ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ახალი მწვრთნელები: ერთისთვის ომი, მეორისთვის სპეცოპერაცია

ახალი მწვრთნელები: ერთისთვის ომი, მეორისთვის სპეცოპერაცია

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის, 19-წლამდელებს - გიორგი ყიფიანი
ფოტოზე: ვასილ მაისურაძე და გიორგი ყიფიანი

გუშინ, 13 იანვარს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომზე ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დაამტკიცეს. 17-წლამდელთა ნაკრები ჩაიბარა ვასილ მაისურაძემ, რომელიც მანამდე 19-წლამდელებში მუშაობდა. ამ ნაკრებს კი მის ნაცვლად გიორგი ყიფიანი გაწვრთნის. ახალგაზრდულ ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე აღარ ავარჯიშებს, თუმცა მისი შემცვლელის ვინაობა ჯერაც უცნობია.

სამწვრთნელო ცვლილებებზე სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ილაპარაკეს.

ლევან კობიაშვილი: "ასაკობრივი ნაკრებების დაკომპლექტება დასრულდა. საბოლოოდ, კვირის ბოლოს ყველაფერს გაეცნობით. გასარკვევი მხოლოდ ახალგაზრდული ნაკრების საკითხია.

იყო თუ არა გია გეგუჩაძე კანდიდატი? ჯერ ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია და საკითხი ღიად რჩება.

ველაპარაკე 17-წლამდელების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, გოჩა ავსაჯანიშვილს. მუშაობისთვის მადლობა გადავუხადე და ჩვენი გადაწყვეტილების მოტივი ავუხსენი. ცვლილებები აუცილებელია, სულ ერთი და იგივე ხალხი რომ არ მუშაობდეს. შანსი სხვებსაც უნდა მივცეთ".

კახა ჭუმბურიძე: "ავსაჯანიშვილი არ გაგვიშვია, მას კონტრაქტი დაუმთავრდა. ასე რომ ვთქვათ, მაშინ მაისურაძეც მოვხსენით, რადგან ის 19-წლამდელებში აღარ იმუშავებს. მაგრამ ის 17-წლამდელებში წარმატებული იყო და ეს ნაკრები ამიტომ ჩავაბარეთ.

ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი ისაა, რომ მწვრთნელების დანიშვნა ახალი საფეხბურთო ხედვით გვსურდა. თავიდანვე ვთქვით, რომ ზოგიერთი ნაკრების შედეგითა და მწვრთნელით უკმაყოფილოები ვიყავით. ახალგაზრდულში ვინ დაინიშნება, მალე შეიტყობთ...

მაისურაძეს ყველაზე კარგი შედეგი 17-წლამდელებში ჰქონდა - 2012 წელს მისმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშა. მიმაჩნია, რომ მისი ამ ნაკრებში დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო.

გიორგი ყიფიანი კი ახალგაზრდა სპეციალისტია, მუშაობდა ბოლნისის "სიონში", "ზესტაფონსა" და რუსთავის "მეტალურგში", ბოლო წლებში კი - ისრაელში აგრძელებდა სამწვრთნელო საქმეს. ვფიქრობ, მისი მიდგომა და გამოცდილება 19-წლამდელებში გამოგვადგება".

ვასილ მაისურაძე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ასაკის ნაკრების მწვრთნელი ვიქნები. ამ ასაკს კარგად არც ვიცნობ, მაგრამ სამ დღეში გუნდი მინსკში გაემგზავრება, სადაც 17-24 იანვარს საერთაშორისო ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი მეტოქეები უკრაინა, მოლდოვა და ფინეთი იქნებიან.

ეს ტურნირი ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. შვიდ დღეში ხუთ თამაშს ჩავატარებთ. მეტი ფეხბურთელი მიგვყავს და ვეცდებით, ფეხბურთელების გასაცნობად და შესასწავლად ყველა ვათამაშო. ეს მოსამზადებელი ეტაპია...

ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები 15-20 მარტს თბილისში გაიმართება. მომავალი ელიტრაუნდები ძალიან რთული იქნება როგორც 19-წლამდელთა ნაკრებისთვის, ისე 17-წლამდელებისთვის. ჩვენი მეტოქეები იტალია, რუსეთი და ბოსნია არიან.

გიორგი ყიფიანისთვის ეს არის ომი, ჩემთვის - სპეცოპერაცია. მას მოუწევს სერიოზული ჭიდილი. ესპანეთთან და ინგლისთან ჩემს ნაკრებებს უთამაშია და წარმოდგენილი მაქვს, რა დონის გუნდებს შეხვდება. ჩვენი შანსები გაცილებით დიდია, რადგან ფინალურ ეტაპზე ჩვენგან ორი გუნდი გადის, 19-წლამდელებში კი - მხოლოდ გამარჯვებული.

რა თქმა უნდა, ეს არც ისე ადვილი იქნება, მაგრამ ჩემი გუნდი მოტივირებული და გამარჯვებისთვის მომართული იქნება...

ელიტრაუნდისთვის კარგად მოსამზადებლად და გუნდის შესათამაშებლად მხოლოდ ერთი ტურნირი არასაკმარისია. ამიტომ სხვა თამაშებიც იგეგმება...

რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო შტაბს, ვახტანგ იაგორაშვილი დავტოვეთ. გოჩა ავსაჯანიშვილი გუნდს კარგად იცნობს და მსურს, ჩემთან იმუშაოს"...

გიორგი ყიფიანი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭირა. 19-წლამდელთა ნაკრებში მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა და პატივია. მუშაობას დღეიდანვე ვიწყებთ.

რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო შტაბს, იმუშავებენ გიგა ბურჯანაძე და თემურ ჩარკვიანი.

არსებულ მდგომარეობაზე კონსულტაციებს ვასილ მაისურაძესთან გავივლი. კონსულტაცია უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებთანაც მექნება, რათა სასურველი კანდიდატები შევარჩიოთ. 24-26 იანვარს ბულგარეთთან ორი ამხანაგური მატჩი საქართველოშია დაგეგმილი. ვეცდებით, შეკრებაზე რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მოვიწვიოთ.

ამხანაგური თამაშების შემდეგ გამოვიტანთ დასკვნებს. შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, ჩამოვაყალიბებთ და აუცილებლად გაგაცნობთ. ელიტრაუნდამდე კიდევ ორი შეხვედრა გველის, 1-3 მარტს, ჩერნოგორიაში ამ ქვეყნის გუნდს ვეთამაშებით. ჩვენს განკარგულებაშია 4 თამაში, რომლის შემდეგაც საბოლოო მონახაზი გვექნება, თუ ვინ უნდა წავიყვანოთ ესპანეთში გასამართ ელიტრაუნდზე...

ბოლოს ისრაელში ვმუშაობდი. რიშონ ლეციონის "ჰაპოელის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და ასაკობრივი გუნდების კურატორიც გახლდით. სხვათა შორის, წამოსვლამდე ჩვენი გუნდის, მთავარ მწვრთნელთან ერთად, ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ ქფარ-საბას "ჰაპოელში" გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ წინადადებით რომ მომმართა, არც დავფიქრებულვარ, ისე წამოვედი"...

ორი ოთხთა ტურნირი თბილისში

როგორც ცნობილია, 2017 წლის ზაფხულში საქართველო 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირის მასპინძელი საქართველოს ნაკრები შესარჩევი ეტაპისგან თავისუფალია. ცხადია, გუნდს სერიოზული მომზადება დასჭირდება.

ლევან კობიაშვილის თქმით, ამ ტურნირისთვის ნაკრების მზადების ხელშესაწყობად გუნდი რამდენიმე საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

"2017 წლის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი მატჩები უკვე დაიგეგმა. წელს გუნდი ორ-ორ ტესტ-მატჩს გამართავს პოლონეთთან, ხორვატიასა და სერბეთთან. ასევე წლეულს, შემოდგომაზე, თბილისში ამ ასაკის ფეხბურთელთა ოთხთა ტურნირი დავგეგმეთ. საქართველოს მაღალი დონის გუნდები ეწვევიან - ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებები", - განაცხადა კობიაშვილმა.

წლეულს, თებერვალში თბილისში კიდევ ერთი ოთხთა ტურნირი გაიმართება. ეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ თქვა.

"ელიტრაუნდისთვის კარგად მოსამზადებლად და გუნდის შესათამაშებლად მხოლოდ ერთი ტურნირი არ კმარა. ამიტომ თებერვალში თბილისში ოთხთა ტურნირი იგეგმება. მაგრამ სხვადასხვა ფედერაციასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და ჯერჯერობით, მონაწილე ნაკრებების ვინაობა უცნობია", - ამბობს მაისურაძე.

ვასილ მაისურაძე

დოსიე

დაიბადა 1971 წლის 10 იანვარს, თბილისში

სამწვრთნელო კარიერა

2011-13 დინამო 2 თბ

2012-14 დინამო 2 თბ

2013-15 საქართველო U19

2016 2014-16 ლოკომოტივი თბ

საქართველო U17

გიორგი ყიფიანი

დოსიე

დაიბადა 1978 წლის 12 აგვისტოს, თბილისში

სამწვრთნელო კარიერა

2010-11 სიონი

2011-12 ზესტაფონი

2012-13 მეტალურგი რ

2014-16 ჰაპოელი რ-ლ (მთ. მწვრთნელის ასისტენტი)

2016 საქართველო U19 (მთ. მწვრთნელი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gio

კიდევ კარგი ვახო დატოვეტ ცოტა მაინც იცნობს ამ ტაობას ისე მაგრად გადარჩა მაგას არ გაუვიდა ხელშეკრულება? ფიფიამ უშველა ალბათ საქმე გააკეთეთ ვინც გინდა ის დანიშნეთ ბავშვებმა იწვალეს იქნებ მიიყვანოთ ბოლომდე

• marina

მარტო იაგორა გადააგვარცენს მარტო ნეტა ვინ ნახა მაგის პროფესიონალიზმი რა საინტერესოა

• dato

ვნახოტ ვის დაკრუკზე იცეკვებს ალბატ ისევ დინამო და საბურთალო ცავედით დინამოში ან საბურთალოში

• shotiko

ვინ ამბობს ხიჩიგაშვილზე ცუდს კაი კაცია ნაგდად ცვენ სხვა რამეს ვამბობტ კარგად ცაიკიტხე შტერო

• კუტუ

ვინც ხინჩეგაშვილზე ცუდს ლაპარაკობს იცის კი რა გააკეთა მან უმაღლესი ლიგისთვის? და რამდენი რამ ქართული ფეხბურთისთვის?

• gulshematkivari

ამ ცვლილებებმა დაგვაეჭვა ხიჩიგაშვილი მინისტრი საბურტალო ყვავდება ასეტი შთაბეჭდილება გვრჩება

• shotiko masgari gusematkivari

არცერტის იმედი არ მაქ ისე მოყვანა ესენი კალადზემ ამატი საქმე ყოველტვის საეჭვოაა ესენი ეხლა საბურტალოს გაქაჩავენ აბა ხიჩიგაშვილი რისტვის ზის იქ მიტოა ქარტული ფეხბურტის საქმე კარგად არ დამტავრდა ის ამის ის იმის მაგრები ხართ ხალხს აბრმავებტ

• gio

კობი ფიფია უფრო ახლოს დაიჯინე არცევნებზე კინაგამ ტვალები დატხარა ხალხს შენტვის უფრო ახლოს დასმა დაიმსახურა ნაგდად

• dato

უხაროდეტ დინამოს და საბურტალოს ფეხბურტელებს მაგარი პატრონიანები გახდნენ საცოდავი სხვა ბავშვები ვსიო დაიკარგენ მაგატ ვინ გააჭაჭანებს სადმე

• gio

იაგორაშვილზე ჯვარი გაქვტ დაცერილი?ყუ ავსაჯანა არველადზის კაცია იაგორა ვისია ვისია და ეხლა ფიფიასია რა მაგარია არა უნდა გცხვენოდეტ ყველგან დინამოს და საბურტალოს ხალხი აქ ფიფია იქ ხიჩიგაშვილი იგულავეტ ვინ შეგიშლიტ ხელს როგორც მოგიყვანატ კალადზემ ისე მუშაობტ საგოლ ტქვენ

• Beqa

16 წლამდელთა ნაკრები გააუქმეს?მათ ხომ შესარჩევი უწევთ სექტემბერში

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

U17. საქართველოს ნაკრები დანიასთან უშანსოდ დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

19-წლამდელები პორტუგალიისა და დანიის წინააღმდეგ - მაისურაძე "პორტუსა" და "ბრაგას" ლეგიონერებით

ელიტრაუნდი 17-წლამდელებმაც მარცხით დაიწყეს [VIDEO]

მაისურაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს

გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

ჰეთ-თრიკი და ქამბექი - მაისურაძის 19-წლამდელების გამარჯვება [VIDEO]

19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა მოდლოვური ტურნირი სომხეთის განადგურებით დაასრულა

19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება

U17 | კვიპროსი 1:2 საქართველო

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...

U.21 ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო