საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური
ეს ორი იმერული გუნდი ამ ჩემპიონატში სხვადასხვა მიზნისთვის იბრძვის. "სამტრედია" ცხრილის ზედა ნაწილშია და ევროთასებზე მოხვედრაც შეუძლია, თერჯოლელთა მთავარი ამოცანა კი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა.

პირველ წრეში ამ გუნდების დაპირისპირება სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. მაშინ ქუთაისში მასპინძლის სტატუსით მოთამაშე "საპოვნელა" დაძაბულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა. ზამთრის შესვენებისას თერჯოლელები საკმაოდ მოფერიანდნენ და ჩემპიონატი თბილისის "დინამოსთან" დრამატული მატჩით (1:2) განაახლეს, რომელშიც ზვიად ჯელაძის გუნდს აშკარად არ გაუმართლა.

ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანთან ნაჩვენებმა კარგმა თამაშმა "საპოვნელას" გულშემატკივრებს იმედი ჩაუსახა, რომ მათი საყვარელი გუნდი "სამტრედიას" იოლად არაფერს დაუთმობდა...

მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. მასპინძლებმა თერჯოლელები ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და უამრავი საგოლე მომენტი რომ არ გაენიავებინათ, ასტრონომიული ანგარიშითაც მოიგებდნენ. გაძლიერებული და შეკრებაგავლილი "საპოვნელასგან" კი ასეთი სუსტი თამაში მოულოდნელი იყო.

სამტრედიელებმა, ფაქტობრივად, დებიუტშივე გადაწყვიტეს მატჩის ბედი. მე-9 წუთზე მასპინძლებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს - ბუდუ ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ დარჩა და გიორგი სომხიშვილს შანსი არ დაუტოვა.

გოლის შემდეგ სტუმრებმა, თითქოს, გამოასწორეს თამაში და კარგი საგოლე მომენტიც შექმნეს - ჯაბა დვალი მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს, მცველებთან ორთაბრძოლისას წაიქცა, მაგრამ ბურთი შეინარჩუნა და დავით ბოლქვაძეს დასარტყმელად მიაწოდა, თუმცა თერჯოლელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა კარს მცირედით ააცილა.

სტუმართა გააქტიურება მოჩვენებითი აღმოჩნდა - ცოტა ხანში თამაშის სადავეები ისევ გია ცეცაძის გუნდის ხელში გადავიდა. მათ სტუმრებს სწრაფი და კომბინაციური ფეხბურთი შესთავაზეს, თერჯოლელებმა კი ზეწოლას ვერ გაუძლეს და შეცდომებს მოუხშირეს. თეიმურაზ მარკოზაშვილს გოლის გატანის შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ ხუთიოდე მეტრიდან, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

მარკოზაშვილმა შეცდომა მალევე გამოასწორა - სტუმართა მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა და მეორე ცდაზე ანგარიში 2:0 გახადა.

მატჩის სცენარი არც მეორე ტაიმში შეცვლილა, "სამტრედია" მომენტს მომენტზე ქმნიდა, სტუმრებს კი, გიორგი ბუხაიძის სახიფათო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, რეალური შანსი აღარ ჰქონიათ.

კარგად ჩაერთვნენ თამაშში დავით ჯიქია და გიორგი ახალაძე, რომლებიც სისწრაფის ხარჯზე მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნიდნენ. ჯიქიას გამოსვლისთანავე შეეძლო "საპოვნელას" დამწუხრება - მარჯვენა ფლანგიდან კარისკენ შეიწია და გზად რამდენიმე მცველი მოატყუა, მაგრამ ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

იქამდე კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდა მარკოზაშვილს, მაგრამ მეკარემ დაასწრო და მდგომარეობა განმუხტა. ამის შემდეგ სამტრედიელებმა სომხიშვილის კარის ბადე კიდევ ორჯერ შეარხიეს, მაგრამ არსენ ნონიკაშვილმა ორივე ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

გოლთან ახლოს იყვნენ ახალაძე, რაჟამაშვილი და სიხარულიძე, მაგრამ ხან სტუმართა მეკარე თამაშობდა კარგად, ხან კიდევ შემტევები ვერ ისწორებდნენ მიზანს.

83-ე წუთზე "საპოვნელას" დაცვა კიდევ ერთხელ "ჩავარდა" და რაჟამაშვილმა ჯიქიას ახლო მანძილიდან გაატანინა.

დარჩენილ დროში "სამტრედია" კვლავ მწვავედ უტევდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVII ტური

23.02. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-საპოვნელა 3:0

გოლები: 1:0 ზივზივაძე (9), 2:0 მარკოზაშვილი (28), 3:0 ჯიქია (82. რაჟამაშვილის პასით)

სამტრედია (4-3-3): მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, გოგიაშვილი, ცნობილაძე, შერგელაშვილი - დათუნაიშვილი, მარკოზაშვილი (77. ახალაძე), ა. ენდელაძე (80. სანდოხაძე) - რაჟამაშვილი, სიხარულიძე, ზივზივაძე (58. ჯიქია).

სათადარიგოები: მეშველიანი, მთივლიშვილი, კერძევაძე, იოსელიანი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

საპოვნელა (4-1-4-1): სომხიშვილი - ოდიკაძე, ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, ვაჭარაძე - ნარიმანიძე (46. ტყეშელაშვილი) - მაკარიძე (24. ბუხაიძე), ქათამაძე, მიქაბერიძე (55. ბანძელაძე), ბოლქვაძე - ჯ. დვალი.

სათადარიგოები: ა. გიორგაძე, ბერუაშვილი, ბიბილეიშვილი, ზ. ენდელაძე

მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე

გაფრთხილება: ჯიქია (65)

არბიტრი: ა. ნონიკაშვილი

ბომბარდირები

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13

ო. მარცვალაძე (დილა) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 10

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVIII ტური

27 თებერვალი, შაბათი

საბურთალო-დინამო (თბ)

ლოკომოტივი-სამტრედია

ზუგდიდი-ცხინვალი

შუქურა-სიონი

კოლხეთი -დინამო (ბთ)

მერანი-ჩიხურა

დილა-ტორპედო

საპოვნელა-გურია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guro
როგორც იქნა ობიექტურად მიმოიხილეთ სამტრედია 10 თავით მაგლა იდგა.
irakli apkhaidze
მირიანი არ გაუშვიათ, სამწვრთნელო შტაბშია ეგეც. და კიდე კარში გიორგაძე იდგა და არა სომხიშვილი
vasikobasiladze
ვინც თერჯოლის საპოვნელა გააცოცხლა და ისევ ფეხბურთი დააბრუნა თერჯოლაში მირიან გეწაძე რატომ გაუშვეს გუნდიდან იცის ვინმემ?რას ერჩოდნენ ამ ბიჭს?მოიყვანეს ეხლა ჯელაზე და გაავსო გუნდი გადაბერებული ფეხბურთელებით რას გავს ეს,თერჯოლაში გუნდი აღარ თამაშობს ესე გვინდა ჩვენ Fეხბურთის განვითარება?გუნდი თავის რეგიონში უნდა ვარჯიშობდეს და თამაშსაც იქ ატარებდეს რომ ხალხი მივიდეს მოედანზე ნახოს ბავშვმა ფეხბურთი დაინტერესდეს,მირიან გეწაძე არ უნდა გაეშვათ არაფრით,ამ კაცმა იმდენი გააკეთა გუნდისთვის სეზონის დასრულებას მაინც იმსახურებდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
ბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
ᓣᓛᕐᓦᓚᓔᓡᓘ
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ნუ დავღუპავთ თაობას - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებების დროა!
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი მარცხით დაასრულა
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
მერანი-ცხინვალი 0:2 - მარტვილში ფეხბურთი დაბრუნდა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
ლიახვი-სამტრედია 1:4 - ისევ სამი ბურთით
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. V ტური: "საბურთალო" "სამტრედიასთან" დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
"ჰაიდენჰაიმს" ზივზივაძის დაბრუნებამაც ვერ უშველა
ზივზივაძის სრული მატჩი და "ჰაიდენჰაიმის" საბრძოლო ფრე "ბაიერთან"
თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
"სპარტაკის" ნაცვლად "ცხინვალი" - ახალი სახელწოდება, ლოგო და ფეხბურთელები
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
დავით ჯიქია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა
შუქურა-სამტრედია 0:2 - სტუმრად, როგორც შინ... [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს