საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
"ტორპედომ" პირველი წრე სუსტად ჩაატარა და საგაზაფხულო ეტაპიც მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ქუთათურები ფერზე მოვიდნენ და აგერ, უკვე ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს. ალექსანდრ შტელინის შეგირდებმა ამჯერად უეფას ზონაში მოსახვედრად მებრძოლი ბათუმის "დინამო" დაამწუხრეს.

აჭარლებს მეორე წრეში კარგი სტარტი ჰქონდათ, რითიც ლიდერთა შორის მოხვედრის შანსიც გაუჩნდათ, მაგრამ... "ტორპედოსთან" მარცხმა მათ ამბიციებს ჯერჯერობით გასაქანი ვერ მისცა...

შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო. "დავით აბაშიძეზე" შეკრებილი გულშემატკივრები უშეღავათო პაექრობას ელოდნენ. ტაიმის მესამედი ისე მიილია, მეკარეები საქმეში არ ჩართულან, ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრის სიახლოვეს ტრიალებდა; მეტოქეები, თითქოსდა, ერთმანეთის შეცდომებს ელოდებოდნენ...

პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლის სტატუსით მოთამაშე ქუთაისელებმა შექმნეს - გიორგი კუხიანიძის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი გარედან მოხვდა ბადეს. ორიოდე წუთში ისევ კუხიანიძემ იაქტიურა, რომელმაც ბექა ტუღუშის მისამართით დიაგონალური გადაცემა გააკეთა და ადრესატმა ვარდნაში ეფექტური დარტყმა შეასრულა - გოლი რომ გასულიყო, ალბათ, ჩემპიონატის მშვენებაც იქნებოდა, მაგრამ ბურთი ამჯერადაც გარედან შეეხო ბადეს.

შემდეგ თორნიკე კაპანაძეს ჰქონდა გოლის გატანის შანსი, მაგრამ მისი თავური დარტყმა მიზანს მცირედით ასცდა. ორიოდე წუთში შეტევაში ჩართულმა ვაჟა ტაბატაძემ ბურთი ხარიხას გაარტყა.

გუნდები ბურთს თანაბრად ფლობდნენ, მაგრამ სახიფათო მომენტებს მხოლოდ "ტორპედო" ქმნიდა. ტუღუში-კაპანაძე-კუხიანიძის სამსვლიანი კომბინაცია საჯარიმოს ხაზიდან ამ უკანასკნელის ძლიერი დარტყმით დასრულდა, თუმცა ბურთი ხარიხას ოდნავ გადასცდა.

ტაიმის მიწურულს ერთი ხიფათი აჭარლებმაც შექმნეს - ნიკოლა კომაზეცის გამჭოლი გადაცემის მოგერიებას ვარდნაში ცდილობდა ბაქარ მირცხულავა, რომელსაც ფეხიდან ბურთი ხელზე აეჭრა. ზღვისპირელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა აბდულა ბასლეჰლომ თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც ბათუმელი ქომაგების გულისწყრომა გამოიწვია.

შეხვედრა ტორპედოელთა უპირატესობით განახლდა. ჯერ ტაბატაძემ სცადა ნომინალური სტუმრების დამწუხრება, მაგრამ მიხეილ ალავიძეს სწორი პოზიცია ეკავა და ბურთსაც იოლად დაეუფლა.

ქუთაისელთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო - 54-ე წუთზე ტაბატაძე მარჯვენა ფრთაზე შეტევაში ჩაერთო და გამოზომილი გადაცემით კაპანაძე ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა. "ელვამ" თანაგუნდელს ამაგი დაუფასა და მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ბურთი ძელის გავლით ალავიძის კარის ბადეში გაახვია.

თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. ბათუმელები უპირატესობის მოპოვებას შეეცადნენ, მაგრამ ტორპედოელები მათ საკუთარი კარის სიახლოვეს არ იკარებდნენ.

ვითარება მე-80 წუთზე დაიძაბა, როცა კუხიანიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ ბათუმელს ხელზე შეეხო და პირითი ხაზი დატოვა. ქუთაისელები პენალტს ითხოვდნენ, სირიელმა არბიტრმა კი კუთხურისკენ მიუთითა. ამ დროს ქუთათურები შეცვლას ამზადებდნენ, მეოთხე მსაჯს ხელში უკვე ტაბლო ეჭირა, რის გამოც კუთხურის ალამთან მყოფი კლიმიაშვილი თანაგუნდელის შეცვლას დაელოდა, არბიტრმა კი ტორპედოელის მხრიდან დროის გაყვანა დააფიქსირა და კლიმიაშვილი ყვითელი ბარათით დასაჯა.

ამას რიონისპირელთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა არბიტრმა თავისი გადაწყვეტილება აღარ შეცვალა... უფრო მეტიც, ტორპედოელთა მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.

მატჩის უკანასკნელი წუთები ერთობ დაძაბულად წარიმართა. ბასლეჰლომ შეხვედრას 5 წუთი დაამატა. ამ დროის განმავლობაში ბათუმელები მთელი გუნდით უტევდნენ, მაგრამ რიონისპირელებმა თავი კარგად დაიცვეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური

06.03. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"

ტორპედო-დინამო (ბთ) 1:0

გოლი: 1:0 კაპანაძე (54. ტაბატაძის პასით)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნერგაძე, მირცხულავა, ქიმაძე, მამასახლისი (83. ფურცხვანიძე), კლიმიაშვილი, კუხიანიძე, საღრიშვილი (51. შინდაგორიძე), ტუღუში, კაპანაძე (88. ჭიჭინაძე).

სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ფანცხავა, კვარაცხელია, ო. კვერნაძე

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

დინამო: ალავიძე, ტვილდიანი, გოგიტიძე, მიხაილოვიჩი, სუხიაშვილი, ქავთარაძე, შონია, დიასამიძე (55. ვარშანიძე), ფონიავა, გაბედავა, კომაზეცი (76. თევდორაძე).

სათადარიგოები: ტაკიძე, ქათამაძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, გ. კაშია

მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი

გაფრთხილება: გაბედავა (25), ტუღუში (26), გოგიტიძე (61), ნერგაძე (69), მიხაილოვიჩი (74), კლიმიაშვილი (82), კუხიანიძე (90), ქავთარაძე (90)

გაძევება: შტელინი (83)

არბიტრი: ა. ბასლეჰლო.

XIX ტური

07.03. სამტრედია.

სამტრედია-საბურთალო

"ეროსი მანჯგალაძე". 15:00

ურთიერთშეხვედრები

1: +0 =0 -1, 2:3

პირველი წრე 2:3

XX ტური

11 მარტი, პარასკევი

ლოკომოტივი-სიონი

12 მარტი, შაბათი

დილა-ჩიხურა

ზუგდიდი-დინამო (თბ)

13 მარტი, კვირა

მერანი-სამტრედია

დინამო (ბთ)-ცხინვალი

საბურთალო-გურია

საპოვნელა-შუქურა

კოლხეთი -ტორპედო.

ბომბარდირები:

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

ო. მარცვალაძე (დილა) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 12

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დავითი
შტელინი, რომ ძლიერი სპეციალისტაი ამას დიდი მტკიცება რ სჭურდება მან მისი სიძლიერე "ტორპედოში" უკვე მერამდენედ დაამტკიცა. გუნდს აშკარად ეტყობა გამოცოცხლება ტიტქმის მტელი მატჩი უმოძრაო ფეხბურტელს ვერ ნახავთ მოედანზე სწრაფ ტემპში გადადის მტელი გუნდი შეტევაზე და დაცვაშიც გუნდური თამაშის ხარჯზე გადისნ ფონს ეს კი უკვე ევროპულ ფეხბურთთან მიახლოებული სტილიად აწარმატებას , რომ მოუტანს გუნდს თქმა არ უნდა დარწმუნებული ვარ ჩვენი "ტორპედო" შეიძელება წელს ვერა მაგარმ მომაცალ სეზონში ევროპულ სარბიელზე გავა და საქართველოშიც ერთერთი სერიოზული გუნდი იქნება
lelo
გილოცავთ ქუთათურებო გამარჯვებას! მართლაც კარგი თამაში იყო ტორპედოს მხრიდან ბათუმს რაც შეეხება მთელი თამაშის განმავლობაში კარში არ დაურტყამთ, რა თქმა უნდა კარგი დაცვის შეწდეგია ეს ყოველივე. აშკარად დაეტყო მწვრთნელის ხელი ტორპედოს.
Emzar
მე არ ვიცი ვის როგორ მოეწონა ეს ტამაში Mაგრამ დააკვირდით 1:03 ქუტაისელ ტავდამსხმელ როგორ ნაძალადევათ მისდევენ ბატუმელი მცველები
aiaa3333
ეგეტი კარგი თამაში კაი ხანია არ მინახია უმაგლეს ლიგაში,და რაც უხდება Fეხბურტს ყველაფერი ამ შეხვედღაში..და მსაჯობასაც ვერაფერს დაუწუნებდი
nikata
ავტორი იყო სტადიონზე? საგოლე პასი ნერგაძემ გააკეთა - ტაბატაძე არაფერ შუაშია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
"ტორპედომ" ბექა ტუღუშის გუნდიდან წასვლა იუწყა
"ტორპედო" საქართველოს თასის 1/2-ფინალში გავიდა
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ჩიხურა-კოლხეთი 2:1 - თავით და კლასით [VIDEO]
თორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
დინამო(ბთ)-ტორპედო 0:5 - ნულოვანი მაჩვენებელი [VIDEO]
თასი. 1/4-ფინალი: მესამელიგელი და ომში გამარჯვებული "ტორპედო"
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "საბურთალომ" "ტორპედო" დაამარცხა და გალიდერდა [VIDEO]
პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
თორნიკე კაპანაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1 - "დინამო" ისევ კოჭლობს [VIDEO]
ულამაზესი მაკრატელა საქართველოს ჩემპიონატში - თორნიკე კაპანაძემ "ჩიხურას" საოცარი გოლი გაუტანა [VIDEO]
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"კოლხეთის" დირექტორი: 2018 წელს რა დონის გუნდი გვეყოლება, ფინანსებზე იქნება დამოკიდებული
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
ეროვნული ლიგა. XXVII ტურის წინ: ვამთავრებთ "კლასიკოთი"!
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
თორნიკე კაპანაძე "დილას" ფეხბურთელი გახდა