"ბრაზიანი ლუი" ჯერ კიდევ პოსტზეა და არსად წასვლას არ აპირებს
რამდენიმე დღის წინ ლუი ვან გაალი სამი კითხვის მერე გაიქცა პრესკონფერენციიდან. ჟურნალისტებმა იგი არასასიამოვნო კითხვებით გააბრაზეს. ამას "სტოკთან" მარცხი მოჰყვა და ზეწოლა ჰოლანდიელზე კიდევ უფრო გაიზარდა. თუმცა ფაქტია, "ბრაზიანი ლუი" ჯერ კიდევ პოსტზეა და არსად წასვლას არ აპირებს. ამჯერად, იგი პრესკონფერენციიდანაც აღარ მიმალულა და ომახიანად ისაუბრა გუნდის სამომავლო გეგმებზე. ვან გაალი ცოტათი იმან მოაფერიანა, რომ მისი გუნდი "ჩელსისთან" ისეთი უფერული აღარ იყო. თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" მაინც ვერ მოიგეს და ნელ-ნელა ოთხეულსაც შორდებიან.

"ფეხბურთელებს უნდათ, რომ თითოეული სანტიმეტრისთვის იბრძოლონ და ამას ცდილობენ კიდეც. სამწვრთნელო შტაბის უფროსობას უნდა ბრძოლა, ხოლო ხელმძღვანელობა გვენდობა. ასე რომ, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა წავიდე. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ვითარების გამოსწორებისთვის.

ეს ზეწოლა კი ბუნებრივია, საფეხბურთო სამყარო გიჟურია და თუ მსგავსი რამე ჟოზე მოურინიოს დაემართა, ესე იგი, ყველას შეიძლება დაემართოს, მათ შორის, მეც" - აღნიშნა 64 წლის სპეციალისტმა.

მიუხედავად ამისა, სპეციალისტებისა და ფანების უმეტესობას მიაჩნია, რომ ვან გაალს "ოლდ ტრაფორდზე" დიდი დღე მაინც არ უწერია. აგერ, ჟოზე მოურინიო თავად ჰოლანდიელმა ახსენა და უკვე გამოჩნდა "იუნაიტედის" ქომაგთა ნაწილი, რომელიც სპეციალურ ყელსახვევებს აფრიალებს ჟოზეს გამოსახულებით და პორტუგალიელს "ოცნებების თეატრზე" ეპატიჟება.

შემდეგი მატჩი "მანჩესტერს" შინ აქვს "სუონსისთან", ეს ახალი წლის პირველი შეხვედრა იქნება და შაბათს გაიმართება. მერე კი ასოციაციის თასის თამაშია "შეფილდ იუნაიტედთან".

"ჩელსისთან" ხსენებულ შეხვედრაში კი ხუან მატამ და ანტონი მარსიალმა ძელს გაარტყეს ბურთი, ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებულმა უეინ რუნიმ კი მატჩის მიწურულს კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

"ჩვენ ბევრი შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, ერთი მათგანი მაინც უნდა გამოგვეყენებინა. მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ და დასანანია, რომ უპირატესობის მიუხედავად, ვერ ვიმარჯვეთ. ახლა რთული პერიოდი გვაქვს, მაგრამ ყველანი ერთად ვდგავართ, რაც მნიშვნელოვანია" - თქვა რუნიმ.

ისე, "შრეკს" მანჩესტერელთა მაისურით 3 ნოემბრის მერე არ გაუტანია. პარალელურად, პრესაში იმასაც წერენ, რომ "მანჩესტერი" დიდი თანხის დახარჯვას გააგრძელებს და შესაძლოა, რამდენიმე ტრანსფერის განხორცილება იანვარშივე სცადოს.

გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბრაზილიელი ფელიპე ანდერსონია. "იუნაიტედი" მზად არის 33-40 მილიონი გირვანქაც კი გადაუხადოს რომის "ლაციოს", ოღონდ კი 22 წლის ფანტაზისტა ხელში ჩაიგდოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ვინისიუსის ულამაზესი გოლი, რასისტული შეურაცხყოფა, შეჩერებული მატჩი და მოურინიოს გაძევება - "რეალმა" "ბენფიკას", "დორტმუნდმა" კი "ატალანტას" სძლია
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
"ასეთი გოლი თანაგუნდელებთან ერთად უნდა აღნიშნო" - მოურინიომ ვინისიუსი გააკრიტიკა
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
ESPN: მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პორტუგალიის ნაკრებს დიდი ალბათობით, მოურინიო ჩაიბარებს
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
მოურინიო: "პორტუს" სამწვრთნელო შტაბიდან მოღალატე 50-ჯერ დამიძახეს"
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს