თურქული შეკრების მორიგ საკონტროლო მატჩში "დილა" დანიის პირველი დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს დაუპირისპირდა
თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩში გორის "დილა" დანიის პირველი დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, "ვენდსისელს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ეს გუნდი თავდაუზოგავად იბრძვის დანიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.

თამაშის დასაწყისი თანაბარი იყო, მერე კი "დილა" გოლს გადაურჩა. დანიელთა ფორვარდის დარტყმული ბურთი ქართველთა კარის ძელს მოხვდა. გორელების პასუხი მყისიერი იყო - მარცვალაძის დარტყმას მეტოქის მეკარე ადგილზე დაუხვდა.

მე-13 წუთზე გატანის რეალური შანსი ჰქონდა მაშუკოვს. მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი დანიელთა კარს ასცდა. პირველი ტაიმის შუაში ერისთავის სოლოს შემდეგ მოწინააღმდეგის კარის აღება ფალავანდიშვილმა სცადა, თუმცა უშედეგოდ.

28-ე წუთზე დანიელებმა ანგარიში გახსნეს. ეს სტანდარტულიდან, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მოახერხეს. 35-ე წუთზე "ვენდსისელის" უპირატესობა გაიზარდა - საჯარიმოში ჩაწოდება, კიდევ ერთი თავური და 0:2.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარი გორელებმა აქტიურად დაიწყეს. გოგუას გადაცემის შემდეგ ბურთი ოთარ მარცვალაძემ კარის ძელს გაარტყა. შესანიშნავი საგოლე შანსები ვერ გამოიყენეს ფალავანდიშვილმა და ერისთავმა.

მერე იყო მარცვალაძის მორიგი მომენტი და გაძევება "ვენდსისელის" შემადგენლობაში. გორელებმა მოწინააღმდეგეს უფლება მისცეს, თამაში სრული შემადგენლობით გაეგრძელებინა.

მეორე ნახევარი გორელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ისინი გოლს იმსახურებდნენ და გაიტანეს კიდეც. 73-ე წუთზე მინდვრის ცენტრში ბურთი ოთარ მარცვალაძემ მიიღო, 6 (!) დანიელი მოატყუა, მეკარეც მიაყოლა და ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა.

მატჩის ბოლოს გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ორჯერ აარიდა საფრთხე გუნდს სამარქაფო მეკარე ლეგაშვილმა, მერე კი კიდევ ერთმა სათადარიგომ, კვირკვიამ ვერ შეაგდო.

როგორც ხედავთ, "დილას" შემადგენლობაში ითამაშა გოგიტა გოგუამ, ვისაც ყაზახურ "ირტიშში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. აქვე ვთქვათ, რომ უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზის გამო მოისაკლისა.

"დილა" (სასტარტო): მუჯრიშვილი, ლომიძე, სამხარაძე, გოგუა, ფალავანდიშვილი, ელიაური, ნონიკაშვილი, საბაძე, ერისთავი, მაშუკოვი, მარცვალაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gios
ეიფლიიი სითიიიი ))))) რას მოუგებთ ბიჭო რას მოუგებთ :დდ 1 ან 2 მოგება გაქვთ სულ არსეობბის მანძილზე არ გიტყდება რეებს წერ
giogio
დილა დინამოს ყოველთვის მოუგებს დინამოს ნახევარი ბიუჯეტი რომ ქონდეს რაც შეეხება ევროპულ ფეხბურთს ბოლო წლებში შედეგებით ჩანდა ვინ რის სტანდარტებში იჯდა
ალეკსანდრე
ჩვენ ჩემპიონატში მარტრო დინამო აჩვენებს ევროპული სტანდარტების ფეხბურტს
georgian
ქვეყნის ჩემპიონი მეორე ლიგის გუნდთან რომ აგებს სირცხვილია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა