ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!

რევოლუცია: 10-გუნდიანი ლიგა, გაზაფხული-შემოდგომის სისტემა, 3.5 მლნ ჩემპიონს!

სფფ-მ დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის განვითარების რევოლუციური 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვისა და შესავლების გარეშე - 17 თებერვალს, ფეხბურთის ფედერაციამ დახურულ შეხვედრაზე ფეხბურთის განვითარების რევოლუციური 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. ბოლო 26 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ფეხბურთში სერიოზული რეფორმა იწყება.

ამ პროგრამაში არის ისეთი დეტალები, რასაც პროგრესული საფეხბურთო სამყარო წლების განმავლობაში ითხოვდა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, პროგრამაზე პუნქტობრივად მოგითხრობთ...

ჩავარდნილი ჩემპიონატი

სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილის შესავალი სიტყვის შემდეგ პროგრამაზე ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამ ილაპარაკა.

"პროგრამის საკვანძო ასპექტებზე მოგახსენებთ: ჩემპიონატის დაბალ დონეს ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

1) არათანმიმდევრული ფორმატი და, ამავე დროს, არაადეკვატურიც. წლების განმავლობაში ის გაუაზრებლად იცვლებოდა; 2) მოძველებულია ინფრასტრუქტურა; 3) ცარიელი ტრიბუნები; 4) ჩემპიონატი შეუფუთავია და 5) კომერციულად უინტერესოა", - ამბობს ჯღარკავა.

მან წარმოადგინა გრაფიკი, როგორ იცვლებოდა კერძო კლუბების პროცენტული მაჩვენებელი წლების განმავლობაში. ყველაზე მეტი იყო 2009/10 წლების სეზონში - 60%, ამის შემდეგ კი კატასტროფულად დაეცა და დღეისთვის მხოლოდ 25%-ს შეადგენს.

ასევე კატასტროფულად შემცირდა ბავშვების რაოდენობა: 8-წლამდელებში სულ 460 ვარჯიშობს. ამ პროცესს ისიც ემატება, რომ სკოლების კატეგორიზაცია არ მომხდარა. ამავე დროს, საკომპენსაციო სისტემა ძალიან არაეფექტურია.

მნიშვნელოვანია არსებული 13 რეგიონული ფედერაციის მუშაობა, რომ კლუბებისა და მოთამაშეების რაოდენობა გაიზარდოს.

დაფინანსების სისტემა

ჯღარკავამ დაფინანსების მეთოდი წარმოადგინა. მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფეხბურთს სპონტანურად და არამიზანმიმართულად აფინანსებდნენ, არ არსებობდა სისტემა. უცნობი იყო, სახსრებს ვის და რა კრიტერიუმით აძლევდნენ, რა საშეჯიბრებო ამოცანას უსახავდნენ...

ახლა სახელმწიფო სახსრების მობილიზაცია ერთიან ფონდში მოხდება, რომლიდანაც დაფინანსდება განვითარების პროგრამები, კლუბები და საფეხბურთო სკოლები, ფეხბურთის ფედერაციას კი მხოლოდ ფიფა-უეფასა და სამინისტროს ძველი დაფინანსება დარჩება. ანუ სფფ-ს ამ ფულთან შეხება არ ექნება.

ფონდის მიზანია ჩემპიონატში დონის ამაღლება, ფეხბურთში თანამედროვე მართვის მეთოდების დანერგვა, კონკურენტუნარიანი და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბება, პლუს - სოციალურ აქტივობაში ფეხბურთის ჩართულობის გაზრდა.

"დღეს ასაკობრივი ნაკრებების წევრთა 90 პროცენტი კერძო კლუბებშია გაზრდილი. იმიტომ, რომ სახელმწიფო კლუბებში ასეთი არც ამოცანა ჰქონდათ და არც სურვილი. პროგრამა სწორედ ამ დამოკიდებულებას შეცვლის", - თქვა კობიაშვილმა.

ცნობილი გახდა, რომ თანხები დაიხარჯება მსაჯთა მომზადებაში, აგრეთვე, საფეხბურთო მენეჯმენტის კურსებზე - შესაძლოა, მსაჯთა აკადემიაც ჩამოყალიბდეს. დაიწყება დეფიციტური კადრების (ფიზმომზადების მწვრთნელები, მწვრთნელ-ანალიტიკოსები, სპორტული მედიკოსები, საფეხბურთო მარკეტინგის სპეციალისტები და მოედნების აგრონომები) გადამზადება.

საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და რეგიონში დასაქმებულ დამწყებ მწვრთნელებს D ლიცენზიებს გადასცემენ. არის სურვილი, რომ გაუმჯობესდეს C კატეგორიის კურსებზე სწავლება, ხოლო B, A და PROF-ლიცენზიები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. საქმე ისაა, რომ ამ კატეგორიაზე სწავლა ძვირია და ყველა მსურველი ვერ ახერხებს.

მასობრიობა და პოპულარიზაცია

პროგრამით, ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა 13-წლამდელთა რეგიონული ნაკრებების ჩამოყალიბებითა და მათი ასაკის სასკოლო ჩემპიონატის გამართვითაა გათვალისწინებული. ადგილობრივი ტურნირების შემდეგ ჩამოყალიბდება რეგიონული ნაკრებები და მათ შორის ერთიანი შეჯიბრება გაიმართება.

გოგონებისთვის კი ეროვნული ჩემპიონატი, 15-წლამდელთა რეგიონული თასის გათამაშება და 11-წლამდელთა სკოლის ჩემპიონატი იგეგმება.

ძალიან საინტერესო იყო პაუზების დროს ტურნირების ჩატარების იდეა. ზამთრის მასტერსი დარბაზში გაიმართება, რათა სეზონი გახანგრძლივდეს და მაყურებელმა ინტერესი შეინარჩუნოს, ხოლო ტურნირებზე ვეტერანი ვარსკვლავების ჩამოყვანას აპირებენ. ზაფხულის პაუზის შევსებას კი პლაჟის ფეხბურთის ტურნირით ფიქრობენ.

10-გუნდიანი ჩემპიონატი

ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ჩემპიონატის რეფორმირების რევოლუციური იდეა. 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყება მოკლე, გარდამავალი ჩემპიონატი და ნოემბერში დასრულდება. 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყოფა და ნოემბრამდე ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშებს.

ჩემპიონი ჯგუფების გამარჯვებულს შორის გამოვლინდება, ისევე, როგორც - ევროსაგზურების მფლობელები. მაგრამ ჯერ ამის დეტალები ზუსტდება. ლიგიდან 6 გუნდი გავარდება და მივიღებთ 10-გუნდიან ჩემპიონატს.

გარდამავლი ჩემპიონატის დროს, პირველი ლიგიდან გუნდი აღარ დაწინაურდება. არგუმენტად კობიაშვილმა ეს ფაქტი დაასახელა - ლიცენზირების სურვილი ლიდერების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ გამოხატა, ანუ განვითარების სურვილი თუ არ აქვთ და ლიცენზიას ვერ იღებენ, უმაღლესში არაფერი ესაქმებათო.

გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ 10-10 გუნდი ითამაშებს PRO ლიგა 1-სა და PRO ლიგა 2-ში, ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყოფა ეროვნული ლიგა 1 (ანუ რეგიონული ლიგა). გარდა ამისა, ჩამოყალიბდება კიდევ ერთი რეგიონული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, სადაც გუნდების რაოდენობა ჯერაც განუსაზღვრელია.

ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავა, მარტში დაიწყება და ნოემბერში დასრულდება. 2016/17 წლების ევროსეზონზე კი გარდამავალი ეტაპის საუკეთესოები მოხვდებიან. კობიაშვილმა ეს ცვლილება საბიუჯეტო დაფინანსებით, მოედნების მდგომარეობით, ევროთასებზე გუნდების უკეთ გამოსვლის მოტივითა და სხვა ფაქტორებით ახსნა.

ამას გარდა, ყოვლად უმოტივაციო დუბლების ჩემპიონატის ნაცვლად, 20-გუნდიანი 19-წლამდელთა ჩემპიონატი გაიმართება, გამარჯვებული კი ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდება.

საინტერესო დეტალია: ეროვნული ლიგა 1 და ეროვნული ლიგა 2 სამოყვარულო იქნება. აქ მნიშვნელოვანი ქვეტექსტია ჩადებული: საქმე ისაა, რომ ტოტალიზატორები სამოყვარულო ლიგების თამაშებზე ფსონს არ იღებენ. ბოლო წლებში კი აზიური ტოტალიზატორების ინტერესი ჩვენი რეგიონული ლიგის მატჩებსაც მისწვდა და საშინელება ტრიალებდა. კარგია, რომ სფფ-მ ეს ამბავი გაითვალისწინა.

დაფინანსება და საპრიზო პრემიები

გუნდები ჩემპიონატში შემდეგ თანხებს მიიღებენ:

უმაღლესი ლიგა (II წრე)

საბაზისო 0,80 მლნ

სტიმულირება 0,40 მლნ

პრემია 0,75 მლნ

პირველი ლიგა (II წრე)

საბაზისო 0,30 მლნ

სტიმულირება 0,05 მლნ

მეორე ლიგა (II წრე)

საბაზისო 0,05 მლნ

გარდამავალი ჩემპიონატი

უმაღლესი ლიგა

საბაზისო 0,60 მლნ

სტიმულირება 0,30 მლნ

პრემია 0,60 მლნ

ახალი ჩემპიონატი

PRO ლიგა 1

საბაზისო 1,00 მლნ

სტიმულირება 0,50 მლნ

პრემია 6,00 მლნ

საპირზო ფონდი 6,00 მლნ

PRO ლიგა 2

საბაზისო 0,70 მლნ

სტიმულირება 0,30 მლნ

პრემია 3,00 მლნ

ეროვნული ლიგა 1

საბაზისო 0,25 მლნ

სტიმულირება 0,05 მლნ

ეროვნული ლიგა 2

საბაზისო 0,04 მლნ

ნიკა ჯღარკავამ ციფრები დაასახელა: შესაძლოა, 10-გუნდიანი ჩემპიონატის გამარჯვებულმა 3,5 მილიონი ლარი მიიღოს, გავარდნილმა - 2,3 მილიონი. ხოლო PRO ლიგა 2-ში გამარჯვებულმა და გავარდნილმა, შესაბამისად - 1,7 მილიონ ლარზე მეტი.

ერთიანი ფონდი

ერთიანი ფონდი კლუბებს დაეხმარება ტურისტული მომსახურების, შეკრებებისა და გასვლითი მატჩების ორგანიზებაში, სპორტული ეკიპირების, ბურთების შეძენაში, სამედიცინო მომსახურებაში, ტრანსპორტირებაში, სასტუმროების დაჯავშნაში.

ცხადია, ერთიანი შეკვეთის შემთხვევაში ეს ყველაფერი გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე გუნდები ცალ-ცალკე რომ გააკეთებენ. ეს ამ ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება და სახელმწიფო სახსრები გაცილებით ეფექტურად დაიხარჯება.

მედიაპროექტი

კობიაშვილმა დაადასტურა, რომ 10-გუნდიან ჩემპიონატში თამაშები მხოლოდ ბალახისსაფარიან მოედნებზე გაიმართება. აუცილებელი პირობა იქნება თამაშების კეთილმოწყობილ სტადიონებზე, განათებაზე ჩატარება და სატელევიზიო გაშუქება.

ეს კიდევ ცალკე პუნქტია. მზადდება მედიაპროექტი, რომლის მიზანიც ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე გაშუქებაა - ტელევიზიით, ბეჭდურ მედიაში, სოციალურ ქსელებში. ეს შეეხება მატჩისწინა მზადებას, თამაშების პირდაპირ რეპორტაჟებსა და ტურის მიმოხილვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გუჯა კახაძე

ადამიანური რესურსის პრობლემა თუ სწრაფად მოგვარდა წელს უკვე დავინახავთ შედეგს!

• თუთი

ახალი არაფერია ნათქვამი. თავიდან ბოლომდე ავსტრიის და მსგავსი ქვეყნების მოდელი გადმოიღეს. მაგრამ ის უნდა გაითვალისწინონ რომ ამ მოდელით ჩემპიონატის დონე არ ამაღლდება. ავსტრიის, შვეიცარიის და დანიის ჩემპიონატები შესამჩნევად დაბალი ხარისხისაა და ინვესტირებაც ძალიან დაბალია ესპანეთის, ინგლისის და გერმანიის ჩემპიონატების ფონზე. რაც შეეხება ტრანსლიაციას არც ინატრონ ოდესმე რომ დასავლეთ ევროპის ტელევიზიები გააშუქებენ საქართველოს ჩემპიონატებს.

• ფაქტი

გაზაფხული შემოდგომის პრინციპი რომ კარგია ეს დინამოს ამხანაგურმა მატჩებმაც გვაჩვენა ვნახოთ რა დონის გუნდებს მოუგო ახლა (მიუხედავად იმისა რომ ამხანაგური იყო) და გავიხსენოთ რომელი ქვეყნის გუნდებმა გამოთიშა ევროთასებიდან ბოლო წლებში. უაზრო კრიტიკის ნაცვლად სადიონებზე იარეთ და დაელოდეთ როგორ შეიცვლება სასიკეთოდ ყველაფერი რომ თქვენი თვალით ნახოთ და არა ვინმეს მოყოლილი როგორც დღეს გესმით ქართული ფეხბურთი.

• quTaiseli

asurbanifali კაცმა ქვეყნის ვალი დატოვა და გაიქცა რასაც ქვია ქვეყნიდან რომელი საქმის კეთებაზეა საუბარი მასე ფიფიამ რაც გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის დომენტის არც დაესიზმრება მარა რა ეხლა თავი უქნიოთ ყველანაირ უმზგავსოებაზე თუ რამეს ჩაიდენს კალაძეს და კობის კიდე არავისთვის არაფელი წაურთმევია და არც ფედერაციის ფული გაუფლანგია როგორც დომენტის კანტორას.ეგარი სიმართლე ზუგდიდში თურმე სკოლა გააკეთა და აგერ ფედერაციას 3მილიონი დოლარი რასაცქვია შეუსრულა და მოხია რასაქმის კეთებაზე მელაპარაკები შე დალოცვილო.

• gigoia

მცდარია გაზაფხული შემოდგომა ჩემპიონატის ჩატარება.

• irakli Apkhaidze

როცა ნულიდან იწყებ სახელმწიფომ უნდა დაიწყოს რომ ბიზნესმენს ფეხბურთში ფულის ჩადების სურვილი ჰქონდეს. ყველა ქვეყანაში სახელმწიფო იწყებდა და ეს პროექტი ზუსტად კლუბების გაკერძოებისკენაა მიმართული. 5 წელი რომ კლუბს ფინანსური გარანტია ექნება 6 თვიანი გუნდები და ფეხბურტელები წარსულს ჩაბარდება და კლუბი სამოქმედო გეგმას დალაგებულად შეიმუშავებს

• asurbanifali

ქუთაისელს და ყველა ოპტიმისტს - დომენტი არავის ენატრება, მაგრამ თუ საქმის გაკეთებაზე მივა საქმე მაშინ ზუგდიდში საფეხბურთო ბაზა ვნახოთ, მერე კი კალაძის და კობიაშვილის გაკეთებული საქმეები დადეთ...რაც შეეხება ახალ პროექტს, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ვირთხებმა სახელმწიფოსგან(ე.ი ჩვენი გადახდილი ფულებით) მიიღეს გარანტია, რომ 5 წელი მაგრად იგულავებენ...სად გინახავთ სახელმწიფოს მიერ აღორძინებული ფეხბურთი?შეიძლება ინფრასტრუქტურაში ფული ჩაიდოს, მაგრამ გუნდების დაფინანსება მარაზმია...შეხედეთ, "ტორპედოს" თურქეთში ფეხბურთელებზე მეტი დელეგაცია ახლდა....

• qutaiseli

ვისაც დომენტის დროინდელი მარაზმი მოენატრა აგერ აფხაზეთშია და იქ ჩააკითხოს რაც შეეხება სისტემას სისტემა კიარაა მთავარი რისი გამკეთებელი ხარ შედეგის მხრივ ეგარის მთავარი თორე ეგრეთწოდებული ევროპული სისტემით რას მიაღწიე ერთი აპა უცებ ჩამოთვალეთ მიღწევები რა გვაქ რა და არაფელი ნული და კიდე ნული შედეგი დადონ და თუ უნდათ ზამთარში ითამაშონ სულ.

• vep1963

მე მგონი დავიძარით როგორც იქნა ამდენი ხნის ჭაობში ყოფნიდან.რაც არ უნდა ცუდი გათვლები იყოს გაკეთებული ეს ახალი წამოწყება ,რაც არ უნდა მოხდეს ამჟამინდელ მარაზმს მაინც ასი თავით აჯობებს.რასაკვირველია შეცდომებიც იქნება და ფულსაც მოტეხავენ ზოგზოგიერთები,ნათესავ ძმაკაც მეგობრობასც ამ ერთ ჯერზე ვერ ამოვძირკვავთ რადგან ჩვენ ქართველები ვართ და ამდენი წლების გაუკუღმართებულ სისტემებში ცხოვრებამ ჩვენი ფსიქიკა ძალზე გაამრუდა.ჰოდა ბატონო ამას ასე უცებ ვერ ამოძირკვავ ყოვლად უმტკივნეულოდ .მე პირადად მივესალმები ამ პირველ ცდას და პირველ ნაბიჯებს.ღმერთმა ყველას ხელი მოგვიმართოს კარგი საშვილიშვილო საქმის კეთებაში.

• შერეკილები

მაგარი ...... ლიგები გვექნება ))) გაზაფხული შემოდგომა მარტო თოვლიან ქვეყნებშია მარტო 3 თვე რომ თბილა. თან არ დაგავიწყდეთ გლობალური დათბობა მოდის ))

• ჯღარკავას რევოლვიური პროექტი:

ეს მართლაც ნამდვილად რევოლციურ საფეხბურთო პროექტია. ნიკოლოზ ჯღარკავას შემუშავებლი რევოლუციური პროექტი აუცილებლად გაამართლე.

• miro

ცოტნე დადიანი ნაციონალების ვინ ხარ? თუ თავად ხარ? ისე რუსებს რაც შეეხება ომის დროს კობი შალკეში თამაშობდა და გაზპრომის წარწერით მოედანზე გასვლა იუარა

• Kote

ძალიან კარგი ცვლილებებია, თუმცა დაგროვილ ქულებზე ან დაკავებულ ადგილებზე დაფინანსების მიბმა არასწორი მგონია - ეს იქნება უდიდესი სტიმული თამაშების ყიდვა-გაყიდვისა. როდესაც თითოეულ ქულას თავისი ფულში გამოხატული ფასი ექნება, ლოგიკურია, რომ ამ ყველაფრით ვაჭრობა დაიწყება! შედეგებს მხოლოდ სპორტული ინტერესი უნდა ჰქონდეს და არა ფინანსური!

• jiji alfaidze

ფაქტია, ფედერაციას სიცოცხლის ნიშანწყალი დაეტყო,ცხადია შეცდომებიც იქნება ალბათ, ოღონდ გამოუსწორებელი არა. რაც მთავარია ხელმძღვანელობა მთლიანად გახსნილია ნებისმიერი ინიციატივის განსახილველად. ხედვები სრულიად მისაღები და პროგრესულია. წარმატებები!!!!!!!!

• xorxe

მეკოს---ნაციონალური მოძრაობა ხარ შენ

• გიორგი

რაღა დროს გაზაფხული-შემოდგომაა როცა რუსეთიც კი შემოდგომა გაზაფხულზე გადავიდა!!! ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპაზე წინა წლის ჩემპიონი და პრიზიორები ითამაშებენ რომლებიც იმ დროისათვის საერთოდ შეიძლება საუკეთეწსოები არც იყვნენ. ცნობისათვის, სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი რის გამოც თავის დროზე შემოდგომა- გაზაფხულის სისტემაზე გადავედით!!!!!!!!

• არჩილ ხოფერია

ერთი შეხედვით ძალიან მომეწონა! ძალიან მაგარია!

• beqnu

სტადიონები უნდა აშენდეს ეკონომიური პროექტებით. მხოლოდ განათების დაყენება და ბალახი არ არის საკმარისი

• QQR***7

საინსერესოა.შევინარჩუნოთ ქართული დასახელება და "პრო-1 უმაღლესი" ვუწოდოთ.განსხვავებულიც არის და ეროვნულის პატივისცემაც.

• romandro

ძალიან კარგი პროექტია,10-გუნდიანი ჩემპიონატი მართლაც ამაღლებს ჩვენს ჩემპიონატს,თანაც გუნდებს მოეთხოვება ქონდეთ ბალახის საფარიან მოედნები და ღამის განათების პროჟექტორები.ვისაც არმოგწონთ ესეთი პროექტი ალბათ არცააქვს მნიშვნელობა რაცარუნდა გაკეთდეს ქართულ ფეხბურთისთვის, რათა მარტო ჩასაფრებულების კომენტარები გხიბლავთ.

• _svani_ - ს

კარგი რომ იყოს ეს არაა არგუმენტი. რატომ არის ცუდი ეს მითხარი?

• didubeli

ვეთანხმები ქუთაისელს,არანაირი არგუმენტი არ აქვთ.. ის რომ აგვისტოში ევროთასებს ფორმაში შეხვდებიან გუნდები ამას თუ ხვდებით?? თუ კომენტარის დაწერა დაწერის გულისთვის... მაგრები ხართ რა.

• qutaiseli

ვერანაირი ობიექტური კრიტიკა ვერ წავიკითხე აქ ძველი სისტემის საწინააღმდეგო თუარ ჩავთვლით იმას რო საბჭოური გადმონაშთია და ეგეთი ზღაპრები ნეტა იმდროინდელი ფეხბურთელების დონის ერთი მაინც გამოჩნდეს ამ დაქცეულ ქართულ ფეხბურთში და ეჭვიც არ მეპარება ხალხი მარტო მის სანახავად ივლის ისე მოენატრა ნამდვილი ფეხბურთი და არა ანტიფეხბურთი.

• qutaiseli

ვერანაირი ობიექტური კრიტიკა ვერ წავიკითხე აქ ძველი სისტემის საწინააღმდეგო თუარ ჩავთვლით იმას რო საბჭოური გადმონაშთია და ეგეთი ზღაპრები ნეტა იმდროინდელი ფეხბურთელების დონის ერთი მაინც გამოჩნდეს ამ დაქცეულ ქართულ ფეხბურთში და ეჭვიც არ მეპარება ხალხი მარტო მის სანახავად ივლის ისე მოენატრა ნამდვილი ფეხბურთი და არა ანტიფეხბურთი.

• _svani_

კატეგორიულად!!!!!!! არ მომწონს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა და არც არის მიზანშეწონილი!!!! შვეიცარიასაც 10 გუნდი ყავს ჩემპიონატში და ისინიც შემოდგომა გაზაფხული სისტემით თამაშობენ.... კარგი რომ იყოს ევროპული ჩემპიონატებიც ეგრე იქნებოდა მოწყობილი და ისინიც მომზადებულები შეხვდებიან ევროტურნირებს და იმ ფულს რასაც თქვენ გადაუხდით კლუბებს საკმარისი იქნება მინიმუმი რომ ზაფხულში მოემზადონ!!!!))))))))))))

• ცოტნე დადიანი

miro ცნობისთვის, საბჭოთა რუსეთი ვიგულისხმე. იმას ეტრფიან და ბაძავენ, თუ ბაძავენ.

• რეალისტი

ძალიან მომეწონა! ასე ჩამოყალიბებულად და პროფესიონალურად რო ფიქრობენ. დაეტყო კობის გერმანული გამოცდილება.

• ჯღარკავას რევოლვიური პროექტი:

ბრავო ჯღარკავას! ეს ნამდვილად რევოლუციური პროექტია და ჯღარკავას ძეგლი უნდა დაუდგათ ამ რევოლუციური პროექტის შემუშავების გამო! ჯღარკავა ჩვენი მეფეია! მე გამოვდივარ ინიციატივით, რომ ბატონი ჯღარკავა საქართველოს პრეზიდენტად ავირჩიოთ. ბატონი ჯღარკავა ნამდვილი პატრიოტია და ასეთი რევოლუციური პროექტის შემუშავების გამო სასწრაფოდ საქართველოს პრეზიდენტადაც ავირჩიოთ ბარემ. ვისაც ბატონი ჯღარკავას რევოლიცური საფეხბურთო პროექტი არ მოგწოთ, თქვენ ყველას არაფერი გესმით და არაკომპეტენტურები ხართ, ვინაიდან ჯღარკავას პროექტი ნამდვილი რევოლუციური პროექტია.

• gulshematkivarii

ძალიან კარგია ყველაფერიიიიი!!!! მართლა კარგი დალაგებული სისტემაა უბრალოდ გაზაფხული შემოდგომის ფორმატი ცოტა სარისკოა... მაგრამ ვცადოთ იმედია აჭრელებული მინდვრები მაინც აგარ იქნება და ჩემპიონატი ხარისხიანად შეიფუთება

• miro

ცოტნე დადიანი ცნობისათვის რუსეთში შემოდგომა-გაზაფხულის ფორმატით ტარდება ჩემპიონატი! გაზაფხული-შემოდგომის ფორმატი ცოტა საკამათოა, მაგრამ 10 გუნდიანი ჩემპიონატი საუკეთესო ვარიანტია დღევანდელ სიტუაციაში. მეტი გუნდის შენახვა კიდე კაი ხანი იქნება შეუძლებელი! უმაღლესში მაქსიმალურად უზრუნველყოფილმა გუნდებმა უნდა ითამაშონ

• azza

ზაფხულში თამაში საშინელებაა. 15 ივნისიდან 15 აგვისტომდე მაგრა ჭირს. ხალხიც გაფანტულია. იშვიათი გამონაკლისი გარდა 10 დეკემბრამდე ისე არ ჭირს. მარტიდან უკვე შეიძლება თამაში. მე მგონი აგვისტოს ბოლოდან მაისის ბოლომდე ჯობია. ხოლო პლიუსი ის არის რომ როცა ევროტურნირები იწყება ჩვენები ფორმაში იქნებიან და პირველ 2 წრეს ადვილად გაივლიან.

• ცოტნე დადიანი

პროექტი კი არა, მარტივი მონახაზია და აქაც მრავალ დღესავით ნათელ აუცილებლობასთან ერთად (თუნდაც 10-გუნდიანი ლიგები) ამდენსავე ცხადზე უცხადეს სისულელეს ვაწყდებით. ჯერ ერთი, ეს გაზაფხული-შემოდგომა საიდან მოათრიეთ, ამ მთავრობის სატელიტებმა ყველა სფეროში ბრმად რომ არ მიბაძოთ რუსეთს, არ გამოგდით? მერე კიდევ, რას ნიშნავს PRO 1 ლიგიდან გავარდნილის სტიმულირება 2,3 მილიონით და ლიგაში აღზევებულისა კი - მხოლოდ 1,7 მილიონით. ან საერთოდ, თუ სტიმულირებაა, უვარგისი მენეჯმენტის გამო გაკოტრებულ გუნდებზე კი არა, იმათზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, ვინც დასრულებულ სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ცოტაღა დააკლდა ჩემპიონობამდე თუ ევროსაგზურამდე, ასევე მზარდი განვითარების ტენდენციით გამორჩეულ, ანუ რანგით მაღალ ლიგაში აღზევებულ გუნდებს. ვინც გავარდა, იბრძოლოს დაბრუნებისთვის, დაამტკიცოს, რომ ღირსია და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს ჯილდო და არა პრივილეგია. თასზე საერთოდ არაფერია ნათქვამი. პრემირების სისტემა კი იქაც საჭიროა. მე თუ მკითხავთ, საქართველოს მეორე თასიც სჭირდება, დაბალი რანგის გუნდების უფრო ინტენსიური ჩართულობით (როგორც საფრანგეთშია), რეგიონის პერსპექტიული ახალგაზრდობის გამოსავლენად. ამ თასის ძირითადი თამაშები, როგორც ფინეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში, სწორედ ზამთრის შესვენებაზე უნდა ტარდებოდეს რეგიონალურ (ხელმისაწვდომობისთვის) ჯგუფებში ყველა ლიგის მონაწილეობით, PRO 1-ის გარდა. გაზაფხულიდან კი საპლეიოფო მატჩებში საქართველოს საუკეთესო ათეულიც ჩაერთვება. საინტერესოა აგრეთვე PRO 1-ის კალენდარი. თუ 10 გუნდი იქნება (და მეტი ნამდვილად არც არის საჭირო) მინიმუმ 4 წრე უნდა ითამაშონ. უფრო მართებული მგონია ლიგის გუნდების ორად დაყოფა ან პლეი-ოფების გამართვა სეზონის ფინიშზე (შოტლანდია, საბერძნეთი, ჰოლანდია, ბელგია). ეს ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ევროსაგზურები სწორედ იმ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში მყოფმა გუნდებმა მოიპოვონ. და ბოლოს 20-გუნდიანი ცხრამეტწლამდელები რა ოხრობაა. დუბლები აქციეთ ცხრამეტწლამდელებად, ოღონდ მიეცით გუნდებს მათში ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებისთვის ან რეაბილიტაციის პროცესში მყოფი ფეხბურთელების ნორმირებული რაოდენობის ინტეგრირების შესაძლებლობა. ეს 19-წლამდელებსაც წაადგებათ. და ჰყავდეთ ეს გუნდები PRO-1-ის გუნდებსაც და PRO 2-ის გუნდებსაც, ოღონდ მათი პირველობებიც ცალ-ცალკე უნდა იმართებოდეს. მასობრიობისთვის ზრუნვა საჭიროა (სასკოლო, რეგიონალური და სხვა ტურნირები და ა. შ.), მაგრამ თუ მძლავრი საფეხბურთო ცენტრები არ ჩამოაყალიბეთ განვითარებული ინფრასტრუქტურით, საბავშვო აკადემიებით და ა. შ., ხარისხის გარეშე მასობრიობა არაფერს მოგცემთ!

• გიოსვანი

ყველაფერი კარგია გაედა გაზაფხული შემოდგომის პრინციპიტ ჩემპიონატის ჩატარების, ჩვენთან არ არის ისეთი მკაცრი ზამთარი რომ ამის საჭიროება იყოს, შეგვიზლია უბრალოდ გაზაფხულზე ჩემპიონათი ცოტა გვიან განვაახლოტ მაგალითად მარტის 15 დან და ეს საკმარისი იქნება რომ ნორმალურ კლიმატში მოუწიოთ ჩვენს ფეხბურთელებს თამაში, და ბალახიც მოასწრებს ამოსვლას გარდა ამისა შეგვიზლია მათ შორის პაუზებისას ხელოვნურ მოედნებზე რაიმე კარგი საერთაშორისო ტურნირი მოვაწყოთ მაგალითად შავიზგვის თასი თურქეთი უკრაინა ბულგარეთი და სხვა ქვეყნის კლუბები მოვიწვიოთ მივამატოთ ამას კასპიის ზღვის ქვეყნებიც და შესანიშნავი მოსამზადებეელი ეტაპი იქნება ყველასთვის არ არი აუცილებელი ჩემპიონები ჩამოვიყვანოთ ვინც დათანხმდება ის ჩამოვა მაგალითად თურქეთიდან ტრაბზონი რომ ჩამოვიდეს ესეც საკმარისი იქნება და რაგაც მსგავსი დონის თასი რომ მოვაწყოთ ხალხიც ივლის ასეთ ტურნირზე.

• eh

მთელი ევროპა ყინულოვანი ქვეყნების გარდა შემოდგომა-გაზაფხულის სისტემით თამაშობს და ჩვენ რა გვჭირს?

• კახაბერი

ნაკრების ამბავი მოაგვარეთ. თუ შესაძლებელია ცხადაძეს მიეცით შანსი ან გეგუჩაძე მგონია კარგი ამ ეტაპზე. გააგრძელებს კარგათ

• Davit

კახა ბატონო. პირველი ორი მარტო საკმარისი არ არის,, მე-4,, და მე-8 თუ მე-6 ადგილის დაკავებაშ შორის სხვაუბა უნდა იყოს რამე,, ინტერესი უნდა ჰქონდეთ რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავონ. ინტერესი კი დაფინანსება უნდა იყოს. სხვა რა? თუ არა ,, ტყუილად იქნება ჩემპიონატში როგორც კი მაღალ ადგილზე მოხვედრის შანსს დაკარგავს. გაყიდის მერე თამაშებს აბა რას იზამს?

• კახაბერი

გაიხარეთ. 2-3 ადგილოსნებსაც რო მიეცს ფულადი სოლიდური ჯილდო დამერწმუნეთ რო ჩემპიონატის დონე 2 წელიწადში საგრძნობლად მოიმატებს და მეტი უშეღავათო ბრძოლას ვიხილავთ. და გუნდები უფრო მეტად დაინტერესდებიან ძლიერი ფეხბურთელების შეძენით. გამიხარდა . მაგარი საქმე კეთდება

• Davit

საპრემიო ფონდიდან ,, ბოლო ადგილოსანმაც უნდა მიიღოს ფული.

• Guga

2017 წლიდან 4 წრიანი ჩემპიონატი გვექნება?

• Davit

კიდევ ერთი აუცილაბლად ბავშვებმა უფასოდ უნდა ივარჯიშოოონ, და გუნდი რომელიც ამას არ უზრუნველყოფს უნდა აეკრძალოს ჩემმპიონატში მონაწილეობის უფლებაა, ან რაღაც ამდაგვარი, სანქციის ინტერპრეტირება შეიძლება.

• meko

იმიტომ ვარ სკეპტიკურად განწყობილი, რომ ძალადობით მოსული და სხვისი მარიონეტი კაცი (კობიაშვილი და მუჯირი) საქმეს ვერ გააკეთებს. ასე იყო მიშას დროს (ახალკაცი-უმცროსი) და სამწუხაროდ ასეა ეხლაც. თუმცა უარესად, იმიტომ, რომ უფრო დაბლა დავეშვით და რაღაც "ფონდებს" და გუნდების რაოდენობას ეთამაშებიან, იმის მაგივრად რომ დღეს და ღამეს ასწორებდნენ რეალური სპონსორების მოსაძებნად კერძო სექტორიდან!

• Davit

ვაა, კარგია ვიღაცას როგორც ჩანს წაუკითხავს ჩემი კომენტარები.. შესანიშნავია,,,, ეხლა მტავარია,, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გუნდების დაფინანსება აიკრძალოს, .. კლუბებს გადაეცეთ ქონება რომელსაც ფლობენ. და დაეკისროთ ვალდებულება გარკვეული რაოდენობის ბავშვები ავარჯიშონ.

• დათო

ყოჩაღ კობიაშვილო, გაიხარე და გაგვახარე. მე პირადად ვეთანხმები ამ სქემას, ვნახოთ იმედია გამოვა რაღაც, ის რაღაც რასაც ასე ელოდება ქართველი ფეხბურთის გულშემატკივარი.

• გუჯა კახაძე

ძალიან კარგი პროექტია. ახლა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მოძებნეთ, მესმე ადგილზე გასვლის თვითონვე რომ სჯერა ისეთი.

• _svani_

ყოჩაღ კობიი! ბრავო! მაგრამ გაზაფხული შემოდგომა ფორმატით რამდენად კარგი იქნება არვიცი

• irakli apkhaidze

გაზაფხული შემოდგომის პრინციპი არაა გამოსავალი. წინ რომ წავიდეთ და მოვესწროთ იმ დღეს როდესაც ქარტული კლუბებ ევრო-ტურნირების პლეი-ოფში გავლენ რომელიც თებერვალში იწყება, მერე რა ვქნათ მანდაც დავარდნილი იქნება ტონუსი... ეს სისტემა არც ევრო ტურნირებთან და არც ევროინტეგრაციასტან მოდის შესაბამისობაში :)))

• irakli apkhaidze

ის ფაქტი რომ დამოკიდებულება შეიცვლება, მედია უკეთ გააშუქებს და ბუნებრივ საფანიანზე გაიმართება მატჩები ძალიან კარგია. ასევე მიმსასალმებელია ტოტალიზატორების ფაქტორის გათვალისწინება, ამ ეტაპზე ჯერ ეს მოაგვარონ ჯობია და ამ ყველაფრის წარმატებიტ დასრულების შემდეგ მივადგეთ ეროვნული ჩემპიონატის ფორმატს. ერთად 10 კურდრელის დევნა გამოდის და შედეგს რას მივიღებთ ძალიან ბუნდოვანია...

• მეკოს

რა არ გინდა შეეწიროს? ქართული ფეხბურთი უკვე კარგა ხანია შეწირულია! მკვდარია ქართული ფეხბურთი ხალხო შეიგნეთ და ამ პროექტით შიძლება რაღაცა მაინც შეიცვალოს და წინასწარ სკეპტიკურად რატო უყურებთ ვერ გამიგია არაფერს არ სჯობს?

• daviti

Totalizatorebis gamo chveni chempionatis samoyvarulot gamocxadeba samarcxvinoa ..da kide es gazapxuli shemodgoma ra sisulelea roca rusetic ki sadac sashineli amindebia am periodshi shemodgoma gazapxulze gadavidaa

• დ.ნ

კარგი იდეაა იმედია განხორციელდება თან პატიოსნად რათქმაუნდა

• ogafa

ძალიან ცუდია 10 გუნდიანი ჩემპიონატი და კიდევ გაზაფხული შემოდგომა ეს საერთოდ სიბეცეა

• stajiani balelshiki

ვფიქრობ კარგად დაიწყეს. მიმაჩნია, რომ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ცხადაძის საკითხთან დაკავშირებით აქვთ შეცდომა დაშვებული (ღმერთმა ქნას ვცდებოდე.თუმცა ერთი შეცდომა ყველას დოსდის). ამ შეცდომამ კი, შეიძლება ყველაფერი წყალში ჩაყაროს, თუ ეროვნულმა ნაკრებმა შედეგი ვერ აჩვენა. ეს ნაღდად მაღელვებს.

• qutaiseli

სისტემა კიარაა მთავარი ფეხბურთელის გაზრდაა მთავარი მაგ სისტემაში გაიზარდენ ფეხბურთელები ვინაც ევროპიოს ფინალიც ითამაშეს და შემდეგ მოედვნენ მთელ დასავლეთ ევროპას მიხაილიჩენკო ზავაროვი ბელანოვი ალეინიკოვი კანჩელსკისი რომელი ერთი დავასახელო ბლოხინს კიდე საერთოდ არ შევეხები ეგ ცალკე თემაა.მთავარია გაზრდა კონკურენცია და პროფესიონალიზმი დაარა რომელიმე სისტემა თორე დღეს თუ ხარ ევროპულ სისტემაზე ხო გლიჯავ ყველაფერს აქეთ რეალი გყავს წიხლის ქვეშ გადებული და იქეთ ბარსელონა ხო.ან რას ნიშნავს ეს ყბადაღებული საბჭოთა კავშირის აღდგენა რა შუაშია ეგ ფეხბურთთან.ისე იმ დროს შექმნილი დოვლათი როარა დღეს დედა არ ეყოლებოდა საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტს.მარა ეს სხვა თემაა.

• გიო 77

საღოლ კობი,შენ გენაცვალე!ხორვატებთან რომ გამახარე ისეთ გახარებულს და ბედნიერს გევლოს!წარმატებას და იღბალს გისურვებ ამ საქმეში და ცხოვრებაშიც

• shota

იდეა კარგია,მაგრამ ელემენტარულად არ ეყოფათ ფული

• meko

საინტერესოა, ვინ იქნება პასუხისმგებელი (და უფლებამოსილი) ამ ერთიანი ფონდის მართვაზე? გასაგებია, რომ ფედერაციას არ ექნება შეხება. მაშინ ვის ექნება? საუბარია რამდენიმე ასეულ მილიონ ლარზე!... თან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა ჯერძო ფულზე. ნუთუ ვერ ვისწავლეთ, რომ როგორც წესი მსგავსი ტიპის ფონდები რბილად რომ ვთქვათ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს ხოლმე მიზნობრივად ხარჯვის კუთხით? მაგალითად, ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ ბოლო თეთრი ბავშვებს და მოედნებს (და უშუალოდ ფეხბურთის სხვა კომპონენტებს) მოხმარდება და არა ვიღაცის ბიძაშვილ-მამიდაშვილების ჯიპებს, თბილ ოფისებს და მაღალ ხელფასებს? და კიდევ - 6 გუნდი ვარდება და არცერთი შემოდის უმაღლეს ლიგაში. ვშიშობ, რომ დედა შვილს არ აიყვანს ხელში ისეთი ამბები დატრიალდება. არ მინდა ჩვენი ფეხბურთი კობიაშვილის დაუფიქრებელ ავანტიურებს შეეწიროს!

• bibi

გაზაფხული-შემოდგომა? ეს ხომ ყაზახური ვარიანტია? არ ვიცი, შეიძლება გაამართლოს. ევროტურნირის სტარტისათვის უკეთესი კი იქნება მაგრამ, დაბოლოებისათვის მიუღებელი. არ არის თანხვედრაში ევროპული ქვეყნების გათამაშების სისტემასთან.

• vaxo

რომ წერთ, რომ გარდამავალი ჩემპინატის გამარჯვებულები 2016-2017 წლის ევროსეზონზე მიიღებს მონაწილეობასო, გამაგებინეთ, რანაირად, გარდამავალი ჩემპიონატი ნოემბერში დამთავრდება, უეფა ჩვენ დაგველოდება თუ რა ხდება იქნებ გამაგებინოთ.

• niko

ძალიან ბევრი კარგი სიახლეა. თუმცა არის საკითხები, რომელიც უკან გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს. თუნდაც გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლა. რუსეთი რომ რუსეთია, ისიც შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადავიდა, რათა ევროპულ სისტემას მიახლოვებობოდა. ბოლომდე ვერ გავიაზრე ეს ყველაფერი. რატომ?

• ალეკო

ძალიან საინტერესოა,იმედი მიჩნდება რომ გავარგვევტ ამ მოჯადოებულ ცრეს და ბოლო ბოლო ჩვენი ფეხბურტი ნელ ნელა აგმავლობის გზას დაადგება!

• levaniiiii

მართლაც მგონია რომ კობიაშვილი ამ მკვდარ ქართულ ფეხბურთს ფეხზე დააყენებს და ალბათ ეს ცვლილებებიც ამის მაგალითია, თან მინდა ვთხოვო ფედერაციას მიხედოს მსაჯების მოსყიდვის თემებს რადგან მართლა ძალიან ცუდად იქცევიან და უფრო აფუჭებენ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფ ფეხბურთის სახელს. 300-და 400 ლარად ყიდიან თამაშებს პირველ და მეორე ლიგაში.

• data tutasxia.

არანაირად არ მივესალმები გაზაფხული-შემოდგომის სისტემას,ეს ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება,რომელიც ძირშივე მოსპობს ოდესმე ქართული კლუბის წარმატების იმედს ევროთასებზე მომავალში.ასეა ეს.

• gigi

რა კარგია, რომ ფედერაციაში მოვიდნენ პატიოსანი ხალხი.

• dato

ყველაფერი კარგია, გარდა 10 გუნდიანი ჩემპიონატის გაურკვეველი წესებით ჩატარებისა. ეს ტკბილი სიტყვები + 16 გუნდიანი 2 წრედ ან 10 გუნდიანი 4 წრედ კარგი იქნებოდა. მე რაც წავიკითხე 10 გუნდიან ჩემპიონატზე მაგარი აჯაფსანდალია.

• Nukri

ასეთი სისტემური ჩემმიონატი კარგია,რადგან გუნდები ევრო ტურნირებზე ფორმაში შეხვდებიან

• vinmem gaigo?

ამიხსნის ვინმე თავში რაზე იყო საუბარი 16 გუნდი რვიან რვიან ჯგუფში გაიყოფაო, ეხლა თუ ესე იქნება საერთოდ? ტოვებენ 16 გუნდს? ან ეს გარდამავალი ჩემპიონატი რაღაა

• imereli

რა გაზაფხული შემოდგომაააა/რუსებმაცც კი უარი თქვეს ამაზე.ასევე რას ერჩიან წლევანდელი პირველი ლიგის ლიერებს? ხო დაკარგავენ სტიმულსსსსსსსსსსსსსს,ძან ბევრუ უაზრობა მაგრამ თუ დახვეწავენ რაიმე გამოვა

• krn

კარგია

• giorgi

მალადეც პირველი ძირეული რეფორმა იწყება . დიდი იმედი გამიჩნდა, ღმერთმა დალოცოს ყველა კარგი საქმის გამკეთებელი კაცი!!! ფეხბურთი თუ ამოიქოქა ვერცერთი სპორტი წინ ვერ დაუდგება.

• gverda

კარგი პროექტი ჩანს. მგონია გაამართლემს მარტში დაწყება ჩემპიონატის. მთავარია ფული სწორად დახარჯოს.

• გოლი

ძალიან საინტერესო პროექტია,ყველა გუნდის დახარჯული თანხა უნდა გაკონტროლდეს რომ მივეჩვიოთ მიზნობრივ ხარჯვას.

• dato

ყველაფერი კარგია, გარდა 10 გუნდიანი ჩემპიონატის გაურკვეველი წესებით ჩატარებისა. ეს ტკბილი სიტყვები + 16 გუნდიანი 2 წრედ ან 10 გუნდიანი 4 წრედ კარგი იქნებოდა. მე რაც წავიკითხე 10 გუნდიან ჩემპიონატზე მაგარი აჯაფსანდალია.

• ყოჩაღ კობიაშვილს

წარმატებები მთავარია ეს ყველაფერი სისრულეში მოიყვანოთ და რამოდენიმე წელიწადში ყველაფერი თავის ადგილას დადგება.....

• irakli

llcl ევროტურნირებთან მიმართებაში იქნება პირველ რიგში ეს მიდგომა გამართლებული, ჯერ-ჯერობით ქართველებს ის ფუფუნება არ გვაქ საფლეიოფოდ ვამზადოთ გუნდები ევროპა ლიგაზეც კი და აგვისტოში როცა გახურებული ჩემპიონატი იქნება მაშინ მოუწევთ ზუსტად შესარჩევი მატჩები ევროტურნირებისთვის და შესაბამისად კარგ ფორმაში შეხვდებიან და 2 თვის უთამაშებლები არ იქნებიან

• ჯონდო

ამათ არც ერთი სისტემა არ უშველის, მაგრამ რომელ სამხრეთულ ქვეყანაშია გაზაფხულ-შემოდგომის სისტემა? ბარემ საბჭოთა კავშირი აღადგინეთ.

• llcl

კარგად ჟღერს და ღმერთმა ქნას განხორციელებაც ესეთივე იყოს, უბრალოდ გაზაფხული-შემოდგომის სისტემაა ცოტა უხერხული ევროტურნირებთან მიმართებაში, თორემ ჩვენი კლიმატიდან გამომდინარე, ესე ჯობია

• ქუთაისელი

ყველაზე მთავარი - გამჭვირვალე ხარჯები! საზოგადოებამ უნდა იცოდეს თითოეული თეთრი სად და რაში იხარჯება!

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა

"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"

ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ

ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...

სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა

სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა

ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]

კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ

საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე

მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...