ჩავამთავრე... საერთოდ კი, სეზონის დაწყების წინ რამდენიმე ცვლილება მოხდა გუნდში და საჭირო იყო შემადგენლობის დალაგება. მერე და მერე ავთამაშდით და რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრაც მოვიგეთ.

- სეზონი რინატ ბილიალეტდინოვმა დაიწყო და ვალერი ჩალიმ გააგრძელა. ისე ჩანს, რომ ჩალის ხელში გუნდი უფრო შემტევი და აგრესიულია...

- მე ორივე მწვრთნელის მადლობელი ვარ! ბილიალეტდინოვი რამეში გვზღუდავდაო, ასე ნამდვილად ვერ ვიტყვი. საერთოდ, ფეხბურთი ასეა - ხან მიგდის თამაში და ხან - არა. გეხსომებათ, "რუბინს" შესანიშნავი, ექვსი თუ შვიდმატჩიანი წარმატებული სერია ჰქონდა. ცსკა-სა და "სპარტაკს" მოვუგეთ...

- ვფიქრობ, გუნდს შეეძლო ევროპალიგის ჯგუფური ბარიერის დაძლევა, მიუხედავად შემადგენლობისა ("ლივერპული", "ბორდო", "სიონი"). თქვენ როგორ გგონიათ?

- გეთანხმებით, ნამდვილად შეგვეძლო ამ ბარიერის დაძლევა და მიზნადაც სწორედ ეს გვქონდა დასახული. "სიონთან" პირველი მატჩი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა წაგვეგო, უბრალოდ, მანამდე ორი დღით ადრე მოსკოვის "ლოკომოტივთან" გვქონდა შეხვედრა რუსეთის ჩემპიონატში და, როგორც აღმოჩნდა, მთელი ჯანი იმ მატჩს შევალიეთ... ბოლო ტურებში გუნდმა მკვეთრად კი გამოასწორა თამაში, მაგრამ ამან საქმეს ვეღარ უშველა.

ჩვენი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ "რუბინმა" სეზონის პირველი ნახევარი, პრაქტიკულად, ერთი და იმავე შემადგენლობით ითამაშა. დამეთანხმებით, ასეთ შემთხვევაში ორ ფრონტზე ბრძოლა რთულია. დარწმუნებული ვარ, კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე შემადგენლობას აუცილებლად გააძლიერებს.

- "ლივერპულთან" ევროპალიგის მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა ხელი ჩამოგართვათ და რაღაც გითხრათ. თუ საიდუმლო არ არის, რაზე გესაუბრათ გერმანელი სპეციალისტი?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი რთულია... "ლივერპულთან" ის მატჩი რომ დასრულდა, საგაზეთო რეცენზიებში, როგორც ინგლისურმა, ისე რუსულმა გაზეთებმა განსაკუთრებით გამოარჩიეს "რუბინის" სამი ფეხბურთელის თამაში - მეკარე რიჟიკოვის, დაცვის ცენტრში ჩემი მეწყვილე კამბოლოვის და ჩემი... რაც შეეხება კლოპს, ის მოვიდა, ხელი ჩამომართვა, წარმატებები მისურვა. მითხრა, კარგი ბიჭი ხარ, ასევე გააგრძელეო. სულ ეს იყო.

- როგორ ფიქრობთ, ხომ არ ამოწურა "რუბინში" თავისი შესაძლებლობები საბა კვირკველიამ? ისიც ვიცით, რომ სოლიდურ ევროპულ კლუბებში გადასვლის არაერთი ვარიანტი გაქვთ...

- შემიძლია გითხრათ, რომ "რუბინში" ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტი მე მაქვს. ტრანსფერი რომ შედგეს, ჩემმა მსურველმა კლუბმა 8 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. გაზეთებში რომ იწერება, კვირკველიას სატრანსფერო ფასი 4,5 მილიონი ევროაო, არ არის სწორი. ეს ინფორმაცია ეყრდნობა "ტრანსფერმარკტის" მონაცემებს.

თავადაც იცით, როგორ ხდება იქ - თუ სისტემატურად თამაშობ, ყოველდღე გემატება ფასი, თუ არა და - გაკლდება. სხვათა შორის, "რუბინთან" კონტრაქტი მაქვს არა 2016 წლამდე, როგორც ხშირად წერენ, არამედ 2019-მდე.

- ვიცით, რომ შეთავაზებები გაქვთ...

- რა თქმა უნდა, არის ძალიან საინტერესო ვარიანტები ამბიციური კლუბებისგან. თუ "რუბინიდან" წავალ, წავალ ისეთი გაქანებისა და ამბიციის გუნდში, რომლის მიზანიც იქნება ტოპ-ჩემპიონატის ხუთეულში მოხვედრა. ვგულისხმობ ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და ინგლისის პირველობებს.

არავითარ შემთხვევაში არ გადავალ ისეთ გუნდში, რომელსაც მიზნად მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ექნება. ამაში დარწმუნებული ვარ.

- საიდან არის ამ დროისთვის შემოთავაზებები?

- არის სამი-ოთხი კლუბის ინტერესი. იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის გუნდებია. ყველამ იცის, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის ინგლისში სათამაშოდ წასვლა ჭირს. არადა, იქიდანაც იყო ორი ვარიანტი...

- თუ შეიძლება, დაასახელეთ ის გუნდები, სხვადასხვა დროს რომ იყვნენ თქვენით დაინტერესებულნი და ახლაც რომ არიან...

- "დორტმუნდი", "ნაპოლი", "სევილია"... მაგრამ მე დღეს "რუბინის" ფეხბურთელი ვარ და ამ გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

"რუბინმა" ბევრი მომცა. აქ ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად, რომელიც ყველამ გაიცნო. ასე რომ, ამ კლუბს დიდი ამაგი აქვს ჩემზე.

- მოდით, 2015 წელი შევაფასოთ საქართველოს ნაკრებისთვის. როგორი იყო ის?

- პირდაპირ ვიტყვი: კახა ცხადაძე ჩემთვის არის უდიდესი მწვრთნელი. მან იცის, როგორ ათამაშოს გუნდი დაცვაში და ჩემთვის, როგორც ცენტრალური მცველისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს ნაკრები ყველასთან მოსაგებად გადის მინდორზე.

ჩემი აზრით, როგორც გუნდმა თბილისში შოტლანდიასთან ითამაშა, ბევრ სოლიდურ ნაკრებს გაუჭირდებოდა. თუნდაც, გერმანიასთან მატჩი ავიღოთ. წარმოიდგინეთ, გასვლაზე ვხვდებოდით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს და დავალებად გვქონდა, გვეთამაშა ფეხბურთი და შეგვეგდო ბურთი. რომ არა მანუელ ნოიერის ბრწყინვალე თამაში, ლაიპციგში ქულის აღება რეალური იყო.

- მაშ, მუნდიალის შესარჩევ ციკლს იმედიანად უყურებთ?

- რა თქმა უნდა! ჩვენთვის მთავარია, ნაკრების ძირითადი ბირთვის ბიჭები ჯანმრთელად ვიყოთ და სათამაშო პრაქტიკა გვქონდეს. ჯანმრთელობაზე შემთხვევით არ მითქვამს. 2-3 კაციც რომ დაგვაკლდეს, უკვე გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით. ასე იყო თუნდაც ესტონეთთან მატჩში.

- რას იტყვით ჩვენი ჯგუფის შემადგენლობაზე?

- თანაბარი ჯგუფია. იმ ფაქტორების თანხვედრის შემთხვევაში, რაზეც უკვე ვილაპარაკე, მჯერა, ამ ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი გვექნება. დიახ, ნამდვილად მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია, ცხადაძისა და ამ ბირთვის ხელში შედეგს მივაღწიოთ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალი შესარჩევი ციკლი წარმატებული იყოს ჩვენი ეროვნული გუნდისთვის.

- ამბობენ, რუსებს კვირკველიას თავიანთ ეროვნულ ნაკრებში მიწვევა ძალიან სურდათო...

- ასე იყო, მართლაც ძალიან სურდათ. ყველანაირი ოცნების ასრულებას მპირდებოდნენ, რასაც ადამიანი წარმოიდგენდა. რა დასამალია და, ფაბიო კაპელოს ძალიან მოვწონდი. მე ასე გადავწყვიტე - პასპორტს ვერ შევიცვლიდი. რუსეთს ვაფასებ, ამ ქვეყანაში ვთამაშობ, მაგრამ საქართველოს ნაკრები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის - მე ხომ ქართველი ვარ?!.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala
8 მილიონი ევრო ძალიან დიდი თანხაა. ალბათ ღირს ეს კაცი მაგდენი, თან ახალგაზრდაა, მაგრამ ნამეტანს დაფიქრდება ნებისმიერი გუნდი, მანამ ქართველ ფეხბურთელში მაგდენს გადაიხდის.
dato
გაიხარე , წარმატებას მიაწევ დიდს, ეს შენი მონაცემები ვლინდება
გიორგი
საბა გაიხარე, მე მომწონს თქვენი გაწონასწორებული ხასიათი, ასე ბევრს მიაღწევ> წარმატებები.
jiji
შენ გენაცვალე, ნამდვილი ქართველი ხარ! მეამაყები, იმედია მალე გიხილავთ ტოპ ლიგაში! წარმატებები
qomagi
"საქართველოს ნაკრები ყველაზე ძვირფასია ჩემთვის - მე ხომ ქართველი ვარ?!" საბა, კაცი ხარ კაცური! ძალიან გვსურს რომ კარგ ევროპულ გუნდში მალე გიხილოთ
ლაშა
დორტმუნდში გადადი თუ ტუხელის წამოწყება ეგ და მას უნდა რო იყო მის გუნდში ყველაზე კარგი ვარიანტი ეგაა, არამგონია ეგ მალე გაუშვან დორტმუნდიდან
sssssssssssssssss
დორტმუნდში გადადი
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ