ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U19. ინგლისი-საქართველო 2:1 - მარცხი ბლიცკრიგით

U19. ინგლისი-საქართველო 2:1 - მარცხი ბლიცკრიგით

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი. I ტური
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთში დაწყებული ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი შეხვედრა ინგლისელ თანატოლებთან ანგარიშით 1:2 დათმო.

გიორგი ყიფიანის გუნდმა თამაში ისე დაიწყო, უარესს ვერც წარმოვიდგენდით: უკვე მე-10 წუთზე ინგლისელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. მე-8 წუთზე ანრი ჭიჭინაძემ საკუთარ საჯარიმოსთან თამაშის წესი დაარღვია. საჯარიმო ჯოშ ონომამ შეასრულა, "ჩელსის" თავდამსხმელმა ტემი აბრაჰამმა კი ანგარიში გახსნა.

ონომამ და აბრაჰამმა როლები გაცვალეს - ამჯერად, ასისტენტი აბრაჰამი გახლდათ, საქართველოს ნაკრების კარის ბადე კი "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა ონომამ შეარხია.

ეს იყო ერთგვარი ბლიცკრიგი, რის შემდეგაც ინგლისელებმა საგოლე მომენტები კიდევ შექმნეს. მაგალითად, მე-18 წუთზე გატანა შეეძლო ლუის კუკს, მაგრამ მიზანს ააცილა. მალე კი "მიდლსბროს" მცველის, დაელ ფრაის დარტყმას მეკარე ოთო გოშაძე გადაეღობა და გუნდი მესამე გოლისგან იხსნა.

"ჯვაროსნების" კიპერმა საიმედოდ ითამაშა 36-ე წუთზეც, როცა რეალური საგოლე მომენტი ადამ არმსტრონგს ჰქონდა.

ჩვენები კი მეტოქეს მხოლოდ 45-ე წუთზე დაემუქრნენ, როცა აიზია ბრაუნმა საჯარიმოსთან ბექა მიქელთაძე მოცელა. ჯარიმა შეასრულა გიორგი არაბიძემ, მაგრამ მეკარე ფრედი ვუდმენმა ნახტომში განმუხტა სიტუაცია.

გოშაძემ მეორე ტაიმშიც გადაგვარჩინა, როცა ორწუთიანი ინტერვალით ანგარიშის გაზრდის საშუალება არ მისცა აბრაჰამსა და კუკს, ხოლო შემდეგ - ტეილორ მურს.

ქართველები მხოლოდ ამის შემდეგ გააქტიურდნენ. ორი საგოლე მომენტი ჰქონდა გიორგი ბერიძეს, მაგრამ ვუდმენს ვერც მან აჯობა.

თუმცა ყიფიანის ბიჭებმა სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს - ირაკლი ბიძინაშვილის გადაცემის შემდეგ იმედის გოლი გურამ გოშთელიანმა გაიტანა.

ბოლო წუთზე ისევ ბიძინაშვილმა სცადა ქულის გადარჩენა, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს ასცდა - 1:2.

ერთადერთი, რაშიც ინგლისელებს დიდი უპირატესობით ვაჯობეთ, ყვითელი ბარათებია - არბიტრმა 6 ქართველი გააფრთხილა, ინგლისელი კი - არც ერთი.

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. I ჯგუფი, I ტური

24.03. კარტაია (ესპანეთი)

ინგლისი-საქართველო 2:1

გოლები: 1:0 აბრაჰამი (8. ონომას პასით), 2:0 ონომა (10. აბრაჰამის პასით), 2:1 გოშთელიანი (84. ბიძინაშვილის პასით)

ინგლისი: ვუდმენი - უოლკერ-პიტერსი, ტეილორ მური, ფრაი, ტაფარი მური - მაიტლანდ-ნაილსი, ონომა (79. კონოლი), ბრაუნი (79. ოიო), კუკი - არმსტრონგი, აბრაჰამი.

სათადარიგოები: ჰაუსი, კენი, ლედსონი, ბორტვიკ-ჯექსონი.

მწვრთნელი: ეიდი ბოტროიდი

საქართველო: გოშაძე - ჩაჩუა, ჭიჭინაძე, ლოჩოშვილი, კომახიძე - მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი (75. სამურკასოვი) - ბერიძე (59. ბიძინაშვილი), მიქელთაძე, არაბიძე (59. არდაზიშვილი) - გოშთელიანი.

სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ახალაძე, ართმელიძე, კიკნაძე

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

გაფრთხილებები: გოშთელიანი (28), ლოჩოშვილი (65), კომახიძე (68), მიქელთაძე (79), ჩაჩუა (85), მამუჩაშვილი (90)

არბიტრი: დ. ოსკანი (ავსტრია).

ესპანეთი-საბერძნეთი 2:0

1:0 კარიკოლი (22), 2:0 მაიორალი (26)

მომავალი მატჩები

26 მარტი

ესპანეთი-საქართველო 15:00

საბერძნეთი-ინგლისი 20:00

29 მარტი

საქართველო-საბერძნეთი 19:00

ესპანეთი-ინგლისი 19:00

გუშინვე, 19-წლამდელთა ელიტრაუნდის VI ჯგუფში სლოვენიამ 1:0 მოუგო რუსეთს, რომელიც მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გიორგი მელქაძემ გაიყვანა.

რუსების სასტარტო შემადგენლობაში იყო ნიკა ყიფიანიც. ორივემ შეუცვლელად ითამაშა.

37-ე და 64-ე წუთებზე მელქაძემ სახიფათო "სტანდარტულები" შეასრულა, მაგრამ ორივე ეპიზოდში მეკარემ იყოჩაღა. სლოვენიელებმა გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე გაიტანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• qutaiseli

არველაძეები და დომენტი რო იყო ხო ვხნავდით მთელ ევროპას.დდ ისე ვისაც რეზის და დომენტის ფედერაცია მოენატრა ეგერაა აფხაზეთში და ჩააკითხოს ასწავლის როგორ უნდა გაფლანგოს მილიონები და მერე მტერთან მოხიოს სადღეგრძელოების და დითირამბების სათქმელად.ყიფიანს კიდე კარგი ბიჭები ყოლია მებრძოლი რადგან ეს ინგლისი ეტყობა ზოგიერთებს მალტაში და ლატვიაში ერევა.

• gulshematkivari!

ხალხნო, იმის მაგივრად, რომ მადლობა ვუტხრატ ყიფიანს და ბიჭებს, გვერდით დავუდგეთ და ვუგულშემატკივროთ, კრიტიკას და ლანძღვას ვუნდებით. ინგლისი, უძლიერესი ნაკრები, მისი ფეხბურთელები, რომლებიც ყველა წარმატებულ ინგლისურ გუნდში თამაშობს. ნამდვილად კარგი შედეგია, მინიმალური ანგარიშით დამატცხდნენ და გილი გაიტანეს. ყიფიანმა იცის თAვისი საქმე კარგად. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ ვიცით ხალხის დაფასება. არ იცნობთ, არ იცით რისი გამკეთებელია და აკრიტიკებთ. პირიქიტ, მადლობა გადავუხადოთ ყიფოსაც და ბიჭებსაც. ფეხბურთელი რატომ გამოცვალა- ასე ჩათვალა საჭიროდ და იმიტომ! აცალეთ ამ ხალხს! პატიოსანი და საქმის მცოდნე ხალხია. ერთ დღეში გინდათ ყველაფრის გასწორება? ფეხბურთს და საერთოდ ქვეყანას მაშინ ეშველება, როდესაც ერთმანეთIს გვერდით დგომას და მარტივად პატივისცემას ვისწავლით! ყიფიანს და ბიჭებს მადლობა და დიდი წარმატებები!!!

• maxo

საქართველოში არ ღირს ფეხბურთის თამაში ან ფეხბურთელის შვილი უნდა იყო ან დიდი პატრონი უნდა გყავდეს ტყვილა არ გააცდინოთ ბავშვები ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება ფედერაციაშიც ისეთი ხალხი მოვიდა არველაძეები სანატრებელი გაგვიხდა

• ლევანი

ვისაც ფეხბურთი კუთხური, მით უმეტეს, ზღვისპირა სპორტი გონია, მართლაც შორს არის ამ სპორტისგან. თბილისის "დინამოს" ყველაზე წარმატებული, 1981 წლის შემადგენლობაში ერთადერთი, ვიტალი დარასელია იყო ზღვისპირა ქალაქიდან-ოჩამჩირედან. ზღვა კი არა, სწორი აღზრდა და დაფინანსება ჭირდება სპორტის ნებისმიერი სახეობის განვითარებას.

• ჭკუის დამრიგებლებს

არც დავბოღმილვარ და არც არავის ვაგინებ. საერთოდ ეგ რა შუაშია. უბრალოდ ცუდია, როცა 17 ან 19 წლამდელებში ესე გვჯობნიან. როგორც წესი მაგ ასაკში დიდი განსხვავება არ არის ხოლმე. არც ყიფიანს ვაბრალებ არც ამ მთავრობას არც იმას და არც ზღვას, უბრალოდ საქართველოში ფეხბურთზე შვილები აღარ დაჰყავთ. რატომ? იმიტომ რომ ცუდი სიტუაციაა, ცუდი გარემოა, ცუდი ტრენერებია. რატო უნდა გარისკო და საკუთარი შვილი ამ სანაგვეში შეუშვა. სხვა სპორტ რა სპორტი არ არი? ანდა იმეცადინოს, აშკარად განათლებული ხალხის დრო მოდის. (ოღონს არა ქართულ ფეხბურთში).

• მტრებო გააფსით

ინგლისი-საქართველო 2-1 რა გინდათ ყიფიანიდან ეგრევე დაამარცხოს ინგლისი.მერე ესპანეთი და მერე მოვთხოვოთ მოგება ბარემ.აცადეთ რას ლანძგავთ ამ ახალგაზრდებს გერმანიასთან რომ წავაგეთ 2-1 მასჰინ რად გაიხარეთ განა მაშინ არ დავმარცხდით?რა ეს ინგლისი ნაკლებია?სიტი,ლივერპული.იუვე და ასე სშემდეგ მანდ ტამასჰობენ ეგ ინგლისის ფეგბურთელები და ნუ ლანდგავტ ახალგაზრდებს.წარმატებები და გისურვებთ წარმატებებს.ზესტაფონი ტქვენთან

• kibo

ფაქტია და ნუ მედავებით: გასულა ქუთაისი და ზუგდიდი ზღვაზე ხო იცი შენ,აი ფოთს რო არ ახსენებ საერთოდ ვინ გაწყეინა ასე

ზღვა ჩინეთს და ინდოეთსაც საკმარისად აკრავს, მაგრამ ფეხბურთის ბაიბურში არ არიან. არადა დედამიწის მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. რაღაც გალაქტიონის "მესაფლავესავით" ჟღერს ეს მეცნიერული ლოგიკა, თუ მეჩვენება.

• roma

ხალხო რამ გაგაღიზიანად,რა მოგდით,საიდან ამდენი ბოღმა და ერთმანეთის მიმართ აუტენლობა და გაუტანლობა,აბა რას ელოდით,რა ინგლისს დავამარცხებდით,ხვალ ესპანეთთან გვაქვს თამაში, მივიღებთ ბუბლიკებს,დღეს ასეთი მდგომარეობაა,ამ დღეში ვართ,როგორც ეკონომიკურად და პოლიტიკურად,ისე ფეხბურთში,ჩვენ რაგბი და ფეხბურთი ვერ გაგვირჩევია ერთმანეთიგან,ამაზეა კამათი რომელი უფრო პოპულარულია დღეს საქართველოში,როგორ შეიძლება ამის დაშვება,ჯერ ერთი როგორ უნდა შეადარო რაგბი ფეხბურთს,შედარებაც კი დიდი სისულელეა,სად რაგბი და სად ფეხბურთი,სირცხვილია ეს ყველაფერი,ჩვენი მოსახლეობი მცირე ნაწილი,იმედია ასეა,მცირედით კმაყოფილდება,მათ მოგებები აინტერესებთ,ხოლო ხარისხი არა,რაგბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,პირიქით ძალიან მომწონს სპორტის ეს სახეობა,მაგრამ რაგბის ფეხბურთან შედარება და მასთან მიახლოებაც კი არ შეიძლება,თქვენ რა ინფორმაციას არ იღებთ,თქვენ რა ჭურში ცხოვრობთ.

• ფაქტია და ნუ მედავებით:

კუთხურობა ის კი არ არის, რაც მე დავწერე, არამედ ის, რომ ყიფიანმა ნაკრები ძველი პრინციპით, რეგიონალური რესურსის გათვალისწინების გარეშე ჩამოაყალიბა. ასე კი წარმატება არ მოვა. მეგრელი უბრალოდ სამაგალითოდ ვახსენე, ზოგადად კი ზღვისპირეთი ვიგულისხმე. ფეხბურთი ზღვისპირეთის ხალხთა თამაშია. ყველა მსოფლიო ჩემპიონი საზღვაო სახელმწიფოს წარმოადგენს, რაც ზღვისპირეთის ხალხთა განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებითა და ტემპერამენტით აიხსნება. ეს ჩემი აზრი არ გეგონოთ. მეცნიერულად დასაბუთებული თეორიაა. ასე, რომ ფედერაციამ და მისმა ახლადარჩეულმა მწვრთნელებმა თვალები ფართედ უნდა გაახილონ და მათი მზერა ლიხთ-იმერეთსაც უნდა გადასწვდეს, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი კვლავ უნა რჩებოდეს ქართველ ვარსკვლავთა სამჭედლო ცენტრებად, თუ გვსურს ფეხბურთის რეალური აღორძინება და რეალურად ხელშესახები წარმატებების მიღწევა.

• რა ჰქვია ასეთ კომენტარებს?

ერთმნიშვნელოვნად: პირველს - სულელური მტრობა, მეორეს პროვოცირებული მტრობა. ორივე შემთხვევაში - ა ბ დ ლ ო ბ ა ა (!), როგორც ერთ კუთხეში იტყვიან. დამატებით - ზოგჯერ ცენზურა(ც) საჭიროა!

• ქუთაისელი

ფაქტიას - საქართველო ევროპის ჩემპიონაზე გავიდეს და თუ უნდა მარტო ხილიანის ან საფიჩხიის გუნდმა ითამაშოს.. :)

საინტერესოა. და დავით ყიფიანი თბილისელი სვანი იყო და საინტერესოა მართლაც მის გარეშე როგორი იქნებოდა ქართული ფეხბურთის ისტორია. დინამომ რომ თასების თასი მოიგო მის მშობლიურ სოფელში საიდანაც არიან ყიფიანები წარმოშობით, ხარები დაკლეს დავითის და დინამოს პატივსაცემად.

• AVTORI

სირცხვილია იმის მაგივრად ინგლისთან 2:1 წავაგეტ ბიჭებს მადლობა გადავუხადოთ და სამწვრNელო შტაბს პრესა რეებს წერს არ ეშველება არაპერი ქართულ პეხბურთს ბევრს ითხოვთ და გვერდში არ უდგახართ ბიჭებს მხოლოდ კრიტიკა ....

• tbilisskii

რა შუაშია მეგრელი,ფეხბურთის თამაში ფოთში დაიწყეს მარა თბილისის დინამო იყო ფლაგმანი,რაც შეეხება მეგრულ გვარებს ვინ იყო მეგრელი ძმები ნოდიები თუ რამაზ შენგელია და თამაზ კოსტავა.ასე არ გინდა საუბარი თუ ქართველი ხარ მაშინ უბრალოდ ყველა ქართველი იყო და იმიტომაც იგებდა გუნდი

• ubralod duru

Im dros roca 2_0 vagebdit da gasatani gvqonda arabizis da beridzis gamocvla?...2 shemtevi legioneri romlebsac dabevebuli qonda adgili nakrebshi...dznelia zepirad ramis tqma roca tamashi ar ginaxavs ,imedia espanettan tamashsac mogviyveba mokled avtori..))))

• თბილისელი

შენ რა უნდა გელაპარაკოს, შენაირზე კომენტარსაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი და დროს არ კარგავდეს იმდენად დაბალი ინტელექტის ხარ, სადახართ მერე გამოდით დაგვენახეთ. ნაკრებში რო სულ მეგრელები გვყავდა იმიტომაც იყო 10 თამაში კარში ვერ დავარტყით ქეცბაიას დროს.

• ფაქტია და ნუ მედავებით:

მეგრელების გარეშე ნაკრებები წარმატებებს ვერასდროს აღწევენ, რადგან ფეხბურთს იგებს ბრძოლის ჟინი („ჟილკა“) და არა ბალეტი თბილისელი ბიჭუნების შესრულებით. თუ ჩემი არ გჯერათ, გეგუჩაძეს ჰკითხეთ, ან მის მიერ შეკრებილი ახალგაზრდულის შემადგენლობას გადახედეთ.

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"სიმელოტით შეიძლება" - მელქაძეს, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა, იგუაინთან შედარებაზე ესაუბრნენ [VIDEO]

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა

ირაკლი ბიძინაშვილმა ლატვიაში პირველი გოლი გაიტანა

ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

"საბურთალოს" ფეხბურთელი იჯარით გორის "დილაში" ითამაშებს

გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]

"საბურთალო": გურამ გოშთელიანი ისრაელში მკურნალობს

დილა-საბურთალო 0:2 - უწყვეტი ჯაჭვი [VIDEO]

"მთელი ყურადღება ოქრიაშვილზეა" - ქართველები ერთმანეთის პირისპირ

U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

ლატვიურმა "ელგავამ" ირაკლი ბიძინაშვილი წარადგინა

ბათუმის "დინამო" "სპარტაკის" ყოფილი თავდამსხმელის დამატებას აპირებს

მელქაძე: მოქალაქეობის შეცვლა? მე რუსეთის ნაკრებში თამაში მსურს

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

ბერიძემ თურქეთში კვლავ გაიტანა

მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]

ლეგიონის უქმეები: არაბულის დუბლი, ძალამიძისა და ბერიძის გოლები [VIDEO]

დავითაშვილმა გაიტანა, არაბიძემ ხარიხას გაარტყა [VIDEO]

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]

გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ნიკა ყიფიანი: "რუბინს" არ გაუმართლა

ბოლნისის "სიონი" გადახალისდება

ეროვნული ლიგის VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ლეგიონის უქმეები: არაბიძის დუბლი, კაჭარავას საგოლე პასი [VIDEO]

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა

"შეწყდება თუ არა ანტიროტორული სერია?!" - "რუბინი"-"როტორის" გადამწყვეტი მატჩის წინ რუსულ მედიაში

ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]

გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა

რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!

მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]

გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა

"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა

სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]

გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება

"გავიგე მშობლიურ სოფელში დიდ ეკლესიას აშენებს" - გიორგი მელქაძე ხვიჩაზე საუბრობს

შეუძლია თუ არა მელქაძეს საქართველოს ნაკრებში თამაში? - იურისტი განმარტავს

"საბურთალო" ბულგარულ შეკრებაზე ადგილობრივ "მონტანასთან" ფრეს დასჯერდა

ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული

"რუსთავის" ფეხბურთელმა მეკარესთან შეჯახების შემდეგ გონება დაკარგა [VIDEO]

კავაზაშვილი: მელქაძისთვის საქართველოს ნაკრებში მოხვედრა ემოციური აღმასვლა იქნება

ოთო გოშაძე ბათუმის "დინამოდან" ბოლნისის "სიონში" გადავიდა

ქართველი ფეხბურთელის სოლიდარობის ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ [VIDEO]

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]

ოთო გოშაძემ "დინამო თბილისი" დატოვა

ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია

19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო