საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
ვერ შეცვალა "გურიამ" უსიამოვნო ტრადიცია - უმაღლეს ლიგაში "ლოკომოტივისთვის" ერთხელაც რომ ვერ მოუგია. ეს კი არა, ქულაც პირველად აართვა. არადა, შანსი ჩინებული მიეცათ გურულებს, როცა ბოლო 25 წუთი მეტოქე 9 კაცით იყო დარჩენილი...

ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც კარისკენ დარტყმულზე საჯარიმოს ხაზთან ხელით გიორგი ფოფხაძემ ითამაშა, რის გამოც მანამდე მიღებული ყვითელი ბარათი უმალ წითლად ექცა.

მატჩის არბიტრმა პირველი ტაიმის ბოლოს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევა ვაჟა ქიქავა, რასაც სტუმართა მწვავე პროტესტი მოჰყვა, თუმც გოგა კიკაჩეიშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თამაშის სადავეები ხელიდან არ გაქცევია, როგორც იტყვიან ხოლმე მსაჯზე - თამაში არ გააფუჭა. ოდენ ჟერარდ სარაგოსა მულეტის შენიშვნითა და ბაჩანა ცხადაძის გაფრთხილებით განმუხტა ვითარება.

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, "გურია" თითქოს უკეთ თამაშობდა მანამ, ვიდრე მეტოქე კაცნაკლული დარჩებოდა. მართალია, მასპინძლებმა რიცხობრივთან ერთად ტერიტორიული უპირატესობაც მიიღეს, მაგრამ ამით ხეირი ვერ ნახეს, თუ არ ჩავთვლით ორ-სამ ლამაზ კომბინაციურ შეტევას, ასევე, რევაზ თევდორაძის საიმედო თამაშს რამდენიმე თავური დარტყმის შემდეგ და მაღალ ბურთზე დამაჯერებელ გამოსვლებს, "ლოკომოტივის" კართან განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.

განსაკუთრებით მეორე გაძევებამ "ლოკომოტივი" უფრო შეკრა. სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ერთხელაც არ გატყდნენ. ლანჩხუთელებს თამაშში გიორგი კახელიშვილის (მისი დებიუტი იყო) ჩართვამაც ვერ უშველა, სერბი მეკარე ალექსანდარ იოვანოვიჩი კი გურულებმა განაცხადში პირველად შეიყვანეს.

სტუმართა სასახელოდ მეტყველებს ისიც, რომ 9 კაცით დარჩენილებიც კი "ყრუ" დაცვაში არ ჩამჯდარან და მეტი იღბალი რომ ჰქონოდათ, პატარა სასწაულსაც მოახდენდნენ: ერთხელ ალვინ ბენეტიმ წინ გამოსულ მეკარეს ისეთი დაუბრუნა, ბურთმა ძელს სანტიმეტრებით ჩაუარა.

მერე მამია გავაშელიშვილი თავისიანებმა ორჯერ ვერ გაიყვანეს დასარტყმელ პოზიციაზე, მესამედ კი შემტევს საჯარიმოდან წინ გამოსულმა "გურიის" მეკარემ ააცალა ბურთი...

ეს კონტრშეტევები კი "გურიის" იმ მასირებულ იერიშებს მოჰყვა, რომელიც სიჩქარეში და თან სველ მინდორზე, რაც დრო გადიოდა, მასპინძელს ფსიქოლოგიურ ტვირთად რომ აწვებოდა, იმ ტვირთად, რომელიც ვიქტორ დემიდოვის გუნდმა ზიდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური

06.03. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"

გურია-ლოკომოტივი 0:0

გურია: იმერლიშვილი, ნოზაძე, ჩადუნელი (64. კილაძე), ბენეტი, ი. კვეკვესკირი, ნუნიეზი, ზოზულია, ალავერდაშვილი, გამყრელიძე (88. შტანდერი), მოროზენკო, ჟუნიორი (73. კახელიშვილი).

სათადარიგოები: იოვანოვიჩი, როდრიგესი, გელაშვილი

მწვრთნელი: ვიქტორ დემიდოვი

ლოკომოტივი: თევდორაძე, გ. ფოფხაძე, ცხადაძე (72. გავაშელიშვილი), გ. დიასამიძე, ხიდეშელი, ქიქავა, გაბაძე, მზევაშვილი, ჩაგელიშვილი (64. პატარკაციშვილი), ბ. მახარაძე, უბილავა (46. სულთანიშვილი).

სათადარიგოები: კუპატაძე, პატარკაციშვილი, ჩიხლაძე, გავაშელიშვილი, ქანთარია, არდაზიშვილი

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა მულეტი

გაფრთხილება: ნოზაძე (24), ფოფხაძე (31), ცხადაძე (39), ფოფხაძე (64), მზევაშვილი (67), კვეკვესკირი (88)

გაძევება: ქიქავა (39), ფოფხაძე (64)

არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

XIX ტური

07.03. სამტრედია.

სამტრედია-საბურთალო

"ეროსი მანჯგალაძე". 15:00

ურთიერთშეხვედრები

1: +0 =0 -1, 2:3

პირველი წრე 2:3

XX ტური

11 მარტი, პარასკევი

ლოკომოტივი-სიონი

12 მარტი, შაბათი

დილა-ჩიხურა

ზუგდიდი-დინამო (თბ)

13 მარტი, კვირა

მერანი-სამტრედია

დინამო (ბთ)-ცხინვალი

საბურთალო-გურია

საპოვნელა-შუქურა

კოლხეთი -ტორპედო.

ბომბარდირები:

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

ო. მარცვალაძე (დილა) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 12

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ივა
ავთო ხო ჭ კლასია!!!! ლოკომოტივი მგონი 1 ქულიტ ჩამორჩება ლიდერს
ივა
პირველ ტაიმში გურიამ ლამის გადაუარა ამაზე რატომ არ წერთ ტყუილად კი არავინ გაუგდიაათ
avtos
ავთო ხარ თუ ბრმა? :D :D :D მსაჯს შეაგინა ტიპმა და გააგდო მეორე წითელზე ტიპმა ხელბურთის ილეთით გააჩერა კარში დარტყმული ბურთი და 2 ყვითელი ერთი წითელია. სადაა აქ ტყუილად გაგდება? ამ ქვეყანაში ყველა პროფესორი როგორაა
avto
რატომ არ წერთ რომ ტყუილად გაუგდო ლოკოს 2 კაცი რახან ადგილობრივი მიმომხილველი წერს სტატიას ობიექტურობა არ უნდა დაკარგოს საშინელი მსაჯობა იყო და ყველაფერი გააკეთა მსაჯმა რომ ლოკოს წაეგო მაგრამ გურიას ლეგიონერები რბილად რომ ვთქვათ ჭ კლასის არიან
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან
თბილისის "ლოკომოტივი", შესაძლოა, გიორგი დევდარიანმა გაწვრთნას
დინამო (თბ)-ლოკომოტივი 3:1 - კიტეიშვილის ჰეთ-თრიკით [VIDEO]
გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
თბილისის "ლოკომოტივი": გიორგი დევდარიანის კანდიდატურა განიხილება
უმაღლესი ლიგა. XXVI ტური: "გურიამ" ლანჩხუთში "ზუგდიდი" გააცამტვერა
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
ეს ქართველმა გოგონამ გამომიგზავნა... სერბ მეკარეს "გურია" ტრამპლინად ესახება
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
რატომ გაიპარნენ და რა სასჯელი ელით "გურიის" ლეგიონერებს?
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
უმაღლესი ლიგის X ტურის წინ: ყოველმხრივ არაპროგნოზირებადი...
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
პაპუნა ფონიავა "მერანს" დაემშვიდობა და კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
ზუგდიდი-მერანი 3:0 - ათწუთიანი ცივი შხაპი [VIDEO]
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ზუგდიდი-გურია 3:2 - გურულებმა იგორ დემიდოვს ობსტრუქცია მოუწყვეს
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
გურია-დილა 0:1 - შეცვლები რომ არა... [VIDEO]
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გურია-მერანი 0:0 - ისევ ნულები
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
ლანჩხუთის "გურიამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს მოემსახურებიან
გიორგი დევდარიანი ახალ გუნდს აანონსებს: ყველაფერი შეიცვლება!
ლანჩხუთის "გურიას" თემურ მახარაძე გაწვრთნის
უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინ: უცხოელთა ჯახი
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები! - "ლოკომოტივის" მადლობა "გურიის" ფანებს!
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
გურია-ჩიხურა 1:3 - იოვანოვიჩი-ჰამზიჩი 3:1 [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
გოგა კიკაჩეიშვილს ფიფას პირველი კატეგორია მიენიჭა
სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს
ვასილ მაისურაძე: გადავწყვიტე, ნაკრებზე ვიყო ორიენტირებული