ილია მაისურაძე: "პირველი 15 წუთი ისე წარვმართეთ, რომ მეტოქეს შანსს არ ვუტოვებდით, მაგრამ მერე ბევრი შეცდომა დავუშვით"
28 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხრეთამერიკულ ტურნეში მესამე შეხვედრა ურუგვაელ თანატოლებთან მონტევიდეოში გამართა და ანგარიშით 19:21 დამარცხდა.

"პირველი 15 წუთი ისე წარვმართეთ, რომ მეტოქეს შანსს არ ვუტოვებდით, მაგრამ მერე ბევრი შეცდომა დავუშვით. ეს მატჩი ჩვენი შეცდომების ხარჯზე წავაგეთ, განსაკუთრებით კი, დასკვნით ფაზაში, როდესაც ქულა-ქულაზე მიდიოდა თამაში.

რა თქმა უნდა, წაგება არასასიამოვნოა, მაგრამ ეს ტურნე მთლიანად ემსახურება მორაგბეების გამოცდას, რათა კიდევ ერთხელ მოგვეცეს მსოფლიოს წინ მათი საქმეში ნახვისა და უკვე ტურნირის წინა შეკრებისთვის გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა", - აქვეყნებს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილია მაისურაძის ნათქვამს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური საიტი.

მანამდე ქართველი მორაგბეები ორჯერ არგენტინელ 20-წლამდელებს გაეჯიბრნენ და ორივეჯერ დამარცხდნენ (17:36, 11:49). სერიის ბოლო, მეოთხე შეხვედრას "უმცროსი ბორჯღალოსნები" კვლავაც ურუგვაელებთან გამართავენ. მატჩი მონტევიდეოში 4 მარტს, თბილისის დროით 23:00 სთ-ზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ქართული რაგბის ისტორიაში წელს პირველად იასპარეზებენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც პლანეტის 12 უძლიერესი ახალგაზრდული ნაკრები ითამაშებს. ტურნირი 5-25 ივნისს ინგლისის ქალაქ მანჩესტერში გაიმართება.

ამხანაგური მატჩი

U20. ურუგვაი-საქართველო 21:19

საქართველო U20: 15 მირიან მოდებაძე, 14 გიორგი მელაძე, 13 სანდრო ილურიძე, 12 გიორგი გოგოლაძე, 11 დავით მესხი, 10 დავით მოძღვრიშვილი, 9 ლაშა მამუჩარაშვილი. 1 თორნიკე მატარაძე, 2 ლაშა საჯაია, 3 ნიკა ნეფარიძე (კაპ), 4 გაგა არაბული, 5 მიხეილ ბაბუნაშვილი, 6 ირაკლი ცხადაძე, 7 გიორგი ცუცქირიძე, 8 ილია სპანდერაშვილი

16 უშანგი ჭეიშვილი, 17 გოგა ხუროშვილი, 18 გურამ პაპიძე, 19 დემურ ეფერემიძე, 20 ვანო ფუტკარაძე, 21 გელა აფრასიძე, 22 გურამ ქანდაურაშვილი, 23 რატი შანიძე

3ლ: ილურიძე, საჯაია, მესხი. 2გ: გოგოლაძე.

studenti. France
ქართული სიიტყვის ძალა,რომ იკარგება ,იწყება ქართული საქმითაც უკან სვლა.რაგბის დროს რომელიმე ქართველი რაგბისტის მიერ თუ გაგიგონიათ თანამებრძოლისათვის თქმა-მეგობარო!მერობრებო! ან ომის დროს ქართველები ერთამანეთს ამხნევებდენ როდესმე -მეგობრებო! ერთხელ ,ქართული ეროვნული ნაკრები ვიღაცას ხვდებოდა და თავგადახვეული სისხლგაჟრენთილი აბუსერიძე ჩახლეჩილი ხმით ბიჭებს აგულიანებდა-ძმებო!!! ერთად, არვ დავთმოთ.ეგრეა საჭირო ნებისმიერ ერთობლივ ქართულ საქმეში, დღეს ვერ შევძლებთ,გავიმართლებთ თავებს,წაგება ჩაფიქრებული იყოო, და ხვალ გავიმარჯვებთო...., არ ხდება ამ წუთი სოფლად მაგდაგვარად,და გული უნდა გულობდეს ქართულად და ქადა ორი ხელით უნდა იჭმებოდეს ,ერთად ვინც ეხლა ვართ,თანადგომით ბოლომდე ,და არა სამომავლო გაძლიერებისა სხვათა მოსვლით,სიტყვების კორეანტელით- მეგობაროთი .თუ არ შეთამაშდი და არ იმარჯვე ეხლა,ხვალ ნაუცბადევად როგორ იმარჯვებ? არ ხდებაო ნეიტრალურად"მეგობრებო" ფუყედ გულის დამამშვიდებლებო,ვისი? უფრო,თქვენსავე, ვერავისი ,ისე რა, ჰაი ჰარალედ თქმულით.სხვის იმედად შტმორჩენილად,მომავალში.თუ ჩვენ არა დღეს,მაშ ვინ იმარჯვებს ხვალ!
ნოდარი
მეგობრებო, ნუ შეგეშინდებათ ასეთი მარცხის. გაიხსენეთ, რა შედეგებს აჩვენებდა ძირითადი ნაკრები უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატის წინა მატჩებში და რა შედეგი აჩვენა ჩემპიონატზე. მერე გაირკვა, რომ რაღაცეებს კიდევაც მალავდნენ თურმე დრომდე. ასეთი მატჩები მხოლოდ გამოცდისთვის და შეთამაშებისათვის გამოდგება და არა შორს მიმავალი დასკვნების გასაკეთებლად. ჩემპიონატზე კი ამ ბიჭებს ძირითად ნაკრებში მოთამაშე ახალგაზრდებიც დაემატებიან, ნუ დაგავიწყდებათ!
levani
გასაგებია რომ ეს შეხვედრები მსოფლიოსთვის მოსამზადელ ეტაპად განიხილება და ალბათ ბევრ ექსპერიმენტსაც მიმართვას სამწვრთნელო შტაბი, მაგრამ ურუგვაისთან მარცხი მაინც ძალიან ცუდი სიგნალია! :(
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან