გორის "დილაში" უცხოელი ლეგიონერის დამატების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება
გორის "დილამ" თურქული შეკრება დაასრულა. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდი საქართველოს მოქმედი ჩემპიონია. მიმდინარე სეზონში "დილას" ტიტულის შენარჩუნება გაუჭირდება, მაგრამ ცხადია, გორელები ბოლომდე იბრძოლებენ.

სოსიაშვილს თურქული შეკრების შეფასება ვთხოვეთ...

- შეკრებით კმაყოფილი ვარ. ყველაფერი გაკეთდა, რაც დაგეგმილი გვქონდა. ეგაა, ბოლოს სასტუმროში ვირუსი იყო და 6 ფეხბურთელი გაცივდა. ამის გამო გადავდეთ ერთი საკონტროლო შეხვედრა. ვარჯიშები, მოედნები, კვება, სასტუმრო - ყველაფერი მაღალ დონეზე იყო.

- მოდით, განვიხილოთ თითოეული საკონტროლო მატჩი...

- პირველი თამაში ყაზახურ "ირტიშთან" გვქონდა. კარგი გუნდია, ლამის სულ უცხოელებითაა დაკომპლექტებული. გოლები სწრაფად მივიღეთ, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვცოცხლდით. საბოლოოდ, 2:3 წავაგეთ...

მეორე თამაში გვქონდა მოლდოვურ "ზარიასთან". ცუდმა ამინდმა ძალიან შეგვიშალა ხელი. აქაც თავიდან ორი ბურთი გავუშვით, რაც ცუდად დაგვჩემდა. მერე გავათანაბრეთ ანგარიში. მე ანტალიაში ასეთი ცუდი ამინდი არ მინახავს...

მესამე თამაში ჩავატარეთ ჩერნოგორიის ჩემპიონატის ლიდერ "მლადოსტთან". მოწინააღმდეგე ძალიან უხეშობდა. მეტოქის 2 ფეხბურთელი გააძევა მსაჯმა, მაგრამ შეთანხმების მიხედვით, ჩერნოგორიელები კვლავ თერთმეტნი დარჩნენ მინდორზე... ბოლოს ისეთი მასშტაბები მიიღო მათმა უხეშობამ, მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე თამაშის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ძარიას საშინლად ეუხეშნენ...

მეოთხე შეხვედრა ყველაზე კარგი და სანახაობრივი გამოვიდა. სერბულ "იაგოდინასთანაც" თავიდან 2 ბურთი გავუშვით და მერე შემოვატრიალეთ თამაში. 2:2 დავასრულეთ.

ბოლო თამაში გვქონდა დანიურ "ვენდსისელთან". ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ამ მატჩში ცენტრალური მცველების გარეშე ვითამაშეთ, რადგან ოთხივე მათგანი გაგვიცივდა... "ვენდსისელს" მაღალი, სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ორი გოლი "სტანდარტულიდან" გაგვიტანეს. მეორე ტაიმში ისევ გამოვასწორეთ თამაში და გოლიც გავიტანეთ, მაგრამ მაინც დავმარცხდით. თამაშის მერე მატჩის ბულგარელმა მსაჯებმა გვითხრეს - მეორე ტაიმი ძალიან კარგად ითამაშეთო...

მთლიანობაში, თურქულ შეკრებაზე ერთი მატჩიც კი ვერ მოვიგეთ, თუმცა შედეგი პირველ პლანზე ოფიციალური მატჩებისას დადგება. ახლა კი დავხვეწეთ სხვადასხვა სქემა, საქმეში ვნახეთ ყველა მოთამაშე...

- რას იტყვით გუნდის ახალწვეულებზე?

- მათ უმრავლესობას კარგად ვიცნობთ. ერთადერთი, გიორგი ჩელებაძეა ახალი. ის გუნდს კარგად შეეწყო.

- როგორ ფიქრობთ, დაცვის ხაზში პრობლემები მხოლოდ მცველების ავადმყოფობის ბრალია?

- არა, არ უნდა იყოს მხოლოდ ამის ბრალი. გუნდში მოვიდა ახალი ცენტრალური მცველი ბაგაევი. ის ადრეც იყო ჩვენთან, მაგრამ მაინც ახალწვეულია. არიან სხვა ახლებიც. ჩვენი უკანა ხაზი კიდევ დასაბალანსებელია. მჯერა, ეს ასეც მოხდება.

- გოგიტა გოგუა "ირტიშში" ჩაირიცხა. ყაზახებს ის "დილასთან" საკონტროლო მატჩისას მოეწონათ?

- კი, გოგიტამ მართლაც რომ შესანიშნავად ითამაშა იმ შეხვედრაში...

- ხომ არ იცით, "ირტიში" გოგუას სანაცვლოდ რამეს გადაუხდის "დილას"?

- სიმართლე გითხრათ, არ ვარ ჩახედული ამ საკითხში.

- ჩემპიონატი კარს მოგვადგა. კიდევ ხომ არავინ დატოვებს "დილას"?

- წასვლით აღარავინ წავა. ამ დროისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს ერთ ქართველ და ერთ უცხოელ ფეხბურთელთან. ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. უცხოელის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

- რა იქნება გუნდის მიზანი?

- ჩვენი მიზანი ევროტურნირების საგზურის მოპოვებაა.

- ქალაქის საკრებულომ "დილას" ბიუჯეტი დაამტკიცა. რამდენადაა ის საკმარისი ამბიციური გუნდისთვის?

- არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს ფეხბურთელების დავალიანება და იმ თანხიდან ბავშვთა ფეხბურთსაც უნდა მოხმარდეს გარკვეული ნაწილი. ასე რომ, შესაძლოა, კვლავ ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
უჩა მაგარი მწვრთნელია
levani
ჩიხურას დაახლოებით იგივე დაფინანსება ქონდა და ევროტურნირზე მშვენიერი შედეგი დადო, თუ არ შეგიძლია წადი ან რა უბედურებაა ისედაც უჭირს ქვეყანას არაა აუცილებელი დიდი ხელფასების გაცემა შედეგი როცა არაა (თან ისეთი ფეხბურთელის მოყვანა რომელიც 4 თვეში გარბის) ბოლობოლო პრემია მიეცით მაღალი შედეგი თუ იქნება.შარშან ლიგაზე რო გიწევს თამაში ხო შეიძლებოდა ბევრად ნორმალური შეკრება მოეწყოთ კარგი სპარინგებით? შეკრებაზე ნახევარი ამხანაგურები ხან არ ჩაამთავრეს ხან რაღაც ჯანდაბა გუნდებს ეთამაშებოდნენ, მე არ მჯერა ამის წუწუნის, ამას რა დროც მისცეს იგივე დევდარიანისთვის რო მიეცათ შედეგს დადებდა. მარტო ჩვენთან უნდათ ორ დღეში ჩემპიონთა ლიგის მოგება?!
data
პირველ ტაიმში აგებდნენ მეორეში გამოცოცხლდნენ და 2:3 წააგეს. აი გამოცოცხლებაც ასეტი უნდა
kika
სირცხვილია სულ ფულზე წუწუნი თან როცა ასე უსუსურად თამაშობ.სახელმწიფო მეწველი ძროხა კიარაა/.
ucnobi
1)უცხოელებით ყოფილა დაკომპლექტებული "ირტიში",ჩვენ კი ყაზახები ჩვენები გვეგონა. 2."მოლდავურ ზარია"-სთან ცუდი ამინდი,რომელ მხარეს იყო,ალბათ სტადიონზე ცალ მხარეს ამინდი იყო დამეორე მხარეს არა. 3.მესამე შეხვედრაში მოწინაღმდეგემ,როგორ გაგიბედა უხეშობა,შენ ბალეტი ანახე მაყურებელს, 4--------------------------------- 5,ეს რა მოგსვლია ცენტრალური მცველი არ გყოლია, თორემ ბულგარელი მსაჯი მთლად გაგიჟდებოდა. ახალგაზრდა კაცი ხარ, მიხაროდა,მაგრამ მე,მგონია Fული საშოფრად ხარ მისული მაგ ადგილზე,დანებე თავი ასეთ სულელურ ნაპარაკს.
სტოპკა
პლახომუ ტანცორუ იაცა მეშაიუთ! წად რა, შენი მოგებული თამაში არ გაიშვა.
misha
ai zustad igives dawera minoda ,, tipi sul wuwunebs sheawuxa ra guli am sezonshi ar vici mara wina wels gundis mwvrtneli eg ki ara mamuka iyo jugeli da dado kidevac shedegi da es wuwunshi aris marto magari
mamulo
ეს "დილაში" ფულის საკეტებლადაა მგონი მოსული.
georgian
დიდი ხანია ვაკვირდები გორის დილაში მიმდინარე ფინანსურ პროცესებს. გავეცანი სხვადასხვა წყაროდან მიღებულ ფინანსებს და მგონია რომ დილაში არამიზნობრივად იხარჯება ფინანსები.
Zoro
Ucha tu ar ginda mushaoba wadi da mova iseti vinc gulit imushavebs .su wuwuneb da sul ukmayopilo xar kai ra
კლიმენტი
ჩემი პროგნოზით, გორი წელს ევროტურნირზე ვერ მოხვდება. დაიხსომეთ და თუ მაისის ბოლოს სხვანაირად იყოს საქმე, სულ მატყუარა პროგნოზისტი მიძახეთ :)
daviti
კარგი რა ბატონო უჩა, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავდ შეუძლებელია დაგეთანხმო, შეხედე რა ხდება ქვეყანაში, თქვენ კიდევ 6 თვეში მილიონ ნახევარი ლარი არ გყოფნით, სირცხვილია, რაში გჭირდებათ ეს თანხა? ევროთასების პირველივე წრეში რომ დამარცხდეთ იმისათვის? ჯერ დაიმსახურეთ და შესაძლოა უფრო მეტი მოგცეთ, მე კი ამის წინააღმდეგი არ ვიქნები, ახლა კი ნამდვილად ა იმსახურებთ არც იმ თანხას რაც გამოყო გორის საკრებულომ
FC DT 1925
ეს სულ როგორ წუწუნებს ნეტა თუ არ დაიღალა )))))
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
თემურ შალამბერიძე: ვინც ინვესტორს ვერ მოიზიდავს, უმაღლესი ლიგიდან გავარდება
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ქობულეთის "შუქურაში" აფრიკელ და ბრაზილიელ ლეგიონერებს ელოდებიან
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
თემურ შალამბერიძე: შეიძლება, თავიდან გაგვიჭირდეს...
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გორის "დილას" ოთარ მარცვალაძე და გუგა ფალავანდიშვილი დატოვებენ?
იქნებ ივარგოს... ახალი მწვრთნელი და უკრაინელი მოთამაშე ქობულეთის "შუქურაში"
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა