სტადიონ "შევარდენის" მედიადარბაზში რაგბის კავშირის პრეზიდენტმა და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ისაუბრეს
დღეს, 24 მარტს, სტადიონ "შევარდენის" მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ლევან მაისაშვილი უძღვებოდნენ. ორივემ "ბორჯღალოსანთა" ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ისაუბრა.

"ბორჯღალოსნები" ნოემბერში 2 ტესტ-მატჩს სამშობლოში გამართავენ

გოჩა სვანიძე:

"შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ, რომ გამომდინარე ჩასატარებელი 6 ტესტ-მატჩიდან, ქართული რაგბის გულშემატკივრებს სასიამოვნო წელი ელით. ეს არის გამოწვევა ჩვენთვის. გვსურს, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ "მსოფლიო რაგბის", რომლის დახმარებითაც ამ ეტაპზე გავედით.

ნაკრები ძლიერი შემადგენლობით ჩაატარებს ამ მატჩებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ფრანგულ გუნდებს არავინ ეკითხება, ვინ იქნება ჩვენს ნაკრებში და ვინ - არა. ამას ჩვენ გადავწყვეტთ - გავითვალისწინებთ მოთამაშეთა ინტერესებს და ამის მიხედვით მოვიწვევთ ნაკრებში. ყველა ეროვნული ნაკრების წევრისთვის უპირველესი რამ ყოველთვის ეროვნული ნაკრები იყო და არ მინდა ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ეს.

ამ ტესტ-მატჩებიდან ყველაზე რთული მეტოქე შოტლანდიაა, რომელმაც ბოლო წლებში ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. მათთან თამაში ჩვენთვის უდიდესი გამოცდა იქნება, რაც სამომავლოდ მხოლოდ დადებითად წაგვადგება. მინდა გულშემატკივარმა გაითვალისწინოს, რომ ჩვენი გუნდი 4-წლიან მზადების პროცესზეა გადასული.

ჩვენი სამიზნე არასდროს ყოფილა "ექვს ერში" მოხვედრა. ჩვენი მიზანი ყოველთვის მსოფლიოს ჩემპიონატია!"

ლევან მაისაშვილი:

"წელიწადში ამდენი თამაში და ამდენი სერიოზული მეტოქე ჯერ არ გვყოლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ თამაშებზე შევძლებთ ყველა იმ მოთამაშის გამოძახებას, ვისაც მოვიაზრებთ ნაკრებში. ყველა ხედავს, რომ "ერთა თასის" დონეს ავცდით და გვჭირდება ახალი ძლიერი მეტოქეები - მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი განვითარება. ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც მოიაზრება შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებისთვის, მიეცემა ამ ტესტ-მატჩებში თამაშის უფლება.

იაპონიის ნაკრები არის მაგალითი იმ დიდი შრომისა, რომელმაც მიაღწია ძალიან კარგ შედეგს. ისინი ჩემთვის შრომისმოყვარეობის და დისციპლინის ეტალონები არიან. ამიტომ ჩემთვის, მოთამაშეებისთვისა და მწვრთნელებისთვის მათთან თამაში ძალიან კარგი და სასიამოვნო იქნება. ბევრი რამ გამოჩნდება ამ თამაშში".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და ორივეში მასპინძლის სტატუსი ექნება. ერთ-ერთი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც დედაქალაქს 12 ნოემბერს ესტუმრება. 18-ში "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ.

dimi
მთავარია რაგბი რეგიონებში გავიდეს და იქ ათამაშდნენ ბავშვები. მაგალითად ყაზბეგში გაზრდილი ბავშვი უფრო ჯანმრთელია და თანაბარ პირობებში უფრო უკეთესი სპორტსმენი გაიზრდება ვიდრე თბილისში გაზრდილი. თითქმის ყველა დიდი ქართველი სპორტსმენი რეგიონებიდან იყო. ეს თუ არ მოხდა რაგბი ვეღარ განვითარდება. ყველა რეგიონს თავისი გუნდი უნდა ყავდეს. მეგრელები გურულები და სხვები უნდა თვლიდნენ რომ მათ ყავთ თავისი გუნდი და იმას უგულშემატკივრონ. ხომ გჯერათ, რომ გურულები მეგრელებს ზუგდიდში რომ მოუგებენ მეორე თამაშზე სტადიონზე მთელი სამეგრელო მოვა.
sandro K.
კარგია, რომ დაბლოკეთ, ცხელ გულზე გავაკეთე კომენტარი
glaxuna
ახალ ტურნირი, მეორე ათეულის საუკეთესო 8 გუნდს შორის! ყოველ წელს,მიმოსვლით!!! დავარქვათ თუნდაც : ,,ელიტისათვის თასი,, ,,ზვიგენის თასი,, (ისედაც ოკეანეთის გუნდები ითამაშებენ ! - იაპონია,ტონგა,ფიჯი,სამოა, კანადა-აშშ,საქართველო-რუმინეთი) ,,შესანიშნავი 8,, 4 წელი ასეთი ტურნირი და 6 ერი ა ქ ე თ შემოგვთავაზებს 6 ერი - ,,7 ერად,, შევქმნათ და ძლიერი ტურნირი ჩამოვაყალიბოთო! ამისათვის უ ნ დ ა იბრძოლოს დღევანდელმა ფედერაციამ და მოლაპარაკებები დ ღ ე ს ვ ე დაიწყონ... მსოფლიო ჩემპიონატი რომ ძირითადი პრიორიტეტია, ეს თ ა ვ ი ს თ ა ვ ა დ !
მინდია
ძალიან კარგი ტესტებია და ამ ეტაპზე სრულიად საკმარისი ჩვენთვის. ეხლა მთავარია ყველა შევკრიბოთ და რეგურალურად გვეძლეოდეს ყოველ წელს მსგავსი ტესტები. აშშ, კანადა, არაგენტინა, იაპონია, სამოა, ფიჯი, ტონგა, შოტლანდია, ირლანდია, იტალია, საფრანგეთი - ეს ის გუნდებია რომლებთანაც უკვე გვქონდა ან წელს გვექნება ტესტები და იმედია მომდევნო წლებშიც ამათთან გვექნება. იტალია რატომაცაა ამ სიაში მიხვდებით, საფრანგეთს კი თავისი კრიზისიდან გამომდინარე თვითონვე უნდა ქონდეს ჩვენთან შეხვედრის სურვილი
giga
წელს მაგარი ტესტები იქნება. კუნძელელებთან და იაპონიასთან თამაში მაგრად წაგვადგება.
ბბ
მე ვფიქრობ, რომ ყველაზე პროგრესირებადი ნაკრები სწორედ საქართველოს ნაკრებია, თუ ამჩნევთ, საქართველოს ყოველი მომდევნო თამაშში რაღაც სიახლეა, რაღაც უფრო დახვეწილია, მაგ. რუმინეთთან აუტებს ძალიან ხშირად ვიგებდით, რაც აქამდე ფაქტიურად ჩვენი აქილევსის ქუსლი იყო, ჩვენ საბედნიეროდ ძალიან, ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს, დინჯად, აუჩქარებლად ავდივართ სულ უფრო და უფრო მაღალ სიმაღლეებზე.

დღეს ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი იაპონიის ნაკრებია და საინტერესო იქნება მათთან ძალების გამოცდა. 5 წელიწადში იაპონია არგენტინაზე არანაკლები სიძლიერის მქონე გუნდი იქნება. მათგან ბევრი რამის სწავლა და გადმოღება შეიძლება.
Gio
დროა ერთა თასის მაგივრად რამე ახალი ტურნირი გაჩარხოს ფედერაციამ
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]