საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებს 3 ამხანაგური მატჩი დაუგეგმა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნულ ნაკრებს 3 ამხანაგური მატჩი დაუგეგმა.

გადაწყვეტილი ამბავია, რომ 29 მარტს ქვეყნის მთავარი გუნდი თბილისში ყაზახეთს დაუპირისპირდება. მაისის ბოლოს საქართველოს ნაკრები გაემგზავრება ავსტრიულ შეკრებაზე, სადაც 28 მაისს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთს გაეჯიბრება, 3 ივნისს კი ევროფორუმის კიდევ ერთ მონაწილესთან, რუმინეთის ეროვნულ ნაკრებთან ბუქარესტში ისპარინგებს.

ამ სამი მატჩით საქართველოს ეროვნული ნაკრები მოემზადება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები უელსის, ავსტრიის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის ნაკრებები იქნებიან.

ახლა ცალკე ვისაუბროთ საქართველოს ნაკრების იმ სამ მეტოქეზე, რომელზეც ზემოთ გითხარით. ვნახოთ, რა ძალისა და გაქანების გუნდებთან მოგვიწევს სპარინგი...

ყაზახეთი

გუნდს ჩვენთვის კარგად ნაცნობი რუსი სპეციალისტი - იური კრასნოჟანი წვრთნის. მან ნალჩიკის "სპარტაკში" წარმატებული მუშაობით გაითქვა სახელი. კრასნოჟანს არაერთ ქართველ ფეხბურთელთან უმუშავია.

რა გასაკვირია და, ყაზახეთს არ ჰქონდა წარმატებული ევროშესარჩევი ციკლი. გუნდის ლიდერები არიან მეკარე ანდრეი სიდელნიკოვი ("აქტობე"), მცველი კონსტანტინ ენგელი ("ინგოლშტადტი", გერმანია), ნახევარმცველი ჟამბოლ კულიევი ("ქაირათი") და ფორვარდი სერგეი ხიჟნიჩენკო ("აქტობე").

ეს მატჩი პირველი იქნება საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელისთვის, რომელიც ჯერჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს. ყაზახეთი ისეთი მეტოქეა, რომლის დამარცხებაც ნამდვილად შესაძლებელია.

ყაზახეთს შეუძლია, სიურპრიზი შემოგვთავაზოს, მაგრამ წესით, ჩვენთვის კარგი საკბილო უნდა იყოს.

სლოვაკეთი

იან კოზაკის გაწვრთნილმა სლოვაკეთმა აღმავლობით ჩაატარა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ნაწილი.

სლოვაკები მეორე ადგილზე გავიდნენ. კოზაკის გუნდმა უკან მოიტოვა უკრაინის, ბელორუსის, ლუქსემბურგისა და მაკედონიის ნაკრებები. კარგა ხნის განმავლობაში ჩვენი მომავალი მეტოქე შესარჩევ ჯგუფს ლიდერობდა კიდეც.

გუნდის ლიდერი და კაპიტანია ინგლისური "ლივერპულის" მცველი მარტინ შკრტელი. გამოსარჩევი ფიგურები არიან ასევე მარეკ ჰამშიკი ("ნაპოლი", იტალია), ვლადიმირ ვაისი ("ლეხვია", ყატარი), იურაი კუცკა ("მილანი"), რობერტ მაკი (პაოკ, საბერძნეთი) და რობერტ ვიტეკი ("სლოვანი").

რუმინეთი

გამოცდილი სპეციალისტის, ანგელ იორდანესკუს მიერ დამოძღვრილი რუმინეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილზე გავიდა. კარპატელები ჩამორჩნენ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს, რომელიც გასული ეტაპის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად მონათლეს.

დღეს რუმინეთს აღარ ჰყავს გეორგე ჰაჯის, დან პეტრესკუსა და მარიუშ ლეკეტუშის დარი ვარსკვლავები, თუმცა გუნდი ბრძოლისუნარიანი და ერთობ ანგარიშგასაწევია. რუმინელებს ნებისმიერი მოწინააღმდეგის გამწარება შეუძლიათ.

იორდანესკუს ჰყავს ორი კვალიფიციური მეკარე - კოსტელ პანტილიმონი და ჩიპრიან ტატარუშანუ. დაცვაში გამოირჩევიან რაზვან რაცი (კაპიტანი, "რაიო ვალეკანო", ესპანეთი) და ვლად კირიკეში ("ნაპოლი").

ნახევარდაცვაში უნდა გამოვყოთ გაბრიელ ტორიეს ("ოსმანლისფორი", თურქეთი), ალექსანდრუ მაქსიმს ("შტუტგარტი", გერმანია) და მიჰაი პინტილის ("სტიაუა"). თავდასხმაში კი გამოვარჩევთ ბოგდან სტანკუსა ("გენჩლერბირლიგი", თურქეთი) და კლაუდიო კესერუს ("ლუდოგორეცი", ბულგარეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zviad
Aფსუს რა კარგი ტესტ თამაშებია და ცხადაძე კი გაუშვეს,არა და ზუსტად ის სიტუაცია მოამზადა კახამ რო ესეთი მოწინააგმდეგე უნდა დაგვემარცხებინა და საკუთარი ძალების უნდა გვერწმუნა.ეხლა კი რა ხდება ?!ბიჭები გაურკვევლობაში არიან და იმ მუხტს აუცილებლად დაკარგავენ რაც ცხადაძემ მისცა.გული მტკივა ესე უღირსად რო მოვექეცით კახის.მოვექეცით იმიტომ რომ ყველანი უნდა გამოვსულიყავით და ამ ახირებულ გადაწყვწტილებას არ უნდა შევგუებოდით.ჯერ მარტო ცუდს აკეთებენ არადა მჯეროდა კობიაშვილის.
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
"ვინც უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი, მჯერა, შრომას არ დამიკარგავს"
ევრო 2016-ის გახსნის მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
ევრო 2016. B ჯგუფი. რუსეთი-სლოვაკეთის წინ: არც უფრო რთული და არც იოლი
ევრო 2016. A ჯგუფი. რუმინეთი-შვეიცარიის წინ: შვეიცარიას ისტორია სურს
ევრო 2016-ის ამბები: სრნა ხორვატიას დაემშვიდობა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ევრო 2016. შესარჩევი. IX ტურის წინ: საგზურის გაფორმების მოლოდინში
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
სლოვაკეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი - ვლადიმირ ვაისი ჩეხეთთან წაგების შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად დასალევად წავიდა და ამიტომ გადავდექი
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ევრო 2016. A ჯგუფი. რუმინელებმა და შვეიცარიელებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს [VIDEO]
სლოვაკეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა
ევრო 2016. A ჯგუფი. რუმინეთი-შვეიცარია: ვის აწყობდა ლოგიკური ფრე? [VIDEO]
დღეს ევრო 2016 იწყება - გაუმარჯოს საფრანგეთსა და ფეხბურთს!
ჩვენ და სლოვაკები: სამშობლოსა და შვილის წინააღმდეგ...
ევრო 2016. B ჯგუფი. სლოვაკეთი-ინგლისი: კოზაკი და კოზაჩიკი სკუპ-სკუპით მერვედფინალისკენ [VIDEO]