სუპერლიგის 21-ე ტური 11 მარტს ქუთაისში ლიდერთა დაძაბული მატჩით დაიწყო
სუპერლიგის 21-ე ტური 11 მარტს ქუთაისში ლიდერთა დაძაბული მატჩით დაიწყო. მეორე ადგილზე კიდევ 2 გუნდთან ერთად მყოფმა "ქუთაისმა" სუპერლიგის ერთპიროვნულ ლიდერ "დინამოს" უმასპინძლა და ბოლო წუთზე, ფიცხელ ბრძოლაში - 82:78 დაამარცხა.

მატჩი გარდამავალი უპირატესოიბთ წარიმართა და ჯერ "ქუთაისი" იგებდა. მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 19:16 მოიგეს, ხოლო მეორე პერიოდის მე-8 წუთზე კოტე ტუღუშის გუნდის უპირატესობამ სოლიდური სახე მიიღო - 42:28. 14-ქულიანი ლიდერობა წარმატებაზე ფიქრის საკმარისი საფუძველი იყო, თუმცა ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა დინამოელებმა შესანიშნავი მესამე მეოთხედი ჩაატარეს და მასპინძლები უკანაც მოიტოვეს.

დიდ შესვენებამდე თბილისელებმა ჩამორჩენა 11 ქულამდე შეამცირეს, ხოლო მესამე პერიოდიდან მასპინძლებს ყველა კომპონენტში აჯობეს. გიორგი შარაბიძის, ჯუევ მაილსის და ნოდარ გოგოძის შედეგიანობით "დინამომ" მესამე 10-წუთეული 28:13 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 4 ქულით - 61:57 დაწინაურდა.

მიხეილ ბერიშვილის ქულებით სტუმრები ბოლო მეოთხედის მე-5 წუთზე 71:63 დაწინაურდნენ და ახლა "ქუთაისი" აღმოჩნდა წაგების რეალური საფრთხის წინაშე. დარჩენილ 5:30 წუთში მასპინძლებმა მოგებისკენ მიმავალი სწორი გზა აირჩიეს და რაც მთავარია, ის შეუცდომლად განვლეს. მტკიცე დაცვა და შეტევაში მეტი მობილიზება - ამ კალათბურთისთვის ფუნდამენტური კომპონენტების შესრულება ტუღუშის გუნდისთვის ჩამორჩენის გაბათილების საფუძველი გახდა.

შეტევაში კომბინირებული შედეგიანობით - რის განმავლობაშიც გოგა ცეკვავა, გიორგი ბარბაქაძე, ზაურ ფაშაევი, ვახტანგ ქადარია, ბექა ბექაური და ივან მიკულიჩი გამოირჩნენ, იმერულმა კლუბმა საფინალო სირენამდე 39 წამით ადრე ქულიანი ლიდერობა (78:77) მოიპოვა და საბოლოოდ გამარჯვებამდეც მივიდა. საკვანძო აღმოჩნდა მაისლის აცილებული სამქულიანი და ცეკვავას მოხსნა. დინამოელებმა ქუთაისელ უკანახაზელზე ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, ცეკვავამ კი საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე ორივე საჯარიმო ჩააგდო და მასპინძელთა გუნდი მიუწვდომელი გახადა.

"ქუთაისში" 15 ქულით და 17 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური, 13 ქულა გიორგი ბარბაქაძემ მიითვალა, ხოლო ფაშაევის ანგარიშზე 11 ქულა და 9 პასი დაგროვდა. დინამოელთა შორის 19 ქულით ბომბარდირი გიორგი შარაბიძე გახდა, 17 ქულა და 9 მოხსნა მიხეილ ბერიშვილმა მიითვალა.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დინამო VS კლუჟი - შანსი არის, უნდა დაველოდოთ
ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
დუდუ დადიანის მემორიალი: "დინამო" წელსაც გამარჯვებულია
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
"დინამომ" "ოლიმპს" სერიის მეორე მატჩიც მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ცვლილებები საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
დინამო-ხუვენტუტი 60:72 - საფანტი არ გვეყო [VIDEO]