საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ფრანგული "რეიმსის" დატოვებაზე იფიქრებს, თუკი...
გამოუყენებელი მომენტები, გაუმართლებელი იმედები და უკვე მერამდენედ იმედგაცრუებული ქომაგი - ასეთია ყაზახეთთან 29 მარტს გამართული ამხანაგური მატჩის შედეგები. მაინც, რატომ ვერ ახერხებს ქვეყნის უპირველესი გუნდი შინ ყაზახეთის დონის მეტოქის დამარცხებას და როგორ უნდა შეფასდეს ნაკრების ახალი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის პირველი ნაბიჯები?

საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

ამ თემაზე ნამატჩევს საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ვესაუბრეთ:

- რთული თამაში გამოვიდა, რაც მოსალოდნელიც იყო. საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი კი შევქმენით, თუმცა, სამწუხაროდ, რეალიზებაში მოვიკოჭლეთ.

- შეგიძლიათ, გვითხრათ, რა არის მთავარი განსხვავება კახა ცხადაძისა და ვლადიმირ ვაისის მოთხოვნებში?

- სულ ერთი კვირაა, რაც ახალი მწვრთნელი საქმეს შეუდგა და შეფასება ჯერ ძნელია. ცხადია, თავიდანვე ისე ვერ იქნებოდა, როგორც ვაისს ჰქონდა ჩაფიქრებული. ახალი მწვრთნელი გუნდს რამდენიმე დღეში ვერ გაიცნობს, ადაპტაციის პროცესსა და გუნდის შენებას დრო სჭირდება. ამიტომ ყველამ უნდა მოვითმინოთ.

- უცნაური იყო, რომ მეორე ტაიმში ყაზახებზე ზეწოლა ვერ გააძლიერეთ. რატომ?

- თამაშით მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ სამწუხაროდ, კონტრშეტევებზე ვერ გავიტანეთ, მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

- ისე, გუნდს თითქოს მღელვარებაც ეტყობოდა...

- ნაკრებში თამაშს ეს ყოველთვის ახლავს თან, მით უფრო, როცა წლის პირველ მატჩს საკუთარ სტადიონზე და თან ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ატარებ. ცუდია, რომ ვერ მოვიგეთ. გამარჯვება და გულშემატკივრების გახარება ჩვენ ყველაზე მეტად გვინდა...

- ნაკრებს აშკარად აკლია ხასიათი და ტემპი...

- ამაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ეს ვრცელი თემაა.

- საკლუბო ამბებზეც გკითხავთ: თქვენი აზრით, "რეიმსს" ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება შეუძლია?

- ორი გუნდი, ფაქტობრივად, გავარდნილია. ბრძოლა ჩვენსა და "აიაჩოს" შორის მიდის და დარჩენილ შეხვედრებში გამოჩნდება, მოვახერხებთ თუ არა გავარდნის თავიდან აცილებას. ახლა ძალზე ძნელია პროგნოზის გაკეთება.

- თუ "რეიმსი" გავარდება, გუნდის დატოვებაზე თუ დაფიქრდებით?

- ალბათ, კი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
კანკავა რაც რეიმსში გადავიდა მაგრად მოუკლო! ტექნიკური არასდროს არ ყოფილა მაგრამ მოედანზე შავ სამუშაოს კარგად ასრულებდა! ეხლა რეიმსის თამაშს რომ ვუყურებ ვფიქრობ, საერთოდ რა უნდა ამას მოედანზე?! სამწუხაროდ ყაზახეთთანაც ძალიან ცუდათ ითამაშა!
666
amasgonia indges romcmoegot intamashit racitamashes gagvixardeboda?anu istamashi racmatitamashes moswont da 2:1rovermoiges egawuxebt?es bichi vafshe vegar tamashobs.reimsi gavardeba da shrn agaravin giyidis,shenimedad chatvzle samidan ori atikacitundaitamashon.arada martla guliani,mshromdli da ukargesi adamiania...minda gulit gidurvo warmatebebi shenc,reimssac da saqartvelos nakrebs xom asjermeti....
ირაკლი
ჯაბა, ან ვინც არუნდა იყო, ნაკრების ფეხბურთელო, არ გრცხვენია? მწვრთნელი ჭირდება პასის გაგორებას? მწვრთნელი ჭირდება სირბილს? გახსნას მწვრთნელი ჭირდება? რა საგოლე მომენტი შექმენით და რა უნდა მოვითმინოთ? ნამუსის ძარღვი ასე ყველას ერთბაშად რამ გაგიწყვიტათ? ვუყურებთ ჩვენ ფეხბურთს და ვიცით რა არის ფეხბურთი. გვაბოლებთ თუ რაარი ვერგავიგე?! უბრალოდ, როგორ არ გრცხვენიათ და თავს ფეხბურთელებს როგორ უწოდებთ არმესმის. საგოლე მომენტი შექმნეს თურმე ბიჭებმა. ეს ფედერაცია რაში ხარჯავს ამ მილიონებს ნეტა ეგეც ვიცოდე, ჩადეთ საკლუბო რაგბში მაგდენი ფული და ნახეთ წინსვლის ტემპი მერე. უფრო მასობრივიც და პოპულარულიც გახდება. ვხედავთ რო იბრძვიან და რაგბს თამაშობენ იგებენ თუ აგებენ მაინც. ...
Givi g
ყველა სტატიის ავტორი ასე იწყებს:ჩვენ აუცილებლად უნდა ვუგებდეთ ყაზახებს.რატომ? რითი ვჯობივართ მათ? საქმე არაა მწვრთნელში,ფეხბურთელები გვყავს დაბალი დონის და ზოგადად ცოტა ფეხბურთელი გვყავს,კონკურენცია არ არსებობს.ჯობია შევეშვათ ტრაბახს და ბაქი ბუქს.ფეხბურთი დიდი ბიზნესია და ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესთან არის კავშირში.ოღონდ ახლა რაგბის არ შეადაროთ მანდ სულ სხვა სიტუაციაა მალე მანდაც ბევრი წამოგვეწევა და გაგვისწრებს
Lado
კაპიტანი ხარ და მსაჯთან ბრიშტობა არ შეგფერის. პირიქით, სამაგალითოდ უნდა იქცეოდე და სხვას მოუწოდებდე წესრიგისკენ. ასე რომ ჯერ საკუთარ თავზე იმუშავეთ, თუ გაქვთ ამაის სურვილი, თუ არა და ნაკრებში ადგილს ტყუილად ნუ იკავებთ... შიდა (და სათამაშო) დისციპლინიდან იწყება ყველავფერი. ნურც თქვენს თავს დაამალით ვინმეს. ჯერჯერობით არაფერი გაგიკეთებიათ ამ ქვეყნისთვის საამისოდ...
გუჯა კახაძე
მოგესალმებით ბ-ნო მერაბ! ვაფასებ თქვენს დიპლომატიას თამაშის ტემპთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ნაკრების ფეხბურთელების უმეტესობა არის ერთი ტაიმის მოთამაშე (ძალიან მალე იღლებიან). ნება მომეცით შემოგთავაზოთ ექსპერიმენტი - თქვენ მოიყვანთ ჩემთვის უცნობ ფეხბურთელს და 30 წუთი მსუბუქი ვარჯიშის შემდეგ გაჩვენებთ სისწრაფის და ამტანობის მატებას, ისეთს, როგორიც მიიღება 1 წლის მძიმე დატვირთვით. თქვენი მხრიდან კი ვითხოვ შედეგის გახმოვანებას რათა ქართველმა გულშემატკივარმა იცოდეს ჩემი მეთოდის რეალური შესაძლებლობები. ვარჯიში ღია იქნება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება წამზომით დააფიქსიროს მიღებული შედეგი.
bebeto
საფეხბურთო კუთხით ცხადაძე ჯობდა ბევრად დარცენილიყო ნაკრებში,ის გუნდი ყაზახეთს აუცილებლად მოუგებდა,ახლა ყველაფერი თავიდან დასაწყებია,გუნდი მაშინ დალაგებულად თამაშობდა.ანანიძე ჯობია მოედნის სიღრმიდან ათამაშონ როგორც ცხადაძის დროს მაშინ ბევრად უკეთესად ითამაშებს ნაკრები.ვაისის გუნდს დალაგება ჭირდება.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ