სფფ ამზადებს ჩემპიონატის გამართვის ახალ პროექტს, რომელზე საჯაროდ ლაპარაკს ჯერ არ ჩქარობს
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა სტატუსი, რომელიც ჩვენი ფეხბურთის კომიკურ რეალობას აშიშვლებს:

"სფფ-ის ძველი მმართველების გადაწყვეტილებამ, უმაღლეს ლიგაში გუნდების 16-მდე გაზრდის შესახებ, ეროვნული ჩემპიონატის დონე "ძალიან" რომ გაზარდა, ესეც მეტყველებს: ფეხბურთიდან წასვლის მსურველ ალექსანდრე იაშვილს, 39-ე წელიწადში მყოფ დამსახურებულ და ყველასთვის ძვირფას ვეტერანს, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლაში კონკურენცია ერთმა კაცმაც ვერ გაუწია"...

ცხადია, სტატუსის ავტორს ვეტერანი ფეხბურთელის შეურაცხყოფა აზრადაც არ ჰქონია. ისიც მართალია, რომ ეროვნულ ჩემპიონატში ბევრი საინტერესო ახალგაზრდაა და ისინი მომავალზე თუ ფიქრობენ, კარიერის დასრულებაზე დაფიქრებულ ვეტერანს კი უნდა სჯობდნენ...

ახლა გადავიდეთ მთავარზე. ჩემპიონატი ისევ 16-გუნდიანი ფორმატით გაგრძელდება თუ მონაწილეთა რაოდენობა შემცირდება?

გულშემატკივრებშიც და სპეციალისტებშიც მოსაზრება გაყოფილია - პოზიცია ხშირად გამომდინარეობს არა ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან, არამედ კონკრეტული გუნდის მდგომარეობიდან. 16 გუნდიდან ბევრს არ ულხინს და ლიგის მონაწილეთა რაოდენობის 10-მდე ან 12-მდე შემცირების შემთხვევაში, ცხადია, უმაღლეს ლიგას ბევრი დაემშვიდობება.

ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელები ამის შესახებ პოზიციის დაფიქსირებას ერიდებოდნენ. არსებული ფორმატის მომხრეები სახელმწიფო კლუბები არიან, კერძოები კი რაოდენობის შემცირებისკენ იხრებიან.

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ამ თემაზე სიფრთხილით ილაპარაკა:

"სეზონი დაწყებულია და დებულებით წინასწარაა განსაზღვრული, მომავალ სეზონში რომელ ლიგაში რამდენი გუნდი ითამაშებს და რომ უმაღლესი ლიგიდან მხოლოდ 2 მონაწილე გავარდება. ამიტომ დღეს ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია.

სფფ-ის ახალი ხელმძღვანელობა სეზონის მსვლელობისას დებულების გადაკეთებისა და სპორტული პრინციპების დარღვევის კატეგორიული წინააღმდეგია. მომდევნო ჩემპიონატის დაწყებამდე ახალ დებულებას მივიღებთ და გამოჩნდება, როგორ შევხვდებით 2016/17 წლების სეზონს".

ამ სიტყვებში საინტერესო სიახლეები იკითხება.

"დღეს ამ თემაზე ლაპარაკი ნაადრევია" ნიშნავს, რომ მოვა დრო და სფფ-ის თავკაცები ამ საკითხზე აუცილებლად ილაპარაკებენ.

საინტერესო იყო ამ პასუხის მეორე ნაწილიც - "ახალი ხელმძღვანელობა სეზონის მსვლელობისას დებულების გადაკეთებისა და სპორტული პრინციპების დარღვევის კატეგორიული წინააღმდეგია".

ანუ სფფ-ში არსებული დებულების შეცვლაზე, ანუ მონაწილეთა რაოდენობის შემცირებაზე ფიქრობენ. ამაზე მუჯირის ეს ფრაზაც ხომ არ მეტყველებს? - "მომდევნო ჩემპიონატის დაწყებამდე ახალ დებულებას მივიღებთ და გამოჩნდება, როგორ შევხვდებით 2016/17 წლების სეზონს".

ისე ჩანს, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამზადებს ჩემპიონატის გამართვის ახალ პროექტს, რომელზე საჯაროდ ლაპარაკს ჯერ არ ჩქარობს და, ალბათ, ზაფხულამდე ასე იქნება.

ფაქტია, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატის გამართვას ჩვენზე ბევრად მდიდარი და განვითარებული საფეხბურთო ქვეყნებიც არ რისკავენ - დანია (12), შოტლანდია (12), შვეიცარია (10), ავსტრია (10), ხორვატია (10)... ახლად წამოჩიტული მდიდარი ლიგების მესვეურებიც 10 ან 12-გუნდიან ფორმატს ამჯობინებენ. ასე მოხდა აზერბაიჯანსა (10) და ყაზახეთში (12), სადაც რაოდენობა შეამცირეს. ალბანეთში, რომელიც პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, უმაღლეს ლიგაში ასევე 10 მონაწილეა.

მათზე მეტი ფეხბურთელი გვყავს, ფინანსურად ვჯობივართ თუ რა კრიტერიუმით გადავედით ამ ფორმატზე, რომელიც წინასაარჩევნოდ გადაგდებული საკენკი იყო? "ლელო" ამაზე ადრეც ხშირად წერდა და აკრიტიკებდა 16-გუნდიან ფორმატს და ახლა ამაზე აღარ დავწვრილმანდებით.

უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ სფფ-ს ფეხბურთის განვითარების პროგრამა მოუმზადებია და განსახილველად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გადაუგზავნია.

ეს მუჯირმა "ფეხბურთის განვითარების ფონდზე" საუბრისას გაამხილა:

"ფეხბურთის განვითარების გეგმა უკვე შედგენილია. ის სპორტის სამინისტროს უკვე წარვუდგინეთ და, როგორც ვიცი, მოწონებაც დაიმსახურა. ამ პროგრამის მიხედვით, დაფინანსდებიან არა მხოლოდ უმაღლესი და პირველი, არამედ სხვა ლიგების კლუბებიც.

საწყის ეტაპზე, მუნიციპალურ და კერძო საკუთრებაში მყოფ კლუბებს თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ. პროგრამაში შედის მწვრთნელთა გადამზადებაც, ბავშვთა ფეხბურთისა და მსაჯთა ინსტიტუტის გაძლიერებაც".

მუჯირმა განმარტა, თუ როგორ აპირებს სფფ ფეხბურთით ბიზნესის დაინტერესებას:

"მასობრივ, ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში სახელმწიფოს მონაწილეობას ნებისმიერ დროს მივესალმებით. ახლა ამის გარეშე ფეხბურთის წინსვლა წარმოუდგენელია.

ეს კლუბებს და რეგიონებს საშუალებას მისცემს, გრძელვადიანი განვითარების გეგმა შეიმუშაონ, რაც საქართველოში ფეხბურთის დონის გაზრდას შეუწყობს ხელს. მაგრამ პროგრამა 10-წლიანია (5+5) და იმაზეა გათვლილი, რომ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც ბიზნესს დააინტერესებს.

ჩვენი ჩანაფიქრის მიზანი სწორედ ის არის, რომ საბოლოოდ, ფეხბურთში რაც შეიძლება მეტი კერძო მესაკუთრე შემოვიდეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mumu
მუჯირი პატარა რეზოს მაგონებს იმანაც ეგრე დაიწყო და ცოტა ხანში ნახეთ რეზომ რაც ქნა,
patrioti
ყველაზე ნაგდია 2 გუნდი იყოს დინამო და სფფ,რას იმტვრევთ თავებს ტყუილად
qutaiseli
ფიფია დინამო როა მიტო დებს ფულს ამ გუნდის ისტორიიდან და გაქანებიდან გამომდინარე აპა ქუთაისში ვიღა ჩადებს ფულს შეკვეცილი სტადიონი ინფრასტრუქ
მახო
10 გუნდი 4 წრედ იდეალურია თუ ღმერთმა ქნა და აფხაზეთის გუნდები დაემატნენ მაშინ 12 გუნდი იქნება
მახო
10 გუნდი 4 წრედ იდეალურია თუ ღმერთმა ქნა და აფხაზეთის გუნდები დაემატნენ მაშინ 12 გუნდი იქნება
qomagi
10 ან 12 გუნდი ესაა ყველაზე უინტერესო და არაპროგრესირებადი ჩემპიონატი. ერთი გუნდი მეორეს როცა 4 ჯერ შეხვდება სეზონში ეს არაა ნორმალური. თუ 12 იქნება შეხვდნენ 2 ჯერ და იყოს 28 თამაში,მაგრამ ფორმატით არ შეიძლება ეს. მაგრამ ის ხომ შეიძლებოდა 12 გუნდიანი როცა იყო და ბოლოში ჩემპიონობა ზესტაფონმაც და რუსთავმაც რო იზეიმა და ბოლოს ძლივს გაირკვა ჩემპიონი..დატოვეთ 16 გუნდი ძლივს ნორმალური ცხრილი შედგა და შეეშვით შემცირებებს.ის ღარიბი გუნდები მაინც იარსებებენ და პირველ ლიგაში იქნებიან თუ უმაღლესში,აცადეთ.
kaxa
10 gundi kargi iqneba.bevri pexburteli ver vitardeba imis gamo rom pikrobs ukve "visha ligashi" tamashobs.
dato
10 ესაა მაქსიმუმი,უკეტესია პირველი ლიგა იყოს ეკსპერიმენტების ადგილი ვიდრე უმაღლესილიგა.რა უნდა თერჯოლას მარტვილს უმაღლესლიგაში?რეგიონალური პრინციპიც დასაცავია.თუ პატარა ქალაქი ზრდის და გააჩნია თავისი აღზრდილები კარგია მაგრამ აი ზემოთ რომგუნდები ვახსენეთ იცვევენ გადაბერებულ ფეხბურთელებს ან თუნდაც ახალგაზრდებს სხვა რეგიონიდან და ასეთიმიდგომით მხოლოდ ტყვილა ხარჯავენ რაიონის რესურს.
_svani_
მაქსიმუმ 12 მაგრამ 10 იდეალური იქნება, 16 გუნდი სისულელეა და ზედმეტი ფულის ხარჯვა!!!
suuuuuu
10 გუნდიანი ჩემპიონატი საკმარისია ამ ეტაპზე ჩვენთვის, მაგრამ პირველ რიგში მოედნებს უნდამ მიეხედოს, ფეხბურთელმა თავი უნდა იგრძნოს ნამდვილ ფეხბურთელად, სხვანაირდ წარმოუდგენელია წარმატებაზე ფიქრი, 1 ბიზნესმენს როგატენონ 1 გუნდი გაკეთდება საქმე!
ken
მაქსიმუმ 10 გუნდი, სხვა არაფერი არ გამოვა
მურთაზი
ნორმალური 10 გუნდიც ძნელი შესაკრებია
დავით მუჯირი კერძო ბიზნესმენები
მუჯირმა რა მაგიური შელოცვის ძალით უნდა დააჯეროს ვინმე კერძო ბიზნესმენს, რომ ქართულ კლუბებში ფული ჩადონ? რომან ფიფია იმიტო დებს ქართულ ფეხბურთში ფულებს, რომ რომან ფიფია პატრიოტია და არა იმიტომ რომ ქართულ კლუბებში ფულის ჩადება მომგებიანია. სამწუხაროდ მუჯირი უახლოესი 200–წლის განმავლობაში ვერცერთ ბიზნესმენს ვერ დააჯერებს, რომ ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადება მომგებიანი იქნება.
არ
მე ვფიქრობ 12გუნდიანი აჯობებდა და მეორე წრის შემდეგ 6საუკეთესოს ცალკე ეთამაშა.
Raul
10 გუნდი 4 წრედ! ეს არის საქართველოს ჩემპიონატისათვის იდეალური და ვეღარ დაადგეს თავი!
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ტორპედო-სამტრედია 0:0 - უკეთესი "ტორპედო", იღბლიანი "სამტრედია" [PHOTO]
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
ლაშა სალუქვაძემ ბაქოს დერბიში გაიტანა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება