ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ბანაკიდან არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ
არასასიამოვნო ამბავი შევიტყვეთ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბ "ცხინვალის" ბანაკიდან - ფინანსური მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ გამორიცხული არ არის, გუნდმა საქართველოს ჩემპიონატი ვეღარც განაახლოს.

ვისაც ჯერ არს, უნდა შევახსენოთ, რომ საქართველოსთვის "ცხინვალი" რიგითი გუნდი არ არის. ცოტა ხნის წინათ კახა კაჭარავას შეგირდებმა ევროპალიგაზე ითამაშეს. მართალია, გუნდი რუმინულ "ბოტოშანთან" დამარცხდა ორმატჩიან დუელში, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ევროპაში საქართველოს სახელით ითამაშა და ეს უკვე დიდი საქმე იყო.

სხვათა შორის, საამისოდ, ცხინვალელებს მიმდინარე სეზონშიც მშვენიერი შანსი აქვთ. გეხსომებათ, სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა ახლახან "როსტოვში" ნიკა კაჭარავა.

მოკლედ, "ცხინვალს" შველა სჭირდება და ვისაც ეს სათუთი მომენტი აღელვებს, "რაღაც" უნდა ქნას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

აკაკი-ტორპედო
1 ტრანსფერიდან შემოსული თანხა 600 000 $ სად წაიღეს ან უეფას გადმორიცხული თანხა ? უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა ერთი კარგი რეფორმაა საჭირო ქართულ ფეხბურთში, ყველა ეს უქნარა კლუბის პრეზიდენტები,დირექტორები და ა.შ. სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ფეხბურთს !!!
გიორგი
არ შეიძლება ჟურნალისტზე ჯოხის გადატეხვა და არ ვტეხავ, აქ ჟურნალისტი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე, უბრალოდ, კითხვა გამიჩნდა, ნუთუ კითხვა არ გაუჩნდა?? ან გვინდა ზოგადად ისეთი კლუბები, 5წლის მანძილზე ერთი თეთრი არ აუღიათ ტრანსფერში? ესეთი მენეჯმენტის კლუბები? ცხინვალზე იმიტომ მწყდება გული, ცდილობდა ეს კლუბი 6 თვიანი შემადგენლობები არ ყოლოდათ და სხვა კლუბებიდან განსხვავებით თავისი ხელწერა ქონდათ.
გიორგი,
გიკვირს კითხვებს რომ არ სვამენ? ბატონმა კაკაურიძემ "არასასიამოვნო ამბავი შეიტყო", შეგვახსენა რომ ცხინვალმა ევროპის ლიგაზე იასპარეზა და დაასკვნა რომ - "მოკლედ, "ცხინვალს" შველა სჭირდება და ვისაც ეს სათუთი მომენტი აღელვებს, "რაღაც" უნდა ქნას...". საქმე გააკეთდა. სხვა ქვეყნებში ჟურნალისტებს ჰაერში ყავთ აწეული ყველა ვინც კი კლუბებთან ოდნავ მაინც ახლოს დგას, დაწყებული კლუბის პრეზიდენტით, დამთავრებული ბაზის დამლაგებლით, ყველაფრის საქმის კურსში არიან, ეკითხებიან, იძიებენ, იკვლევენ ოფიციალურ ბუღალტერიას, აქ კი...
გიორგი
დავწერე კომენტარი, რომელიც მეორე გვეძზეა, და დავსვი კითხვა, სად წავიდა კაჭარავას ტრანფერის თანხა? და თუ კლუბი ახალგაზრდა პერსპექტიული, ჩემპიონატის ბომბარდირი ფეხბურთელის გასხვისებაში თანხას არ ითხოვს, ეგეთი მენეჯმენტის მქონე კლუბი შესანახია??? ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად sportall.ge ისა, მაინტერესებს ჟურნალისტმა ეგ კითხვე ი რატომ არ დასვა?
agenti
როცა ხელფასს არ ან ვერ უხდი ფეხბურთელს, მაშინ ხელს ვერ შეუშლი მის სხვა გუნდში გადასვლას თავისუფალი აგენტის სტატუსით
ნიკოლოზი
ქართული ფეხბურთი გადაქცეულია პირდაპირი მნიშვნელობით ფულის შოვნის წყაროდ(ბიზნესში და დივიდენდებში არ აგერიოთ), რა წყაროდანაც შეუძლიათ, იქნება ეს დახმარება, სპონსორი თუ სხვა, შოულობენ და ჭამენ. როგორც ბიზნესს არავინ უყურებს ამ საქმეს ან ვინ უნდა შეხედოს.. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, სისტემა სრულად მოშლილია, უფრო სწორად სისტემა 25 წელია ვერ შევქმენით. ასე რომ საკლუბო ფეხბურთიდან შედეგს ნუ ელოდებით მეგობრებო. სამწუხარო რეალობაა, რომ არც ინვესტორი გვყავს, არც ბიზნესმენი, არც სახელმწიფო პროგრამა, არც პროფესიონალები ვინც ამ პროგრამას გაწერენ და იმპლემენტაციას გაუკეთებენ, არც ორგანიზებული ფან-კლუბები და არც ჯანსაღი ფეხბურთში გარკვეული ჟურნალისტიკა, ვინც ეს პროცესი უნდა გააკონტროლოს და გააკრიტიკოს. ყველა გადასულია ფულის "შოვნაზე", ვაი თქვენს პატრონს.
nodo
დევნილი ბავშვები რომ გამორეკა კარგი იკო ერთი რამდენი დევნილი მუშაობს გუნდში
nodo
დევნილი ბავშვები რომ გამორეკა სანაკოევმა და შელიამ კარგი იკო დაუბრუნოს სხინ ვალის გუნდი ვისაც ჩამოართვეს
ზაზა
300ათასი ევრო ხომ უნდა მიიღონ კაჭარავას ტრანსფერში?
გიორგი
ან ძაან დაღლილი ვარ სამსახურისგან ან რაღაც პრობლემა მაქ , ვერ გავიგე რაში ჭირდება ამ გუნდს დახმარება?
ani
უკვე იცოდა კაჭარავამ გუნდი რომ ვერ შეძლებდა თამაშს და თავისი შვილი სასწრაფოდ გააცილა საქართველოს?
inkognito
თავს აცოდებენ ხალხს არადა ერთერთი ყველაზე დი ბიუჯეტიანი კლუბია თუ ეგრე არაა საიდანაა ხელფასები 4000 3000 5000 საიდან გვითხარით ერთი
ზურა888
ბატონო სტატიის ავტორო, მიზეზს არ გვეტყვი? ფეხბურთელი რომ "როსტოვში" გადავიდა და ერთი თეთრი არ მიუღია ქართულ საბიუჯეტო გუნდს არც (ვერც) ამის მიზეზს გვეტყვი ბატონო სტატიის ავტორო?
zviad
Eს რა უბედურება გვჭირს დღითიდღე უარესდება მდგომარეობა.რამე ხო უნდა გააკეთოს ფედერაციამ?!35 დან შვილი გადავიყვანე ცხინვალში და იქ უფასოდ ვარჯიშობდა,ჭაბუკთა ლიგაში გამოდის გუნდი და 14 წლის ბიჭისთვის დიდი გაკვეთილი არის უფროსებთან თამაში და იმედი რომელიც გვქონდა იმისა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა ბავშვი ესეთი სიტუაციის გამო დღითიდღე კვდება,თუ ცხინვალი არენდას ვეღარ გადაიხდის ვეღარც ჩემი შვილი ივარჯიშებს და ალბათ მოგვიწევს დამშვიდობება ფეხბურთთან ისევე როგორც ბევრი წასულა გაჭირვების გამო ფეხბურთიდან.არადა მონაცემები კარგი აქვს ძაან სწრაფია,ორივე ფეხით გააქვს გოლები და თავითაც კარგად თამაშობს.თექნიკასთანაც კარგადაა და იმის მაგივრად ვფიქრობდეთ განვითარებაზე ვფიქრობთ საით წავიდეთ იმიტომ რომ საითაც გავიქეცით იქით წავიქეცით!დარწმუნებული ვარ ბევრია ჩვენნაირ მდგომარეობაში!śòś!!!
Giorgi
ცუდია ეს ფაქტი თუ მოხდება და ვურჩევ მთავრობას მიაქ იოს ყურადღება, მაგრამ აქვე მაინტერესებს, სად წავიდა კაჭარავას როსტოვში გაყიდვის თანხა? თუ იგივესთან გვაქ საქმე, წლების წინ ტორპედომ აშვეთიას კოპენჰაგენში გაყიდული ფულით, როგორც ხმები დადიოდა, ხელმძღვანელობის მანქანების ყიდვას მოახმარა? ცხინვალის ხელმძღვანელობას არაფერს ვაბრალებ, უბრალოდ თუ გასცემს პასუხს სად წავიდა ან თუ აწი ჩარიცხავენ როსტოვიდან, სად წავა ეგ ფული გასცემს პასუხს. პს. არც ტორპედოზე ვამბობ გადაჭრით ეს ფული ხელმძღვანელობამ მოიხმარათქო, მაგრამ დღემდე ეს თანხა რომელიც საკმაოდ დიდი იყო სად წავიდა ბუნდოვანებითაა მოცული.
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს
"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა