"ბორჯღალოსნები" ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებთან შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 27 თებერვალს, 17:00 საათზე გამართავენ
საქართველო-ესპანეთის რაგბი ევროპის მესამე ტურის მატჩზე ბილეთების ინტერნეტით გაყიდვა დაიწყო. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია.

"ბორჯღალოსნები" ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებთან შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 27 თებერვალს, 17:00 საათზე გამართავენ. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ბილეთების ყიდვა შესაძლებელია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში (22 თებერვლიდან ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდე), ფილარმონიის სალაროებში (21 თებერვლიდან ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდე) და ინტერნეტის მეშვეობით ვებგვერდზე TKT.GE.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინტერნეტით ბილეთების გაყიდვა დაიწყო და მათი შეძენა ზემოთ ხსენებულ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია TKT.GE-ს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0322 19 55 77

რაგბის კავშირი ბილეთების გაყიდვის ახლებურ მეთოდზე გადავიდა - ამიერიდან გაიყიდება ელექტრონული ბილეთები, რაც ნიშნავს ბილეთების როგორც ინტერნეტით, ასევე სალაროში შეძენას.

ქართული რაგბისა და ზოგადად, სპორტის ქომაგების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვიტა ბილეთების უფრო კომფორტულ, ონლაინგაყიდვის მეთოდზე გადასვლა. ელექტრობილეთი, თავის მხრივ, ბევრად გააადვილებს ბილეთების გაყიდვას. ბილეთების შეძენა, როგორც ინტერნეტით, ასევე ადგილზე, სალაროში იქნება შესაძლებელი.

საქართველოში დღეს ორი კომპანიაა წარმოდგენილი - TKT.GE და BILETEBI.GE. ვინაიდან ონლაინ-ბილეთების გაყიდვის გამოცდილება საქართველოს რაგბის კავშირს არ აქვს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორივე კომპანიას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ორ საშინაო მატჩზე, რიგრიგობით მიეცეს ბილეთების გაყიდვის შესაძლებლობა.

"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მოვემსახუროთ საქართველოში ნომერ პირველი სპორტის სახეობის, რაგბის გულშემატკივრებს. უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას და ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ქართული რაგბის ქომაგებს. გვჯერა, რომ ქართული რაგბის წარმატება ჩვენი კომპანიისთვისაც უდიდესი წარმატების მომტანი იქნება. რაგბი ჩვენი თამაშია", - განაცხადა TKT.GE-ს მმართველმა ვაჟა ხაჩიძემ.

"ჩვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის რაგბის ყველა გულშემატკივარი, დიდი სიხარულით ვადევნებთ თვალს ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების ფენომენალურ წინსვლას. ჩვენთვის დიდი პატივია, მივიღოთ მონაწილეობა და გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა რაც შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა შეძლოს თამაშზე დასწრება და საყვარელი გუნდის ქომაგობა. ჩვენი მხრიდან, ვუერთდებით "ბორჯღალოსნების" ქომაგთა დიდ არმიას და ვუსურვებთ ჩვენს გუნდს გამარჯვებას", - განაცხადა BILETEBI.ge-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა

მატჩების ბილეთების გაყიდვის რიგითობა ასე გადანაწილდა:

საქართველო - ესპანეთი TKT.GE

საქართველო - რუმინეთი BILETEBI.GE

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

georgian
ბილეთები.ჯი რა ნამუსით ყიდით ბილეთებს?! აქამდე უნდა დაგეხურათ თქვენი კომპანია.
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"საბურთალო"-"შერიფი" - რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
საქართველო-ირლანდიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
რაგბი ევროპა 2020: "ბორჯღალოსნების" საშინაო მატჩებზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველო-დანიის მატჩის ბილეთების გაყიდვა სალაროებშიც დაიწყო!
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
10 გატანილი ლელო - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ესპანეთს 62:32 სძლია [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
ტორპედო-ორდაბასი: რამდენი ბილეთია გაყიდული ამ დროისთვის?
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
დინამო-გაბალას მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ დაიწყო