ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება შედგა
ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბანკი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით 1 მარტს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა ღონისძიება, რომელზედაც ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დამსწრეებს მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობეს.

დადებული ხელშეკრულება ორწლიან სპონსორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფიქსირებული თანხის გარდა, კონტრაქტში გათვალისწინებულია შედეგზე ორიენტირებული დამატებითი თანხა, რომელიც განისაზღვრება 2016-2017 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში, საქართველოს ნაკრების მიერ, დაგროვილი ქულების მიხედვით.

გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ვითიბი ბანკისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და სხვა სტუმრები.

ვითიბი ბანკი ტრადიციულად სპორტის აქტიური მხარდამჭერია, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გარდა, წყალბურთის ეროვნული ნაკრების, ტანვარჯიშის ფედერაციის, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის და სხვა სპორტული გუნდების გენერალური სპონსორია.

ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა:

"დღეს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის სპონსორულ პროექტებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები შეემატა. ქართული ფეხბურთის მდიდარი ტრადიციები ჩვენთვის, როგორც ყველა ქართველისთვის ეროვნული სიამაყის და მიღწევების სიმბოლოდ იქცა, ბევრისთვის მისი სიყვარული ბავშვობიდან იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება.

დღეს ყველა თანხმდება, რომ ფეხბურთს ქვეყნის და საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება, ამას ფეხბურთის განვითრების სახელმწიფო პროგრამაც ადასტურებს, დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალისხმევა მომავალი მიღწევების მომტანი გახდება.

ვითიბი ბანკის მიერ ფეხბურთის მხარდაჭერა ითვალისწინებს შემდეგს: ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას, ფეხბურთის პოპულარიზაციის პროექტის მხარდაჭერას, საბავშვო და მინი ფეხბურთის განვითარებას. ამის გარდა ნაკრების შედეგებზე ორიენტირებული დამატებითი დაფინანსებაც არის გათვალისწინებული, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა დიდი წარმატების დასაწყისი გახდება".

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორს. ბანკს, რომელიც დღეიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერი იქნება. ამ ეტაპზე ჩვენთვის დიდი პატივია წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც აქვს სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანოს ფეხბურთის მიმართულებით დაფინანსებაში.

თანამედროვე ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით აქტივობას და ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა წარმატებული იქნება როგორც ეროვნული ნაკრებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის", - ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

bajo-ს
ვისთან მიდის და არავისთან, მაგენი რომ ფულს იხდიან იმაზე კარგი მცვრთნელი არ მოვა ნუ ცხადაძეზე უკეთესი, უფრო უარესის მოყვან სცხვენიათ და არ იციან რა ქნან.
bajo
უტავო ნაკრებს სპონსორი რასჰი ჰირდება.რატო არ ლაპარაკობტ ვისტანი მიდის მოლაპარაკება.?დააბრუნეტ ქეზცბა.
bajo
უტავო ნაკრებს სპონსორი რასჰი ჰირდება.რატო არ ლაპარაკობტ ვისტანი მიდის მოლაპარაკება.?დააბრუნეტ ქეზცბა.
Gff
კარგია ,მაგრამ მაისურზე _V T B უნდა ეწეროს?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ